Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

წერილი უცნობ მეეზოვეს

რამდენჯერ დაგინახავთ სახლში (კლუბიდან, რესტორნიდან, სხვა ქალაქიდან, სხვა ქვეყნიდან) დაბრუნებულს, ნარინჯისფერ უნიფორმაში გამოწყობილი მეეზოვეები? მე ბევრჯერ, და ეგეთ დროს სულ ერთი და იგივე ფიქრი მიტრიალებს თავში – რა პატივსაცემი ადამიანები არიან, როგორ დიდ მადლობას ვუხდი სინამდვილეში როცა ვხედავ (გულში, რა თქმა უნდა), როგორ არ ეზარებათ ჩვენი, ყველას დაყრილი ნაგვის დასუფთავება და ა.შ.

ცოტა ხნის წინ კი აღმოვაჩინე, რომ თორნიკეც ზუსტად ასეა განწყობილი მეეზოვეების მიმართ, და ამაზე ლაპარაკისას გაგვიჩნდა იდეა, რომ ეს ადამიანები რამით დავასაჩუქროთ. ბევრი ფიქრი არ დაგვჭირვებია, მალევე გადავწყვიტეთ რას ვაჩუქებდით. მთავარი ორგანიზება იყო, რომელშიც ცოტა მოვიკოჭლეთ “ახალი წლების” თანმდევი ცაიტნოტის გამო, მაგრამ მაინც, ავდექით 30 დეკემბერს დილით და 9-ზე წავედით ლილოში.

სადაც ვიყიდეთ 51 ცალი თერმოჭიქა, (50 უცნობი შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მეეზოვისთვის, და ერთიც ჩვენი უსაყვარლესი დამლაგებლისთვის, ლუდასთვის), და სასაჩუქრე პარკები (რატომღაც ლილოში არავის თავში არ მოსვლია ჰქონდეს ბევრი და სხვადასხვანაირი სასაჩუქრე პარკის ბიზნესი, ამიტომ საკმაოდ მწირ არჩევანს შორის როგორღაც ავარჩიეთ ლამაზები და “საახალწლოები”) დავტვირთეთ მანქანა და წამოვედით სამსახურებში.

lilo

ლილო მოლი

თორნიკემ დააზუსტა, რომ მეეზოვეები თბილისის ყველა უბანში, ყველა ცენტრალურ ქუჩაზე ერთდროულად, 06:00 საათზე იწყებენ მუშაობას. და შესაბამისად გადაწყდა, ჩვენც ამ დროს უნდა დაგვეწყო დარიგება. Continue Reading »

წავედით ჯანდარაში!

Vive la Résistance!

ერთ დილასაც ვიღვიძებ და თბილისი მწვანე ფერში ცურავს. გული გამისკდა! არა, ჯერ ამერია (ვერ ვიტან მწვანეს) და მერე გამისკდა. რუკის გახსნა დავიწყე და გრუფებში შევვარდი – რა ხდება? რატომ არის ყველაფერი მწვანე? რა მოხდა? რა ამბავია? რა გვეშველება? კითხვებს ვისვრი აქეთ-იქით და თან ველოდები “ჩაიტვირთე შენი!”

როგორც იქნა რუკაც ჩაიტვირთა და ჰოი საოცრებავ, საქართველოს ადგილას უშველებელ მწვანე სამკუთხედს ვხედავ.

რა უბედურებაა? გავბრაზდი. ვინ ქნა? რა მნიშვნელობა აქვს. მოკლედ, დიდი მწვანე სამკუთხედია. ბაყაყებს ზეიმი აქვთ ესე იგი. ჩამოვუშვი ცხვირი.

ამასობაში პასუხიც დაწერეს სადღაც, ბოკამ საქართველოს მწვანე ფილდი შემოარტყაო. მერე რა გიხარია? ვკითხე თანაგუნდელს გაბრაზებულმა. არაფერიც არ უხარია არადა, უბრალოდ მე პირველად ვხედავ ამას, ის ალბათ მეოცედ, და რეაქცია არ აქვს.

