Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ingress’

Vive la Résistance!

ერთ დილასაც ვიღვიძებ და თბილისი მწვანე ფერში ცურავს. გული გამისკდა! არა, ჯერ ამერია (ვერ ვიტან მწვანეს) და მერე გამისკდა. რუკის გახსნა დავიწყე და გრუფებში შევვარდი – რა ხდება? რატომ არის ყველაფერი მწვანე? რა მოხდა? რა ამბავია? რა გვეშველება? კითხვებს ვისვრი აქეთ-იქით და თან ველოდები “ჩაიტვირთე შენი!”

როგორც იქნა რუკაც ჩაიტვირთა და ჰოი საოცრებავ, საქართველოს ადგილას უშველებელ მწვანე სამკუთხედს ვხედავ.

რა უბედურებაა? გავბრაზდი. ვინ ქნა? რა მნიშვნელობა აქვს. მოკლედ, დიდი მწვანე სამკუთხედია. ბაყაყებს ზეიმი აქვთ ესე იგი. ჩამოვუშვი ცხვირი.

ამასობაში პასუხიც დაწერეს სადღაც, ბოკამ საქართველოს მწვანე ფილდი შემოარტყაო. მერე რა გიხარია? ვკითხე თანაგუნდელს გაბრაზებულმა. არაფერიც არ უხარია არადა, უბრალოდ მე პირველად ვხედავ ამას, ის ალბათ მეოცედ, და რეაქცია არ აქვს.

საერთოდ, ურეაქციობა ძველების სტილია. ვერაფრით ვერ ვეგუები. მშვიდები, დინჯები და წყნარები არიან. მე კიდევ მინდა, რომ ახლავე გავვარდეთ უახლოეს ფოინთთან და ახლავე დავანგრიოთ ეს დიდი ფილდი.

ახლავეახლავემანქანაგვინდადამტენებიწყალიბენზინიინტერნეტირამდენხანშიჩავალთ?..

დაწყნარდი ქალო!

Frog Map

საზიზღარი მწვანე სამკუთხედი.

რუკას ვაკვირდები. ზემო აღნიშნული მწვანე სამკუთხედის კუთხეებია ბათუმი, სტეფანწმინდა და ჯანდა..ჰა? ჯანდარი. არც გამიგია არასოდეს. რუსთავის ცოტა იქით არის. გარდაბანი და იქვეა რა. მოკლედ არ ჩანს დიდი მანძილი, წავიდეთ რა!

ჩვენ დავანგრევთ? მე და შენ დავანგრევთ? ჩვენ ვეყოფით? – ტვინი შევუჭამე შერლოკს. ის დიდია და მე პატარა, მეშინია “ტყუილად არ ჩავიდეთ”.

დავანგრევთ. კი. მარტივად დავანგრევთ. შერლოკიც მპასუხობს დინჯად და აუღელვებლად, პარალელურად რაღაცას აკეთებს, რაზეც მე ტრადიციულად ნერვები მეშლება. რატომ არ განიცდის ეს ხალხი მწვანე ფერს ჩემსავით? რატომ არ მივდივართ სწრაფად? რატომ არ მივდივართ ახლავე? ჰაა?! (more…)

Advertisements

Read Full Post »