Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for თებერვალი, 2010

ამ პოსტის წერის მიზანი არარსებულია.

მიზეზი კი რაც მალე გახდება არასებული, მით უფრო გავბედნიერდები. (თუმცა არა მგონია ჩემი ბედნიერება ვინმეს აღელვებდეს და ამ პოსტის წერის მიზეზს ხომ სულ ცალ სხივზე ჰკიდია)

ბევრს გაგიკვირდებათ ალბათ, რომ არსებობს ადამიანი, ვინც პოსტის დასაწერად, გაწირა საკუთარი დრო, ენერგია და ნერვები, მოიკრიბა ძალ–ღონე და სიმშვიდე, კონცენტრირდა რაღაც სასიამოვნოზე და მშვენიერზე (რამდენადაც შესაძლებელი იყო), ჩაუჯდა და მიმოიხილა ტელეკომპანია მზე!

რა გგონიათ, რას ემსახურება ეს არხი?

სრულიად არაფერს!

საერთოდ რატომ უჭირავს ჩემი ტელევიზორის პულტზე დაუმსახურებელად მინიჭებული ღილაკი, ვერ ვხვდები.

მაშ ასე, ტელეკომპანია მზე წარმოგიდგენთ გასართობ–მადეპრესირებელ გადაცემათა წყებას:

ვიწყებ M-კოდით.

ვანებებ თავს გადაცემის ამ პლანეტაზე (და ვარსკვლავზე) არსებობის იდეას. (რომ ცდილობენ პოპულარიზაცია გაუწიონ ქართულ როკ–ჯგუფებს. (ისე, მე რომ ქართული როკ–ჯგუფები ვიყო, სულ არ მომინდებოდა პოპულარიზაცია გამიწიონ ამ არხის მაყურებელთა შორის.) თუ ეს უკანასკნელნი საერთოდ არსებობენ.)))

გადაცემის ე.წ. წამყვანისთვის, ვინმე ე.წ. ნიკუშასთვის ჯერ არავის გაუმხელია ის ფაქტი, რომ შავი სათვალით გადაცემის წაყვანა დაახლოებით იგივეა, რაც მეტროს ვაგონში თავზემოთ გაშლილი ქოლგით დგომა. (ნუ, როცა არ წვიმს.)

მისი მეტყველების უზადო მანერის თქვენი ფაქიზი სასმენი აპარატით აღქმისას, ხშირად გაგიჩნდებათ სურვილი ეცეთ ტელეფონს, (თუ ეს უკანასკნელი ჯერ ტელევიზორის ეკრანისთვის არ მიგილეწიათ) დარეკოთ უახლოეს აფთიაქში და მოითხოვოთ ძლიერმოქმედი საფაღარათო საშუალება, სასწრაფოდ ადგილზე მოტანით. რამეთუ ოდნავ მაინც შეიმსუბუქოთ კრუნჩხვითი მდგომარეობა, რომელსაც თქვენი შინაგანი სამყარო განიცდის.

შინაგან სამყაროზე გამახსენდა და აქვე გადავიდეთ კიდევ ერთ გადაცემაზე ეტალონი. (სინამდვილეში ეს ძალიან სასაცილო ხუმრობაა იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, კრუნჩხვებზე გამახსენდა.)

ვითომ ამ გადაცემის წამყვანს რამე კომენტარი სჭირდება ჩემი მხრიდან? მე უფრო იმას ვერ ვხვდები რა საერთო აქვთ ერთმანეთთან ინტელექტუალური თამაშის მოგებასა და მის პრიზს – მითანას ძეხვეულს (სოსისეულსაც ალბათ). რამე უფრო შემეცნებითი პრიზის მოფიქრება არ შეიძლებოდა? მაგალითად სუშის. უფრო ელიტარულად და მაღალინტელექტუალურად ჟღერს.

კიდევ ამ არხზე არსებობს უამრავი გასართობ–გამაოგნ–აღმაშფოთ–შემაჟრჟოლ–შემაძრწუნ–შემარცხვენელი გადაცემა.

