1. ქართველები ვართ ძალიან ტოლერანტულები.
გაპრავება: ერთ ქუჩაზე დგას ძმაო, მეჩეთი, სინაგოგა და ეკლესია და მარტო თბილისშია ძმაო შიიტები და სუნიტები ერთად რომ ლოცულობენ.
სინამდვილეში: “სომეხი” – სალანძღავი სიტყვაა, განსახვავებული ორიენტაციის ადამიანს დედის ყველაფერს ვაგინებთ, ვცემთ და ავადმყოფებს ვეძახით, “ზანგები ველურები არიან”. ემზარ ჯგერენაიას თუ დავეყრდნობით – მაშინ როცა მეჩეთი, სინაგოგა და ეკლესია ერთად იგებოდა, საქართველოში მონარქია იყო, ყველას მონარქია და საერთოდ არ გვქონდა ნაციონალური სახელმწიფო, ამიტომ არ ვიცით გვქონდა თუ არა ტოლერანტობა.
2. ქართველები ყველაზე ვაჟკაცი ერი ვართ!
გაპრავება: დიდგორის ომი მოვიგეთ 600 000 ათასი იყო მტერი, 56 000 ვიყავით ჩვენ.
სინამდვილეში: 2008 წლის აგვისტოს წითელი ხიდის მისადგომებში ჩვენი სიმრავლე, 2008 წლის შემდეგ კი “ერთმორწმუნე რუსეთი მაინც, მიუხედავად ყველაფრისა!”
3. ქართველები ყველაზე სტუმართმოყვარე ერი ვართ.
გაპრავება: ქართლის დედის ძეგლი, ერთ ხელში ხმალი მტრისთვის, მეორეში ღვინო სტუმრისთვის. “სტუმარი ღვთისააო”.
სინამდვილეში: ჩვენ უბრალოდ იმით ვართ ბედნიერები, რაოდენ გავაძღობთ სტუმარს ჩვენი საამაყო ხაჭაპურით და ჩავხეთქავთ სასმელში, ჩვენი საამაყო სადღეგრძელოების თანხლებით.
აღსანიშნავია ვაჭრობის და მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანების ქცევა ტურისტის დანახვაზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ უცხოელს ჩვენზე სამჯერ მეტი ფული აქვს, ამიტომ ნებისმიერ რამეში სამჯერ მეტი რომ გადაიხადოს “არა უჭირს რა”.
4. ქართველები ყველაზე ლამაზი ერი ვართ.
გაპრავება: მოგზაურები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაზე წერდნენ.
სინამდვილეში: ქართულ ენაში არსებობს სიტყვათა შეთანხმება “უცხო გარეგნობა”, რომელსაც ხშირად ვიყენებთ ხოლმე სილამაზის აღსანიშნად. ფრაზა “ამ გოგონას შეხედეთ რა ლამაზია, ნამდვილი ქართული გარეგნობა აქვს!” მე პირადად არასოდეს გამიგია.
იმ სილამაზისგან, რომელზეც ჩვენზე წერდნენ, სავარაუდოდ არაფერია დარჩენილი. მაგალითად მის მსოფლიოც კი არ მოგვიგია არც ერთხელ, და ერთადერთხელ, 2003 წელს ოცეულში სიმაღლის გამო გავედით, და იმ გოგოსაც ცხენს ვეძახით დღემდე.
5. ქართველები ყველაზე ჭკვიანი ერი ვართ და არავისგან არაფერი არ გვესწავლება.
გაპრავება: შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი..
სინამდვილეში: აგერ უკვე ორი საუკუნეა იგივე პრობლემები გვაქვს, რაზეც პირში ჯერ კიდევ ილია გვძრახავდა.
6. ქართველებს გვაქვს ბევრი კარგი ტრადიცია, მაგალითად სუფრის კულტურა.
გაპრავება: ნებისმიერ ქართველ კაცს ჰკითხეთ.
მსხვრევა: არამარტო ქართული არამედ ყველანაირი სუფრის აკადემია იყო იმ ეპოქაში, როდესაც ადამიანებს არ ჰქონდათ დისტანციური კომუნიკაციის საშუალება, ან არ იცოდნენ წერა–კითხვა. ამ დროს სუფრაზე სხვადასხვა ინფორმაცია იყრიდა თავს, დაახლოებით ისეთი სისტემით როგორიც იყო საფიხვნოები, სოფლის ბირჟები და ახლა უკვე Facebook–ი. ხოლო ახლა ქართული სუფრა მატრაკვეცობის ზეიმია, სადაც კარგი მსმელი, მაგრამ დაბალი IQ–ს მქონე ტიპები თამადობენ, დაზეპირებული რიგითობით ამბობენ სადღეგრძელოებს, მოაყოლებენ მდარე ლექსებს და ამბებს და საბოლოოდ ახალს და საინტერესოს ვერაფერს ამბობენ. ხოლო რაოდენ ტრაკშია ქართული სუფრა დღეს, შეგვიძლია განვსაზღვროთ იმ მაჩვენებლით თუ რას ამბობს აკაკი წერეთელი XIX საუკუნეში, პოემა “თორნიკე ერისთავში”:
მეფე ხალხს და ხალხი მეფეს
სიამესა გულს მოჰფენდენ.
მთვრალობა და “სადღეგრძელო”
სათვითოო არ იცოდენ;
ჩვენი ლხინი რომ ენახათ,
სირცხვილითაც დაიწვოდენ.
ჰოდა, თუ აკაკი ამას ამბობს, წარმოვიდგინოთ გივი სიხარულიძის ეპოქაში სად ვართ..
7. ქართველებს გვაქვს დედისადმი პატივისცემა და განსაკუთრებული სიყვარული.
გაპრავება: ჩვენთან ყველა მნიშვნელოვან სიტყვაში იპოვით “დედა”-ს. დედამიწა, დედაბოძი, დედაენა..
სინამდვილეში: განა რად ღირს იმ სიტყვათა და ფრაზათა ჩამოთვლა, რომელშიც სიტყვა “დედა” მოიპოვება.. ჩემი დედა მოვტყან, ჩემი დედას შევეცი, დედაარღნიანი, დედანაქაჩი და ა.შ.
8. ჩვენ ძალიან კულტურული და ზრდილობიანი ერი ვართ.
გაპრავება: ადგილს ვუთმობთ მოხუცებს და “მარშუტკაში” ფულს ვუხდით ერთმანეთს.
სინამდვილეში: რა თქმა უნდა! ჩვენ ყოველთვის მშვიდად და თითო-თითოდ ვდგავართ ხოლმე რიგში, ყოველთვის ვიღებთ ბილეთს ტრანსპორტში, ყოველთვის გადავდივართ მწვანეზე, ყოველთვის ვუღიმით მიმტანებს და ისინი გვიღიმიან ჩვენ, ყოველთვის მოთმენით ვხვდებით წინ მიმავალი მძღოლის ტრიუკებს. ჩვენს საპატივსაცემოდ სხვა ქვეყნის ტანსაცმლის მაღაზიებზე არის გამოკრული აბრები, რომ ქართველები ყველაზე სასურველი სტუმრები არიან მათთვის. ნაცნობების დანახვა კი ისე გვიხარია ხოლმე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სიხარულის ამხელ დოზისგან არც კი ვიცით სად შევძვრეთ და დავიმალოთ.
