Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘მისიონერული პოსტები’ Category

ჩვენ

“ერთი, ორი, სამი, ოთხი..”

– რას ითვლი?
– ვარსკვლავებს.
– ნუ ითვლი, მეჭეჭები ამოგივა.

სახლს ვალაგებ
მშია
მეძინება
ბრეიქინ ბედის მეხუთე სეზონი როდის გაგრძელდება?
მაგვიანდება
იმ დღეს ტაქსისტმა ხუთლარიანის ხურდა არ მაქვსო
გმირთა მოედანზე რას აშენებენ ამდენ ხანს?
ბერას რეკლამებს რომ ვაჰაიდებ, მაინც რატომ ჩანს?
შონა რაიმს! ეს რა გააკეთე, მეზიზღები!
insomnia..
ქართველი გოგო აგინებს შოუბიზნესს
დღეს საღამოს დივანში ვინ იქნებით?
თუ ბატონი ბიძინა ლაიქ, თუ მიშა შეარ
დანიური სახლი რომელ საათამდე მუშაობს?
აუ სიგარეტი მითავდება
ჩვენ გვინდა ფეიფალი საქართველოში
იუთუბიდან ვიდეო როგორ გადმოვწერო?
#უგემრიელესი მჭადი
პრეზიდენტი შიბლიანის ახალ სკოლას ესტუმრა
აბაშიძიდან ნუცუბიძემდე რა ნომერი მარშუტკა მიდის?
მშია
ლენდმარკის კონცერტი
ჩატი ისევ არ მუშაობს, [@Mark Zuckerberg] კაი რაა
რამხელა პირი მაქვს ამ ფოტოზე
ხვალ რომ არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას?
რამე ფილმი მირჩიეთ რა
ეს მე [და ჩემი ძუძუები] ბათუმში
არა რაა, არაფერი არ გვეშველება სანამ..
ძალიან მაგარი სიმღერაა!
ჩვენ გვინდა სთარბაქსი საქართველოში
დღეს ნინუცა/ეკატერინე/ლევანიკო ბაღში წავიდა
GAAZIARET YVELAM SASWAULI SAMEBASHI XATI ATIRDA
ტაბულა ART-ის სექტემბრის 10 საუკეთესო ქართული სიმღერა. გამოკითხვაში მონაწილეობს მხოლოდ 2102 წელს გამოსული ტრეკები, რომელთა ხარისხი შეესაბამება რედაქციის მოთხოვნებს.
ფრენდლისტის წმენდას ვიწყებ, მოემზადეთ
სამ კვირაში დაბადების დღე მაქვს.. [iPhone 5]
ჩვენ გვინდა ქოლდფლეი საქართველოში
ღამის ოთხი საათია და ჩატში 60 კაცია ანთია, დაიძინეთ ხალხო
ქართველი კოლუმბიაში [ვიდეო]
ბედნიერია ის ოჯახი, სადაც ქალი თავს სწირავს
კვიტაშვილო გეშინოდეს ჩვენი [ვიდეო]
საქართველო არ იყიდება
ქართული ოცნების ზუგდიდის ოფისი გაიხსნა
ხვალ სწავლა იწყება
დღეს სწავლა მეწყება
გუშინ სწავლა დაიწყო და გავაცდინე
ომი დაიწყო რუსეთმა
ვინ გამოხვალთ ლუდის დასალევად?
იუთუბის ვიდეოს mp3 კონვერტორი არ იცით რამე?
მთვრალი მიშა სამებაში
ჩვენ გვინდა მიუზი საქართველოში
ჰომოფობია კლავს
ნუ წაიღეთ ტვინი ამ პოლიტიკით რა!
Free Pussy Riot!
ფეისბუქის ფოტოები სხვანაირად იხსნება, საზიზღრობაა!
convert.ge-სნაირი საიტი რა იცით კიდე? გათიშულია.
ჩემი ცოლის დაქალების საუნდტრეკი სად ვიპოვო?
კონფორმისტებო, მიშას მონებო
საცეკვაოდ მივდივართ დღეს
ვინ მოვიწვიო წითელ ზონაში?
ეს მე ვარ, სამი წლის
ბიგმაკში კოლიბაქტერიები ყოფილა
ჩვენ გვინდა რედიოჰედი საქართველოში
ბლოგერების შეხვედრა პრემიერმინისტრთან
16 შეყვარებული სიყვარული კი არა ბოზობაა ქალბატონო © ოტია იოსელიანი
ნიკო ნერგაძე, ძაან მაგარი ხარ!
ზოლიდან ზოლში გადასვლისას რომელი უთმობს გზას?
რას ჰკითხავდით გიგა ბოკერიას?
ბიჭმა გოგოს უთხრა ჩემი ოცნება ხარო და დაუყადაღეს, ჰაჰაჰა ჰიჰიჰი
ჩვენ გვინდა მეტალიკა საქართველოში
სკარლეტ იოჰანსონი თუ მეგან ფოქსი?
რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ეს სიმღერა მაინც მიყვარს
ეს მე ვარ, სამი წლის წინ
4+1=5
მე მიყვარს სვანეთი [ვიდეო]
აუ ფრენდებიდან გშლით ყველას ვინც რამეს დაწერს პოლიტიკაზე
იცით ავსტრიაში რამდენნაირი მისალმება არსებობს?
მშია
მეძინება..

