ამ სათაურით ფეისბუქ გამოკითხვა ბლოგის ფეიჯით დაახლოებით 8
თვისწინ გავაკეთე, და ამ პერიოდში 34 ათასამდე ხმის მოგროვება შეძლო. შედეგებით მეც ძალიან გავერთე და ალბათ ყველა ის ადამიანი, ვისაც პასუხების ჩაკითხვის დროს ერთხელ მაინც აღმოხდა გაოცების შეძახილი – “მეგონა ასე მარტო მე ვიყავი!”
ხმების მიხედვით პირველი ათი პასუხი შეკითხვაზე – ბავშვობაში მე მაინტერესებდა:
- მართლა დამიელმდებოდა თუ არა თვალები, თავში რომ ჩამარტყამდნენ თვალებდაელმებულს – 2,417 ხმა
- რამდენი ვარსკვლავი იყო სულ (არ შეიძლებოდა დათვლაო მეუბნებოდნენ) – 2,226 ხმა
- რატომ იყო აუცილებელი შუადღეს დაძინება (ვერავინ გამაგებინა და ვერ დამაძინა) – 1,816 ხმა
- ამას რომ დავშლი, მერე ავაწყობ? – 1,460 ხმა
- სად მიდიოდა მატარებელი “ბოლო გაჩერების” მერე – 1,231 ხმა
- როგორ ჩნდებოდნენ ტელევიზორში ადამიანები – 1,231 ხმა
- რა გარანტია მქონდა, რომ ვისაც დავიფიცებდი მოკვდებოდა – 1,221 ხმა
- მართლა თუ დამეკრობოდა კევი კუჭზე, ამიტომ ვყლაპავდი – 1,202 ხმა
- ცოცხლდებოდნენ თუ არა ღამე თოჯინები – 1,169 ხმა
- რა იმალებოდა ჩემი საწოლის ქვეშ – 1,147
ეს კი ჩემი ფავორიტი პასუხების ათეული შეკითხვაზე – ბავშვობაში მე მაინტერესებდა:
- შევძლებდი თუ არა კარადიდან პირდაპირ საწოლზე დახტომას – 906 ხმა
- რა იყო მეცხრე ბლოკი – 589 ხმა
- ცოლ-ქმარი იყვნენ თუ არა კურიერის წამყვანები – 482 ხმა
- რატომ იყო აუცილებელი ჭამა, როცა არ გშიოდა – 465 ხმა
- ჩვენთან რომ დღე იყო, ამერიკაში ღამე რატომ იყო – 428 ხმა
- მეგონა, რომ ყველა ქართულად ფიქრობდა, უბრალოდ სხვა ენაზე ლაპარაკობდნენ – 394 ხმა
- ამოდიოდა თუ არა სინათლე საფლავებიდან ღამით – 331 ხმა
- მე რომ ცხრაზე მაძინებდნენ თვითონ რომელზე იძინებდნენ – 325 ხმა
- მართლა ჰქონდა თუ არა ჩემს დამრიგებელს კეფაზეც თვალები – 123 ხმა
- მართლა ასუქებდა თუ არა ბლის მატლი – 43 ხმა
გამოკითხვა კი შეგიძლიათ იხილოთ აი აქ.
დაწერეთ თქვენ რა გაინტერესებდათ ბავშვობაში! : )
ნათურა რომ პირში ჩამედო, მართლა ვერ გამოვიღებდი?
ძველი დივიდის სქელ დისკზე ვაწერდი: “ანი ცეკვავს” (გამოგონილი შრიფტით :დ), და მეგონა, რომ როცა პლეიერში ჩავდებდი ამ დისკს, ჩემი ცეკვის ვიდეო ჩაირთვებოდა.
კატის ბეწვის გადაყლაპვისას მომენტალურად მოვკვდებოდი თუარა,ან “კატიანი” ხელით ჭამისას:)
ra iyo mecxre bloki =))))))))))))))))))
da ratom exateboda shuqis gatishvis shemdeg televizors 3 feradi burti centrshi =)))
ღამე კევი არ დაღეჭო დედა მოგიკვდება?
ან, ღამე ცეცხლს არ უყურო ჩაიფსამ?
მაინტერესებდა,მართლა გამეზრდებოდა თუ არა თავზე ხე თუკი ვაშლის კურკებს შევჭამდი.
gadav gadav kai iyo. yvela ara (magalitad:მართლა ჰქონდა თუ არა ჩემს დამრიგებელს კეფაზეც თვალები) mara 40 % kitxvebisa chemi tavistvis damisvavs da mainteresebda. =))
პრეზიდენტი ადამიანი იყო თუ ტელევიზორში ჩაკეტილი სათამაშო :დ
სადღაც 6-7 წლის ვიყავი ერთ ბავშვზე თქვეს 5-კაპიკიანით დაიხრჩო კინაღამო… მე ვთქვი რა სისულელეა როგორ უნდა დაიხრჩოო, გავიმეორე ექსპერიმენტი და… კინაღამ დავიხრჩე 🙂
დროზე მომისწრეს 🙂
ხელის გულზე თმები თუ მართლა ამომივიდოდა ბევრს თუ.. კაი, დაიკიდე..
ამ პოსტში რაც არის თითქმის ყველაფერი მაინტერესებდა,კიდევ მაინტერესებდა
1. იღვიძებდნენ და დადიოდნენ თუ არა იქით-აქეთ მკვდრები
2. მხედავდნენ თუ ვერა ტელევიზორიდან
3. მქონდა თუ არა Superpower
4.არსებობდა თუ არა ადამიანი, რომელსაც ჩემი აზრების წაკითხვა შეეძლო
5. თუ მიწას გავხვრეტდი და ბევრს ვთხრიდი, დავინახავდი თუ არა
ჯოჯოხეთს
6. რა ხდებოდა 9 მთის და 9 ზღვის მიღმა
7. რატომ იცინოდნენ და ქეიფობდნენ ქელეხში
8. რატომ ეწეოდენ სიგარეტს
9. რომ მეუბნებოდნენ შუბლზე გაწერია ყველაფერიო, მე რატომ ვერ ვხედავდი სარკეში
ცოლ-ქმარი იყვნენ თუ არა კურიერის წამყვანები – აუ ეს მეც მაინტერესებდა, და კიდე რომელიმე წამყვანი რო ბაზრობდა ხოლმე სტუმრად დღეს ეს მეყოლებაო – მაგას ვერ ვიგებდი ვერაფრით სტუმრად სად უნდა ყოლოდა 😦
დიპლომატი – ადამიანი თუ ჩემოდანი? :))
“რატომ იყო აუცილებელი შუადღეს დაძინება (ვერავინ გამაგებინა და ვერ დამაძინა)” ეეეე, რამდენი ყოფილა ჩემნაირად ;დ ჩემი დაწერილია არადა ;დ ჰმ