9. ქართველები ქალს ოდითგანვე ვცემდით უდიდეს პატივს.
გაპრავება: ჯერ კიდევ 12-ე საუკუნეში გვყავდა ქალი მეფე, მაშინ, როცა ამერიკა საერთოდ არ არსებობდა.
სინამდვილეში: ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით 2010 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მე-3 ქალი არის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი.
ხოლო გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ 2009 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ 11-ე ქალს, რომელსაც ჰყავს ქმარი ან პარტნიორი, განუცდია სექსუალური და ფიზიკური ძალადობა.
10. ჩვენ ყველაფერს ვაკრიტიკებთ და ვამბობთ, რომ “სად იყვნენ ისინი, როცა ჩვენ ვაკეთებდით ამას.”
გაპრავება: თამარ მეფე და ვეფხისტყაოსანი.
სინამდვილეში: 21-ე საუკუნეში, ჩვენ გვჯერა, რომ ელექტრონულ პირადობის მოწმობებში ეშმაკის ჩიპებია, სექსი მხოლოდ გამრავლებისთვის არის, გარყვნილებისთვის ისევე დავისჯებით, როგორც იაპონია, ცოლი ქმრის მორჩილი უნდა იყოს და ფეხებს ჰბანდეს მას, გოგოს მოტაცების ინსტიტუტის და იმის, რომ “ბედი იყო ალბათ”, ფოტოშოფის სასწაულების, რომ პატრულში დარეკვა ბოზობაა.. რომ გვჯერა – ბიძინა გადაარჩენს საქართველოს და მიშა არის დავით აღმაშენებელი.. და კიდევ იმ 10-ვე მითის, რომელიც ზემოთ წერია.
special thanks to Sabunia.
და ბოლოს, ქართველებს გვიყვარს ზედაპირული მსჯელობა.
ეს მართალია, დასტურად ინებეთ პოსტი, რომლის კითხვაც ახლახანს ჩაამთავრეთ.
სგ სგ, კაია
ჯიზ, მაგარი პოსტია!
ძალიან მომეწონა!!
დამიბრუნეთ ჩემი ათი წუთი, ეს ხომ ისედაც ზოგადი რამეა
SAGOL!!!!!!!!!!!!!!!!
გუდ გუდ.
ამის ნდობის ინტერვალი ნეტა რამდენპროცენტიანია?!
მევასები მანქ ♥
tabulashi dasabechdi postia!
ყველას უნდა წააკითხო ეს პოსტი :დ
“განსახვავებული ორიენტაციის ადამიანს დედის ყველაფერს ვაგინებთ, ვცემთ და ავადმყოფებს ვეძახით”
გინება და ცემა არ შეიძლება,მაგრამ გომოსექსუალიზმი რომ ავადმყოფობაა,და ისიც ფსიქიური,ამ მეცნიერების მიერ უკვე დამტკიცებულია-Dr. Samuel B. Hadden, Dr. Lionel Ovesey, Dr. Charles Socarides, Dr. Harold Lief, Dr. Irving Bieber,Spize,Nicolosi Joseph და ა.შ.
ავადმყოფები არიან,უნდა მოვეფეროთ და ვუმკურნალოდ.
გომოსექსუალიზმი არა, ჰომოსექსუალობა, თქვენი ჩამოთვლილი მეცნიერებიდან, სამი ფსიქოანალიტიკოსია, და ხზ რას ქადაგებდნენ, აქედან ორი ჯერ კიდევ 40-50-იან წლებში გარდაიცვალა. (დანარჩენების ნახვა დამეზარა) და მას შემდეგ მეცნიერება 10-ჯერ სწრაფად განვითარდა. დიახ 1990 წლამდე ჰომოსექსუალობა ითვლებოდა ფსიქიკურ დაავადებად, 1990 წელს კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ იგი დაავადებების სიიდან ამოიღო. თუ სამი ფსიქოანალიტიკოსის გჯერათ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში თქვენი აზრით ვინ არიან გაერთიანებული, საპნის ქარხნის მუშები?
და ბოლოს, ჰომოსექსუალობა არ არის არჩევანი, ადამიანი თავიდანვე იბადება ან ჰეტერო, ან ჰომოსექსუალი, ან ბისექსუალი, ან ტრანსექსუალი, ან ქერათმიანი, ან შავგვრემანი, ან ყავისფერი თვალებით, ან ცისფერი თვალებით. და იქნებ შევიდეს ეს თქვენს თავებში ოდესმე.
ან პედოფილი..ამიტომ უნდა მივიღოთ პედოფილებიც და მოვიწონოთ მათი საქციელი???ვიღაცას ბიჭები მოსწონს, ვიღაცას გოგოები, ვიღაცას ბავშვები…რა პრობლემაა ვიცხოვროთ ასე ბედნინერად . გავმართოთ აქციები ჰომოსექსუალების, ბისექსუალების, პედოფილების და სხვათა დასაცავად. ხო კიდევ, ჰომოსექსუალების დიდი ქომაგები ამბობენ ხოლმე, უყვართ ერთმანეთი, ხომ არ სძულთ, სიყვარული როგორ შეიძლება ცუდი იყოსო …..და ასე არ არიან პედოფილებიც? გაგიჟებით უყვართ ბავშვები. …..გამოდით ახლა და დაიცავით ისინიც.
სოფი ბავშვების სიყვარული ცუდი რატომ არის?! პედოფილია სხვა რამეა და ჰომოსექსუალობისგან იმით განსხვავდება რომ მაგ შემთხვევაში პარტნიორის თანხმობა არ არის სექსუალურ აქტზე ანუ პაჩტი გაუპატიურებაა რა 😉
like!!!
რა ნაგავი ერი ვართ.. მე მკითხეთ ეგ, სამ ამდენს კიდევ ჩამოვწერ.
არ დაიზარო და გადახედე სხვა გვარებს.
В 1992 году была создана Национальная Ассоциация Исследования и Лечения Гомосексуальности (NARTH). Организация была основана группой профессиональных психиатров и психологов, возглавляемой Чарльзом Сокаридесом.
Другим лидером NARTH являлся доктор Джозеф Николоси, основатель клиники в Калифорнии.Николоси стал главным теоретиком NARTH и опубликовал две книги: “Репаративная терапия мужской гомосексуальности” (1991) и “Излечение гомосексуальности: примеры репаративной терапии” (1993).
Exodus International-ეს რა ორგანიზაციაა?
იმუშავე,იმუშავე.
