Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘Fiction’ Category

რამდენჯერ დაგინახავთ სახლში (კლუბიდან, რესტორნიდან, სხვა ქალაქიდან, სხვა ქვეყნიდან) დაბრუნებულს, ნარინჯისფერ უნიფორმაში გამოწყობილი მეეზოვეები? მე ბევრჯერ, და ეგეთ დროს სულ ერთი და იგივე ფიქრი მიტრიალებს თავში – რა პატივსაცემი ადამიანები არიან, როგორ დიდ მადლობას ვუხდი სინამდვილეში როცა ვხედავ (გულში, რა თქმა უნდა), როგორ არ ეზარებათ ჩვენი, ყველას დაყრილი ნაგვის დასუფთავება და ა.შ.

ცოტა ხნის წინ კი აღმოვაჩინე, რომ თორნიკეც ზუსტად ასეა განწყობილი მეეზოვეების მიმართ, და ამაზე ლაპარაკისას გაგვიჩნდა იდეა, რომ ეს ადამიანები რამით დავასაჩუქროთ. ბევრი ფიქრი არ დაგვჭირვებია, მალევე გადავწყვიტეთ რას ვაჩუქებდით. მთავარი ორგანიზება იყო, რომელშიც ცოტა მოვიკოჭლეთ “ახალი წლების” თანმდევი ცაიტნოტის გამო, მაგრამ მაინც, ავდექით 30 დეკემბერს დილით და 9-ზე წავედით ლილოში.

სადაც ვიყიდეთ 51 ცალი თერმოჭიქა, (50 უცნობი შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მეეზოვისთვის, და ერთიც ჩვენი უსაყვარლესი დამლაგებლისთვის, ლუდასთვის), და სასაჩუქრე პარკები (რატომღაც ლილოში არავის თავში არ მოსვლია ჰქონდეს ბევრი და სხვადასხვანაირი სასაჩუქრე პარკის ბიზნესი, ამიტომ საკმაოდ მწირ არჩევანს შორის როგორღაც ავარჩიეთ ლამაზები და “საახალწლოები”) დავტვირთეთ მანქანა და წამოვედით სამსახურებში.

lilo

ლილო მოლი

თორნიკემ დააზუსტა, რომ მეეზოვეები თბილისის ყველა უბანში, ყველა ცენტრალურ ქუჩაზე ერთდროულად, 06:00 საათზე იწყებენ მუშაობას. და შესაბამისად გადაწყდა, ჩვენც ამ დროს უნდა დაგვეწყო დარიგება. (more…)

Read Full Post »

Vive la Résistance!

ერთ დილასაც ვიღვიძებ და თბილისი მწვანე ფერში ცურავს. გული გამისკდა! არა, ჯერ ამერია (ვერ ვიტან მწვანეს) და მერე გამისკდა. რუკის გახსნა დავიწყე და გრუფებში შევვარდი – რა ხდება? რატომ არის ყველაფერი მწვანე? რა მოხდა? რა ამბავია? რა გვეშველება? კითხვებს ვისვრი აქეთ-იქით და თან ველოდები “ჩაიტვირთე შენი!”

როგორც იქნა რუკაც ჩაიტვირთა და ჰოი საოცრებავ, საქართველოს ადგილას უშველებელ მწვანე სამკუთხედს ვხედავ.

რა უბედურებაა? გავბრაზდი. ვინ ქნა? რა მნიშვნელობა აქვს. მოკლედ, დიდი მწვანე სამკუთხედია. ბაყაყებს ზეიმი აქვთ ესე იგი. ჩამოვუშვი ცხვირი.

ამასობაში პასუხიც დაწერეს სადღაც, ბოკამ საქართველოს მწვანე ფილდი შემოარტყაო. მერე რა გიხარია? ვკითხე თანაგუნდელს გაბრაზებულმა. არაფერიც არ უხარია არადა, უბრალოდ მე პირველად ვხედავ ამას, ის ალბათ მეოცედ, და რეაქცია არ აქვს.

საერთოდ, ურეაქციობა ძველების სტილია. ვერაფრით ვერ ვეგუები. მშვიდები, დინჯები და წყნარები არიან. მე კიდევ მინდა, რომ ახლავე გავვარდეთ უახლოეს ფოინთთან და ახლავე დავანგრიოთ ეს დიდი ფილდი.

ახლავეახლავემანქანაგვინდადამტენებიწყალიბენზინიინტერნეტირამდენხანშიჩავალთ?..

დაწყნარდი ქალო!

Frog Map

საზიზღარი მწვანე სამკუთხედი.

