ჭია ჭია მაპოვნინე
მე შენ დედას გაპოვნინებ..
ჩვენ ხშირად გვეუბნებიან, რომ კარგ დროს დავიბადეთ. ვერ მოვესწარით ტეკას, გაის, პურის რიგებს, “კურტკის” გახდას, დანის ფრიალს, სიბნელეს, სიცივეს და შიმშილს.
ჩვენი იმედი აქვთ, ჩვენ მომავალი ვართ, ჩვენ გავიზარდეთ რევოლუციის მერე, უნივერსიტეტებში საკუთარი ცოდნით და ლომაიას დამსახურებით ჩავაბარეთ, მეთერთმეტე კლასის გამოცდებს გადავურჩით და საერთოდ მეთერთმეტე კლასებს ძლივს მოვესწარით.
ჩვენ მოგვცეს ლექტორების არჩევის თავისუფლება, (მწირი, ერთფეროვანი და არაფრისმომცემი ვარიანტების მიუხედავად, მაგრამ მაინც.) ჩვენ გაგვიშვეს საზღვარგარეთ, (ტარტუში, მაგრამ მაინც.) ჩვენ პირველად ავირჩიეთ ქვეყნის პრეზიდენტი, ადგილობრივი თვითმმართველობა და პარლამენტი. (ისევ იგივე, მაგრამ მაინც.)
ჩვენ რევოლუციამდე სახელმწიფო სამსახურში მყოფი მშობლების ანუ პოსტრევოლუციური “ბიზნესმენების” შვილები ვართ. (უარეს შემთხვევაში უმუშევარი მშობლების).
სინამდვილეში ჩვენი დედების 90% ფილოლოგი/პედაგოგია, მამების ამდენივე პროცენტი კი ინჟინერი.
ჩვენ დროს უფრო პრესტიჟული პროფესიები საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა, სამართალი და ბიზნესის მართვაა.
ჩვენ ვიყავით თინეიჯერები, გავიზარდეთ ასხუთზე, არ გვახსოვს საქართველოს ნაკრების გამარჯვება და მითუმეტეს თასების თასი.
ჩვენ არ ვამაყობთ ჩვენი დიადი წარსულით, ჩვენ არ გვიფრენია მოსკოვში და კიევში, არ ვიცნობთ ქართველ მამრებზე გადარეულ სლავ მდედრებს, ჩვენ არ გვიჭამია ცხელი სადილი მანეთნახევრად, არ გვითრევია ტომარა კუპონები პურის საყიდლად.
ჩვენ არც იმ წვიმაში ვმდგარვართ და ჩვენ დროს ოცი თეთრი დიდი ფული იყო.
ჩვენ არც იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელსაც ტელევიზორში ვხედავთ, და არც იმ ქვეყნებში, რომლებსაც ფილმებში ვუყურებთ.
ჩვენ მეგობრებთან ერთად გავიზარდეთ, და მერე ყველანი გაიზარდნენ.
ვფიქრობდით, რომ მეგობრები არსად მიდიან, და მერე ჩვენ წამოვედით.
ჩვენზე ამბობენ, რომ რამეს შევცვლით, ათას რამეს გვატენიან, ჩვენ არ ვუყვარვართ დიდებს და ვეზიზღებით უფრო დიდებს.
ჩვენ ზუსტად იმდენი წლისები ვართ, რამდენისაც დამოუკიდებელი საქართველო.
ჩვენი ქვეყანა ჩვენთან ერთად იზრდება, კარგავს ძველ მეგობრებს, პოულობს ახლებს, ნელ-ნელა ხვდება, რომ ყველას ნდობა არ შეიძლება, ჩვენი ქვეყანა ბევრჯერ მიატოვეს, და პირველი სიყვარულიც არ გამოდგა ბოლო.
ჩვენ რაღაცის დასაწყისში დაბადებული და გაურკვევლად გაგრძელებულ სივრცეში გაზრდილი, დაკარგული თაობა ვართ.
კარგი პოსტია : ) მოიცა და რომელ წლიანი ხარ ? მე რაღაცეებს მოვესწარი , 90 – იანების მარგალიტებს : )
momewona
kargia
da saertodac dzalian lamazad aris dawerili
stilisturad I mean
sasiamovnod ikitxeba
respects
amis mere xshirad shemoval xolme shens blogze
მადლობა : )))
90-იანებში გავიზარდე და კარგად მახსოვს რამდენიმე ათასიანი კუპონის კუპიურებით ხელში როგორ ველოდი ჩემს რიგს პურის შესაძენად, ხანდახან თავსხმა წვიმაშიც. იმ წლებმა მართლა უზომოდ ბევრი რამ დააკლო ჩვენს თაობას.
ჯანდაბა… მე მაგ ყველაფერს მოვესწარი 😦 ზოგი ისე რა მახსოვს, მაგრამ ზოგი აი მაგრად დამამახსოვრდა რა.
btw, კურტკის (დუბლიონკების) გახდამდე კიდევ ჯინსების გახდაც იყო. 🙂
პრესტიჟულებშია ჟურნალისტიკაც? :ჰმ:
momewona 😉
pirvelad var am blogze 🙂
ჩვენზე უფროსი თაობა (30-35 წლის რომაა ახლა) უფრო ცუდ დროს დაიბადა. მიტომ, რომ ჩვენ გაცნობიერება ვერ მოვასწარით ვერც 89 წლის, ვერც ვერც 91-ის, ვერც სამოქალაქო ომის, ვერც ტერიტორიების დაკარგვის, ვერც მხედრიონის. ჩვენ შევარდნაძის ასე თუ ისე სტაბილურად ძონძ საქართველოში გამოვერკვიეთ და მოვედით აზრზე. და იმ ასაკობრივმა ჯგუფმა ყველაფერი ზემოჩამოთვლილი გამოიარა, გამოსცადა და, რაც მთავარია, განიცადა.
შედეგად, ბევრი გადაყვა, ბევრიც გაუბედურდა, ზოგი გაიქცა, ზოგს გაუმართლა და ზოგიც, უბრალოდ, გადარჩა. ჩემი აზრით, სწორედ ეგ ტიპებია დაკარგული თაობა. ჩვენ იმათთან შედარებით კიდე გაგვიმართლა 🙂
პოსტი წაიკითხე? : )
ეგეც უნდა მექნა? 🙂
The University of Tartu has been ranked among the top five per cent of world’s leading universities
ხოო, ზუსტად ეგრეა.. 🙂
ვინ მღერის ამ სიმღერაას..?? ❤
Morcheeba – The Sea
ლამაზი სტატიაა… უფროს თაობას რაც შეეხება ეს ცხოვრების კანონზომიერებაა: არცერთ თაობას არ მოსწონს მისი “შედევრი”
ყოველთვის, როცა ჩვენს გაკრიტიკებას იწყებთ, გაიხსენეთ ვინ გაგვზარდა ასეთი… მანქის +1 : )