მაგალითად ოინ–შოუ.

მე პირადად ვერ მივხვდი მართლა ვინმეს ა–ოინ–ებენ ამ გადაცემაში თუ ამ გადაცემით გვა–ოინ–ებენ ჩვენ ყველას.

უი, მავიწყდებოდა. დედაჩემის აღმოჩენა კაცი. უფრო სწორად დედაჩემის აღმოჩენა კაცი–ხმა, რომელიც ახმოვანებს ყველა არსებულ რეკლამას მზეზე. (და ეს დედაჩემის აღმოჩენაა.)

ამას გარდა ამ არხზე ბრწყინავს ბეეეეეევრი ფეხბურთი და სიესაის სერიები, მუდამ და აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე. გრისომ!

და რაც მთავარია! ერთადერთი და განმეორებადი! ცხრაასსერიანი ჩენტო ვეტრინე! მხოლოდ მზეზე! მხოლოდ ორმოცდამერვედ! სხვა შანსი არ გექნებათ! თუ ახლავე დაიწყებთ ყურებას, საჩუქრად მიიღებთ სერიალის გადაღების დროს მომხდარი კურიოზების დივიდი დისკებს (150 ცალს)!

ამ დროისთვის სულ ეს იყო.. წავალ დამამშვიდებელს დავლევ რამეს..

(c) monkey

Read Full Post »

– დაუჯერებელია! ეს სპორტი უკვე გამოუგონიათ და მე რას ვუყურებ?

ჩემი პირველი რეაქცია, როცა ღამით, ჩელსის დამარცხებით გამწარებულს,  შემთხვევით პირველ არხზე გადამერთო და “შემომეყურა” შვეიცარიასა და ამერიკას შორის ჰოკეის მატჩს.

ნუ ეხლა, მთლად ეგრეც არ გამკვირვებია.

პირველი რაც გამახსენდა, ფლეისთეიშენი იყო, დაახლოებით 6–7 წლის წინ, მე და ჩემი ძმა ვერ ვთანხმდებოდით რა გვეთამაშა. არ მომწონდა ჰოკეის თამაში, მიგებდა ყოველთვის. ამიტომ ჯერ იმას ვთამაშობდით რაც მე მინდოდა (“პორშე ნიიდ fორ სპიიდ” იყო ეს ძირითადად)  და მერე ჰოკეის. მახსოვს ორივენი კანადას ვირჩევდით. წითელ–თეთრი კანადა ეთამაშებოდა თეთრ–წითელ კანადას. წესები რა თქმა უნდა არ ვიცოდით. ან ვის რაში სჭირდებოდა, მთავარი იყო იქსი–იქსი–იქსი–სამკუთხედი–იქსი–მრგვალი–იქსი–იქსი–ოთხკუთხედი–იქსი–იქსი–იქსი.

ჰოდა ეს ბავშვობის მოგონება იქით იყოს, და გუშინ ჰოკეის ყურება რომ დავიწყე, მივხვდი როგორ მივაშტერდი ეკრანს. უცებ გავერკვიე წესებში, რომლებმაც აღმაფრთოვანა. დღესაც ვუყურე განმეორებით კანადა–რუსეთს.

1. პირველ რაც თვალში მომხვდა იყო მოთამაშეების წვერი. შეიძლება მე მაქვს ამნეზია, მაგრამ ვერც ერთი წვერიანი ფეხბურთელი ვერ გავიხსენე. ამიტომაც პირველი + ჰოკეის.

2. შემდეგ იყო ჩაფხუტები, ა.შ.შ–ს მეკარეს რაღაც მოხატული ჩაფხუტი ჰქონდა. ანუ მარგინალური. კარგი იყო, მომეწონა. აქ არ ჩანს როგორია, მაგრამ მთავარი ის ფაქტია, რომ ზოგადად ასეთი არ უნდა ყოფილიყო და ასეთი იყო.

