Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for იანვარი, 2011

ბოლო დროს ცოტა მოდურადაც კი ითვლება სტატიების ან გნებავთ პოსტების წერა თემებზე რომლებიც “ჰომო”-თი იწყება. განსაკუთრებით აქტუალური ამ თემაზე გამოკითხვის ჩატარებაა. საერთოდ დიდი ხანია ვთვლი, რომ ქუჩის გამოკითხვა აუტანელი პროცესია რეპორტიორისთვის, რესპოდენტისთვის და განსაკუთრებით მაყურებლისთვის. შედეგები ძირითადად ერთფეროვანია ხოლმე და უმეტეს შემთხვევაში ნერვების მომშლელი, ორივე მხარის უკომპეტენტურობით. კითხვებსაც ვგულისხმობ და პასუხებსაც. ერთი სიტყვით კიდევ ერთი მსგავსი ვიდეოთი ინსპირირებულმა დღეს გამოკითხვის ჩატარება გადავწყვიტე. ქუჩა ფეისბუქით, ხოლო ვრცელი და არაფრისმომცემი პასუხები კონკრეტული სავარაუდო ვარიანტებით ჩავანაცვლე.
გამოკითხვა ინტერნეტრადიოს ფან ფეიჯზე სულ ორ საათს გაგრძელდა და დასმულ შეკითხვას 100-მდე ადამიანმა უპასუხა. კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად მკაცრი მოთხოვნა მქონდა, აერჩიათ მხოლოდ ერთი პასუხი, ოთხი შესაძლო ვარიანტიდან და დაეკომენტარებინათ მხოლოდ ის.
გამოკითხვის ფორმა იყო შემდეგი: (more…)

Read Full Post »

Read Full Post »

ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე დახურულ გრუფში, რომელშიც 168-171 ადამიანია ხოლმე პერიოდულად [ბლოგერები] რაღაც საერთო მხიარულება მოვაწყეთსავით. ვსვამდით დაახლოებით “რამდენიმოძრაობითუნდაშევსვათბეჰემოთიმაცივარში” ტიპის კითხვებს. მე, ვინაიდან და რადგანაც თავი ვერ მოვაბი რამე სერიოზული პოსტის დასაწერად აზრების მოკრებას, გადავწყვიტე უბრალოდ ვიპოვო და ვთარგმნო მსგავსი კითხვები და თამაში ოფიციალურად გავაგრძელოთ.

1. რა განსხვავებაა ცოლსა და საყვარელს შორის? (more…)

Read Full Post »

ერთ-ერთ საიტზე წავაწყდი მსგავს სიას, და თარგმნის მცდელობა მქონდა. შეიძლება ძალიან ძველია და ყველამ უკვე იცინა ამაზე ათი წლის წინ, მაგრამ მაინც. Have Fun.

ორი იდენტური ტყუპიდან, ერთი აუცილებლად ბოროტია.

რაც უნდა ურიცხვი რაოდენობის მტერი გეხვიოს გარს, ისინი ყოველთვის თითო-თითო, რიგ-რიგობით გესხმიან თავს და შენც მშვიდად იგერიებ მათ.

როცა შუქს აქრობ და დასაძინებლად მიდიხარ, შენი ოთახი ისევ მშვენივრად ჩანს, უბრალოდ ყველაფერი ნაზ, ლურჯ ფერში. (more…)

Read Full Post »

რამდენიმე სასარგებლო რჩევა, რომელიც საკუთარმა გამოცდილებამ ჩამცხო თავში.

1. სკოლის მერე უნივერსიტეტში დაგხვდებათ ბევრი თავისუფლება. ჰოდა გაუფრთხილდით, ეცადეთ გონივრულად დახარჯოთ დრო. ძალიან მზიან და კარგ ამინდში, უნივერსიტეტის ეზოში ჯდომა და მეგობრებთან ერთად ლუდის სმა “ასწორებს”, მაგრამ მალე გბეზრდება და თან ბევრი არაფერი მოაქვს. სამწუხაროა იმის შემჩნევა, რომ გამოცდების მოახლოებისას “მეგობრებიც” შემოგეცლებიან, და მხოლოდ შენი სიჯიუტე რჩება.

2. სწავლასა და მუშაობას შორის, არ გააკეთოთ არჩევანი მუშაობის სასარგებლოდ. (more…)

Read Full Post »

2010 წელი ძალიან გრძელი წელი გამოვიდა, თითქმის 12 თვეს გაგრძელდა. სწორედ ამიტომ, იმაზე მეტი ამბავი დამიგროვდა ვიდრე წინა წლებში.