საერთოდ, ურეაქციობა ძველების სტილია. ვერაფრით ვერ ვეგუები. მშვიდები, დინჯები და წყნარები არიან. მე კიდევ მინდა, რომ ახლავე გავვარდეთ უახლოეს ფოინთთან და ახლავე დავანგრიოთ ეს დიდი ფილდი.

ახლავეახლავემანქანაგვინდადამტენებიწყალიბენზინიინტერნეტირამდენხანშიჩავალთ?..

დაწყნარდი ქალო!

Frog Map

საზიზღარი მწვანე სამკუთხედი.

რუკას ვაკვირდები. ზემო აღნიშნული მწვანე სამკუთხედის კუთხეებია ბათუმი, სტეფანწმინდა და ჯანდა..ჰა? ჯანდარი. არც გამიგია არასოდეს. რუსთავის ცოტა იქით არის. გარდაბანი და იქვეა რა. მოკლედ არ ჩანს დიდი მანძილი, წავიდეთ რა!

ჩვენ დავანგრევთ? მე და შენ დავანგრევთ? ჩვენ ვეყოფით? – ტვინი შევუჭამე შერლოკს. ის დიდია და მე პატარა, მეშინია “ტყუილად არ ჩავიდეთ”.

დავანგრევთ. კი. მარტივად დავანგრევთ. შერლოკიც მპასუხობს დინჯად და აუღელვებლად, პარალელურად რაღაცას აკეთებს, რაზეც მე ტრადიციულად ნერვები მეშლება. რატომ არ განიცდის ეს ხალხი მწვანე ფერს ჩემსავით? რატომ არ მივდივართ სწრაფად? რატომ არ მივდივართ ახლავე? ჰაა?! Continue Reading »

წერილი ვინმეს

20 წლის წინ, აი თუ გახსოვს ბაბუაჩემი რომ გარდაიცვალა, ოჯახში მოგვივიდა დიდი კონფლიქტი, ფართს ვერ ვიყოფდით. ცალკე ჩემი ძმები, ცალკე ჩემი და, ცალკე დეიდაშვილები, ვიღაც ნათესავი, მოკლედ ეს ჩვენი 6ოთახიანი ბინა ყველას მოუნდა და ატყდა ერთი ამბავი. ჰოდა ჩემი კარის მეზობელი რომ არის თუ გახსოვს, ჩაქცეული ფულში, დრო იხელთა ამ ჩვენი არეულობით და ჩვენი ორი ოთახი მიისაკუთრა.

ძაან ვიჩხუბეთ მაშინ, რა არ ჩავრიეთ, მაგრამ სამართალი ვერ ვიპოვეთ. მამაჩემი მაგაზე ნერვიულობას გადაყვა და ეს ჯანმრთელი კაცი ხელიდან გამოგვეცალა. მოკლედ იმან გამოაცხადა ჩემიაო ეს ფართიო, რაღაც გაყალბებული ნახაზებიც გააკეთებინა და ვსო. მოგეხსენება თან მაშინ რა დრო იყო, თან მამაჩემის ამბავიც დაემატა სანერვიულოდ, და მოკლედ იმის თავი აღარ გვქონდა. მას მერე აღარ ველაპარაკებით ერთმანეთს. უფრო სწორად ჩვენ არ ველაპარაკებით, მაგრამ ბებიაჩემს აქვს დაჩემებული ანდაზა რომ არის “მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო”, და აი სადმე თუ მოვხვდით, ვინმე მეზობლის დაკრძალვაზე ან სადმე ნათლობაში, თბილად მოიკითხავს ხოლმე. მისვლა-მოსვლა არ აქვთ, იცის, რომ გვეწყინება, მაგრამ ხანდახან ტელეფონითაც ლაპარაკობენ ხოლმე. ბებიაჩემი ამბობს, მაგათზე განათლებული ხალხი სხვა არ არისო, ცუდი ვის არ გაუკეთებია ცხოვრებაში და მაგის გამო კარის მეზობელს ხო არ მოვიძულებო.

