Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for აპრილი, 2012

ამ სათაურით ფეისბუქ გამოკითხვა  ბლოგის ფეიჯით დაახლოებით 8

თვისწინ გავაკეთე, და ამ პერიოდში 34 ათასამდე ხმის მოგროვება შეძლო.  შედეგებით მეც ძალიან გავერთე და ალბათ ყველა ის ადამიანი, ვისაც პასუხების ჩაკითხვის დროს ერთხელ მაინც აღმოხდა გაოცების შეძახილი – “მეგონა ასე მარტო მე ვიყავი!”

ხმების მიხედვით პირველი ათი პასუხი შეკითხვაზე – ბავშვობაში მე მაინტერესებდა:

  1. მართლა დამიელმდებოდა თუ არა თვალები, თავში რომ ჩამარტყამდნენ თვალებდაელმებულს – 2,417 ხმა
  2. რამდენი ვარსკვლავი იყო სულ (არ შეიძლებოდა დათვლაო მეუბნებოდნენ) – 2,226 ხმა
  3. რატომ იყო აუცილებელი შუადღეს დაძინება (ვერავინ გამაგებინა და ვერ დამაძინა) – 1,816 ხმა
  4. ამას რომ დავშლი, მერე ავაწყობ? – 1,460 ხმა
  5. სად მიდიოდა მატარებელი “ბოლო გაჩერების” მერე – 1,231 ხმა
  6. როგორ ჩნდებოდნენ ტელევიზორში ადამიანები – 1,231 ხმა
  7. რა გარანტია მქონდა, რომ ვისაც დავიფიცებდი მოკვდებოდა – 1,221 ხმა
  8. მართლა თუ დამეკრობოდა კევი კუჭზე, ამიტომ ვყლაპავდი – 1,202 ხმა
  9. ცოცხლდებოდნენ თუ არა ღამე თოჯინები – 1,169 ხმა
  10. რა იმალებოდა ჩემი საწოლის ქვეშ – 1,147

ეს კი ჩემი ფავორიტი პასუხების ათეული შეკითხვაზე – ბავშვობაში მე მაინტერესებდა:

  1. შევძლებდი თუ არა კარადიდან პირდაპირ საწოლზე დახტომას – 906 ხმა
  2. რა იყო მეცხრე ბლოკი – 589 ხმა
  3. ცოლ-ქმარი იყვნენ თუ არა კურიერის წამყვანები – 482 ხმა
  4. რატომ იყო აუცილებელი ჭამა, როცა არ გშიოდა – 465 ხმა
  5. ჩვენთან რომ დღე იყო, ამერიკაში ღამე რატომ იყო – 428 ხმა
  6. მეგონა, რომ ყველა ქართულად ფიქრობდა, უბრალოდ სხვა ენაზე ლაპარაკობდნენ – 394 ხმა
  7. ამოდიოდა თუ არა სინათლე საფლავებიდან ღამით – 331 ხმა
  8. მე რომ ცხრაზე მაძინებდნენ თვითონ რომელზე იძინებდნენ – 325 ხმა
  9. მართლა ჰქონდა თუ არა ჩემს დამრიგებელს კეფაზეც თვალები – 123 ხმა
  10. მართლა ასუქებდა თუ არა ბლის მატლი – 43 ხმა

გამოკითხვა კი შეგიძლიათ იხილოთ აი აქ.

დაწერეთ თქვენ რა გაინტერესებდათ ბავშვობაში! : )

Read Full Post »