 

“ერთი, ორი, სამი, ოთხი..”

– რას ითვლი?
– ლაიქებს.
– ნუ ითვლი, მეჭეჭები ამოგივა.

Read Full Post »

“- შენ თუ აპირებ შეხვედრის შესახებ პოსტის დაწერას?” მკითხა ნეტგაზეთის ჟურნალისტმა, როცა ბლოგერების და გარემოს დაცვის მინისტრის ჯერ სათანადოდ გაუხმაურებელი შეხვედრის დეტალებმა მაინც გამოჟონა “უქეიფიათ”, “ჩასასტავებულან”, “დრო უტარებიათ” სახით, და ამაზე ყველამ, ვისაც ოდესმე ინტერნეტ ექსპლორერის გარდა სხვა ბრაუზერის არსებობის შესახებ სმენია, ე.წ. კომპეტენტური კომენტარის გაკეთება გადაწყვიტა.

“- მე ჯერ ხალხის რეაქციას შევხედავ, რომ საკუთარი ბლოგის ფორმატში ჩავჯდე” – მეთქი, ვუპასუხე ზ.ა. ჟურნალისტს, და მე მგონი ეს დროც მოვიდა, “ასეთი ხალხის” და “ისეთი ხალხის”, რეაქციისშემდგომი პოსტის დაწერისა.

მანქიერი ბლოგი გაფრთხილებთ, ქვემოწარმოთქმული პოსტის კითხვისას, აუცილებელია საღი აზრის თან ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მიერ წაკითხული ყოველი წინადადება, უარყოფითად იმოქმედებს თქვენივე ნერვული სისტემის წინააღმდეგ. (more…)

Read Full Post »

დღეს გადმოვხტი მაღლივის ხიდიდან ბანჯით.

შეგრძნებები და ემოციები:

1. დგახარ ხიდზე, უყურებ სხვებს, როგორ ხტებიან და ფიქრობ “მე უკეთესად გადმოვხტები”

2. ინსტრუქტორი იწყებს შენს დაბმა/დამაგრებას თოკზე და ბანჯიზე, “მოიცა რა, არ მეშინია”

3. გადადიხარ და ჯდები მოაჯირზე “ჰოო, უკვე მალე იქნება”.

4. უკვე ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, მოაჯირზე დგახარ, ფეხებზე მობმული გაქვს თოკი, და მხოლოდ ხელების გაშლა და გადახტომა დაგრჩა “ჰჰჰოო? მართლა მინდა გადახტომა? აუ ქვემოთ ხეებს ხომ არ დავეჯახები? იქნებ არ მინდა? კარგი ბარემ აქ ვარ და უნდა გადავხტე, თან ხომ მინდოდა გადახტომა ამდენი ხანია!”