ეხლახანს, ხუთი წლის კიდე დიდი ჩხუბი მოგვივიდა. დასასვენებლად ვიყავით წასულები ყველანი და რომ ჩამოვედით ის მიშენებული ოთახის კედლები გამოუნგრევია და ჩვენი ლოჯიის ნაწილიც მიუსაკუთრებია და ავეჯიც გაუტანია. გადავირიეთ, ატყდა ერთი ამბავი, მარა აქაც ვერაფერს ვერ გავხდით. ბიძაჩემი მიუვარდა, დაგხოცავთ ყველასო, იქ რა მოხდა და როგორ მოხდა არ ვიცით დღემდე ზუსტად, მაგრამ ფაქტია მკვდარი გამოგვისვენეს სახლში, ინფარქტიო თქვეს, აქაც ყალბი ექსპერტიზა ჩაატარეს, ჩაყარეს ფული ისევ და გაჩუმდა ყველა. მოკლედ ჩვენი საშველი არ არის.

conflict

ორი წლის წინ ბებიაჩემის ნახევარძმა ჩამოვიდა ჩვენთან, არც შვილები და არავინ პატრონი არ ჰყავს ჩვენ გარდა და ბებიამ ჩემს მეტი ვინ მიხედავსო, იყოს ჩვენთან იცხოვროსო და მოკლედ ჩამობარგდა ეს კაცი და ჩავწერეთ ჩვენთან. არაფერს არ აშავებდა თავიდან, ერთი წყნარი ჩუმი კაცი იყო, დანაზოგი რაღაცა, ფული რაც ჰქონდა შენახული სულ ჩვენ დაგვახარჯა. ბავშვებისთვის სულ ყიდულობდა ხოლმე ტკბილეულს, ერთს ფლეისთეიშენი უყიდა, მეორეს კომპიუტერი, მესამეს აიპადი, მთაწმინდის პარკშიც დაყავდა და ყველა ატრაქციონზე სვამდა, რაზეც თითს დაადებდნენ, კინოშიც დაასეირნებდა ყოველ კვირას, მოკლედ შეუყვარდათ ბავშვებსაც ამასობაში.. ჩვენც ცოტა ამოვისუნთქეთ, არაფერი არ გვაკლდა, საჭმელი-სასმელი, სახლში რამე გაფუჭდებოდა და წავიდოდა თავის ოთახიდან, მუთაქიდან ალბათ გამოაძრობდა ფულს და აჰათ შვილებო, თქვენზე უკეთესს ვის მოვახმარო. მოკლედ არაფერი გვიჭირდა.

ჰოდა არ ვიცი ეტყობა ზედმეტმა სითბომ და პატივისცემამ ცუდად იმოქმედა და ნელნელა თავზე წამოგვაჯდა. მეო, ამ ოჯახში ყველაზე უფროსი და პატივსაცემი კაცი ვარო. ასაკითაც და ისეცო. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდით, დაბერდა და გამოჩერჩეტდა-თქო ვფიქრობდით და ერთი ყურიდან მეორეში ვუშვებდით. მერე უკვე, რომ აღარ გაჩუმდა და ჯიჯღინიც დაიწყო, ცოტა კი შევფორიაქდით, მაგრამ ბებიაჩემს მზე და მთვარე ამოსდის ამ კაცზე და მაგის ხათრით გავჩერდით და მოვუთმინეთ. ამის ბჟუტურს და ჯიჯღინს კიდევ აიტანდა ადამიანი, ელაპარაკა ეხლა მაგას ჩვენ აწი რაღას მოვუსმენდით, მაგრამ ბავშვებს დაუწყო ნელ-ნელა რაღაც სისულელეების ჩატენვა თავში. ყველაზე უბედურება ის იყო, რომ მოპოვებული ჰქონდა უკვე ავტორიტეტი და ამათაც ყველაფრის სჯეროდათ, რას არ ვეუბნებოდით და ვუხსნიდით, მაგრამ ჩვენი ბაბუის გვჯერაო, ასე გვითხრაო, ეს გვასწავლაო. მოკლედ რაც არ უნდა ებჟუტურა ყველაფერს უჯერებდნენ და აღარ ვიცოდით რა გვექნა. თან ბებიაჩემისაც გვერიდებოდა, პირდაპირ ლანძღვას ხო არ დავიწყებთ ამ კაცისას? ბავშვებსაც რანაირად ავუხსნიდით, მანამდე უფროსის პატივისცემას ვასწავლიდით და მერე უცებ ხო ვერ ვეტყოდით ეგ კაცი გამოჩერჩეტებულია-თქო? თან ცუდად წაგვივიდა საქმეები, არაფერი შემოსავალი არ გვქონდა ჩვენ და პურის ფულსაც ეს გვაძლევდა.. მოკლედ ვერ ვიღებდით ხმას.

