Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ივლისი, 2010

ანდაზა: კარგი ბოზი თავს არ დაიწვავსო.

მას შემდეგ რაც გურიაში ერთერთ ბენზინგასამართ სადგურზე ვყვიროდი, ეს უნდა დავწერო მეთქი, და თან ტექსტს ვაწყობდი, ბევრმა წყალმა არა, მაგრამ ერთმა პატარა ნაკადულმა კი ჩაიჩუხჩუხა. ბოლოსდაბოლოს მოვედი იქამდე, რომ ავიღე ხელში კლავიატურა, გადავშალე ქრომის ფანჯარა და ვიწყებ.

გამარჯობათ მე სალომე ვარ, 20 წლის, გუშინ პირველად ვიმგზავრე ავტოსტოპით, ქობულეთიდან თბილისამდე. მინდა გირჩიოთ, რომ დაუჯეროთ თქვენს მეგობრებს, რომლებიც რომ/თუ გეუბნებიან, რომ ტრაილერით მგზავრობა ყველაზე კომფორტულია.

(აქ გამხნევების ტაში მჭირდება.)

Chapter 1: მძღოლი

სახელი – ერქანი

ასაკი – გძეტა 45-50

ეროვნება – თურქი

საცხოვრებელი ადგილი – ხოფა

ენები – თურქული, ქართული, ქართული ჟარგონული, ქართული უწმაწური.

ულვაშები – კი

იუმორი – კი

ხასიათი – მხიარული

უყვარს – თურქული ფოლკლორი, თურქული სამზარეულო, დენის (ზღვა), ვისკი, ”ცელი ნახევარი ფათარა ბიჩი” (შვილიშვილი, გოგოს მხრიდან)  ”ფრობლემა არ არი” და ”ბიჯოო”-ს თქმა წუთში ერთხელ მაინც.

სისუფთავე – კი

Chapter 2: გაბანძება

ქობულეთში გავაჩერეთ ტრაილერი, ბაქოში მივდივარო, ამოდითო, ჯერ ჩემი მეგობარი ახტა, ფეხზე გაიხადა, ჩანთები ავაწოდე, ავედი და მძღოლს მივესალმე. ჰელოუ მეთქი. პასუხად კარგი გამართული ქართული ”გამარჯობა” შემაგება და მივხვდი – გავბანძდი.

მალევე გადავიტანე.

Chapter 3: დენის (ზღვა)

ქობულეთს გამოვცდით ცოტათი.

ერქანი: ”-მანქანა გააჩერა, დენის დენის, მერე ცავიდა, ფრობლემა არ არი? ფრობლემა არ არი.”

ჩვენ:  ვიცინით და თანახმა ვართ.

სანამ მანქანში იცვლიდა, ჩემი მეგობარი კულუარულად მიმხელს, რომ ასეთ ადგილებში, სადაც ტრაილერების სადგომია, ყოველთვის ჰყავთ ქალები.

მე უცებ წარმოვიდგინე, როგორ ჰყავთ ოთახში ქალები შეყრილი, ქათმებივით, და მძღოლის სურვილის შემთხვევაში ხელს შეყოფენ და რომელიც მოხვდება გამოიღებენ.

არ იყო სასიამოვნო.

Chapter 4: დისკრიმინაცია და ”დისკო”

სადღაც შუაგულ გურიაში ვართ, ერთერთ ბენზინგასამართ სადგურზე გავჩერდით, იმიტომ რომ ”საჩმელი ჩამა, თუალეთი, ჩაი ჩაი, კოფი”.

ერქანი საჭმელად შევიდა, ჩვენ დასაწყისისთვის ტუალეტისკენ ავიღეთ გეზი.

მერე ჩვენც შევედით. რაღაც სასადილოს პონტი იყო. ერქანი უკვე მაგიდასთან იჯდა სხვა მძღოლებთან ერთად. არ გვშიოდა მაგრამ მაინც, რამეს დავლევ მეთქი ვიფიქრე.

დახლთან მივედით, სადაც გოგონა დგას.

ჩემი მეგობარი: – მზად რა გაქვთ?

გოგონა: (გაოცებული მზერა მოგვაპყრო, და ჩვენთვის გაუგებარ თურქულ ენაზე რაღაც გვითხრა)

ჩვენ: გაოცებული მზერა მივაპყარით და მივიხედ-მოვიხედეთ.

მოდის მეორე ქალი, რომელსაც პირველი ქალი დამტვრეული ქართულით ეუბნება ”მიხედე” და თვითონ მიდის.

მეორე ქალი: – გისმენთ?

ჩვენ: (გაგვიხარდა) – მზად რა გაქვთ?

