Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for თებერვალი, 2012

______________________________________________________________________

  • მოუთმენლობა – როცა ფეისბუქზე მესიჯის ნოტიფიკაცია ინთება, და სანამ ნახავ ვისგან არის, მანამდე შენი ყველა უჯრედი გაურკვეველი მიმართულებით აგზავნის თხოვნების კასკადს “ნეტა ის იყოს”.
  • იმედგაცრუება – როცა გეზიზღება ყველა ადამიანი, რომელიც შენს ნოტიფიკაციებში ინთება და “ის” არ არის.
  • პეპლები – როცა არ ელოდები და უცებ ჩატში გიხტება და სანამ წაიკითხავ რას გწერს, მანამდე მიკროინფარქტი გაქვს. სიხარულის რასაკვირველია.
  • ნერვიულობა – როცა ძალიან ბევრს ფიქრობ რა უპასუხო ჩვეულებრივ კითხვაზე.
  • ირიბად ლაპარაკი – როცა ბლოგზე ყველა პოსტს მისთვის წერ.
  • მოწყენილობა – როცა არ ჩანს და ძველ მესიჯებს ათვალიერებ.
  • დაკვირვება – როცა გაინტერესებს როგორ განვითარდით და ძველ მესიჯებს ათვალიერებ.
  • გაკვირვება – როცა ძველი მესიჯების კითხვისას აღმოაჩენ, რომ საწყის ეტაპზე უფრო დაუკვირვებელი, მხიარული და Cool იყავი.
  • გამოძიება – როცა აჭერ See Friendship-ს, “ის” და შენ. “ის” და “ის”, “ის” და “ეს ძუკნა”.
  • ვარსკვლავები თვალებში – უკვე ძალიან ბევრჯერ რომ დაათვალიერე მისი ყველა ალბომი ფეისბუქზე, და ყველა სურათში მოგწონს.

  • გაბუტვა – როცა იმ ფოტოს იყენებ პროფილის სურათად, რომელზეც იცი, რომ არ მოსწონხარ.
  • საკუთრების განცდა – როცა ეჭვიანობ ყველაზე, ვინც ვოლზე უწერს “როგორ მომენატრეეეეეე :* :* <3”. მთელი დღე ფუჭდება, თუ ამ ვოლპოსტს შენი ობიექტი ალაიქებს.
  • დამოკიდებულობა – როცა ყველა შენს სტატუსს “მისი თვალით” უყურებ, და ცდილობ მიხვდე – მიხვდება თუ არა.
  • ტყუილი – როცა ზოგჯერ არ გესმის მისი ხუმრობები, მაგრამ მაინც იღიმები.
  • მხარდაჭერა – როცა კამათში შეიძლება არ ჩაერთოს, მაგრამ შენს არგუმენტს გილაიქებს, და მიწას მყარად გრძნობ ფეხქვეშ.
  • ხაფანგი – როცა ონლაინ ინთება, და “შემთხვევით” მის საყვარელ სიმღერას აშეარებ.

და ბოლოს:

არეულობა – როცა გინდა მოეფერო და ამის გამო ებუტები, როცა გინდა თბილი იყო და ამის გამო ეჩხუბები, როცა გინდა ჩაეხუტო, და სიგარეტს უკიდებ, როცა გინდა გაუღიმო, და სხვა მხარეს იხედები, როცა გენატრება და არ წერ, როცა გირეკავს და ვერ პასუხობ, როცა ლაპარაკი გინდა და ღიღინს იწყებ, როცა უნდა შეხვდე და ვერ ფიქრობ რა ჩაიცვა, როცა გინდა ჩაისუნთქო და თვალებს ხუჭავ, როცა მოწყენილ სახეს უმალავ და გინდა დაინახოს, როცა თბილ ხელებს ფრთხილად ეფერები, როცა არ გყოფნის და ამის გამო უბღვერ, როცა ყოველ ჯერზე ფიქრობ, რომ უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყავი, როცა გეშინია – არ მიხვდეს.

როცა გეშინია, რომ შეიძლება მართლა ვერ მიხვდეს.

Read Full Post »

“- შენ თუ აპირებ შეხვედრის შესახებ პოსტის დაწერას?” მკითხა ნეტგაზეთის ჟურნალისტმა, როცა ბლოგერების და გარემოს დაცვის მინისტრის ჯერ სათანადოდ გაუხმაურებელი შეხვედრის დეტალებმა მაინც გამოჟონა “უქეიფიათ”, “ჩასასტავებულან”, “დრო უტარებიათ” სახით, და ამაზე ყველამ, ვისაც ოდესმე ინტერნეტ ექსპლორერის გარდა სხვა ბრაუზერის არსებობის შესახებ სმენია, ე.წ. კომპეტენტური კომენტარის გაკეთება გადაწყვიტა.

“- მე ჯერ ხალხის რეაქციას შევხედავ, რომ საკუთარი ბლოგის ფორმატში ჩავჯდე” – მეთქი, ვუპასუხე ზ.ა. ჟურნალისტს, და მე მგონი ეს დროც მოვიდა, “ასეთი ხალხის” და “ისეთი ხალხის”, რეაქციისშემდგომი პოსტის დაწერისა.

მანქიერი ბლოგი გაფრთხილებთ, ქვემოწარმოთქმული პოსტის კითხვისას, აუცილებელია საღი აზრის თან ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მიერ წაკითხული ყოველი წინადადება, უარყოფითად იმოქმედებს თქვენივე ნერვული სისტემის წინააღმდეგ. (more…)

Read Full Post »