მიუხედავად იმისა, რომ აქ სრული სიწყნარეა, ზუსტად ამდენი ადამიანი შემოდის ყოველდღე ჩემს ბლოგზე იმის შესამოწმებლად, რამე ახალი ხომ არ დამიწერია.
ზოგი სერჩით ხვდება, ზოგი გამიზნულად, ზოგი შემთხვევით.
მე კიდევ აგერ უკვე მეოთხე თვე იწურება, რაც ხმა არ ამომიღია.
რატომ? საინტერესო არაფერი ხდება, რისი მოყოლაც მომინდებოდა? როგორ არა, მაგალითად შემეძლო დიდი აღფრთოვანებით მომეყოლა სტამბულის თრიფის შესახებ და რაც მთავარია იმის შესახებ რომ ბოლოსდაბოლოს Archive-ს კონცერტზე ვიყავი.
ოცნების ასრულებას ვერ დავარქმევ, რადგან არ ვიცი რას ნიშნავს ოცნება, არ მაქვს ოცნებები, როგორც ასეთნი. ბავშვობის ძველ ჩანაწერებში ბევრჯერ წამიკითხავს საკუთარი დასკვნა იმის შესახებ, როგორ მირჩევნია ფიქრი ოცნებას. არ ვიცი ალბათ ბევრმა ცნობილმა გენიოსმა უკვე თქვა ამის შესახებ რამე, მაგრამ ფაქტია ბავშვობაში ნაკლებად ვიცნობდი ცნობილ გენიოსებს, არც ახლა ვწყალობ მათ ფრთიან გამონათქვამებს დიდად.
ჰოდა ჩავფრინდით სტამბულში, დილის შვიდ საადზე და მერე მთელი დღე დავხარჯეთ ჰოსტელ/ჰოტელის ძებნაში, იმიტომ, რომ წინასწარ არ ვიზრუნეთ არაფრის დაჯავშნაზე, პრინციპით “სტამბული დიდია კაცო, რამეს როგორ ვერ ვიპოვით” და შესაბამისად ძალიან ამაყად გვეძინა ორი ღამე ბორდელში.
მერე რა? არც არაფერი, მაგაშია ვიტამინები. მუეჰეჰ.
აია სოფია ვერ ვნახე, დაკეტილი იყო, სამაგიეროდ მის პირდაპირ აღმართულ ლურჯ მეჩეთში შევტყაპუნდი შიშველი ფეხებით, რასაკვირველია. და რა თქმა უნდა მილიონი ტურისტის სხვადასხვა არომატნარევი ფეხის სუნთან ერთად, ფრიად მშვენიერი აურა დამხვდა შიგნით.
და კიდევ ერთი რამ, რაც პრინციპში ჯერ არ მითქვამს, ვერ ვხვდები ჩადრიანი ქალი სიგარეტს რომ ეწევა, ან ჩადრი რატომ უკეთია ან სიგარეტს რატომ ეწევა. უბრალოდ ვერ ვხვდები, თორემ არ ვაპროტესტებ.
ერთი სიტყვით Archive-ს ლაივი ენით აღუწერელი იყო. უკვე ორი კვირა გავიდა და ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ სათანადოდ, რომ ჩემგან მეტრნახევარში პოლარდი იდგა და Bullets-ს მღეროდა მთელი სულით და გულით.
სტამბული კი მხოლოდ იმით არის მომხიბვლელი, რომ უდიდესია, ძალიან დიდი ხანი რომ დადიხარ დადიხარ დადიხარ და მაინც ქალაქში ხარ. და კიდევ პირველად ვნახე კლასიკური საცობი, საათნახევარი ვიდექით საცობში და ერთი სიგნალის ხმაც არ გამიგია. აზრიც არ ჰქონდა პრინციპში დასიგნალებას, მაგრამ მაინც.
კიდევ რა მოგიყვეთ იმ 100 ადამიანს, ვინც ჩემს მიგდებულ ბლოგს ამოწმებთ ხოლმე ყოველდღე?
ნინი შერმადინზე მოგიყვებით თუ გინდათ. ერთი გოგოა ეგეთი, ადრე ნუცას სკოლაში იმღერა და მერე ცნობილი თუ ცნობადი სახე გახდა, ჰოდა ახლახანს ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში გაემგზავრა, ბროდვეიზე უნდა, რომ იმღეროს.