ნომინაცია – წლის ყველაზე უჩვეულო ამბავი მივლინებაში

წარდგენილნი არიან:

არტგენის დროს რაჭაში ჩარჩენა

ავტოსტოპით ჩამოსვლა ქობულეთიდან

მესტიის ნახვა

გამარჯვებული გახლავთ: (more…)

Read Full Post »

სიზმრების მოყოლა ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ოღონდ ისე, პირადად ვბურღავდი ხან ვის, ხან ვის. ამ სიზმარში იმდენი ადამიანი ფიგურირებს, ძალიან მეზარება ყველას ვუთხრა, რომ დამესიზმრნენ.

დავიწყებ თავიდან. სოფელში ვიყავი იმიტომ, რომ ბებია მომიკვდა. გარეთ ეზოში ქელეხი (დასავლეთში – გასვენება) იყო, მე შიგნით, ოთახში ვიყავი. არამხოლოდ მე. ორ საწოლზე ვიწექით (მარჯვნიდან) კიბორგა, მე, დოდკა და საბა. საბას კი  როკო ეჯდა საწოლზე. და თან რაღაც რომანტიული კონტექსტით. საბა და დოდკა დამცინოდნენ იმ პოსტზე, რომელიც სოფია კოპოლას ფილმს მივუძღვენი, და მეუბნებოდნენ, რომ ვარ სრული დებილი, ეს რამ დამაწერინა. რომ მე არ მესმის კინოს არაფერი და ხარხარებდნენ და მე ვბრაზდებოდი. (more…)

Read Full Post »

დედაჩემი ყოველთვის მეჩხუბებოდა იმის გამო, რომ ჩემი მაგიდის უჯრები “ათასი ნაგვით მაქვს გამოტენილი”. რამდენიმე წლის წინ ნამდვილი თინეიჯერივით ვბრაზდებოდი, როგორ შეიძლება იმისთვის, რაც ჩემთვის “ესოდენ” მნიშვნელოვანია, ვინმეს ნაგავი ეწოდებინა. მერე წლებთან ერთად “ესოდენ მნიშვნელოვანი”-ს აღქმაც შეიცვალა და ახლა უკვე მეც ვთვლი. რომ უამრავი არასაჭირო ნივთი მიყრია ოთახში.

დღეს ვაკვირდებოდი, და არაფერს ვინახავ სპეციალურად, უბრალოდ არ ვყრი.

ერთი შეხედვით არაფრით განსხვავდება არგადაყრა და შენახვა ერთმანეთისგან. მაგრამ არც ეგრეა საქმე, აი მაგალითად ვის რაში სჭირდება “ბალი ბარათების” შენახვა? არც მე მჭირდება ალბათ, უბრალოდ არასდროს გადამიგდია. აი ფაქტიც

ბარათების კოლექცია ჩასარიცხი აპარატების გამოჩენამ ჩაძირა

(more…)

Read Full Post »

ვთქვათ ერთ მშვენიერ დღესაც, როცა თავმოყვარე “სტაიანშიკმაც” გააკეთა ბლოგი, თქვენც გადაწყვიტეთ იმავე საქციელის ჩადენა. გადაწყვეტილების განხორციელება მარტივია. ელექტრონული ფოსტა და ელემენტარული სოუშლ სქილს გჭირდებათ. სხვათაშორის ეს უკანასკნელი იმისთვისაც გჭირდებათ, რომ გაგეგოთ რას ნიშნავს სოუშლ სქილს.

მეორე ეტაპია ბლოგს რისთვის აკეთებთ. თუ მხოლოდ იმისთვის, რომ თავმოყვარე “სტაიანშიკს” მიბაძოთ, (more…)

Read Full Post »

ჰოი ზეციურო არსებანო, ვაგონში ზანგი შემოვიდა!

ვაგონში არსებული რამდენიმე თავი და იმდენივე ორჯერ თვალი მისკენ მიტრიალდა.

უცხო ხილის თვალიერებით გაერთნენ, მე მათი თვალიერებით.

წინ მჯდომ ბაბუს ლოგიკურია, ახალგაზრდობა უნდა გახსენებოდა. ომგამოვლილი მამა აჩვენებდა ზანგ მეგობართან ერთად გადაღებულ შინაარსობრივადაც შავ-თეთრ ფოტოს, და რამე კაცურ ამბავს მოუყვებოდა მეშვიდე კლასამდე ასი სხვადსხვა ინტერპრეტაციით. მერე ალბათ შვილსაც მობეზრდებოდა მოსმენა და ეზოში გაიქცეოდა ბურთის სათამაშოდ. ახლა ბაბუს თვალებში ბურთისადმი ზიზღი გამოსჭვივის, მამა ხომ ძალიან უყვარდა.

პლუს ერთი ზანგს. (more…)

Read Full Post »

Older Posts »