20 წლის წინ, აი თუ გახსოვს ბაბუაჩემი რომ გარდაიცვალა, ოჯახში მოგვივიდა დიდი კონფლიქტი, ფართს ვერ ვიყოფდით. ცალკე ჩემი ძმები, ცალკე ჩემი და, ცალკე დეიდაშვილები, ვიღაც ნათესავი, მოკლედ ეს ჩვენი 6ოთახიანი ბინა ყველას მოუნდა და ატყდა ერთი ამბავი. ჰოდა ჩემი კარის მეზობელი რომ არის თუ გახსოვს, ჩაქცეული ფულში, დრო იხელთა ამ ჩვენი არეულობით და ჩვენი ორი ოთახი მიისაკუთრა.
ძაან ვიჩხუბეთ მაშინ, რა არ ჩავრიეთ, მაგრამ სამართალი ვერ ვიპოვეთ. მამაჩემი მაგაზე ნერვიულობას გადაყვა და ეს ჯანმრთელი კაცი ხელიდან გამოგვეცალა. მოკლედ იმან გამოაცხადა ჩემიაო ეს ფართიო, რაღაც გაყალბებული ნახაზებიც გააკეთებინა და ვსო. მოგეხსენება თან მაშინ რა დრო იყო, თან მამაჩემის ამბავიც დაემატა სანერვიულოდ, და მოკლედ იმის თავი აღარ გვქონდა. მას მერე აღარ ველაპარაკებით ერთმანეთს. უფრო სწორად ჩვენ არ ველაპარაკებით, მაგრამ ბებიაჩემს აქვს დაჩემებული ანდაზა რომ არის “მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო”, და აი სადმე თუ მოვხვდით, ვინმე მეზობლის დაკრძალვაზე ან სადმე ნათლობაში, თბილად მოიკითხავს ხოლმე. მისვლა-მოსვლა არ აქვთ, იცის, რომ გვეწყინება, მაგრამ ხანდახან ტელეფონითაც ლაპარაკობენ ხოლმე. ბებიაჩემი ამბობს, მაგათზე განათლებული ხალხი სხვა არ არისო, ცუდი ვის არ გაუკეთებია ცხოვრებაში და მაგის გამო კარის მეზობელს ხო არ მოვიძულებო.
ეხლახანს, ხუთი წლის კიდე დიდი ჩხუბი მოგვივიდა. დასასვენებლად ვიყავით წასულები ყველანი და რომ ჩამოვედით ის მიშენებული ოთახის კედლები გამოუნგრევია და ჩვენი ლოჯიის ნაწილიც მიუსაკუთრებია და ავეჯიც გაუტანია. გადავირიეთ, ატყდა ერთი ამბავი, მარა აქაც ვერაფერს ვერ გავხდით. ბიძაჩემი მიუვარდა, დაგხოცავთ ყველასო, იქ რა მოხდა და როგორ მოხდა არ ვიცით დღემდე ზუსტად, მაგრამ ფაქტია მკვდარი გამოგვისვენეს სახლში, ინფარქტიო თქვეს, აქაც ყალბი ექსპერტიზა ჩაატარეს, ჩაყარეს ფული ისევ და გაჩუმდა ყველა. მოკლედ ჩვენი საშველი არ არის.
ორი წლის წინ ბებიაჩემის ნახევარძმა ჩამოვიდა ჩვენთან, არც შვილები და არავინ პატრონი არ ჰყავს ჩვენ გარდა და ბებიამ ჩემს მეტი ვინ მიხედავსო, იყოს ჩვენთან იცხოვროსო და მოკლედ ჩამობარგდა ეს კაცი და ჩავწერეთ ჩვენთან. არაფერს არ აშავებდა თავიდან, ერთი წყნარი ჩუმი კაცი იყო, დანაზოგი რაღაცა, ფული რაც ჰქონდა შენახული სულ ჩვენ დაგვახარჯა. ბავშვებისთვის სულ ყიდულობდა ხოლმე ტკბილეულს, ერთს ფლეისთეიშენი უყიდა, მეორეს კომპიუტერი, მესამეს აიპადი, მთაწმინდის პარკშიც დაყავდა და ყველა ატრაქციონზე სვამდა, რაზეც თითს დაადებდნენ, კინოშიც დაასეირნებდა ყოველ კვირას, მოკლედ შეუყვარდათ ბავშვებსაც ამასობაში.. ჩვენც ცოტა ამოვისუნთქეთ, არაფერი არ გვაკლდა, საჭმელი-სასმელი, სახლში რამე გაფუჭდებოდა და წავიდოდა თავის ოთახიდან, მუთაქიდან ალბათ გამოაძრობდა ფულს და აჰათ შვილებო, თქვენზე უკეთესს ვის მოვახმარო. მოკლედ არაფერი გვიჭირდა.