ამ დღეში ვიყავით და კიდევ დაგვემატა ერთი უბედურება: ორი თვის წინ ბებიაჩემს დაუდგინეს სიმსივნე, მეოთხე სტადია, და არაფერი არ შველის, თვეები აქვს დარჩენილი. თვითონ იძახის არა უშავს, ცას ხომ არ გამოვეკერებოდიო, უბრალოდ ერთი სურვილი შემისრულეთ და მშვიდად მოვკვდები მერეო. ჩვენი კარის მეზობელს შევურიგდეთო, გავაერთიანოთ ეს სახლი და ერთად ვიცხოვროთ ყველამო, დამთავრდება ეს კონფლიქტიც და მშვიდად წავალ იმ სოფლადო.

გადავირიეთ ამაზე, რა თქმა უნდა, რა საერთო გვაქვს მაგათთან ბებია, რას ამბობ, გვღუპავ-თქო? მეზობლობაში ორი ოთახი წაგვლიჯა და ერთად რომ ვცხოვრობდეთ საერთოდ გაგვყრის ალბათ ჩვენი სახლიდანაც-თქო, არც მამაჩემი არ გახსოვს, არც ბიძაჩემი, ორივე რომ დახოცეს-თქო? არაფრის გაგონება არ უნდა, მაგათზე უკეთესი მეზობელი ჩვენ არ გვყავსო, ბაბუაშენმა ცოლად რომ მომიყვანა და ამ სახლში ფეხი შემოვდგი, სულ პატარა და გამოუცდელი გოგო რომ ვიყავი, ყველაფერი მაგათმა მასწავლესო, სადილების კეთებაო, ოჯახზე ზრუნვაო. ბაბუაშენი რომ დათვრებოდა და ჩემს საცემად იწევდა, ეგენი შემიფარებდნენ ხოლმეო, თან არაფერი არ უჭირთ მდიდრები არიან და მოგხედავთო, არაფერს არ მოგაკლებთო, თქვენზე იზრუნებენო, ბოლოს და ბოლოს ერთმორწმუნე ხალხია, და ღმერთის არ გწამთო? აბა, არა, არ გვწამს-თქო როგორ გვეპასუხა მომაკვდავი ქალისთვის..

