Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for მარტი, 2010

მანქი

რას ვამბობდი..

ახალ ადვილ საშუალებას მივაგენი პოსტის საწერად..

ეს საკმაოდ ძველი თემაა ერთერთ ფორუმზე. თავის დროზე დიდი ვნებათაღელვა და შეხლა–შემოხლა გამოიწვია. ახლა რატომღაც გამახსენდა.

რამდენიმე ციტატა თემიდან “ეკლესია თინეიჯერობას კრძალავს” (ინტერვიუ მამა მამუკასთან)

– მოგწონთ თუ არა თანამედროვე თაობა? (რატომ)
– არ მომწონს, რადგან ისინი თინეიჯერები არიან. ბევრს არ ესმის რა არის
თინეიჯერობა, ეს არის დისკოტეკაზე სიარული, სიგარეტის და ნარკოტიკების
მიღება, მოდის აყოლა და სხვა ისეთი მისწრაფებები, რაც სულისთვის დამ-
ღუპველია.

მინდა აღვნიშნო, რომ ადრე სულისთვის დამღუპველი და უხარისხო, გემოვნების გამფუჭებელი და საერთოდ გამრყვნელი ფილმები, დღეს კლასიკად ითვლება.

– რამდენად ცუდია, რომ სატელეფონო სივრცეში არსებობს აქციები ანუ ღამის
“ფართები”. რას ემსახურება იგი?
– ეს აქციები გაუმართლებელი მოვლენაა. თუ
დავაკვირდებით ე.წ “ფართები” ხშირ შემთხვევაში
ღამითაა. იბადება კითხვა, რატომ მაინც და მაინც ღამე
და არა დღე? ეს ემსახურება მოზარდების ფსიქიკის
დარღვევას. როცა მშვიად უნდა იყო და გეძინოს, სწორედ
მაშინ ათენებ თეთრად და ვიღაცასთან მიწერმოწერა
გაქვს. ეს საშინელებაა, ახალგაზრდების უმეტესობა ამას
ვერ ხვდება.

აგერ მიხვდა ადამიანი, რომ მაგთიმ სინამდვილეში გათვალა როდის იყო ყველაზე შესაფერისი დრო ახალგაზრდებში სატანისტობის დასანერგად და კითხვის გაგრძელება თავს მოგვახვია ეს საშინელება.

– რამდენად დიდია ცოდვა, რომ გოგონები შარვალს
ატარებენ?

– იგი უდიდესი ცოდაა. სახარებაში წერია “წყეულიმც
იყოს ის დედაკაცი, ვინც მამაკაცის შესამოსელით შეიმოსოსო”
ღმერთი მას კრძალავს. გარდა ამისა, შარვალს ხშირად გამომწვევად იცვამენ
სწორედ ეს ხდება ხოლმე ყველგვარი სიბილწისა და მრუშობის საწინდარი.

ეტყობა არაფერი გაუგია მოკლე კაბებზე.. შარვალი ჩვენი მტერია..!! ქალი რომ კაცს ტანსაცმელს წაართმევს, ის სხვა რამესაც წაართმევსო, ნათქვამია.

– რას ნიშნავს, როდესაც ახალგაზრდა საყურეს ატარებს ყურზე, ცხვირზე და
წარბზე. (ასევე ფერუმარილს).?
– როდესაც თანამედროვეები თავს ირთავენ სხვადასხვა სამკაულებით, ეს არის
მცდელობა გარეგნობის შეცვლისა. ისინი ფიქრობენ რომ ასე უფრო ლამაზები
იქნებიან, მაგრამ ვერ აცნობიერებენ რამხელა ცოდვას ჩადიან. თინეიჯერები
ღმერთის მიმართ უმადურობას გამოხატავენ, მათ არ მოსწონთ ისეთი ქმნილება,
როგორიც უფალმა შექმნა. ისინი ღვთის დაწესებულის შეცვლას ცდილობენ.

ამ სასწაული ლოგიკით მივდივართ იქამდე, რომ ღვთის დაწესებული თმიანი ფეხების გაპარსვა უდიდესი ცოდვაა, ასევე წარბების გაკეთება. კბილების გახეხვაც, იმიტომ რომ, როგორც მახსოვს, ღმერთმა რომ დაგვაწესა მაშინ არ გვქონდა ქოლგეით ტოტალ თორმეტი და მითუმეტეს ბლენდამედ კომპლიტ შვიდი საიდან გვექნებოდა..