Чарльз В. Сокарайдес (24 января 1922 — 25 декабря 2005)
40-50-იანი წლებია?
Джозеф Николоси (родился 21 января 1947 года) -ეს კი დღესაც ცოცხალია.
ქართულად შეგიძლიათ წეროთ, თქვენს ბოლო კომენტარს ვშლი : )
ბატონო შოთა, აიღეთ ნებისმიერი თანამედროვე ფსიქიატრიის სახელმძღვანელო, რომლითაც სტუდენტებს, მომავალ ექიმებს ზრდიან. ყველგან წერია, რომ 1990 წელს, ჰომოსექსუალიზმი ამოღებულია დაავადებათა სიიდან ოფიციალურად. და ისე, დედამიწის ზურგზე ყოველთვის იარსებებსნ მეცნიერების ჯგუფები, რომლებიც შექმნიან ჰომოსექსუალიზმის მკურნალობის, ტელეგონიის კვლევის, მფრინავი სპაგეტის მონსტრის შესწავლის ცენტრებს. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მათი მიდგომა სწორია და მითუმეტეს, ოფიციალური.
კარგი რა, შოთა-ჯან, ასე ბიძინას ძმაკაცები რო არიან “მენცარები”, ეგენი აბაზრეს ტელევიზორში გამოვიკვლიეთ და შიდსი ფსიქიური აშლილობააო 😀 მერე ვინმე შენნაირი დალინკავს სადმე აი ასე ყოფილა მეცნიერებმა თქვესო 🙂 ყველაფერს რავა უნდა დაუჯერო ამხელა კაცმა..
კარგია მაგრამ ცოტა პესიმისტური და ზედაპირულია :3 პრობლემა ბევრად ღრმაა და სერიოზული ვიდრე ამ სარკაზმულ ტექსტში წარმოაჩინე მანქო :)))
ძალიან მინდა როდესმე მოვემსახურო ჩემს სამშობლოს და ერთი-ორი კარგი კვლევა ჩავატარო სოციოლოგიის, კულტუროლოგიისა და ანთროპოლოგიის დარგში 🙂
ძალიან მარტივია ისაუბრო უარყოფითზე განსაკუთრებით თუ საუბარში სარკაზმს იყენებ მაგრამ ძალიან რთულია დაინახო დადებითი და არგუმენტირებულად დაასაბუთო მისი არსებობა. თუ დადებითს იპოვი ეცადე მოუარო ამ დადებითს რომ არ გაქრეს ის რადგან შენც ქართველი ხარ… მგონი 🙂
უკაცრავად, ბოლო დღეების მოვლენების ფონზე დადებითის საძებნად არ მეცალა, სამწუხაროდ : ))
პესიმისტური კი არ არის, ზოგადად პესიმისტი არ ვარ.
უბრალოდ ყველამ ხელზე დაიხვია ეს ფრაზები ბოლო დროს, რეალური პრობლემების დასაფარად და პასუხივით გამოვიდა : ))
შოთა
მაჩვენეთ ჰომოსექსუალიზმისგან განკურნებული “ავადმყოფი”, ფლიზ.
აჰ, ცოლი მოიყვანა და ბავშვები გააჩინა – ანუ დეკლარირებული ჰეტეროსექსუალი გახდა, ამიტომ ლამაზ ბიჭებს აღარ ხედავს სიზმარში და მომენტიც რომ ჩაუვარდეს, აღარ ეტრფის?))
თვითმკვლელობით რომ ასრულებენ სიცოცხლეს, ოჯახები რომ ინგრევა მრავალწილიანი მცდელობის და ჰეტეროთერაპიის მიუხედავად – მინახავს და გამიგია, განკურნებული -არა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით 2010 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მე-3 ქალი არის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი.”
აი ეს კი სრული და თან ერთობ ტუტუცური ბლეფია. თუ რა თქმა უნდა ოჯახურ ძალადობაში ქმრის კითხვა “მშია და სადილად რა გვაქვს?” არ ითვლება::)
http://ick.ge/ka/articles/5352-2011-03-31-07-29-41.html
ლაპარაკია ციფრებზე და არა ზოგადად ოჯახური ძალადობის პრობლემის არსებობა-არარსებობაზე. “ქვეყნის მასშტაბით” გამოკითხული 1250 (sic!) რესპოდენტით დაასკვნეს რომ საქართველოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია?:)))
თან ცოცხალი თავით არ გვიმხელენ, კონკრეტულად რას გულისხმობენ ძალადობაში:).
მეორეც, “ძალადობის ყველაზე მეტი მსხვერპლი ყვარლის რაიონიდან მოგვმართავს. სავარაუდოდ, მიზეზი ის არის, რომ ყვარელში ბევრი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ცხოვრობს, რომლებსაც თავიანთი წესები აქვთ”. ჰამე?
ერთი სიტყვით, ვიმეორებ ჩემს აზრს- ბლეფი და მარაზმია..
ა, ხო, როგორ დამავიწყდა, ქართველები ქალს განსაკუთრებულად პატივისცემით ვეპყრობით : )
რატომ ტინგიცობთ? სხვა არგუმენტი არ გაქვთ?: თუმცა აგრესიული ტინგიცობის და პროგრესულობის ერთმანეთში არევა ისეთივე სენია ქართველებისა, როგორც ზოგადად ფობიები.
ერთი უბრალო სოციოლოგიურ ჭეშმარიტება მინდა შეგახსენოთ – თუ თქვენ არ გეპყრობიან გადასარევად და არ გაგიმართლათ, ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ “ყოფელ მესამეს” (ვიმეორებ – “ყოველ მესამეს”) ისევე ეპყრობიან.
ეგ სენსაციურ-დილეტანტური საყვითელგაზეთო სოციოლოგიური კვლევა კი დაგორგლეთ და ყურზე ჩამოიდეთ:)
სადღეგრძელოებში ხო? XD
ძალადობაში ამას გულისხმობენ: რეგიონში გამოკითხული ადამიანების 92% ოჯახში ძალადობას, 86% კი ფიზიკურ ძალადობას განიცდის; 67% ოჯახის წევრისგან მუდმივად ელის თავდასხმას, მათი 63% ქმარმა გააუპატიურა; 29% კი ფეხმძიმობის პერიოდში ქმრის მხრიდან ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას განიცდიდა
ჩემი აზრით არა-ფიზიკურ ძალადობაში შედის ფსიქოლოგიური ზეწოლა მდედრობით სქესზე (ამას პრინციპში “ძალადობა” არ უნდა ერქვას ალბათ) და კიდევ სიტყვიერი შეურაცყოფა.