მეორე ქალი: რასაც აქ ხედავთ, ხაშლამა, ფლავი (და კიდევ ორი თურქული საჭმელი გვითხრა).

ჩვენ: (ვათვალიერებთ დახლს იქვე ფასების ფურცელია გაკრული, სადაც მაქსმიმუმ 5 ლარია ყველაზე მაღალი ფასი) – ეს რა არის? (მივუთითეთ რაღაც საჭმელზე).

მეორე ქალი: – ეგ ძალიან ძვირია, 8 დოლარი ღირს, აქ კი ფასები საგადასახადოს მოსატყუებლადაა გაკრული, თანაც თქვენ ქართველები ხართ და აქ მაინც ვერ შეჭამთ, არ შეიძლება.

ჩვენ, და უფრო მე : (შოკში ვართ) – რატომ ვერ შევჭამთ?

მეორე ქალი: -არ შეიძლება, აქ კრძალავენ ქართველების შემოსვლას.

მე: (ვგრძნობ რომ სახეზე მაწერია ”Jackass!!!”, მივუტრიალდი ჩემს მეგობარს და ვეკითხები სად ვართ, მპასუხობს რომ გურიაში.)

ჩვენ: – კარგი მაშინ გავალთ, მაინც არ გვშიოდა.

და დავიძარით გასასვლელისკენ.

ერქანი წამოხტა: – ჩამე ჩამე, ფული ფრობლემა არ არი. (მივიდა და დახლთან მდგომ მეორე ქალს ეკითხება რაღაცას თურქულად, დიდხანს იკამათეს, ბოლოს იმაზე დაითანხმა, რომ ყავა მაინც დაგველია მოვიდა და ბოდიში მოგვიხადა.)

მე სულელივით ვიღიმები და ვფიქრობ, რომ ამაზე აუცილებლად უნდა დავწერო.

ყავა იმ პირველ ქალს მოაქვს და უცებ გამართული ქართული გურული აქცენტით გვეუბნება:

– ამათ ყურადღება არ მიაქციო.

მე: (მივიღე შოკი ნომერი ორი, ქართველი ყოფილა!) – და ვერ მეტყვით აქ რა ხდება?

პირველი ქალი: – რა არის იცი? აქ მეორე ოთახია, და იქ საღამოობით იქ ”დისკოა” და გოგოები არიან, და ქართველი რომ შემოდის არ უნდათ, რომ გაიგონ რომ იქ არიან, ამიტომ არ ვუშვებთ აქ ქართველებს.

მე: (მადლობას ვუხდი, თუმცა ვერაფერი ვერ გავიგე და მიდის, ჩემს მეგობარს ვთხოვ ამიხსნას აქ რა ხდება)

მპასუხობს: – აქაც ჰყავთ ის ქალები წინა გაჩერებაზე, რომ გითხარი, ქართველები არიან , ოღონდ სახლში იციან რომ თურქეთში არიან და ბავშვს უვლიან ან რამე, სინამდვილეში კი მძღოლებთან წვანან. შესაბამისად, ვინმე ნაცნობმა რომ არ გაიგოს რომ თურქეთში კიარა შუაგულ გურიაში ”კალონკაზე” ბოზობენ, ასეთ ადგილებში ქართველებს არ უშვებენ.

ესეც ასე, ამომწურავი პასუხი ”დისკოს” შესახებ. თუმცა მე ჯერ კიდევ შოკში ვიყავი. არასდროს მეგონა თუ ჩემს ქვეყანაში ჩემი ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციას განვიცდიდი. შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ნებისმიერი რამ, რელიგია შეხედულებები და ა.შ. მაგრამ ეს არა.

Chapter 5: საერთო ჯამში

მოგზაურობა გამოვიდა ძალიან სასიამოვნო.

ვიჯექი კომფორტულად, ბათუმში სუპერმარკეტში ნაყიდ ”ჯინსების თაობას” ვკითხულობდი, ჩემი  მეგობარი იწვა, ეძინა, ცუდად იყო და ერქანი წამლებს ასმევდა. მეც მომცა ერთი ტაბლეტი, რად მინდა მეთქი გამიკვირდა. რად გინდა და ”ქუხ ქუხ მთელი გზაო”. ვახველებდი ანუ. 8 საათში ჩამოვედით სამჯერგაჩერებიანად და ზუსტად 12-ზე გუდვილის გადასახვევთან გადმოგვსვა. ნომრები ჩაიწერა. თბილისში ჩამოვალ 3 დღეში და ვისკი დავლიოთო. სხვათაშორის რაღაც სასწაულირაოდენობისციფრიან ნომერს ველოდი და მაგთი ჰქონდა, ჩვეულებრივი. გამიკვირდა. ნატახტართან რომ მოვედით, წაიმღერა ”ნათახთარი ლიმონათი გინდა?” გამიკვირდა.