3. მერე იყო წესები ჩხუბებზე და გაწევ–გამოწევებზე. ფლეისთეიშენზე თამაშიდანაც მახსოვს, რომ ეგ ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა რადგან ეს ოლიმპიური თამაშებია, ეგეთ სცენებს არ აჩვენებენო, კომენტატორები ამბობდნენ. მოკლედ მაინც გაეპარათ ერთი–ორი და არ იყო ცუდი.

4. თამაში ხომ ძალიან უხეშია. საოცრად სწრაფ ტემპებში მიდის და ეკრანს თვალს ვერ ვწყვეტდი. ძირითადად ფეხბურთს ვადარებდი და სასაცილო მეჩვენა ჰოკეის მერე ფეხბურთის ყურება.

5. ანუ ეხლა იმას კიარ  ვამბობ რომ “ფუ ფეხბურთი” და “ვაშა ჰოკეი”. უბრალოდ ფეხბურთელები მართლა ნაზი გოგონები ჩანან ჰოკეისტების გვერდზე. სად ამათი ჩეხვა და სად იმათი.

ჰო, მეც ვიცი, რომ ყველაფერს თავისი წესები აქვს და შედარება არ შეიძლება, მაგრამ მედარებინება და რა ვქნა.

6. და კიდევ, მოთამაშეების ცვლილებამ მომხიბლა. აი ვერ გაიგებ ვინ გამოვარდება მოედანზე და ვინ ისვენებს. ნეტა თვითონ როგორ ერკვევიან ამ ყველაფერში. წამებში ხდება ყველაფერი. ტემპია არაადამიანურად სწრაფი. (ნუ გუნდებსაც გააჩნია ალბათ.)

7. მსაჯები იყვნენ სახალისოები. სახიფათო მომენტებში კედლებზე ხტებოდნენ რომ რამე არ მოხვედროდათ.

ასევე ყოველ შესვენებაზე ჩართულმა მუსიკამ მომხიბლა. მაგალითად დღეს, ბლერს მოვკარი ყური.

საერთო ჯამში, ჰოკეი გამოვიდა ძალიან უხეში, მაგრამ ელეგანტური თამაში.  ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს ფეხბურთში, ეს მოთამაშეების სიმულიანტობაა. ჰოკეიში კი მაგის დრო და მგონი სურვილიც, არავის აქვს.

მოკლედ ძალიან მოვიხიბლე და მგონი მეტყობა კიდეც.

))

(c) monkey

Read Full Post »

ამ პოსტის გადმოტანა გადავწყვიტე.

უფრო სწორად დაკოპირება.

ჩემი პოსტია რომელიც საგამოცდოდ გაკეთებულ ბლოგზე აწ უკვე უსაქმოდ იდო.

თარიღიც გადმოვაყოლე.

შეიძლება იმის შემდეგ, როცა გაბრაზებულმა, 6 იანვრის დილას ეს პოსტი დავბლოგე, რამე შეიცვალა და არ ვიცი, თუმცა მგონი მნიშვნელოვანი ძვრები არ მომხდარა ერის ცნობიერებაში.

ეს პოსტი იდო კატეგორიაში “შოუ–Bozness”. (ეს იმისთვის რომ შესავალმა არ დაგაბნიოთ..)

რამ ამარჩევინა ეს კატეგორია? წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა დავწერო. მოდი მუსიკას მივხედავ მეთქი ვიფიქრე, მაგრამ არ ღირს, მე ვერ გირჩევთ რას უსმინოთ მიუხედავად იმისა რომ ვთვლი, გენიალური გემოვნება მაქვს. მედია ალბათ შოუ ბიზნესში ნაკლებად, თუმცა ბოზნესში აუცილებლად შედის.

პირველი რა გადაცემა გაგვახსენდა? ჰო ეგაა. საკმაოდ მწირი მსოფლმხედველობის გამო, წინსართ “ბოზ”ზე შორენა ბეგაშვილი ამოვარდება ხოლმე. სიმართლე გითხრათ არავის დაუნახავს ეგ გოგო პანელზე მდგარიყოს. ახლა მეტყვით მაგისთვის პანელზე დგომა საჭირო არცააო. ჰო? თქვენ რა იცით რა და როგორ ხდება? და თუ იცით, საიდან?