წარმატებებს ვუსურვებდი მთელი გულით და სულით, რომ არა ის გაუგონარი ფაშიზმი, შოვინიზმი და *ლეიზმი რაც იქ გამოავლინა და მერე დიდი სიამაყით მოგვიყვა ამის შესახებ მთელ ერს.
ყველამ გავლანძღეთ ვისაც არ დაგვეზარა, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ რა მოხდებოდა ებრაელების მაგივრად იეჰოვას მოწმეებზე რომ მოეყოლა იგივე? ბევრად ნაკლებნი გავლანძღავდით ალბათ.
ჰოდა ეგ არის ჩვენთვის ესოდენ დამახასიათებელი მოჩვენებითი და ფარისევლური დემოკრატია და ლიბერალური ღირებულებები, სინამდვილეში.
დაკვირვებულები ხართ, რომ ადამიანები არც კი კითხულობენ რა კონტექსტში ახსენებ ჩვენს პატრიარქს ან საპატრიარქოს, მყისიერად იშმუშნებიან და თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ.
ზოგი უფრო შორს მიდის და ეგრევე გინებაზე გადმოხტება ხოლმე, მაგრამ მაგათზე არ ვლაპარაკობ. ამ წუთში იმათზე ვამბობ, ვინც ხვდება, რომ მთლად საგინებელი არ ხარ, მაგრამ “აი რაღაც ვერ არის რიგზე” და იშმუშნება, ამათგან უფრო გაბედული ვინც არის, ის მოკრძალებულად მოგიწოდებს, რომ “პატრიარქზე ასეთი რამეების თქმა არაა ლამაზი”.
ჰოდა მე ეს უფრო მაღიზიანებს ვიდრე მაგინებელნი, იმიტომ, რომ იმათთან გასაგებია, რომ ვერ დაილაპარაკებ ვერაფერზე, დაბლოკავ და გააგრძელებ ცხოვრებას. მაგრამ ამათთან, ნაზად გამპროტესტებლებთან, თან გინდა რომ აუხსნა რომ “არაფერი ისეთი” არ გითქვამს, და თან ამის ნერვებიც არ გყოფნის.
კიდევ რა? ალბათ უფრო ხშირად დავწერ რამეს აქ, ვიდრე აქამდე.
არა, ვიტყუები. ტრადიციული გაგებით “ბლოგერი”, ყველაფერზე რომ წერს, მგონი ნელ-ნელა აღარ ვარ. ზუსტად არ ვიცი როგორ და როდის გადავეჩვიე, მაგრამ ფაქტია რაღაც მნიშვნელოვან ამბებსაც აღარ გიყვებით “ნიტოშტო” დილით რა ვჭამე.
ეს მოპირადო პოსტიც კი მეხამუშება ცოტათი, დიდი ხანია ასეთი არ დამიწერია, ფეისბუქს მიაქვს ყველა საინტერესო ამბავი ნაწილ-ნაწილ.
ჰო ფეისბუქზეც უნდა მოვყვე რამე, დამღალა!
ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი მოსაბეზრებელი თუ შეიძლებოდა გამხდარიყო. ერთი და იმავე ხალხის სხვადასხვა აზრები, სხვადასხვა ხალხის ერთი და იგივე აზრები, ფეიჯებიფეიჯებიფეიჯები, დაალაიქეთ, დააშეარეთ, ფეისბუქი ჩარიცხავს 10 ცენტს ყველა შეარზე, პატრიარქი აკაკუნებს კარზე დაალაიქე თუ შემოუშვებდი, გაიგე რომელის სახეობის თევზი ხარ..
come on!
მოკლედ რთულია ეს ცხოვრება რა.. 🙂
და გზაზე მიდის ერთი მანქი.
“ბლოგერები”
მომნატრებია ახალი სათაური ბლოგზე
მანქიერი დასასრული 🙂
stambuli ara, stamboli… tqven stamboli rom genaxat mogeconebodat
“გააზიარე თუ მართლმადიდებელი ხარ” დაგავიწყდა :))
rakargi xar:)
Archive… მშურს ოღონდ თეთრად 🙂 . “პრინციპით “სტამბული დიდია კაცო, რამეს როგორ ვერ ვიპოვით” და შესაბამისად ძალიან ამაყად გვეძინა ორი ღამე ბორდელში.” ეხ.. რაღა აქსარაიში. ))).
სტამბოლი არა ტოროლა 😀 სტამბული :*** მშვენიერიაა
უცხოებს სახლში არ ვუშვებ :3
arc aia sofia gagaocebda,damijere xDD