5. ერთი, ორი, სა-მი! და ხტები “ააააა! ყვირილი მინდა, პირს რომ ვაღებ და ხმა არ მაქვს? და გული რომ გამისკდეს ახლა? ინსტრუქტორმა კი მკითხა ხომ არაფერი გაწუხებსო, მაგრამ რავიცი, იქნებ სუსტი გული მაქვს? მარტო ჰაერი და მე? აააა!” (more…)

Read Full Post »

დედაჩემს არასდროს უთქვამს ცოლიან კაცებს ერიდეო. არც 15 წლამდე და არც მერე. საერთოდ დედაჩემი ბიჭებზე არ მელაპარაკებოდა, მაქსიმუმ ეთქვა რომ ბიჭური სიარულის მანერა მაქვს. ჩემი და ჯერ 8 წლის არის, ამიტომ არც უცოლო და არც ცოლიან კაცებზე აქვს საკუთარი შეხედულება, რომელსაც გამიზიარებს და ჭკუას დამარიგებს.

დარწმუნებული ვარ დაქალები რომ მყავდნენ ისინი მეტყოდნენ, კაცს სადაც გინდა იქ შეხედე, მთავარია ჩვენი კაცი არ იყოსო.

მიუხედავად ამისა, მე მაინც მესმის რა სჭირთ ასეთი საშინელი ცოლიან კაცებს. და აქ არც ქალურ სოლიდარობას ჩავრთავ, და არც უბიწოების და უმანკოების ფრქვევას შევუდგები.

ჩვენ ქართველი ქალები, ძირითადად იმ სტერეოტიპით აღვიზარდეთ, (more…)

Read Full Post »

შესავალი: ერთ-ერთ სერიალს ვუყურებდი, როცა რაღაც კარგს მოვკარი ყური ფონად, ჰოდა მერე დავძებნე და ძალიან გამიკვირდა რომ ისეთი კარგი ჯგუფი, როგორიც ერლიმარტია, რომელსაც უკვე 6 ალბომი აქვს, ასეთი არაცნობილია. ჯერ გამიკვირდა, მერე გამიხარდა. ჰოდა მოკლედ, დღეიდან სრულ უფლებას ვიტოვებ, ამ ჯგუფს ჩემი აღმოჩენილი ერქვას. თუ ვინმეს საწინააღმდეგო აზრი გაქვთ, მიმართეთ კომენტარების ფორმას.

(more…)

Read Full Post »

გამარჯობა მკითხველო, ალბათ უკვე მიხვდებოდი, რომ ჩემი სამიზნეები ძირითადად ჟიურის წევრები არიან და არა მონაწილეები. ჟიური კი არ გაგიკვირდეთ და უკვე მესამე გადაცემაა არ შეცვლილა. შესაბამისად მოსაყოლი თითქმის არაფერი მაქვს, და თან სიტყვებით აღწერას ვამჯობინე უბრალოდ ჩემი ფავორიტი მონაკვეთები შემომეთავაზებინა სქრინების სახით.

აი ასეთია ხოლმე ჟიური იმ შემთხვევებში, თუ:

  • სცენაზე რაღაც საინტერესო ხდება

ჰმ

  • სცენაზე რაღაც კარგი ხდება

დიდი სიამოვნებით ვიდგებოდი ამ დროს სცენაზე

(more…)

Read Full Post »

გაფრთხილებთ: ეს შეკვეთილი პოსტია, და მე ვარ სუბიექტური.

დემონტაჟ … 6:00 საათზე გადაღებების პირველი დღე დამთავრდა. [24 თებერვალი, ჭამა და სექსის ფეიჯის პირველი სტატუსი]

ყველაფერი ასე დაიწყო..

არა, რა თქმა უნდა ყველაფერი ასე დაიწყო, ჯერ იყო იდეა, მერე სცენარი, მერე გადაღებები/პარალელურად მონტაჟი, და მალე პრემიერაა.

პრემიერა 31 მარტს, ფილმი კინოთეატრებში პირველი აპრილიდან იქნება.

პოსტერი

გაკვირვება #1

  • – ვა, ასე მალე?

კი, ასე მალე.

აქედან გამომდინარე დასკვნა #1

  • – ალბათ ცუდი გამოვა.