შორენა ერთი ლამაზი ქალია. ვიღაცის გემოვნებაში შეიძლება არ ჯდებოდეს, მაგრამ არა მგონია ვინმემ თქვას მახინჯიაო. მის სულიერ სამყაროს ნაკლებად ვიცნობ, თუმცა მშვენიერი გარეგნობა აქვს. ჯერ იყო და ფლეიბოი გადააყოლეს, ახლა ამ გადაცემით უტრიალებენ ყველაფერს.

ყველა ნორმალურ ქვეყანაშია მსგავსი ტიპის გადაცემები, სადაც ადამიანებს აძლევენ განათლებას სექსის შესახებ. ჰო, სექსის, ნიკოს თქმის არ იყოს, შეიშმუშნე ამ სიტყვის წაკითხვისას? გეხამუშა? აი მთავარი პრობლემა, სანამ სიტყვა “სექსის” გაგონებაზე ქართველები ჯერ კიდევ ვწითლდებით, ყველა ადამიანი ვისაც ეს ჩვეულებრივ სიტყვად მიაჩნია, ბოზია! (ამ სიას ყველა ლამაზი ქალიც ემატება თავისთავად)

ის თუ შეგიმჩნევიათ, სექსუალური განათლების წინააღმდეგ იარაღად მაშინვე რელიგიას რომ მოიმარჯვებენ? ეს მხოლოდ ერის ჩამორჩენილობაზე მიუთითებს, როცა ქალმა იცის რომ ორგაზმი ცოდვაა. აბა საიდან ჩნდება ამდენი “ცუდი” გაღიზიანებული მასწავლებელი, ლექტორი, გამყიდველი, ან უბრალოდ გამვლელი? 1984 მახსენდება. ერთი ანტისექსუალური მოძრაობა გვინდა და ეგაა. წელზე წითელი ლენტებით! სექსი მხოლოდ გამრავლების მიზნით! ვაშა ამხანაგებო, ვაშა!

აქ არ განვიხილავ არც გადაცემის ხარისხს, არც შორენას როგორც წამყვანს, ჟურნალისტს, და ა.შ.

უბრალოდ ხომ უნდა დაინტერესდეთ რატომ გაკეთდა?

ერთ გადაცემაში, შორენა ქუჩაში გავიდა და გამვლელებს დაუსვა კითხვა : “რომელი პროფესიის ქალები არიან ყველაზე სექსუალურები?” იქნებ ეს გადაცემა იმას ემსახურება, რომ ადამიანებმა ამ კითხვაზე “ბოზი”-ო არ უპასუხონ.

ან არაფერს ემსახურება გარდა პოპულარობისა და სკანდალებისა, მერე რა? თუ საშინლად არ მოგწონთ ეს გადაცემა, საკუთარ თავში ჩაიხედეთ – რატომ? ახლა არ მითხრათ, რომ ვინმეს შორენას მეტყველების მანერა არ მოსწონს და ამიტომ ეძახის ბოზს..

შესაძლებელია “ღამე შორენასთან” ბევრს აღიზიანებს იმის გამოც, “მაგან რა უნდა გვასწავლოსო”,   ჰო თქვენ შეიძლება ხართ გათვიცნობიერებული ყველაფერში, მაშინ გადართეთ და სხვა რამეს უყურეთ, მაგრამ სანამ ასეთი ხალხი ჯერ კიდევ არსებობს, მივესალმები ამ გადაცემას ყველა თავისი ნაკლითაც.

შეგიძლიათ დატკბეთ  და იამაყოთ ჩვენი ერით, მათი პასუხებით, გაქცევებით პასუხისგან, და ა.შ.