რამ გამოიწვია მოზარდების ასე შეცვლა?
– ეს შედეგი ამერიკის დამსახურებაა.

აბა რა. აბა რა. სულ მაგათ მოიგონეს ჯილეტი და საერთოდ ვენუსიც ქალებისთვის ცალკე, რა მკრეხელობაა..

(c) monkey

Read Full Post »

მანქი

ხანდახან ნერვების მომშლელია ეს ჩემი მერყევი გემოვნება. ხომ შეიძლება ერთადერთი რამე მომწონდეს და ვუსმენდე თილ რესთ ოF მაი ლაიF..

ერთი მთქნარების სმაილი ხშირად იმაზე მეტს გამოხატავს ვიდრე ბეეევრი ლაპარაკი.

ჰაერში უკვე დაფრინავენ რაღაცები, რომლებიც მალე ჩემს სასუნთქ გზებში დააპირებენ ფრენას და რის გამოც მალე დავიწყებ პირბადით სიარულს.

ჰო ეს პოსტი ამის ფონზე იწერება..

ამ ვიდეოს ყურებისას ორმაგად მეცოდება და მენატრება Noodle, მეზიზღება Murdoc,  და მომწონს 2D..  

მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ნუდლი მეცოდება. თითქოს მართლა არსებობდა და მოკვდა.. კითხვის გაგრძელება

Read Full Post »

მოდელირებული კურიერი როგორი იქნებოდა ნეტავ? მგონი ბედნიერებაზე გაგიჟებული რეპორტაჟებით სავსე.. და ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა მოთხოვნით: დაგვიბრუნეთ ნამდვილი ჟურნალისტიკა! გვაჩვენეთ მკვლელობები!

რა ბანალური ვარ ნწ ნწ.

რა განვიხილო საინტერესო?

მეორად ქალიშვილობაზე ვაპირებდი, მაგრამ ამოქოქვისთვის ის სიუჟეტი ისევ უნდა ვნახო. რათა გავმწვანდე და ბლოგზე შემოვვარდე..

როდემდე ვეჭიდაო საზოგადოებას? თუკი გვაქვს მსგავსი რამ. თუ ჩვენი ხალხი საზოგადოებას გულისხმობს საკუთარ თავში და არა ბრბოს.

ობობამ სამოქალაქო აქტივობას მიჰყავი ხელიო..

მაგალითად რა სახის, “ჩვენ ვაპროტესტებთ აპკის მნიშვნელობის ამ ხარისხში აყვანას იმიტომ, რომ ეს არ არის ღირებულება, რომლის მიხედვითაც შეიძლება განისაზღვროს ადამიანისადმი დამოკიდებულება?”

აჰ, ახლა მკითხავთ რატომ ამხელა სათაური, ანუ შესაძლებელია სათაური იყოს მოკლე და დაინტერესების შემთხვევაში განვმარტოთო.

ძაააალიან ცდებით თუ გგონიათ რომ პირველი სამი სიტყვის შემდეგ მოქმედების შანსი გაქვთ, სუნთქვის მაინც.

უი რატომ? რატომ და უამრავი პიროვნება (მხოლოდ ფიზიკური არსით) მიიჩნევს ამას პირად შეურაცხყოფად, საკუთარი და საძმაკაცოს დების, “შეყვარებულის”, დეიდაშვილის დაქალის, მამაოს გოგოს, “კაი სტიქაროსნის დის”  და ა.შ.

შეურაცხყოფად მიჩნევაც არის და შეურაცხყოფად მიჩნევაც..

ნებისმიერ თემაზე დაწყებული კამათი ბოლოს აპკამდე მიდისო. კითხვის გაგრძელება

Read Full Post »

მაიმუნების ბლოგი

პოსტის დაწერას სულ სხვა თემაზე ვაპირებდი. იმ პოსტის მასალად ერთი ფოტო მჭირდებოდა. თუმცა დაგუგვლის დროს სხვა რამეს გადავაწყდი.