ჰოდა არ ვიცი ეტყობა ზედმეტმა სითბომ და პატივისცემამ ცუდად იმოქმედა და ნელნელა თავზე წამოგვაჯდა. მეო, ამ ოჯახში ყველაზე უფროსი და პატივსაცემი კაცი ვარო. ასაკითაც და ისეცო. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდით, დაბერდა და გამოჩერჩეტდა-თქო ვფიქრობდით და ერთი ყურიდან მეორეში ვუშვებდით. მერე უკვე, რომ აღარ გაჩუმდა და ჯიჯღინიც დაიწყო, ცოტა კი შევფორიაქდით, მაგრამ ბებიაჩემს მზე და მთვარე ამოსდის ამ კაცზე და მაგის ხათრით გავჩერდით და მოვუთმინეთ. ამის ბჟუტურს და ჯიჯღინს კიდევ აიტანდა ადამიანი, ელაპარაკა ეხლა მაგას ჩვენ აწი რაღას მოვუსმენდით, მაგრამ ბავშვებს დაუწყო ნელ-ნელა რაღაც სისულელეების ჩატენვა თავში. ყველაზე უბედურება ის იყო, რომ მოპოვებული ჰქონდა უკვე ავტორიტეტი და ამათაც ყველაფრის სჯეროდათ, რას არ ვეუბნებოდით და ვუხსნიდით, მაგრამ ჩვენი ბაბუის გვჯერაო, ასე გვითხრაო, ეს გვასწავლაო. მოკლედ რაც არ უნდა ებჟუტურა ყველაფერს უჯერებდნენ და აღარ ვიცოდით რა გვექნა. თან ბებიაჩემისაც გვერიდებოდა, პირდაპირ ლანძღვას ხო არ დავიწყებთ ამ კაცისას? ბავშვებსაც რანაირად ავუხსნიდით, მანამდე უფროსის პატივისცემას ვასწავლიდით და მერე უცებ ხო ვერ ვეტყოდით ეგ კაცი გამოჩერჩეტებულია-თქო? თან ცუდად წაგვივიდა საქმეები, არაფერი შემოსავალი არ გვქონდა ჩვენ და პურის ფულსაც ეს გვაძლევდა.. მოკლედ ვერ ვიღებდით ხმას.
ამ დღეში ვიყავით და კიდევ დაგვემატა ერთი უბედურება: ორი თვის წინ ბებიაჩემს დაუდგინეს სიმსივნე, მეოთხე სტადია, და არაფერი არ შველის, თვეები აქვს დარჩენილი. თვითონ იძახის არა უშავს, ცას ხომ არ გამოვეკერებოდიო, უბრალოდ ერთი სურვილი შემისრულეთ და მშვიდად მოვკვდები მერეო. ჩვენი კარის მეზობელს შევურიგდეთო, გავაერთიანოთ ეს სახლი და ერთად ვიცხოვროთ ყველამო, დამთავრდება ეს კონფლიქტიც და მშვიდად წავალ იმ სოფლადო.
გადავირიეთ ამაზე, რა თქმა უნდა, რა საერთო გვაქვს მაგათთან ბებია, რას ამბობ, გვღუპავ-თქო? მეზობლობაში ორი ოთახი წაგვლიჯა და ერთად რომ ვცხოვრობდეთ საერთოდ გაგვყრის ალბათ ჩვენი სახლიდანაც-თქო, არც მამაჩემი არ გახსოვს, არც ბიძაჩემი, ორივე რომ დახოცეს-თქო? არაფრის გაგონება არ უნდა, მაგათზე უკეთესი მეზობელი ჩვენ არ გვყავსო, ბაბუაშენმა ცოლად რომ მომიყვანა და ამ სახლში ფეხი შემოვდგი, სულ პატარა და გამოუცდელი გოგო რომ ვიყავი, ყველაფერი მაგათმა მასწავლესო, სადილების კეთებაო, ოჯახზე ზრუნვაო. ბაბუაშენი რომ დათვრებოდა და ჩემს საცემად იწევდა, ეგენი შემიფარებდნენ ხოლმეო, თან არაფერი არ უჭირთ მდიდრები არიან და მოგხედავთო, არაფერს არ მოგაკლებთო, თქვენზე იზრუნებენო, ბოლოს და ბოლოს ერთმორწმუნე ხალხია, და ღმერთის არ გწამთო? აბა, არა, არ გვწამს-თქო როგორ გვეპასუხა მომაკვდავი ქალისთვის..