რომელიღაცა ღამე შორენასთან

Posted by monkey on იანვარი 6, 2010 at 9:29 am

Read Full Post »

დღეს დილით დავფიქრდი რომ წინა პოსტი საშინლად მშრალი იყო  თეიქინგ ბექ სანდიზე და ის ჩემგან უფრო მეტს იმსახურებდა.

საერთოდ არ მიხსენებია მაგალითად ის, რომ ტრანსფორმერების ორივე ფილმის საუნდტრეკები აქვთ დაწერილი და თან ორივე ძალიან მომწონს.

პირველი ფილმის საუნდტრეკი უკვე დავაგდე წინა პოსტში, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვაპატიე მისი ასე უკომენტაროდ და ცივად დადება. დღეს ვუსმენდი ამ სიმღერის ჩემს უსაყვარლეს ნაწილს და მტკიცედ გადავწყვიტე კიდევ ერთი პოსტის მიძღვნა ამ ჯგუფისთვის.

 

ჰოდა იმ სიმღერაზე ვამბობდი..

საერთოდ, დავასკვენი რომ ტრადიციული სიმღერის ტრადიციული ჩონჩხი ასე გამოიყურება:

  • შესავალი
  • მისამღერი
  • კიდევ რაღაც, რომელიც შესავალს ჰგავს
  • მისამღერი
  • ჩატეხვა/გარდასვლა/გაბრწყინება
  • მისამღერი, თავის გაგიჟება და დასრულება

ჰოდა ამათი ჩატეხვა ზემოთხსენებულ საუნდტრეკში, (მოკლედ რას გადავეკიდე ამ საუნდტრეკს, ვოთზ ით fილ ლაიქ თუ ბი ე გოსთს ვულისხმობ) არის რაღაც საოცრება. აი საოცრება და მორჩა.

კარგად დააკვირდით 2 წუთისა და 12 წამიდან (უფრო კონკრეტულად 2:24დან) განვითარებულ მოვლენებს და მიხვდებით:

ესეთი ძვირფასი, ხმისჩამწყვეტი და გამაოგნებელი გარდაქმნ–ჩატეხვები მარტო ამ სიმღერაში არაა, ზოგადად ამათი დამახასიათებელი ნიშანია “ეს საყვარლობები” მათ შემოქმედებაში.

ასე რომ ვინც მენდობით მენდეთ და მოსუმინეთ, ვინც არა, მოუსმინეთ და მენდეთ, ვინც არც მენდობით და არც მოსმენა გინდათ.. გავმეორდები მარჯვენა ზედა კუთხეში წითელ იქსთან დაკავშირებით..

მოკლედ მგონი ვალი მოვიხადე საკუთარი სინდისისა და თიბიესის წინაშე.

ასე რომ ამაღამ მშვიდად დავიძინებ..

(ქოფირაით) monkey

Read Full Post »

ამხელა ჩავარდნა ბლოგზე..

ნუ არ ვიცი..

ბოლო პოსტის გამოქვეყნების თარიღი 2010/02/12

რა გითხრათ.

საოცრად ცივა. ყველგან და ყველაფერში. დილით ქარიშხლისმაგვარი ღრიალი რომ გაღვიძებს არ უნდა დადგე მთლად კარგ განწყობაზე ალბათ.

რამდენიმე ოქროს წესი მათთვის ვინც ვარკეთილში ცხოვრობს:

  • აქაურ გრიგალს მეტალოპლასტმასი ვერ აკავებს ფულს გადაყრით უბრალოდ
  • აქაური მძღოლები არ ცნობენ მორალს ტალახიან-თოვლიან ქუჩაში მოძრაობის შესახებ, დაუნდობლად წუწავენ ტროტუარებს და მასზე მოსიარულე ადამიანისმაგვარ არსებებს.
  • აქ ცხოვრობენ მსოფლიოში ყველაზე გაბრაზებული ადამიანები, შესაბამისად თქვენც უნდა იღრინოთ, თუ არ გინდათ რომ ჯუნგლის კანონი შეგეხოთ.
  • 20 ნომერი “მარშუტკის” მძღოლები თავისი ნებით არასდროს გიბრუნებენ კანონით კუთვნილ ხურდას, 5 თეთრს 30დან.
  • ვარკეთილის ყველა მაღაზიაში შესვლისას გაღიმება და გამარჯობის თქმა შეგინების ტოლფასია. ვინაიდან :
  • გამყიდველებს იმდენი დრო არ აქვთ რომ თქვენს “თავაზიან ღლაბუცს”მოუსმინონ, სწრაფად იყიდეთ რაც გნებავთ და გამობრძანდით გარეთ.
  • ტალახი აქ ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორიც მაგალითად ეიფელი პარიზში. ჰოდა ნუ გაიკვირვებთ და ნუ იმარგინალებთ ეიფელის დანახვისას თორემ აღმოჩნდებით “გოიმი”
  • არც კი გაიფიქროთ და მეტროს წინ მობირჟავე საზოგადოებას ცუდი თვალით არ შეხედოთ. ეგენი გადაარჩენენ ერს!

მოკლედ ცუდმა ამინდმა* თავისი ჰქმნა.. 1 დღე გაალურჯა კალენდარზე, მაგრამ როგორ გაალურჯა..

ჰო, მართლა, მავიწყდებოდა, დღის მუსიკალური ფონი

* ცუდი ამინდი – პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით

(c) monkey

Read Full Post »

როგორ არ ეზარება ამდენ შავ-თეთრ დღეს გათენება..

ერთმანეთის მიყოლებით..

უკვე ზეპირად ვისწავლე სად დადნა თოვლი და სად არა.

გადახედვა აღარ მჭირდება იმის დასანახად რომ ისევ ისეთი გარემოა როგორიც გუშინ, გუშინწინ და იმის წინ იყო.. ან ხვალ, ზეგ და მაზეგ იქნება..

ჯანდაბას ეს დღეები!!

იო’რ ზიროოოოო..

რა კარგია რომ ამ თვის ჟანრი ვიპოვე..

თებერვლის მთავარ თემად ვაცხადებ  – Yeah Yeah Yeahs..

ლინკები და ამბები მეზარება.

თანაც დღეს შემეცნებითი პოსტის წერის ხასიათზეც არ ვარ..

განწყობა – ცარიელი

ჟანგბადი – ნახმარი

თითები – გაყინული (ფეხისაც)

კლავიატურა – მოშლილი

მუსიკა – იგივე (მთელი დღე)

თვე – იგივე (კიდევ მთელი 18 დღე)

ქულები – არ დადებულა

რეგისტრაცია – არ დაწყებულა

სასო – წარკვეთილი

დადებითი აურა – ნულს ქვემოთ

მზე – ძალიან შორს

ლაპარაკი – მეზარება

სუნთქვა – ჭირს

გადაწყვეტილება – არ საჩივრდება

გილოცავ – რას?

მე – დავბრუნდი..

(c) monkey

Read Full Post »

მაიმუნების ბლოგი

დილით გაღვიძებისთანავე (რა პატივია) დავფიქრდი, რომ ამდენი პირადი პოსტების წერა ყელშია და რამე შემეცნებითი დამეწერა. მაგრამ თებერვალი ისე მაღიზიანებს რომ არ შემიძლია ახლა რამე სფეროში გაგანათლოთ და გადავწყვიტე უბრალოდ  სურათებით შემოვიფარგლო..

და მოდი ყველამ იმედი ვიქონიოთ რომ წელიწადის ეს დრო მალე მოგვეშვება..

რომ ისევ უთვალავი ფერი შემოვა ყოველდღიურობაში..

რომ ბლაბლა..

ეს იყო შესავალი ახლა საქმე..

ჰო მართლა, ეს ყველაფერი ამ კომპოზიციის ფონზე ნახეთ, არ იქნება ცუდი..

და თუ გადმოწერა გეზარებათ მაშინ ეს ვიდეო ნახეთ იგივე მუსიკა ადევს..