აი მაგალითად, შემთხვევით გავიგე, რომ “მშკ”–ს (მართლმადიდებელ  მშობელთა კავშირს) მართლა “მშკ” ჰქვია. ეს არც შეცდომაა, არც ხუმრობა, არც უცოდინრობის პიკი. უბრალოდ სახელი “მმკ” უკვე დაკავებული ყოფილა “მართლმადიდებელ მრევლთა კავშირის” მიერ.

(წყარო)

აქ კიდევ ბევრი საინტერესო რამ გავიგე. მაგალითად ის, რომ “მშკ”მ ჰელოუვინი დაარბია, (უკვე ძველი და “ჩაფარცხული” ამბავია. თუმცა ძალიან სასირცხვილო და ჩემთვის დღემდე ისევე არაადამიანურად გამაღიზიანებელი, როგორიც მაშინ როცა პირველად გავიგე) სასამართლოში უჩივლელად და ჩუმად დამთავრებულა.

კიდევ ის გავიგე რომ ჩვენთან არანაირ დემოკრატიაზე არაა ლაპარაკი, როცა არსებობს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი. რატომ?

ყურადღებით გადაავლეთ თვალი სტატიას და ქვემოთ არსებულ ზეგენიალურ კომენტარებს.

კიდევ დამტკიცდა ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით რომ ამათ ხელში ვერასდროს განვვითარდებით.

ახალგაზრდებს, რომლებიც ხუთშაბათის კრებას ესწრებოდნენ (გოგონები ბიჭებისგან განცალკევებით ისხდნენ), ავთანდილ უნგიაძე ესაუბრებოდა იმის შესახებ, თუ როგორ კარგავდა ადამიანი საუკუნეების მანძილზე სულიერებას.

ახლა განვითარება ვინმეს აღვირახსნილობაში ნუ შეეშლება. და თუ შეეშლება ჯობს ახლავე დატოვოს ბლოგი.

დგას თუ არა რჯულის კანონი კონსტიტუციაზე მაღლა, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებისთვის, მარტივი კითხვაა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ ქვეყნის კონსტიტუციას, მაგრამ თუ ქვეყნის კონსტიტუცია რაიმე ნაწილში დაუპირისპირდება ეკლესიას, ჩვენთვის ის იქნება მიუღებელია და იმ ნაწილში არ იქნება ჩვენი კონსტიტუცია,“ – ამბობს უნგიაძე.

ბოდიში? ადამიანები ხმამაღლა აცხადებენ რომ არღვევენ კანონს, სადაც წერია რომ ყველა ადამიანის უფლებაა ჰქონდეს თავისუფალი მრწამსი, სქესი, ეროვნება და ა.შ.

ვინ ხარ შენ. რელიგიის სახელით რომ შემოდიხარ ჩემს სახლში, მირღვევ სიმშვიდეს, მაიძულებ ვიცხოვრო ისე როგორც შენ გინდა და არა ისე როგორც მე მინდა?

ვინ ხარ შენ რომელიც წყვეტ მე რას ვუყურო და რას არა?

ვინ ხარ შენ რომელიც მე მაიძულებ მეცვას კაბა თუ შარვალი უფრო მიხდება?

ვინ მოგცა იმის უფლება შეეხო ჩემს კერძო საკუთრებას, ჩემს თავისუფალ ნებას მე მქონდეს ნებისმიერი აზრი, ჩემს გამოხატვის თავისუფლებას, დავწერო და დავხატო ის რაც თავში მაქვს.

ვინ მოგცა ეკლესიის სახელით იმის კეთების უფლება რასაც აკეთებ?

სადაა ჩემი სასამართლო? რომლის უზენაესობას ვაღიარებ მე, საქართველოს მოქალაქე, და არ არსებობს ჩემთვის უფრო მყარი კონტროლის მექანიზმი და წესები, გარდა იმისა რაც მიწერია კონსტიტუციაში.

რატომ დუმს ყველაფერი ირგვლივ, როცა ეს ბნელეთი, დამახინჯებული მრწამსი ავიწროვებს ადამიანებს მათი შეხედულებების გამო?

დიახ. მე არ მწამს. და არც არასდროს ვიწამებ თქვენს ღმერთს, რომელიც დიდი ხანია მოკალით.

ჰო ეს ისე, გასახსენებლად და დასატკბობად.

(c) monkey


Read Full Post »