რუკას ვაკვირდები. ზემო აღნიშნული მწვანე სამკუთხედის კუთხეებია ბათუმი, სტეფანწმინდა და ჯანდა..ჰა? ჯანდარი. არც გამიგია არასოდეს. რუსთავის ცოტა იქით არის. გარდაბანი და იქვეა რა. მოკლედ არ ჩანს დიდი მანძილი, წავიდეთ რა!

ჩვენ დავანგრევთ? მე და შენ დავანგრევთ? ჩვენ ვეყოფით? – ტვინი შევუჭამე შერლოკს. ის დიდია და მე პატარა, მეშინია “ტყუილად არ ჩავიდეთ”.

დავანგრევთ. კი. მარტივად დავანგრევთ. შერლოკიც მპასუხობს დინჯად და აუღელვებლად, პარალელურად რაღაცას აკეთებს, რაზეც მე ტრადიციულად ნერვები მეშლება. რატომ არ განიცდის ეს ხალხი მწვანე ფერს ჩემსავით? რატომ არ მივდივართ სწრაფად? რატომ არ მივდივართ ახლავე? ჰაა?! (more…)

Read Full Post »

დაცული: სხვა ქარი

ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

Read Full Post »

სარკეში მძღოლის ჩემზე მოშტერებულ თვალებს ვხედავ. ერთ ნაუშნიკს ვიხსნი.

– რამე მითხარით?

– ჰა?

– რამე მითხარით?

– არა შვილო. არ ჩაგეძინოს-მეთქი.

– არ ჩამეძინება.

მეგონა თვალები გახელილი მქონდა, როგორც ჩანს არ მქონია. ნაუშნიკს ისევ ვიკეთებ. ცალ ყურში მუსიკის სმენა იმაზე ცუდია, ვიდრე არცერთში. “you’re going into the bushes, შედიხარ ტყეში-ი, stand by the river, რომელიც მდინარეს ჰგა-ავს, you’re having fun, ვიღაცის სახლში” მღერის ზურა ჯავახია, ან ბასკი, ან ქარჩხა, ან სამივე ერთად.  (more…)

Read Full Post »

ზუსტად შვიდი დღე

too perfect to be true..

პირველი დღე – შაბათი

23:50

“ონლაინ რომ არასდროს არიან და სინამდვილეში აქ არიან, ეგეთი ხარ ხო?”

მეცინება, კი ეგეთი ვარ. და დაიწყო..

“იმდენი mutuals friends გვყავს, რომ beautiful stranger-ის სტატუსს კარგავ, არა პრინციპში მხოლოდ stranger-ისას.”

მეღიმება.

“ნახე როგორი ტონკი კომპლიმენტი იყო?”

ვიცინი.

“კეისარს ხვდები? მისმინე, არ მინდა პრობლემები შემექმნას..”

(რა სიმპათიურია)

“არ შეგექმნება, კარგი ხასიათები აქვს კეისარს.”

საერთო ნაცნობები + 10 წუთი.

ქართული კინოინდუსტრია + 30 წუთი.

პეპერსების ახალი ალბომი + 15 წუთი.

ქართული ალტერნატიული მუსიკა + 5 წუთი.

მოსაწყენი უიქენდი/ლუდი/ღამე ჭამა/ვაშლი + 40 წუთი.

ფეხბურთი + 35 წუთი.

გოგოები/გოიმი გოგოები/სვეცკი გოგჩოები + 10 წუთი.

Tv-shows/vlogs/Failblog/9GAG + 25 წუთი.

ბიჭები/არამწეველი ბიჭები/გრუზინი *ლეები + 10 წუთი.

უმცროსი დები/უმცროსი ძმები/შვილები + 15 წუთი.

კინო/მუსიკალური ინდუსტრია,ამერიკა, NYC, LA, ბრიტანული ინგლისური, პოპ-პანკ ბავშვობა, ინდი, ტრიპ-ჰოპი, არქთიქ მანქიზ – checked, checked, checked..

05:56 – გათენდა, ძილი ნებისა.

ვაშლი დამესიზმრა. ბევრი.

მეორე დღე – კვირა

13:30 (more…)

Read Full Post »

მე, ის და ცოლი.

ისევე როგორ ყოველთვის, ახლაც ხმაურიანად და მთელი გულით გაათავა, ფრთხილად მოიძრო პრეზერვატივი, იქვე საწოლის გვერდით დააგდო და მერე ღრმა სუნთქვით რეჟიმში ჩემ გვერდით ლოკაციას დაუბრუნდა.

მე უკვე მესამე წრეზე ვიყავი წასული, და საერთოდ პორნოებში რომ სინქრონულ ორგაზმს აჩვენებენ, დიდი და ჰარმონიული ბლეფია.