მაიმუნების ბლოგი

მაიმუნების ბლოგი

მაიმუნების ბლოგი

მაიმუნების ბლოგი

მაიმუნების ბლოგი

მაიმუნების ბლოგი

მაიმუნების ბლოგი

მაიმუნების ბლოგი

მაიმუნების ბლოგი

მაიმუნების ბლოგი

და თუ ეგ ყველაფერი ერთად ძალიან მოგეწონათ, ნახეთ ეს ფილმი ახლა ზუსტად ამის ამინდია..

პ.ს. მგონი მაინც გამომივიდა მისიონერული პოსტი.

))

(c) monkey

Read Full Post »

აი უკვე ჩემს სიზმარში ხარ, გილოცავ, აქ ყველაფერი ისეა როგორც მე შევქმენი. რასაც ხედავთ ყველაფერი ჩემი ფანტაზიის, მოგონებებისა და ქვეცნობიერის ნაყოფია. იმისთვის რომ შენ ის წაიკითხო რასაც მე ფილმზე ვფიქრობ, კიდევ ერთხელ უნდა დაიძინო ჩემთან ერთად.

Read Full Post »

მანქ

ამ ფილმზე იმიტომ შევედი რომ ორი ვარიანტი მქონდა. ან ეკლიფსი (Twilight) ან Inception (Inception). ამჯერად უარვყავი ცნობილი ანდაზა, შეუჩვეველ ლხინს შეჩვეული ჭირი სჯობიაო, და შეუჩვეველი ლხინისაკენ გავეშურე.
ფილმის დაწყებიდან დაახლოებით 20 წუთში ჩემი რეაქცია შემდეგნაირად ჟღერდა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე:
სალომე Barker:inception.. not bad..

რატომღაც პირველივე წუთებზე მომეჩვენა, რომ ძილში რაღაცების კეთება და ამავე დროს ნამდვილი სხეულის სადმე უმოძრაოდ დება, უკვე ნანახი მქონდა და ვფიქრობდი, როგორ არ შერცხვა რეჟისორს ასე უტიფრად რომ მოიპარა “ავატარი” მეთქი, ერთ მომენტში “პიჯაკი–”ც გამახსენდა.

ვიფიქრე ალბათ მოვიწყენ, ეს ხალხი არაფერს ახალს არ გადაიღებს არასდროს და ერთმანეთის იდეების გადამღერებაში გალევენ ამა სოფლის ამაოებას მეთქი, მაგრამ ჰოი საოცრებავ!

ნელნელა დავაფიქსირე საკუთარი უმოძრაო კისერი, რომლის ტკივილსაც უკვე ვეღარ ვგრძნობდი, მერე დამცხა, მერე შემცივდა, მერე დავფრინავდი, მერე აღარ მახსოვს, მერე ვლოცულობდი ფილმი ჯერ არ დამთავრდეს მეთქი, მერე ვლოცულობდი ნეტა საერთოდ არ დამთავრდეს მეთქი.

რითაა განსაკუთრებული ეს ფილმი? სცენარისტის უსაზღვრო ფანტაზიით.

რომელიც მოგანდომებს კინოდან გამოსული პირველივე მანქანას შეუვარდე, და შეამოწმო გძინავს თუ არა..

რამდენიმე წელი წერდაო თურმე, მითხრეს, ჰოდა რა კარგია რომ არ მობეზრდა წერა, ან არ მოკვდა, ან რამე..

ფილმიდან გამოსულმა კი დავისტატუსე:

სალომე Barker: “აააააა!!! დედა მოიტყნა ფილმმა! რეჟისორი მითხარით ვინაა, პატივი უნდა ვცე!!”

პ.ს. თუ კინოაკადემია წელსაც არ მოინდომებს გაგვაოცოს თავისი განსაკუთრებულობით და ოსკარი ამ ფილმს არ მისცეს, მაშინ აუცილებლად მისცემს.

ვიცი რომ ვბოდავ უკვე, მერე რა, ეს ხომ რეალური პოსტი არაა, შეგიძლიათ  გაიღვიძოთ.

(c) Monkey

Read Full Post »