რა საყვარლები ვართ<3
magari blagvi postia vitom ceatiulobit da gansxvavebulobit gajerebuli gansxvavebuloba da liberalizmi yelshia ukve magari y…e modaa da damshviddit
აბა განსხვავებულობა და ლიბერალიზმი? : ) სად წაიკითხე? : )
pirshi gvidzraha : ))
რამდენს მოხვდა გულზე ეს პოსტი და რა კომენტარებს წერენ 😀 ჰუჰ 😀
კარგი პოსტია მანქ ^^ როგორც ყოველთვის ^^
მდა,რაღაც-რაღაცეებში გეთანხმები, თუმცა მართლა ზედაპირულია (როგორც თავადაც ამბობ ბოლოში)და მარტო კრიტიკაზე ‘განწირული’ ნიუანსებია,
სარკაზმი ყველაფერს არ უხდება,აქ საქმე ქართველობაში არაა, ზოგადად ადამიანები ვართ ასეთები და ყველა ქვეყანას თავისი ‘მითები’ აქვს 🙂
yochaR ! Ai ras nishnavs informaciuli teqnologiebis ganvitarebas saqartveloshi, es kvelaferi broshurad unda gaices da xalxshi gamravldes eg info !
კარგი პოსტია, უბრალოდ ემზარ ჯგერენაიას ნუ დაეყრდნობი, მართალი რომც იყოს.მაგარი ყლეა!
ქალის პატივისცემაში, ქალი მძღოლების შემკობები დაემატოს და სიმპათიური გოგოს გამოჩენის შემთხვევაში – ვერბალური ანანიზმი.
თემუჩინი რატომ ლაპარაკობ მასე. შეაქე პოსტი მაგრამ სხვის აზრს ნუ აკრიტიკებ. ამით ქულები არ დაგეწერება არც შენ და არც ავტორს ხო?)) ეს ერთი…..ამ ადამიანს აქვს პორეტენზია დაწეროს ისეთი რამ რაც ბევრ ქართველს გულზე მოხვდება , ერთი ხელის მოსმით აქვს ხაზი გადასმული ყველაფერზე და თუ ამის პრეტენზია აქვს მაშინ განსხვავებული აზრის მოსმენაც უნდა იცოდეს. რა თქმა უნდა საპირისპიროს დაწერს ძალიან ბევრი და ეს ნორმალურია. ეხლა რაც შეეხება თვითონ პოსტს. იმდენის დაწერა შემიძლია რომ ძალიან შორს წავალთ ასე. ვეთანხმები ხელს ვუწყობთ ბევრ რამეში ასე იფიქროს ბევრმა, მაგრამ ასდეც ხომ არ არის. დავიჯერო არაფერი კარგი არ გაგვაჩნია? დუბინკებით დავრბივართ? საიდან მოგაქვთ ეს მაგალითები და დასკვნები? ერთხელ ღრეობაში მოხვედრით ხომ არ ნიშვავს რომ ყველაგან და ყოველთვის ასე ხდება? არ არიან ქართველები ვაჟკაცები? მაშინ ისტორიაც არ გვქონია და ტყუილად დაწერილა ყველაფერი. ან არ გვაქვს მოსაწონი ტრადიციები? საიდან მოიტანე ეს დასკვნები და მაგალითები. ყველაზე შეგეკამათები, გარდა გინებისა…. ეს ხო გეთანხმები და არ გედავები. და ერთიც ძირითადად უცხოელებტან მაქვს ურთიერთობა წლებია და დღემდე აღფრთოვანებულები არიან ჩვენი ტრადიციებით, ისტორიით, პატივისცემით, დამოკიდებულებით, ქართული სუფრით რავი რამდენი ჩამოვთვალო.და ეს მოჩვენებითი კი არ არის. ჩვენ რა გვჭირს?)))) იდეალური რომ ვერ იქნება ყველაფერი არ ვიცით. მაგრამ ერთიანად ხაზი გადაუსვა ასეც არ შეიძება. რამდენი დავწერე, არ გეწყინოს)))))
ar vici risi bralia, magram am bolo dros saqarTveloSi tendenciaa, aseTi, rom vinc met nakls aRmouCens qveyanas da am nakls erTi orad gazrdis da gaazviadebs, is yvelaze didi patriotia.. naklis aRmoCena da misi gamosworebisTvis brZola namdvilad patriotuli saqmea, magram maTi mogoneba da araargumentirebuli gamarTleba – ubralod Tavis gamoCena……
1. ემზარ ჯგერენაიას თუ დავეყრდნობით – მაშინ როცა მეჩეთი, სინაგოგა და ეკლესია ერთად იგებოდა, საქართველოში მონარქია იყო, ყველას მონარქია და საერთოდ არ გვქონდა ნაციონალური სახელმწიფო, ამიტომ არ ვიცით გვქონდა თუ არა ტოლერანტობა.
faqtia, rom meCeTi sinagoga da eklesia marTla erT quCaze dgas, da miuxedavad imisa, iyo Tu ara aSenebuli es salocavebi ,,tolerantobis ayvavebis xanaSi” dRes saqarTveloSi ar izRudeba arcerTi adamianis uflebebi, religiuri TvalsazrisiT.
2. 2008 წლის აგვისტოს წითელი ხიდის მისადგომებში ჩვენი სიმრავლე, 2008 წლის შემდეგ კი “ერთმორწმუნე რუსეთი მაინც, მიუხედავად ყველაფრისა!”
1121 wlis mere msoflioSi bevri ram Seicvala da Sesabamisad imdroindeli omi radikalurad gansxvavdeba dRevandelisgan. mgoni didi dakvirveba ar Wirdeba imas rom dRes omis mosagebad qveynis ekonomikuri mdgomareoba da sagareo urTierTobebi ufro gadamwyvetia, vidre calkeuli adamianebis vaJkacoba da Tavdadeba.
3. ჩვენ უბრალოდ იმით ვართ ბედნიერები, რაოდენ გავაძღობთ სტუმარს ჩვენი საამაყო ხაჭაპურით და ჩავხეთქავთ სასმელში, ჩვენი საამაყო სადღეგრძელოების თანხლებით.
Cven imiT ki ar varT bednierebi stumari xaWapurebs da Rvinos rom ubayunebs, aramed imiT rom stumari Cvens qveyanaSi Tavs kargad grZnobs, imiT rom is aq ilxens, imiT rom SegviZlia waviyvanoT da qarTuli bunebis, kulturis silamaze vanaxoT, imiT rom 10, 20, 30, wlis Semdeg saqarTvelos da qarTvelebis xsenebaze cremli moadgeba Tvalze…. amiT namdvilad bednierebi varT da es namdvilad saamayoa.