იმდენი იძახა ბებიაჩემმა, ეს ბოლო დარდი არ ჩამაყოლოთო, ნელ-ნელა მხარი აუბეს სახლშიც. პირველ რიგში მისი ნახევარძმა აჰყვა, რა თქმა უნდა. ჩემს ერთადერთ დას ეს სურვილი თუ არ შევუსრულე, აბა საერთოდ რა ვთქვა, ცხოვრებაში რა გამიკეთებიაო. ისე გამოიდო თავი, აიჩემა, სანამ ჩემი და მოკვდება, მანამდე უნდა მოვაგვაროთ ეგ საკითხი, რომ იქ დარდი არ გაჰყვესო. ისედაც იმას იძახდა მე ვარ აქ უფროსიო და შანსიც მოეცა, ბებიაჩემს სიკვდილის წინ განსაკუთრებით შეუყვარდა ეს მისი ნახევარძმა თუ ჯანდაბა და საათობით სხედან მთელი დღეა, სულ ლაპარაკობენ და ფიქრობენ როგორ დაგვითანხმონ. ჩვენ არ ვაპირებთ არაფრის პატიებას ჩვენი მეზობლისთვის, არც ჩვენი ფართის მიტაცებას და არც მამაჩემის და ბიძაჩემის სიკვდილს, მაგრამ ცოტანი ვართ ოჯახში. დედაჩემმაც კი დაივიწყა რამხელა უბედურებას გვწია ამ ჩვენმა მეზობელმა, დაბერდა და გამოჩერჩეტდა ნელ-ნელა, ღმერთზე და მართლმადიდებლობაზე ლაპარაკობს ესეც, აჰყვა ბებიაჩემს. ბავშვებიც გადაიბირეს, გაუჭირდებოდათ მე შენ გეტყვი, ბებიის ნახევარძმაზე ამოსდით მზე და მთვარე, ჩვენი მეორე ბაბუ არის ესო, ბრძენი კაცია, რასაც იტყვის მართალს იტყვისო.
მოკლედ ვიცი შეგაწუხე ამ ჩემი პრობლემებით, მაგრამ არ ვიცი რა გვეშველება. ახლა ცოტა ხანში ახალრემონტობა აქვთ ჩემს კარის მეზობლებს, ყველანი დაპატიჟებულები ვართ, არ ვიცი როგორ გაბედეს, მაგრამ ბებიაჩემი ცას ეწია სიხარულისგან. არიქა, შევრიგდეთ ბარემო და იქ მოვაგვაროთ ყველა საკითხიო. არადა როგორ გინდა იმ ოთახებში იზეიმო სხვისი ახალრემონტობა, სადაც ბავშვობა გაატარე.. ის ავეჯიც კი, რაც ჩვენს ოთახებს გააყოლეს, ჩვენი გულის გასახეთქად რესტავრირებულია და ახალ სახლში გამოუჭიმიათ დიდის ამბით, ზედა მეზობელმა მითხრა.
ჰოდა ვასკდებით ასე ჩვენს ნერვებს, არავინ კაცი პატრონი არ არის, ამათ ვერაფერს შევაგნებინებ. იქნება ჩამოხვიდე და დაგვეხმარო რაღაცით, თორემ დავიღუპებით მთლად.
სიყვარულით, მარად შენი საქართველო.
არა ოკუპაციას
ვაუ,მანქი! ❤ ❤ ❤ ძალიან კარგია:) არ ვნანობ რომ წავიკითხე!
ძალიან მაგარი ხარ 🙂
ორი ოთახი – აფხაზეთი და სამაჩაბლო.
ეჰ
ძალიან მომეწონა სალომე.
kargia
mindfuck sg ❤
იმ ერთ ოთახში მეც გავატარე ბავშვობა.. ყოჩაღ, მანქი!
ar vici vin datsera magramm gaocebuli damtovaa)) kochaggg!!!
ვთქვა რამე? 🙂 დეფიციტია ,,მარად ჩვენს საქართველოში,, შენნაირი პროგრესული,ნიჭიერი, იუმორით აღსავსე… ადამიანების, რაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში/
guli amichuyda,mec sheni ojaxis cevri var,ai is romelsac guli uskdeba amis shemyures da romelic bebias ar etanxmeba
ყოჩაღ მანქი,ძალიან კარგია!არ იქნებოდა ურიგო “მეზობლების” ენაზეც რომ გვეთარგმნა ეს წერილი.მეტი არაა ჩემი მტერი მაგათ შუბლზე ძარღვი არ გაუტოკდეთ მაგრამ …ბოლოს და ბოლოს იმათაც ხომ ჰყავთ შვილები,ყველა ერთნაირ თარგზე მოჭრილი ეყოლებათ დავიჯერო?
