Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for თებერვალი, 2011

პოსტის შინაარსთან ახლოს არსებული ტექსტი:

ფოტოებზე გამოსახული ქალი – ამერიკელი მსახიობი დებრა მესინგია, [Debra Messing] დაბადებული 1968 წლის 15 აგვისტოს. ძირითადად სერიალებითაა ცნობილი, მე მახსოვს ფილმიდან Wedding Date.

ფოტოებზე გამოსახული მამაკაცი – ამერიკელი მსახიობი ჯეიმს ბაჯ დეილია, [James Badge Dale] დაბადებული 1978 წლის 1 მაისს. ისიც ძირითადად სერიალებითაა ცნობილი, მე მახსოვს სერიალიდან 24 და ფილმიდან Departed.

ეს ყველაფერი დიდი არაფერი, უბრალოდ სანამ ამ ორ მსახიობზე ინფორმაციებს მოვიპოვებდი და დავასკვნიდი, რომ საერთოდ არაფერი აქვთ საერთო, მანამდე დდიიიიდდხანს ვიყავი დარწმუნებული რომ ტყუპები თუ არა, და-ძმა, ან მინიმუმ ბიძაშვილები მაინც იქნებოდნენ.

მოკლედ მითხარით, მეჩვენება, რომ ერთმანეთს გვანან?

(more…)

Read Full Post »

ჭია ჭია მაპოვნინე

მე შენ დედას გაპოვნინებ..



ჩვენ ხშირად გვეუბნებიან, რომ კარგ დროს დავიბადეთ. ვერ მოვესწარით ტეკას, გაის, პურის რიგებს, “კურტკის” გახდას, დანის ფრიალს, სიბნელეს, სიცივეს და შიმშილს.

ჩვენი იმედი აქვთ, ჩვენ მომავალი ვართ, ჩვენ გავიზარდეთ რევოლუციის მერე, უნივერსიტეტებში საკუთარი ცოდნით და ლომაიას დამსახურებით ჩავაბარეთ, მეთერთმეტე კლასის გამოცდებს გადავურჩით და საერთოდ მეთერთმეტე კლასებს ძლივს მოვესწარით.

ჩვენ მოგვცეს ლექტორების არჩევის თავისუფლება, (მწირი, ერთფეროვანი და არაფრისმომცემი ვარიანტების მიუხედავად, მაგრამ მაინც.) ჩვენ გაგვიშვეს საზღვარგარეთ, (ტარტუში, მაგრამ მაინც.) ჩვენ პირველად ავირჩიეთ ქვეყნის პრეზიდენტი, ადგილობრივი თვითმმართველობა და პარლამენტი. (ისევ იგივე, მაგრამ მაინც.)

(more…)

Read Full Post »

ანუ, როცა უბრალოდ კამერის გამოყენება გინდა და არ იცი როგორ.

Read Full Post »

მე რომ შეყვარებული ვიქნები, აააიი ამხელაზე გავშლი ხელებს და ჩავეხუტები ხოლმე.

მე რომ შეყვარებული ვიქნები, გული შემიხტება ფეისბუქი შემთხვევით მის სურათს რომ ამომიგდებს მარჯვენა ზედა კუთხეში.

მე რომ შეყვარებული ვიქნები დღეში ასიათასჯერ მომენატრება და მარტო ერთხელ მივწერ, რომ მომენატრა იმიტომ, რომ დანარჩენი ოთხმოცდაცხრამეტი ათასი მესიჯი არ მექნება.

(more…)

Read Full Post »