4. ფრაზა “ამ გოგონას შეხედეთ რა ლამაზია, ნამდვილი ქართული გარეგნობა აქვს!” მე პირადად არასოდეს გამიგია.
gasakviria rom ar gagigonia, magram arsebobs aseTi cneba ,, qarTuli garegnoba.”
rac Seexeba imas qarTvelebi lamazi eri varT Tu ara, me piradad zogadad eris silamaze/ulamazobis ar mwams, radgan TiToeul adamians Taviseburi aRqma gaaCnia silamazis da misi Sefasebis, Sesabamisad Cemi azriT am sakiTxze dava sisulelea, Tumca cuds verafers vxedav imaSi, Tu vinme ityvis rom qarTvelebi lamazi eri varT…
5. აგერ უკვე ორი საუკუნეა იგივე პრობლემები გვაქვს, რაზეც პირში ჯერ კიდევ ილია გვძრახავდა.
kide ori saukune gveqneba analogiuri problemebi Tu qveynisadmi damokidebulebas ar SevicvliT, da ilias naTqvami sityva mxolod msgavs werilebSi gamosayeneblad ar gagvaxsendeba. rodesac es ,,erovnuli miTi” warmoiSva – ,, qართველები ყველაზე ჭკვიანი ერი ვართ” ar gamikvirdeba, rom im drosiTvs es safuZvels moklebuli yofiliyos (nu yvelaze ara, magram erT-erTi yvelaze), magram dRes rodesac saqarTvelo wignierebis doniT, rbilad rom vTqvaT, arc Tu ise saxarbielo adgils ikavebs, dageTanxmebi rom zemoT moyvanili ,,miTi’’ namdvilad imsaxurebs miniWebul statuss.
6. ქართველებს გვაქვს ბევრი კარგი ტრადიცია, მაგალითად სუფრის კულტურა.
samwuxaroa, rom qarTuli tradiciebis mankierebebis warmoCena, maTi, qarTuli sufris kulturis daavadmyofebul mdgomareobasTan gaerTianebiT da mxolod am erTis aRweriT gadawyvite, magram mesmis ratomac…
namdvilad mdidari eri varT am mxriv, Tundac sufris tradicia, oRond tradicia ,,tradiciuli gagebiT.” Znelia ar dageTanxmo, rom sufra, sadac ,,sami C-s”, ,,tires”, ,,baliSis”, da msgavsi sisuleleebis sadRegrZeloebi ismeva, marTlac, Seni Tqmis ar iyos sadRac trakSi unda imyofebodes, magram xo ici, yvela gvirabis bolos sinaTlea… mankierebebi rac dRes bevr qarTul sufras axasiaTebs, ZiriTadad sabWoTa dros aris SeZenili da Sesabamisad rogorc sxva yvelaferi, sabWoTa droindeli, istoriuli sanagvisken miemarTeba. me piradad bevrjer vyofilvar iseT sufraze, sadac bevri ram axali da saintereso gamigia da vfiqrob, rom am ambebisadmi Cemi interesi, Cemi dabali IQ brali ar unda iyos.
7. dedisadmi pativiscema da gansakuTrebuli siyvaruli, vfiqrob cota ar iyos evrointegraciam daCrdila, magram am mxriv mainc sxva bevr erze ukeTesad gvaqvs saqme. rac Seexeba Semdeg frazebs: ,,ჩემი დედა მოვტყან, ჩემი დედას შევეცი, დედაარღნიანი, დედანაქაჩი და ა.შ.” (romelic Seni postis simkacrisa da ufskrulisken mimavali samSoblos, usaSvelo bediT aRSfoTebis gasamZfreblad, cenzuris gareSe iyo gadmocemuli ) geTanxmebi, rom sabinZure da saSinelebaa, Tumca raoden gasakviric ar unda iyos, Tu kargad daakvirdebi mixvdebi rom im pirelTagans vinc es sityvebi warmosTqva esec dedis siyvaruliT mosvlia, esec xom erTgvari daficebaa, oRond ,,quCuri”.
8. ყოველთვის მშვიდად და თითო-თითოდ ვდგავართ ხოლმე რიგში – piradad CemTvis rigSi ar gadauswriaT arasdros, da imsac vxedav rom nel-nela gviyalibdeba rigSi dgomis kultura..
ყოველთვის ვიღებთ ბილეთს ტრანსპორტში – amasac veCveviT nel-nela.
ყოველთვის ვუღიმით მიმტანებს და ისინი გვიღიმიან ჩვენ – geTanxmebi rom mosaxureba namdvilad r gvivarga.
ყოველთვის მოთმენით ვხვდებით წინ მიმავალი მძღოლის ტრიუკებს – amaSic marTali xar, zedmetad emociuri mZRolebi varT.
ყოველთვის გადავდივართ მწვანეზე – nu yovelTvis namdvilad ar velodebiT mwvane SuqniSnis anTebas, magram moZraobis wesebis dacvisTvis gaweuli Sroma da miRebuli Sedegis daunaxaobac uxerxulia..
ჩვენს საპატივსაცემოდ სხვა ქვეყნის ტანსაცმლის მაღაზიებზე არის გამოკრული აბრები, რომ ქართველები ყველაზე სასურველი სტუმრები არიან მათთვის. – modi esec Cvens ekonomkur mdgomareobas davabraloT, mxolod mentalitetis brali rom iyos, albaT msgavsi emigrantebi saqarTveloSidac moaxerxebdnen moparvas..
ნაცნობების დანახვა კი ისე გვიხარია ხოლმე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სიხარულის ამხელ დოზისგან არც კი ვიცით სად შევძვრეთ და დავიმალოთ. – nu es sixaruli nacnobebis danaxvisgan aris gamowveuli Tu yviTeli ,,marSutkiT” mgzavrobis fufunebiT, es kidev sakiTxavia.
9. qarTvelebis qalisadmi pativiscema qarTul kulturiT ufroa ,,gapravebuli” vidre Tamar mefis mefobiT. magram dRes rodesac genderuli Tansaworobis xanaa, (Tumca saWiroebis SemTxvevaSi qalebs axsendebaT, rom ,,mainc saqarTveloa”), Sens mier moyvanili statistika namdvilad sagangaSo da samarcxvinoa.
10. namdvilad erT-erTi uZvelesi kulturisa da istoriis mqone eri rom varT imedia amaSi dameTanxmebi. Sens mier CamoTvlili debulebebi ki ufro uwignurobis bralia, vidre istoriis. (Tumca vTvli, rom aqac aWarbeb cotas)
ise sainteresoa zustad 10 ,,erovnuli miTi’’ arsebobs Seni azriT, Tu ubralod is TOP10 amoarCie romelic Sen gawuxebs. me ratomRac mgonia rom ramdenime miTi ubralod ricxvis dasamrgvaleblad aris Camatebuli.
Cemi pirveli postia da mapatieT Tu Cemi azri da damokidebuleba manqis Sexedulebebisadmi sworad da gamarTulad ver camovayalibe.
ცხოვრებაში პირველად ვნახე ამხელა კომენტარი :ო
და ამგვარი უპატივცემულობა მკითველისადმი. ქართული შრიფტით წერა ქართული ტრადიციების დამცველისთვის არ იქნებოდა ურიგო:) თუ მკითხველისთვის თვალის დაფსებაც და რებუსობანას თმაშის იძულებაც ართული ტრადიციების ნაწილია?