კარგია !!!!
PERFECT
ადრე თუ გვიან სამართლიანობა აღსდგება!
ყოჩაღ ,კარგია ძალიან.
სგ მანქო , კარგი გოგო ხარ 🙂
bebia dagvgupavs
იმ ერთ ,,ოთახში” ჩემმა საუკეთესო წლებმა გაიარა. ეეჰ! სიტყვები არ მყოფნის.
ამაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე? დიდი არაფერი ადვილად დასაწერი და მოსაფიქრებელი იყო მიშას პერსონაჟი და ამერიკა-ევროპა არ ჩანს თუ მე ვერ ვხედავ?
გამარჯობა, უფრო მარტივ გამოსავალს გეტყვით, ვიდრე ამხელა ტექსტის ჩაკითხვა და მერე ამ კომენტარის დაწერა იყო: თქვენ თვითონ შეგიძლიათ აიღოთ ხელში კლავიატურა, და წეროთ ამაზე უკეთესი, ჩართოთ შიგნით რა პერსონაჟებიც გსურთ და მოკლედ, მისცეთ გასაქანი საკუთარ სურვილებს.
წარმატებები.
Respect!
ტოტალური უნიჭობაა ! 🙂
თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა ))) ძალიან კარგი იყო, ყოჩაღ მანქი ! 😉
ძალიან მომეწონა
რა ჩათლახი მეზობელი გყოლია.არ ვიცი რა გირჩიო,წყენის დავიწყება რთულია,მითუმეტეს როცა შენი უსაყვარლესი ორი ადამიანი შეიწირა და ბავშვობის ოთახები.
cool…
კარგი იყო, თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მაგარი ხარ
shinani simpatia yoveltvis mqonda magram mgoni miyvardebi:))) dzalian magaria
marta zalian momewnaaa…:))))) udaod kaia..:*)))))
ჩვენი ბებია ჩვენ თეთრწვერა ბაბუას მაგონებს კეთილს, მიმტევებელს, ერთმორწმუნე მეზობელზე თავგადაკლულს, რო გვიყვარს და ვენდობით ძალიან
yleoba
shen xar araobieqturi, (teqstidan gamomdinare geubnebi) tu kargad “gaaxel tvalebs” dainaxav rom 1 ki ara 4 karis mezobeli gyavs da 2 otaxze bevrad meti gaqvs wartmeuli… magram rogorc chans danarcheni otaxebis shesaxeb araferi ici imitom rom sheni saxlis shesaxeb informacias mxolod “televizoridan” igeb (albat babuashenma vegar moaswro yvelafris tqma… arc is ici bidzashens rom eubnebodnen sheni mdidari karis mezobeli kidev erti otaxis mitvisebas apirebso da ar gaushva sheni dzmis ojaxi “dasasveneblado” :)) … arc is gecodineba 1 otaxi “gagiravebuli” rom gaqvs shen mezolebze da male sheidzleba es 1 otaxic dakargo, sxvatashoris es otaxi bidzashenma gaagirava da agebuli fuli tviton “shechama” :)… xo kidev “cherez mezoblebisgan” 13 miliardi isesxa, da sheni gasastumrebelia… bidzashenamde kide erti kaci iyo ar vici shen rad gekutvnoda, albad mamad, mara im or otaxs rom mistiri iman gagiyidat 🙂 (am gamyidvels tavisdroze mtelma tbilisma dauchoqa da txova rom ar daetova prezidentis “posti”) 🙂 . samwuxarod sheni da-dzmebic ase arian… shehyurebt ertad televizors da iqidan migebuli informaciidan gamomdinare msgavs “genialur-patriotul” teqstebs wert an agshfotebulebi ertmanettan ubralod “boboqrobt”… es ise sheni saxlis mdgomareoba gagacani 🙂 imedia sworad mivxvdi da “moklul bidzashi” saakashvils gulisxmob da mis mtavrobas :)… nu bebiis naxevardzmashi gasagebia ivanishvili igulisxmeba… otaxebit da bidza baubeubit weras gavagrdzelebdi mara davigale :D… faqti ertia ro arc bidzashenis mivardnas qonda dadebiti shedegi da jerjerobit arc naxevarbabuis sherigebis mcdeolobas aq shedegi (imedia eqneba) …