მოკლედ ეს იყო რაც მინდოდა მომეყოლა. თავიდან ჯაზ ფესტივალზე მინდოდა დამეწერა, მაგრამ დამიჯერეთ ეს უფრო საინტერესო იყო.


Read Full Post »

მანქ

ეს კიდევ ერთი ის შემთხვევაა, როცა დიდი ხანია მინდა პოსტის დაწერა, მაგრამ ეს დიდი ხანი იმდენხანს გრძელდება, რომ, როცა უკვე ამ ფანჯარასა ვხსნი ყველაფერი მავიწყდება.

შესავალი..

ერთი პერიოდი ძალიან სკანდალური პოსტის დაწერასაც ვაპირებდი, თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.

გავცივდი ძალიან, (ამ სიცხეში სად მოახერხე? ბანალური კითხვაა და უკვე ბევრმა დამისვა, ასე რომ არ გინდათ.) არამარტო მე, ნათიც ”ჩაწოლილია”, წეღან კიდევ ჟოკეიმ გამახარა იმით, რომ ჩემსავით სელპაკი ჰქონდა აკრული ცხვირზე..

მოკლედ ბევრი და უაზროდ რომ არ ვიბოდიალო, რამდენიმე სიმღერას დავდებ, რომლებიც ჩემი აზრით საკმაოდ კარგებია..

მოკლედ მანქის ჩარტებში გასული სიმღერები და შემსრულებები, ან პირიქით:

მეხუთე პოზიცია:

აღწერა: ნებისმიერ ხასიათზე შეიძლება მოუსმინო. მართალია რაღაც მომენტში ხვდები რომ ძალიან გაბეზრებს თავს, მაგრამ თავიდან იწყება თუარა ეგ გრძნობა გიქრება.

მეოთხე ადგილი:

აღწერა: როგორც წესი ყოველთვის შემთხვევით ირთვება და არა გამიზნულად. და არ მახსოვს შემთხვევა რომ მომინდეს ამ სიმღერას მოვუსმინო და სპეციალურად ამისთვის ჩავრთო. თავისთვის გდია ფლეილისტში და არ მაწუხებს. მაგრამ თუ დაიწყო, მიხვდები, რომ ეს ისაა რისი მოსმენაც გინდოდა ყველაზე მეტად.

მესამე ადგილი:

აღწერა: სხვანაირია. კარგია. მომწონს. სევდიანიცაა და მხიარულიც. და მხიარული სევდიანიც.

მეორე პოზიცია:

აღწერა: ამაზე ვიღვიძებ დილით, მიყენია მესიჯის ზარად, ვმღერი უსაქმურობის დროს, ვმღერი მექანიკურად, მოკლედ ვიცი რომ მალე ვეღარ ავიტან, მაგრამ ჯერჯერობით მომწონს.

პირველი ადგილი:

აღწერა: ამ ბოლო დროს ძირითადად Fიმეილ ვოკალისტებს ვწყალობ. ეს კი ის სიმღერაა რომელსაც ყველაზე მეტად ვწყალობ. არ ვიცი როგორ უნდა აღვწერო. უბრალოდ კარგია და მორჩა.

ენდ ბონუს თრექ  – ზ’ სეიმ ბათ ლაივ.


(c) Monkey

Read Full Post »

მანქ

უან მორ თეგ თამაში მოსულა ჩემამდე პეპეს წყალობით.

აქამდე ვერ მოვიცალე პოსტის დასაწერად და მგონი არც ისე გვიანია.

ე.ი.

მე მომწონს ჩემი პროფილი, რომელიც ასე გამოიყურება,

საამაყო პროფილი

 და იმედია მაქვს სხვების თვალშიც მშვენიერი ჩანს.

რატომღაც ყოველთვის მეგონა მე ისეთი ტიპი ვარ, რომ ყველას უნდა მოვწონდე წესით.

მაგრამ გამოხდა ხანი და დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ყველას მოვწონვარ, უბრალოდ ზოგი ჯერ ვერ ხვდება.

ზოგადი პარამეტრები სინამდვილეში:

20/162/42

ზოგადი პარამეტრები სხვების აზრით:

16/???/35

ანუ საერთო ჯამში მე სხვების აზრით ერთი დისტროფიკი პატარა ბავშვი ვარ, მარგინალური და დაბღვერილი გამომეტყველებით, სულ ყურსასმენებ გაჩრილი და კონკრეტულად არსად მომზირალი.