ზურგზე წევს და ჯერ კიდევ ხმამაღლა სუნთქავს, მეც ზურგზე ვწევარ და ვიღიმები. სულ ვიღიმები, როცა ვერ მხედავს. ინსტიქტია – ადამიანებს ბევრი დადებითი ემოცია არ გაუზიარო, თორემ ან სულელად ჩაგთვლიან ან შენ აღარ დაგრჩება. ან ერთიც და მეორეც.

პოსტორგაზმული ლაპარაკი ყველაზე გულახდილი ლაპარაკია ამქვეყნად, სტრესები დროებით განდევნილი, სქესთაშორისი ბალანსი გაწონასწორებული, ორივე მხარე კმაყოფილი, ვიტყოდი ბედნიერი და უშფოთველი. სულ რამდენიმე წუთით თავი სრულიად უსქესო არსებები გვგონია, მაქსიმუმ ცხვირი გავუხახუნო კისერში, რაც ალბათ უფრო ცხოველური ინსტიქტია, ვიდრე ადამიანური გათვლადი მოფერება. (more…)

Read Full Post »

სოციალური კანონები

– წავიდეთ?

– სად, ჩემთან თუ შენთან?

– შენ შენთან, მე ჩემთან.

– ოო. მაშინ არ წავიდეთ. (more…)

Read Full Post »

ჩემი შეყვარებული

ჩემი შეყვარებული ერთი უცნაური ტიპია.

ზედმეტსაც ვერ დავაბრალებ, იმდენად უცნაურია რამდენადაც მე.

ძირითად საკითხებში, ისეთებში როგორიცაა ჩაცმა, კვება, გართობა, თმისა და თვალის ფერი, ერთნაირი შეხედულებები გვაქვს. ხოლო ისეთ წვრილმანებში როგორიცაა რელიგია, პრეზიდენტის ინაუგურაცია, დიდი აფეთქების თეორია და გლობალური დათბობა, აზრები გვეყოფა. თუმცა ეგ არაფერი. (more…)

Read Full Post »

თანაშემწე

ჩვენი ამბავი ჩვეულებრივად დაიწყო, ისე როგორც იწყება ხოლმე. ჩემი უფროსი იყო. აი ისეთი უფროსი, ყველა სქესის თანაშემწე რომ ეტრფის. განსხვავებით ჩემგან. ამით ჩემს განსაკუთრებულობას კი არ ვუსვამ ხაზს, ახლა მაგისთვის არ მცალია, უბრალოდ მაშინ სხვა რაღაცებით ვიყავი დაკავებული და დიდად არ მაღელვებდა ჩემი შეფის აციმციმებული თვალები ჩემი მოკლედ კაბის ხილვისას.

ეს ამ ამბის ტრადიციული შესავალია, ქალთა პატიოსანი სქესისადმი კოლეგიალობა რომ მამოძრავებდეს ასეც დავიწყებდი. მაგრამ ვინაიდან ეს ასე არ არის, ანუ არანაირად ვკოლეგიალობ, ერთით ნული, და ვაგრძელებთ. (more…)

Read Full Post »

იდეალური წყვილი

ჩვენ ერთი ჩვეულებრივი წყვილი ვართ.

კვირაში სამჯერ ჯანმრთელი სექსით და ნელთბილი ურთიერთობით.

ცდებით თუ გგონიათ, რომ დაგეგმილი სამი აქტი გვაქვს, რომ ზუსტად ვიცით რომელ საათზე სად ვნახავთ, რომელიდან რომელ წუთებამდე იმოძრავებს ნელა, რომელიდან რომელ წამებამდე სწრაფად, მერე ის დაიძინებს და მე წამოვალ. ან მე დავიძინებ და ის წამოვა.

არაფერიც, ჩვენ ქუჩაში ხელჩაკიდებულები დავდივართ, მაგრამ არც იმდენად რომ გაგვიოფლიანდეს. ლუდს ვსვამთ ერთად, მაგრამ არც იმდენს რომ თავები დავკარგოთ. სექსი გვაქვს რამდენჯერმე მაგრამ არც იმდენჯერ რომ სული ამოგვხდეს. თუმცა მერე ყოველთვის ვეწევით და ერთად ვიძინებთ. თანაც მკვდრებივით.

ხომ გითხარით ერთი ჩვეულებრივი წყვილი ვართ.

მშვენივრად გვესმის ერთმანეთის და ისიც, რომ არ არის საჭირო ზედმეტი სენტიმენტები. თანაც ისეთი ბედნიერია გერლფრენდი რომ ჰყავს. და არა ვთქვათ შეყვარებული. პატარა ქვეყნის პატარა შვილის პატარა ღირსების ამბავია ალბათ. თორემ რატომ არის ცუდი თან გიყვარდეს ის ვისაც ჟიმავ? (more…)

Read Full Post »