და ამგვარი უპატივცემულობა მკითველისადმი. ქართული შრიფტით წერა ქართული ტრადიციების დამცველისთვის არ იქნებოდა ურიგო:) თუ მკითხველისთვის თვალის დაფსებაც და რებუსობანას თამაშის იძულებაც ტრადიციების ნაწილია?
ავტორის მეორე პუნქტში, კომენტატორის იგივე პუნქტისგან განსხვავებით, ვაჟკაცობის რაობაზეა საუბარი და არა ომის მოგება-წაგებაზე. წითელ ხიდთან ერთმანეთს მიმწყადარი მამრები ვაჟკაცები კი არა, კაცებიც ვერ აღმოჩნდენ. ესაა პრობლემა და არა ის, თუ რა საშუალებით უნდა მოვიგოთ მომხდურთან ომი.
სხვას აღარ ჩამოვყვები და აი მეშვიდე პუნქტი კი უნდა მოვიხსენიო.. დედის ერთგვარი “სიყვარული” იოდიპოსის კომპლექსშიც მჟავნდება, ისევე როგორც საკუთარი დედის “დაგინებაში”, კარგად თუ დავაკვირდებით. ორივე “სიყვარულია” და ორივე ელემენტალურად ინცესტური:)
მკითხველისადმი უპატივცემულოიბას რაც შეეხება, ვორდშია ტექსტი აკრეფილი, რადგან სილფაინი არ მქონდა და დაკოპირების დროს ლათინური ასოებით გადმოიტანა…. მკითხველისთვის ,,თვალის დაფსება და რებუსობანას თამაში” ნამდვილად არ ყოფილა ჩემი მიზანი..
ნუ წითელ ხიდს რაც შეეხება სრული სისულელეა ამ შემთხვევით ერის ვაჟკაცობისა და სიმამაცის დონის განსაზღვრა, უბრალოდ სასაცილოა…
geTanxmebi, rom sabinZure da saSinelebaa, Tumca raoden gasakviric ar unda iyos, Tu kargad daakvirdebi mixvdebi rom im pirelTagans vinc es sityvebi warmosTqva esec dedis siyvaruliT mosvlia, esec xom erTgvari daficebaa, oRond ,,quCuri” < მგონი ცოტა ირონიულად უნდა იყოს დაწერილი არა?! დანარჩენი უკვე განმარტებაა… ისე სამწუხაროა ასე უკუღმა რომ მეშვიდე პუნქტის შინაარსი, იმედია ერთადერთი ხარ ვისაც ამის წაკითხვის შემდეგ იოდიპოსის კომპლექსი გაახსენდა…..
ძალიან კარგი კრიტიკაა ამ პოსტის..:) პოსტი კი ზედაპირულია, მაგრამ რადგან ავტორი ქართველია ეპატიება 😛 😀
ვეთანხმები ზოგად პატოსს, უბრალოდ საკმაოდ ზედაპირული და პლაკატურია, ლუდით ხელში ბალახზე ჩამომჯდარი, მეგობრებთან ერთად რომ განიხილავ იმ კატეგორიის არის და ნუ ცალმხრივი. თუმცა ბლოგს მეტი არც მოეთხოვება.
ღირებულებების ცინიკური გადაფასება მოდური თრენდია მოლიბერალო, მოკაიტიპო, მოსტრანნოებს შორის 🙂 და ეს სტილისტიკა უკვე ბანალურად გამოიყურება ჩემთვის, მომიტევეთ 🙂
“მოსტრანნოები” :დდ გესტრანნები? 😀
:)) არა მცდელობას გიფასებ
პრობლემები ილიას, აკაკისა და ვაჟას დროიდან ცნობილია. მაგრამ რა ვუშველოთ?
საზოგადოებრივი ცოდნისა და კულტურისამაღლებას დიდი საგანმანათლებლო და პროპაგანდისტული შრომა ჭირდება. სამწუხაროდ ამის გამკეთებელი არავინაა. მეორე ილია ჭავჭავაძე არ დაიბადება. საინფორმაციაო სისტემა ძირითადად პოლიტიკოსების ხელშია. პოლიტიკოსი კი არასდროს არ/ვერ იზამს “მოყვარეს პირში უძრახე” –ს. ჟურნალისტებზე აღარაფერს ვამბობ. ეგ პროფესია მგონი საერთოდ არ არსებობს საქართველოში.
ერთი რამ გამოგრჩათ, ის რომ ქრთული სტუმართმასპიძლობით იმიტომ გიჟდებიან უცხოელები რომ ტრაკში ძვრომაში ”უცხოელების”მიმართ ბადალი არ გვყავას, დაჯე კარგი რაც არის ”საუცხოოს” ვეძახით, ანუ რაც ცუდია ადგილობროვო მოხმარებისთვის შეიძლება
ჩვენდა სამწუხაროდ უცხოელები უფრო აფასებენ ჩვენს ტრადიციებს და ჩვენს ისტორიას ვიდრე რომლეიმე თქვენთაგანი. და ამისათვის სულ არ არის საჭირო როგორც შენ იძახი “ტრაკში ძვრომა”.ან ეგ რა შუაში იყო ვერ ვხვდები. კიდევ კაი შენ არ გიწევს სტუმართმასპინძლობა წარმომიდგენია რა იქნებოდი და რა წარმოდგენას შეუქმნიდი ქართველებზე))) ჩასაფრებულებივით ხართ ოღონდაც რამე ნაკლი მოუნახოთ და ეგრევე ვაშა ზეიმობთ. მეტი უნდა იკითხოთ და მეტი რომ იცოდეთ თქვენივე ქვცეყნის შესახებ ასეთი წარმოდგენა არ გექნებოდათ)))
ავტორმა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არ გაითვალისწინა:
დიმიტრი გულიამ თავისი წარმომავლობის დადასტურება იმით სცადა რომ იმ მხარეში იყო დაბადებული, კონსტანტინე გამსახურდიამ კი ასე უპასუხა: “თავლაში რომ დაბადებულიყავი, ცხენი იქნებოდი?”. ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოს მოქალაქეობა არ მიუთითებს ამა თუ იმ პიროვნების ქართველობაზე. ეს პიროვნების აზროვნებით, ფსიქოლოგიით და ქცევით ფასდება და არა იმით პასპორტში და პირადობის მოწმობაში რა გიწერია. ავტორის მიერ მოყვანილი არგუმენტები დეგრადირებული და გადაგვარებული ერის დახასიათებაა. ქართველების ~97% გადაშენდა. თითოოროლაღა დარჩნენ. ეგაა უბედურება. ეს დეგრადირებული საზოგადოება კიდე ჩირქს სცხებს და ანადგურებს ჩვენი წინაპრების, ნამდვილი ქართველების მიერ დატოვებულ სახელს. აი ესაა ჭეშმარიტება.
..მაგრამ მაინც კაი ტიპები ვართ. რა, არა?! 🙂
NATO
შოთა
მაჩვენეთ ჰომოსექსუალიზმისგან განკურნებული “ავადმყოფი”, ფლიზ.