იმდენი იძახა ბებიაჩემმა, ეს ბოლო დარდი არ ჩამაყოლოთო, ნელ-ნელა მხარი აუბეს სახლშიც. პირველ რიგში მისი ნახევარძმა აჰყვა, რა თქმა უნდა. ჩემს ერთადერთ დას ეს სურვილი თუ არ შევუსრულე, აბა საერთოდ რა ვთქვა, ცხოვრებაში რა გამიკეთებიაო. ისე გამოიდო თავი, აიჩემა, სანამ ჩემი და მოკვდება, მანამდე უნდა მოვაგვაროთ ეგ საკითხი, რომ იქ დარდი არ გაჰყვესო. ისედაც იმას იძახდა მე ვარ აქ უფროსიო და შანსიც მოეცა, ბებიაჩემს სიკვდილის წინ განსაკუთრებით შეუყვარდა ეს მისი ნახევარძმა თუ ჯანდაბა და საათობით სხედან მთელი დღეა, სულ ლაპარაკობენ და ფიქრობენ როგორ დაგვითანხმონ. ჩვენ არ ვაპირებთ არაფრის პატიებას ჩვენი მეზობლისთვის, არც ჩვენი ფართის მიტაცებას და არც მამაჩემის და ბიძაჩემის სიკვდილს, მაგრამ ცოტანი ვართ ოჯახში. დედაჩემმაც კი დაივიწყა რამხელა უბედურებას გვწია ამ ჩვენმა მეზობელმა, დაბერდა და გამოჩერჩეტდა ნელ-ნელა, ღმერთზე და მართლმადიდებლობაზე ლაპარაკობს ესეც, აჰყვა ბებიაჩემს. ბავშვებიც გადაიბირეს, გაუჭირდებოდათ მე შენ გეტყვი, ბებიის ნახევარძმაზე ამოსდით მზე და მთვარე, ჩვენი მეორე ბაბუ არის ესო, ბრძენი კაცია, რასაც იტყვის მართალს იტყვისო.

მოკლედ ვიცი შეგაწუხე ამ ჩემი პრობლემებით, მაგრამ არ ვიცი რა გვეშველება. ახლა ცოტა ხანში ახალრემონტობა აქვთ ჩემს კარის მეზობლებს, ყველანი დაპატიჟებულები ვართ, არ ვიცი როგორ გაბედეს, მაგრამ ბებიაჩემი ცას ეწია სიხარულისგან. არიქა, შევრიგდეთ ბარემო და იქ მოვაგვაროთ ყველა საკითხიო. არადა როგორ გინდა იმ ოთახებში იზეიმო სხვისი ახალრემონტობა, სადაც ბავშვობა გაატარე.. ის ავეჯიც კი, რაც ჩვენს ოთახებს გააყოლეს, ჩვენი გულის გასახეთქად რესტავრირებულია და ახალ სახლში გამოუჭიმიათ დიდის ამბით, ზედა მეზობელმა მითხრა.

ჰოდა ვასკდებით ასე ჩვენს ნერვებს, არავინ კაცი პატრონი არ არის, ამათ ვერაფერს შევაგნებინებ. იქნება ჩამოხვიდე და დაგვეხმარო რაღაცით, თორემ დავიღუპებით მთლად.

სიყვარულით, მარად შენი საქართველო.

რატომ ეშინიათ შენი?

ამბავი პირველი:

თითქოს ბურანიდან ფხიზლდები, ხვდები, თურმე რისთვის არსებობს მუსიკა. ხვდები, თურმე რაში გჭირდება ცეკვა – გათავისუფლებს სტრესებისგან. ხვდები რა პატარა პრობლემებით იწუხებდი თავს აქამდე. ხვდები ბევრ რამეს, რომ ირგვლივ ყველა კარგადაა, ყველა იღიმება, ყველა ბედნიერია, არავინ ჩხუბობს, არავინ დასცინის სხვებს, არავინ წუხს “რა ბანძი ზვუკი დგას”.. შეგიძლია სცენის წინ იცეკვო გაუჩერებლად, შეგიძლია კუთხეში ღობესთან იდგე, შეგიძლია შუაგულ დენსფლორზე პუფი მოათრიო, ჩაჯდე და ირგვლივ მოქანავე ტრაკებს უყურო, შეგიძლია ტუალეტის რიგში იდგე სამი საათი, შეგიძლია გაიხადო თუ გცხელა, ჩაიცვა თუ გცივა, შეგიძლია ილაპარაკო, ან არავისთან იკონტაქტო, შეგიძლია უსაზღვროდ ბევრს იღიმებოდე და ამის გამო სულელად და გიჟად არავინ ჩაგთვლის, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იქ ყველა იღიმება, ყველას ერთი მიზანი გაქვთ: უსმინოთ მუსიკას, რომელსაც იმ წუთში ღმერთად ცნობილი დიჯეი მხოლოდ თქვენთვის უკრავს.