chven qartvelebs gvaviwydeba rom sul fexebze vkidivart yvelas msoflioshi (gvaviwydeba imitom rom “televizorshi” gvanaxeben rom AMERIKA da evropa tavis “ojaxshi” migvigebs da otaxebsac dagvibrunebs magram chemi fexebi.. :)) chveni verc amerika gvishvelis , verc evropa verc shemorigebuli ruseti, verc misha, verc ivanishvili, verc is mesia, romelsac bazaletis tbis fskerze dzinavs da verc gmerti tu sakutari tavishi ar gaverkvevit, ertmanetis xarjze sargebelis naxvas ar sheveshvebit da gonivrulad ar gamoviyenebt chveni saxlisadmi mdidari mezobelis dainteresebas … “mcocav okupacias chemo kargo marto ruseti ar axorcielebs … igives aketebdnen da rusettan shedarebit sheumchnevlad ganagrdzoben turqeti, somxeti, azerbaijani.. magram rogorc avgnishne tqven televizorshi geubnebian rom mxolod ruseti aketebs amas da danarcheni 3 mezobeli chveni modzme erebi arian… imdeni magati dedamovtyan me( momitevet ucenzuroba avgshfotdi) :)… anu risi tqma minda problema arc rusetshia arc gamyidvelebshi… problema qartvel sazogadoebashia romelic savsea shennairi umaqnisebit romlebic “sasowarkvetilni” arian tavianti qveynis ubedurebit da mxolod “vinmes” daxmarebis imediga aqvt da yoveltvis 1 pirovnebas andoben im saqmes rac ertoblivad unda gaketdes… da “martom ra unda shevcvalo” s msgavsi frazebit amartleben taviant umaqnisobas…. vinmeebtan matxovrobit samshoblos ver gadavarchent… ERTIAN,GONIVRUL erovnul muxts ki yvelaferi sheudzlia…
P.S. bebiashens vetanxmebi ramdenad damamcirebelic ar und iyos chvens mdidar mezobels unda “shevurigdet”, ogond gaazrebuli moqmedebebit…mivxedot darchenils, shanss davelodot da arasdros daviviwyot rom 2 ki ara 4 otaxi gvaqvs dakarguli da 4 ive karis mezobeli chvenken eweva kedlebs da saxlis farts nel-nela gvimcirebs 🙂
დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი თქვენს ასეთ ვრცელ აზრს, სამწუხაროდ შრიფტი არ მაძლევს ამის საშუალებას.
მე ვამაყობ შენით! 🙂
მანქი, თავიდან მართლა ვერ მოვწვი რაში იყო საქმე მაგრამ მერე …. ოოოო … ყოჩაღ, კარგად წერ!
Boloshiii gamajrialaa
ძალიან უბრალოდ, გასაგებად და თვალსაჩინოდ! იმ ერთ ოთახში მეც გავატარე ბავშვობა… საერთოდ ყოველთვის წყენის მიტევებისკენ ვარ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ”ადამიანი” აცნობიერებს და ბოდიშს იხდის თავისი შეცდომებისთვის და ამ შემთხვევაში წაღებულს უკან დააბრუნებს. თუ ეს არ ხდება, ამას შერიგება იმ ”ადამიანთან” კი არა ”ბედთან” შერიგება ქვია და დანაგარკის აღიარება. ასეა ეს სამწუხაროდ!
კარგი იყო ნამდვილად. საერთოდ არის მომენტები მაგრად არ მევასები , ნუ გაქვს საკმაოდ ბევრი მინუსი , ბევრ სისულელესაც აკეთებ ხოლმე. სიმართლე რომ ითქვას სულაც არ ვარ შენს მიმართ დიდი სიმპათიით განწყობილი , მაგრამ არ მესმის იმ “Hater” კომენტარების რაც ზემოთ ვნახე , შენი ბლოგი ძალიან მიყვარს და არასდროს არ ვმაზავ შენს პოსტებს, წერის ნიჭი გაქვს და ძალიან მსიამოვნებს შენი ბლოგის კითხვა , ეს სულაც არ მავალდებულებს რომ პიროვნულადაც მომწონდე და პირიქით , ვისაც პიროვნულად არ მოსწონხარ სისულელეა მათი მხრიდან შენი პოსტების კრიტიკა მხოლოდ მაგ ნიშნით. კარგად წერ , ეგრე გააგრძელე :ყეს:
მადლობა :))
ხოდა ისა კიდე , უფრო ხშირ-ხშირად დაპოსტე ხოლმე :სპყ:
Respect!
რაღაც იმ ბიძიას ნაწილს არ ვეთანხმები რომ მაგი იყოს მომხრე მეზობელთან გაერთიანების… პირიქით…
ძალიან მაგარია, ძალიან!!