Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ივნისი, 2011


 

 

 

 

 

 

Read Full Post »

აქ იყო პოსტი

ქართული ბლოგინგის დღეების შესახებ.

ნახევრად სერიოზული, ნახევრად ხუმრობით. ის რაც ქართული ბლოგინგის დღეებად გასაღდა, სინამდვილეში ეპიკ *** ბლოგერის მიერ უნებართვოდ დადებული ფოტოები აღმოჩნდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ფოტოები ჩემს ბლოგზეც მოხვდა.

ბოდიში მხოლოდ ფემინისტკას. 

))

Read Full Post »

ფანარტი – Monkey

გახსოვთ ალბათ ერთ დროს  ეროვნული ფოლკლორით რომ ვერთობოდი. ვისაც არ გახსოვთ, გადამისამართდით აი აქ.

ჰოდა მერე ერთ მშვენიერ დღესაც ბლოგის გვერდზე დამიდეს ე.წ. ფან ვიდეო, რომელიც წესით აქაც უნდა დამედო, მაგრამ არ მახსოვს რატომ დამავიწყდა.

:ვინანიებ:

ორიოდე სიტყვა შესავლის მაგივრად:

ამ ვიდეოს ნახვამ ძალიან გამაბედნიერა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სრულიად უცნობმა ადამიანმა გააკეთა, და მეორეც იმიტომ, რომ აშკარად ბევრი იწვალა. და ბოლოს იმიტომ, რომ ძალიან მომეწონა.

 

საჭირო ინფორმაცია:

(more…)

Read Full Post »

“გამარჯობა მანქი, როგორ ხარ?

ალბათ ისეთივე დაბნეული და გაუგებარ სამყაროში მოხვედრილი, როგორც მანდ დაგტოვე.

არ დაიჯერებ და 21 წლისაც ეგრე იქნები.

ახლა 17 წლის ხარ, სტუდენტი, მეგობრები გყავს. შეყვარებულიც. იცი რა ბედნიერი ხარ? მაგრად მოეჭიდე იცოდე მაგ ბედნიერებას, თავი დაანებე წვრილმან რაღაცებზე წუხილს. ნუ იქცევი დიდივით.

ისევ არ სწავლობ? ფიქრობ, რომ წინ კიდევ ბევრი დრო გაქვს? რომ უნივერსიტეტის ბაღში ლუდის სმა და მეგობრებთან ერთად სიცილ-ხარხარი უკეთესია, ვიდრე მოსაწყენ ლექციებზე ჯდომა? ჰო, მართალი ხარ, მაგრამ მერე ძალიან გაგიკვირდება და გეწყინება, როცა მიხვდები შენი მეგობრები როგორ დაიფანტებიან ლექციებზე, სემინარებზე, გამოცდებზე, გაცვლით პროგრამებში, სამსახურებში. შენ კიდევ იფიქრებ, რომ ბევრი დრო გაქვს წინ. ნუ იფიქრებ რა გთხოვ. ადექი, გადადე ლუდის ქილა და შედი სტატისტიკის ლექციაზე, იმიტომ რომ, არ დაიჯერებ და სამჯერ მოგიწევს მაგ საგნის გავლა, და მაინც ვერ ჩააბარებ. ლექტორი გეზიზღება და იმიტომ. აი რა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა, ლექტორი გეზიზღებოდეს და საგანს ვერ აბარებდე. ხვდები? რა თქმა უნდა, ვერ ხვდები ჯერ. (more…)

Read Full Post »