პაჟალუსტა
ეს ის ორგანისაციებია,რომლებიც იყენებენ რეპარატიურ თერაპიას(გომიკების მოსარჩენად)
National Association for Research & Therapy of Homosexuality which advocates reparative therapy.
The International Healing Foundation is an interdenominational Christian organization which advocates reparative therapy.
Exodus International a Christian organization advocating reparative therapy for homosexuals.
Courage Apostolate
People Can Change, a non-religious group
New Direction for Life
African American Ex Gay Advocacy Group,
Jews Offering New Alternatives to Homosexuality,
Evergreen International,
Ex Transgenders,
Love In Action and Refuge, an ex-gay, Christian ministry and addiction treatment center
Parents and Friends of ExGays and Gays, a non-profit ex-gay organization
Free to Be Me
True Freedom Trust, a Christian, ex-gay ministry based in the United Kingdom
Inqueery
Loving Homosexuals
Christian Parents and Friends
მიმართე მათ და გაგაცნობენ 10000 მეტ განკურნებულ ავადმყოფ ჰომოსექსუალს.
ზედაპირულ მსჯელობაზე ყველაზე კარგი საბუთია მოტანილი :დ
ისე, ჩვენი ბედრკული ეროვნული იდენტობის მახასიათებელი ნამდვილად არის ასეთი მითები და გაურკვეველი (ზედაპირულად რო ვთქვათ, თორემ ალბათ აქვთ საფუძველი) წარმოშობის ამბიციები.
პოსტში ვეთანხმები 3 5 და 10 ნაწილებს.
და ნაწილობრივ სხვებსაც.
სიმღერას რა ქვია?
ისე მე ბევრჯერ გამიგია ვინმეზე ეთქვათ ქართული სილამაზე აქვსო. მაგალითად ლიკა ქავჟარაძეზე.
რაც შეეხება ,,უცხო გარეგნობას”, ეგ ყველა ქვეყანაში ეგრეა. სადაც ბევრი ქერათმიანია, იქ ლამაზად შავთმიანები ითვლებიან და ასე შემდეგ. ისე, ვფიქრობ, რომ ბევრი ლამაზი ქართველი გოგო გვყავს 🙂 ბიჭები_ ნაკლებად :დ
targmnet es inglisurad raaaa. chems megobrebs da kolegebs minda gavuziaro ak. :))) sul veubnebi da ar sjerat 😀 😀
Summarize that bitchez =))
u had me in the last line 😉
saxaliso postia aqa iq gadametebuli ra tkma unda raxan titoeuli sakitxi didad problematuria da grma analizs sachiroebs 😀
შუა საუკუნეებში უფრო განვითარებული იყო საქართველო, ვიდრე ეხლა. იმ დროისთვის მოსახლეობის რაოდენობით ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა ვიყავით, 3-ჯერ მეტი, ვიდრე დღეს ვართ. ამის მერე მონღოლებმა და ოსმალებმა გადაგვიარეს, მერე რუსეთმა, მერე საბჭოთა კავშირმა, მერე ისევ რუსეთმა (2008-ში მცდელობა იყო, ყოველშემთხვევაში). ყველაფერ ამის შემდეგ, საქართველო ისევ არსებობს, არსებობს დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე (ამ სტრატეგიული განლაგების გამოყენება, ეკონომიკური კუთხით, ნელ-ნელა დავიწყეთ).
ასე, რომ, ესე ერთი ხელის მოსმით, საქართველოს და მის მოსახლეობას, სადღაც დედამიწის ქვეყნებს შორის, ბოლო ადგილას ნუ მივაგდებთ, მაშინ, როდესაც ნავთობის და უამრავი ფულის მქონე ჩვენ მეზობელ ქვეყანაზე ბევრად წინ ვართ!
p.s. ერთმა ავსტიელმა საზოგადო მოღვაწემ მე-20 საუკუნის დასაწყისში (გვარი არ მახსოვს) თქვა, დღეს ვენის ცენტრში სინაგოგა რომ არ დგას, საქართველოს უნდა ვუმადლოდეთო!!!
aba riti trabaxobs kartvelebi xo xedavt siyalbetiiiiiiiiiiiiiiii yvela yalbia umravlesoba aba dges simartlit cxovreba dzalzed dznelia sakartveloshi unda iyo yalbi ucignuri da shens tavs rom ver poulob mere yvelas agineb da chkuas ascavli vin rogor unda icxovros turme tradicia aris adamianebis jgupis mier dacesebuli ces chveulebebi da tradiciaa tavistavad inovaciia ragac dzvli ces chveulebas enacvleba axaliaba rogorrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrrr/
მოკლედ, ნატოში შევდივართ თუ არა?
ბებიაშენმა თუ იცის წერა რო დაიწყე? 🙂
ავტორ გაზის კარეა გელოდება
სრულიად შემთხვევით მოვხვდი აქ და ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი, ავტორმა შეიძლება კარგად იშრომა და ბევრი ინფორმაცია მოაგროვა, შეიძლება არც დაჭირდა და ყოველდღიურობიდან აიღო, მაგრამ ერთი რამე გამოგრჩათ, ყველა ერშია კარგი და ცუდი, ყველგანაა ვიღაც ვინც ტრადიციებს არ იცავს და ვისი ქცევაც მასისთვის მოსაწონი არაა, მაგრამ ამ ყველაფრის ზემოქმედება ავტორზე ძალიან იგრძნობა, მე შენს მდგომარეობაში შევდივარ ამდენის ატანა და გაანალიზება რომ მოგიწია, მაგრამ პოსტის საბოლოო აზრს ვერ ჩავწვდი, ყველამ უნდა ვთქვათ რომ ქართველობა “გრეხი” ყოფილა და დავიკიდოთ, თავები დავირწმუნოთ რომ ქართველი ყველაზე საზიზღარი ქმნილებაა , თუ ამ პოსტის მერე განსხვავებულად ვიცხოვროთ?