სტიქაროსანი ძველი ბიჭების აზრით – მსუბუქი ყოფაქცევის გოგონა

მამაჩემის აზრით – საკუთარ თავზე შეყვარებული ეგოისტი/პოხუისტი

მეზობლების აზრით – უზრდელი და ამპარტავანი

ზოგი ფორუმელისთვის – სწერვა

ზოგი ფორუმელისთვის – ინტელექტუალი სწერვა

დედაჩემისთვის – მსუბუქი ყოფაქცევის ეგოისტი/პოხუისტი

მეგობრებისთვის – მანქი

თანამშრომლებისთვის – ხვლიკი

საზ. ტრანსპორტში ფეხზე მდგარი ადამიანების აზრით– მჯდომიარე უზრდელი

ეს დაახლოებითი მონახაზი..

კონკრეტულად თუ რამე გამომრჩა, მაცნობეთ კომენტარებში.

პ.ს. თამაში რომ არ ჩაკვდეს, ვთაგავ ნასტასიასქილიფას და კომისიას.

(c) Monkey

Read Full Post »

მანქ

სათაურის არ იყოს, დღეც საკამოდ გრძელი და სხვადასხვა ამბებით დატვირთული გამოვიდა..

ვეცდები თავიდან მოვყვე.

ან რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ყველაფერს მოვყვე.

ჯერ იყო შეხარბების შეტყობინება პრაღიდან, რომ იქ თურმე 87 პროცენტიანი შავი შოკოლადი იშოვება, თანაც იაფად, და თანაც სამ თვეში მაგ შოკოლადის მირთმევა მეც შემეძლება.

ასე რომ ყველანი ერთად დიდი მადლობას ვუხდით ნიკოს.

მერე იყო ზარი სამინისტროდან, მობრძანდით და აკრედიტაცია წაიღეთო (ბლექ სიი ჯაზ ფესტ.)

მივბრძანდი და წამოვიღე.

ნეტა განახათ რა საყვარელია, (სურათი გადავუღე მაგრამ კომპში ვერ გადმომაქვს ობიექტური მიზეზების გამო) ამიტომაც მენდეთ სიტყვაზე.

ძალიან ბედნიერი გამოვედი, იმიტომ რომ ჯერ არ მქონია საშვი რომელზეც დიდად აწერია PRESS და ახლა უკვე მაქვს..

მერე იყო პინგვინები.

დიდი ხანია ვაპირებ მანდ მონათვლას, და აი დადგა ეს ბედნიერი დღე.

უსაშინლესი ადგილია, მაგრამ უგემრიელესი საჭმელი.

თანაც კარტოფილი სულ  რაღაც 5 წუთში შემიწვეს.

პინგვინებს ოსტრს უქებენ უფრო, მაგრამ დღეს არ მეცალა ოსტრის საჭმელად. ასე რომ კარტოფილმაც “მოიტანა”.

მერე იყო გამოფენა გოეთეს ინსტიტუში, რომლის პრესსამსახურის ჰიპერაქტიურმა გოგონამ თავი მსოფლიო მედიის ყველაზე მნიშვნელოვან წერტილად მაგრძნობინა.

მერე იყო შარდენი, სადაც რაღაც გალერეის გახსნაზე წავედი, გზად გზა ამერია და წუთიწუთზე გახსნილ პრეგოში ამოვყავი თავი. ორი საყვარელი ოფიციანტი გავიცანი, რომლების თხოვნითაც ერთი ბოკალი შავი ღვინის დალევა გადავწყვიტე, თუმცა საკმაოდ თბილი სითხე არ მომეწონა.

ის ის იყო უარყოფითად განვეწყე და მე და ჩემმა მეგობარმა წამოსვლა და წამოსვლამდე მოწევა გადავწყვიტეთ, გარეთ ჩამოვსხედით და 1 წუთში ორი ყავა მოგვიტანეს “ზა სჩოტ ზავიძენია”.

ყავა არ მოგვეწონა, თუმცა კეთილგანწყობილი პრეგო კი, და “ხელფასის დღეებში” გამოვლა გადავწყვიტეთ.

ის ორი ოფიციანტი კი ჩემი ფაკულტეტელები აღმოჩდნენ და უხვად გავეცი რჩევა–დარიგებები ლექტორების არჩევის თაობაზე.

მერე იყო ჯერარგახსნილი გალერეა, რომელიც თურმე ხვალ იხსნება.

მაგრამ ყველაფერი სურპრიზია.

ისე დამაინტრიგეს ორგანიზატორებმა, რომ აუცილებლად წავალ.

ასეთი იყო ჩემი გრძელი დღე..

დანარჩენი ხვალ..

(c) Monkey

Read Full Post »