Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ივლისი, 2011

დიახ, სწორედ ასე ჰქვია საქმეს, რომელიც აღძრულია მოქალაქე სალომე ბარკერის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე.

02:05

მოტივები, რატომ არ დავრეკე პატრულში მაშინვე: ვიფიქრე, რომ არაფერი არ მახსოვდა, და ერთ დეტალსაც ვერ ვეტყოდი, ტყუილად კი პატრულის მოსვლა უაზრო კითხვების დასმა და ა.შ. თავის ტკივილი არ მინდოდა.

მოტივები, რატომ დავრეკე პატრულში ამ სტატუსის დაწერიდან ზუსტად ოც წუთში: ყველამ, ვის აზრსაც პატივს ვცემ, მირჩია/მთხოვა/მოითხოვა დამერეკა პატრულში, და მეც why not პრინციპით ავიღე ტელეფონი და ავკრიფე 022. (more…)

Read Full Post »

დასაწყისი

ამაკში
დაჯილდოვების წინ ყველას ჩამოგვართვეს ე.წ. ინტერვიუები, ჰამაკში. მახსოვს, რომ ბევრი ვიბოდიალე, ბევრი “ძალიან” და “მაგარი” ვთქვი და როცა ინტერვიუ მორჩა, ვინანე, რომ ასე აბნეულად ვილაპარაკე. თან ჩვენი კომპეტენტური ჟიური, ბექა ადამაშვილი არ ზოგავდა თავს, მაქსიმალურად დაეწია ჩვენი, განსაკუთრებით ჩემი და მათეს თვითშეფასება. მერე გადავწყვიტეთ ყველას წაგვეკითხა ჩვენი საკონკურსო ნამუშევრები დანარჩენებისთვის და ამის შემდეგ გაგვეგო ვინ გახდა გამარჯვებული.

კითხვის დროს

ვიჯექი სკამზე და ვცქმუტავდი. ვუსმენდი სხვებს და ვფიქრობდი, რომ ზედმეტად უპასუხისმგებლოდ მოვეკიდე კონკურსს. მერე გადავწყვიტე, რომ აღარ წამეკითხა ჩემი შემოქმედება და დაველოდე უშუალოდ დაჯილდოვებას. სიმართლე გითხრათ რამდენჯერმე გავიფიქრე, რომ ჟიურიმ უბრალოდ იხალისა ჩვენს ნაწერებზე და მეორე ადგილი ვინმე სხვას მისცა.  (more…)

Read Full Post »

კონკურსი – “წერილი ბოთლში”
ჩემი პირველი კონკურსი, (ხუთი წლის წინანდელ ერთიან ეროვნულ გამოცდებს თუ არ ჩავთვლით) რომელშიც მონაწილეობა მივიღე და პირველი ეტაპი გადავლახე. ჰოდა მე ვიყავი ამაყი ვითარცა უშბა. 77 კონკურსანტს შორის 11-ეულში მოვხვდი, და მეორე ეტაპში მონაწილეობის მისაღებად, ყველანი წაგვიყვანეს სასტუმრო მართინში, კვარიათში – სამი დღით. სამწუხაროდ ამინდი არ გამოიმეტა ჩვენთვის განგებამ, ამიტომ რა ფერიც წავედი, იმაზე მხოლოდ ნახევარი ტონით მუქი ჩამოვედი.
გზაში
წავედით ღამის მატარებლით, 8-ში ღამით, პირველს რომ აკლდა 15 წუთი. სადაც ნასტასიამ დააგვიანა და მანერვიულა ბევრი. მანამდე ჩვენ გავარკვიეთ რომ გზაში მოწევაზე არც უნდა გვეოცნება და ვაი-ვიში ავტეხეთ. ნასტასიამ ფეხი შემოდგა თუ არა ვაგონში, მატარებელიც დაიძრა. და მითიც არ მოწევის შესახებ ჯგუფურად დავამსხვრიეთ ვაგონ-საპირფარეშოში. ისე, რამდენიმე, უფრო სწორად, ბევრი წელია მატარებლით არ მიმგზავრია, (მეტრო რა თქმა უნდა არ ითვლება), ჰოდა ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ მატარებლების გამკეთებლები ჩათვლიდნენ, რომ მგზავრების უკუღმა გადაყვანის ხერხი სულ არ არის გულის ამრევი. წარმოიდგინეთ 6 საათი სკამზე სხედხართ და უკან მიდიხართ. მოკლედ ასე მგზავრობა ერთ საათში შეიქნა გაუსაძლისი და გორში ამოსული მათეს ლუდის ბოთლი იყო სინათლე გვირაბის ბოლოს, და ჩვენც რაც ძალი და ღონე გვქონდა დავეწაფეთ ამ სინათლეს. მერე ვიხორხოცეთ, კონტაქტი ვითამაშეთ და სანამ ვაგონის დარჩენილი ნაწილი ანუ მგზავრების 3/4 ყველას ფანჯრიდან გადაყრით არ დაგვემუქრა, მანამდე არ გავჩერებულვართ. (more…)

Read Full Post »

დღეს გადმოვხტი მაღლივის ხიდიდან ბანჯით.

შეგრძნებები და ემოციები:

1. დგახარ ხიდზე, უყურებ სხვებს, როგორ ხტებიან და ფიქრობ “მე უკეთესად გადმოვხტები”

2. ინსტრუქტორი იწყებს შენს დაბმა/დამაგრებას თოკზე და ბანჯიზე, “მოიცა რა, არ მეშინია”

3. გადადიხარ და ჯდები მოაჯირზე “ჰოო, უკვე მალე იქნება”.

4. უკვე ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, მოაჯირზე დგახარ, ფეხებზე მობმული გაქვს თოკი, და მხოლოდ ხელების გაშლა და გადახტომა დაგრჩა “ჰჰჰოო? მართლა მინდა გადახტომა? აუ ქვემოთ ხეებს ხომ არ დავეჯახები? იქნებ არ მინდა? კარგი ბარემ აქ ვარ და უნდა გადავხტე, თან ხომ მინდოდა გადახტომა ამდენი ხანია!”

5. ერთი, ორი, სა-მი! და ხტები “ააააა! ყვირილი მინდა, პირს რომ ვაღებ და ხმა არ მაქვს? და გული რომ გამისკდეს ახლა? ინსტრუქტორმა კი მკითხა ხომ არაფერი გაწუხებსო, მაგრამ რავიცი, იქნებ სუსტი გული მაქვს? მარტო ჰაერი და მე? აააა!” (more…)

Read Full Post »