Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘taking back sunday’

დღეს დილით დავფიქრდი რომ წინა პოსტი საშინლად მშრალი იყო  თეიქინგ ბექ სანდიზე და ის ჩემგან უფრო მეტს იმსახურებდა.

საერთოდ არ მიხსენებია მაგალითად ის, რომ ტრანსფორმერების ორივე ფილმის საუნდტრეკები აქვთ დაწერილი და თან ორივე ძალიან მომწონს.

პირველი ფილმის საუნდტრეკი უკვე დავაგდე წინა პოსტში, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვაპატიე მისი ასე უკომენტაროდ და ცივად დადება. დღეს ვუსმენდი ამ სიმღერის ჩემს უსაყვარლეს ნაწილს და მტკიცედ გადავწყვიტე კიდევ ერთი პოსტის მიძღვნა ამ ჯგუფისთვის.

 

ჰოდა იმ სიმღერაზე ვამბობდი..

საერთოდ, დავასკვენი რომ ტრადიციული სიმღერის ტრადიციული ჩონჩხი ასე გამოიყურება:

  • შესავალი
  • მისამღერი
  • კიდევ რაღაც, რომელიც შესავალს ჰგავს
  • მისამღერი
  • ჩატეხვა/გარდასვლა/გაბრწყინება
  • მისამღერი, თავის გაგიჟება და დასრულება

ჰოდა ამათი ჩატეხვა ზემოთხსენებულ საუნდტრეკში, (მოკლედ რას გადავეკიდე ამ საუნდტრეკს, ვოთზ ით fილ ლაიქ თუ ბი ე გოსთს ვულისხმობ) არის რაღაც საოცრება. აი საოცრება და მორჩა.

კარგად დააკვირდით 2 წუთისა და 12 წამიდან (უფრო კონკრეტულად 2:24დან) განვითარებულ მოვლენებს და მიხვდებით:

ესეთი ძვირფასი, ხმისჩამწყვეტი და გამაოგნებელი გარდაქმნ–ჩატეხვები მარტო ამ სიმღერაში არაა, ზოგადად ამათი დამახასიათებელი ნიშანია “ეს საყვარლობები” მათ შემოქმედებაში.

ასე რომ ვინც მენდობით მენდეთ და მოსუმინეთ, ვინც არა, მოუსმინეთ და მენდეთ, ვინც არც მენდობით და არც მოსმენა გინდათ.. გავმეორდები მარჯვენა ზედა კუთხეში წითელ იქსთან დაკავშირებით..

მოკლედ მგონი ვალი მოვიხადე საკუთარი სინდისისა და თიბიესის წინაშე.

ასე რომ ამაღამ მშვიდად დავიძინებ..

(ქოფირაით) monkey

Read Full Post »