არა, არ გამოვა ცუდი, პირიქით, გამოვა და გამოდის ძალიან კარგი. რატომ? იმიტომ, რომ არის:

  • კარგი სცენარი [მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ქეთი დევდარიანი]
  • კარგი რეჟისორი[გიორგი ლიფონავა]
  • კარგი დამდგმელი ოპერატორი [გელა ჩინჩალაძე]
  • კარგი მსახიობები [ვანიკო თარხნიშვილი, ნელი აგირბა, სოფია სებისკვერაძე, დიმა ტატიშვილი, ლევან ყოჩიაშვილი, ანი ტყებუჩავა, და სხვ.]
  • კარგი მუსიკა [დები იშხნელები] (more…)

Read Full Post »

ჩემს თაობაში [შეიძლება ყველა დანარჩენშიც, უბრალოდ მე ჩემს თაობას ვაკვირდებოდი] ძირითადად სამი ტიპის ადამიანები არსებობდნენ:

  • ა – ისინი, ვინც მშობლებს უჯერებდნენ.
  • ბ – ისინი, ვინც მშობლებს ებრძოდნენ.
  • გ – ისინი, ვინც მშობლებს ატყუებდნენ.

ა ტიპის ადამიანების განხილვა დღეს [და ალბათ არც დანარჩენ დროს] არ გვექნება. ადამიანი, რომელსაც არანაირი პროტესტის გრძნობა არ უჩნდება, როცა საშუალოდ 20 წლის დაძველებით შეხედულებებზე ზრდიან, მე მგონი განხილვის ღირსი არაა.

ბ და გ ტიპზე გავჩერდები. უფრო გამიადვილდება კიდეც, იმიტომ, რომ სადღაც შუაში ვიყავი მეც.

ფეისბუქზე არსებობს ასეთი ფეიჯი “შენ კი გენდობი შვილო, მაგრამ გარემოს ვერ ვენდობი, 8-ზე სახლში იქნები”, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს პრობლემა ისევ არსებობს, და ალბათ იარსებებს იქამდე, სანამ იარსებებენ მშობლები და შვილები.

მე დიდხანს ვიყავი ამ პრობლემის მსხვერპლი. დიდწილად იმიტომ, რომ გოგო ვარ, დანარჩენი იმიტომ, რომ მამა მყავს.

(more…)

Read Full Post »

ანუ, როცა უბრალოდ კამერის გამოყენება გინდა და არ იცი როგორ.

Read Full Post »

ბოლო დროს ცოტა მოდურადაც კი ითვლება სტატიების ან გნებავთ პოსტების წერა თემებზე რომლებიც “ჰომო”-თი იწყება. განსაკუთრებით აქტუალური ამ თემაზე გამოკითხვის ჩატარებაა. საერთოდ დიდი ხანია ვთვლი, რომ ქუჩის გამოკითხვა აუტანელი პროცესია რეპორტიორისთვის, რესპოდენტისთვის და განსაკუთრებით მაყურებლისთვის. შედეგები ძირითადად ერთფეროვანია ხოლმე და უმეტეს შემთხვევაში ნერვების მომშლელი, ორივე მხარის უკომპეტენტურობით. კითხვებსაც ვგულისხმობ და პასუხებსაც. ერთი სიტყვით კიდევ ერთი მსგავსი ვიდეოთი ინსპირირებულმა დღეს გამოკითხვის ჩატარება გადავწყვიტე. ქუჩა ფეისბუქით, ხოლო ვრცელი და არაფრისმომცემი პასუხები კონკრეტული სავარაუდო ვარიანტებით ჩავანაცვლე.
გამოკითხვა ინტერნეტრადიოს ფან ფეიჯზე სულ ორ საათს გაგრძელდა და დასმულ შეკითხვას 100-მდე ადამიანმა უპასუხა. კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად მკაცრი მოთხოვნა მქონდა, აერჩიათ მხოლოდ ერთი პასუხი, ოთხი შესაძლო ვარიანტიდან და დაეკომენტარებინათ მხოლოდ ის.
გამოკითხვის ფორმა იყო შემდეგი: (more…)

Read Full Post »

Older Posts »