კაროჩე ასეთები ვართ და მიუხედავად ბევრი მინუსისა ბევრი პლიუსი გვაქ, ჩვენი პრობლემა იმაშია რომ ყოველთვის ყველაფერში საუკეთესოები გვინდა რომ ვიყოთ, ავტორის პოსტშიც კარგად ჩანს ქართული ხასიათი.
maqi xar tu vigzac slee.. shen xar mteri da mwuwki saqartvelosi da shenidasn daiwye tu ramis shvela ginda
ლოლ ეს რო დაწერა არ ფიქრობ რო კაკრას თვისით დაიწყო? 😐
საქართველოში ყოველ 11-ე ქალს, რომელსაც ჰყავს ქმარი ან პარტნიორი, განუცდია სექსუალური და ფიზიკური ძალადობა.–და არ განუცდია ორგაზმი:)
ასპროცენტიანი მწარე სიმართლეა, სამწუხაროდ
მოდი ასე ვთქვათ უნაკლო არავინაა და ერთი თუ ჩემი “ჰომო საპიენსი” ხარ ერი ან ნაცია მითხარი ვინც უნაკლოა??? მე მგონი ვერ მეტყვი!!! ასე რომ მორჩით!!! და შენ “მაიმუნო” მართლა ნუ “მაიმუნობ” :))) მე ერთს გეტყვი ვაჟკაცობა (გნებავს გოგქალობა) და სამშობლოს სიყვარული ის კი არ არის საკუთარი ერი და ქვეყანა ლანძღო არამედ ასახელო და შენ თვითონ ზემოაღნიშნულ მახასიათებლებს თუ შეესაბამები ე.ი. სალაპარაკო არაფერი გაქვს და თუ არა მაშინ ყოფილა ხომ “ვიღაც” ქართველი რომელიც ამ ჩამონათვალი “მცნებებისაგან” განსხვავებულია და შესაბამისად “კარგია” (თუმცა დარწმუნებული ვარ ესეც საკამათო იქნება რადგან იდეალური არავინაა)!!!
დ ა ს კ ვ ნ ა: “გონება არეულ ქართველებს” (და არა ვითომ ქართველებს, რომლებიც საქართველოსა და ქართველების ლანძღვას ლიბერალური და რაღაც ყურით მოთრეული ევროპული ხედვებით ამართლებენ, სინამდვილეში კი ქვეცნობიერად ქართველების შურთ და ერთი სული აქვთ ყველაფერი ქართული დააკნინონ, რადგან მათ სწორედაც რომ ქართული ღირებულებების შურთ!!!) დიდის მოწიწებით ვურჩევდი ცოტა მეტი წინდახედულება და გონიერება გამოიჩინონ საკუთარი ქვეყნის, ერის, კულტურის, რელიგიის და წეს–ჩვეულებების მიმართ, იმიტომ რომ სამშობლო მართლაც ერთადერთია ქართველებო!!! პატარა საქართველო, რომელმაც თქვენ აბსოლიტურად უანგაროდ გაჩუქათ – ულამაზესი მთაც, ბარიც, ზღვაც, ტბაც, მდინარეც, წყაროც და ა.შ … ნუ კი გალანძღავთ და შეაჩვენებთ, ლოცეთ და ეფერეთ, რამე თუ არა მგონია ლანძღვა და შეჩვენება რამეს ან ვინმეს აკეთილშობილებდეს, აი ლოცვა და ფერება კი ცუდსაც და კარგსაც სჭირდება ერთს გაკეთილშობილებისათვის, ხოლო მეორეს შეგონებისათვის!!!
პ.ს.
– აბა იჩქარეთ ვინ იპოვის ჩემს სიტყვებში ტყუილს და ვინ გამლანძღავს 🙂
ჰმ ჩვენმა პატარა საქართველომ ასევე აბსოლიტურად უანგაროდ მოგვისპო კარგი განათლება, ჯანსაღ გარემოში გაზრდის საშუალება და არა იქ სადაც ათეისტი იგივე იაღოველია ანუ ურწმუნო და შესაბამისად სატანისტი(რკინის ლოგიკაა, თავად არ მომიგონია, დღეს ბევრგან მოისმენთ). რაც შეეხება ჩვენს პატარა საქართველოს, საქართველო ტბები და ზღვები არაა, ქვეყანა ხალხია , ხალხის 90% კი სამწუხაროდ სიტყვა სექსის გაგონებაზე პირჯვარს იწერს თან სანამ ამ რელიგიურ აქტს დაამთავრებდეს ტკბილქართულად გაგინებთ, ქუჩაში ბიჭთან ერთად მოსიარულე გოგონას ბოზს უწოდებს და ამას მოყვება აწ უკვე კომენტარებში ნახსენები ვერბალური ანანიზმი. საკმარისია ვიღცამ ფასეულობებზე დაფიქრება და მათი გადაფასება შემოგვთავაზოს არა ქართველს და მოღალატეს ვუწოდებთ. რაც შეეხება უნაკლო ნაკლულობას, მართალია უნაკლო არავინაა მაგრამ ხომ უნდა ეცადო რომ გახდე, გამოასწორო ცუდი და შეითვისო კარგი.
didi nawili nagdad simartlea 😀 😀 😀 😀 Mware simartle ra tqma unda 😀
პოსტი დიდი არაფერი, ანუ შესრულება არ არის მაღალი დონის. რაც შეეხება შიგთავსს, აბსოლუტური სიმართლეა. და კიდევ თუ ჰომოფობიაზე და რაღაც რაღაც კომპექსებზეა ლაპარაკი და ამას აძაგებთ კომენტარებში იმ ადამიანს, რომელიც რუსულად წერს არ უნდა მისცეთ შენიშვნა. რა მნიშვნელობა აქვს “სომხობისთვის”აძაგებს ვინმე ძველთბილისელი ჯიგიტი, თუ “რუსობისთვის” ვინმე ვაკელი გოგჩო, რომელი რუსებს ვერ იტანს. რუსული ენა ულამაზესი და შეუდარებელია, ლიტერატურა რასაც კლასიკას ვეძახით მე თუ მკითხავთ რუსებისაა, არამგონია რომელიმე ამ პერიოდის მჩხაპვნელი დაუდგეს თუნდაც მხოლოდ დოსტოევსკის გვერდით, სხვებს აღარ ჩამოვთვლი, გაგონილი მაინც გექნებათ იმედია. კლასიკური მუსიკა გინდათ: რა პრობლემაა გენიოსები ყავთ. მხატვრები ასევე გენიალური, კიდევ კიდევ. კინომატოგრაფია იყოს. მარტო ტარკოვსკი უდრის მთელი მსოფლიოს კინოს ერთად აღებულს. ამიტომ ზოგიერთი პოლიტიკოსის გამო არ გვინდა რუსი ნაციის გინება. კიიი მათაც უამრავი ნაკლი აქვთ, ისევე როგორც ჩვენ. მაგრამ რაა, ზოგიერთი ჩოხოსანი სირი გამოდის და ევროპა არ გვინდაო და რუსებს რატომ ვაგინებთო ეგ როგოღა უნდა მოთხოვო ვინმეს. ხოო და ამ სირს კიდევ ამერიკაში განათლება აქვს მიღებული, და ევროპაში მთელი პრაქტიკა აკრეფილი, დარწმუნებული ვარ პასპორტში ევროპოს მრავალჯერადი ვიზა აქვს ჩაკოსებული და თავის შვილებს აუცილებლად გაუშვენს უცხოეთში სასწავლებლად. ხოოდა მასგავსი სირები იმიტომ რომ ჩოხა აცვიათ გმირებად გამოგვყავს. რაზეა ლაპარაკი, კოსმოსამდე დასირებული სასტავი ვართ
shemogevlet qartvelebo
მანქი,აი ლავ იორ ფოსთს! ❤
Reblogged this on ლევან ჯინჭარაძე.