music

დილით ყველანი ერთად, ან ცალ-ცალკე და მერე ერთად, ან პირიქით, მზის ამოსვლას ეგებებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ეგებებით ისე, თითქოს თქვენს ცხოვრებაში პირველად გათენდა. ზოგი უკვე დაღლილი ზის, ზოგი წევს, ზოგს სძინავს, ზოგი იცინის, ზოგი თვლემს, ზოგს სცივა და ტანსაცმელს ეძებს, ზოგი ცხელ ყავას ნატრობს, ზოგის სახელი არც იცი. მეტიც, შეიძლება არავის სახელი არ იცოდე. და მერე რა? სახელები ძალიან უმნიშვნელოა. თქვენ ყველანი ის თოჯინები ხართ, წუხელ ღმერთად ცნობილმა დიჯეიმ ბგერებზე რომ გამოგაბათ და მთელი ღამე გაცეკვათ. დილა მშვიდობისა.

ამბავი მეორე:

სცენაზე მოხუცები დგანან, დიახ, მოხუცები. როკენროლია, ხალხი ხტუნავს, თავს იქნევს. ზოგი მთელი ხმით ღრიალებს, ზოგი მღერის, ზოგი კისერზე აზის ზოგს. ყველა ბედნიერია, ზოგი შეიძლება ბედნიერებისგან ტირის კიდეც, ვინ პირველ რიგში დგას, ვის ბოლოში დგომა უფრო უსწორდება. ზოგი ფოტოებს იღებს, ვიღაცები ვიდეოს. შენ არ გიყვარს როკენროლი, და მითუმეტეს ღმერთებად ცნობილი მოხუცები, სცენაზე რომ დგანან. მერე რა? შენც ერთობი, მართლა ერთობი – მოგწონს ხალხი რომ ბედნიერია. შეგიძლია მთელი ეს დრო მათი ბედნიერებით და სიცილით და ღიმილით დატკბე, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად არ გიყვარს ის მუსიკა, რაც სცენიდან ისმის. სამაგიეროდ გიყვარს და გიხარია ბედნიერება. დიდი და პატარა, ყველა ერთნაირად და სხვადასხვანაირად ერთობა, მიზანი ყველას ერთნაირი აქვს – იყვნენ ბედნიერები, გაიცინონ, იმღერონ, გაერთონ, იყვირონ, იკივლონ, ან თუნდაც ჩუმად იდგნენ და მხოლოდ საკუთარ თავს გაუზიარონ ფიქრები იმის შესახებ, რა კარგად არიან ახლა. გიხარია და უსაზღვროდ ბევრს იღიმები.

ამბავი მესამე:

ტყეში ხარ, შენ და კიდევ დაახლოებით 200-მდე ადამიანი. ერთმანეთისთვის საერთოდ უცნობი არსებები ერთნაირი სინქრონით ირხევით იმ მუსიკაზე, რომელსაც თვალებდახუჭულიც ხედავ. შეგიძლია ხელიც ჩაკიდო და ირბინო მინდორში, ან არც კი გაინძრე ადგილიდან, შეგიძლია თვალი გაახილო, შენს გვერდით მდგარ უცნობ მოცეკვავეს სანთებელა მიაწოდო, პასუხად ღიმილების კალათა მიიღო და ისევ განაგრძო საკუთარი სხეულის დაცლა იმ ყველაფრისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გგონია ხოლმე, აქ კი სასაცილოდ პატარავდება და ჭიანჭველისხელა ხდება. ვიღაც გეჯახება, მერე რა? თქვენ ორივეს გიყვართ ერთმანეთი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი. იღიმებით და აგრძელებთ სიამოვნების მიღებას მუსიკისგან და ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან. თვალებს ახელ და უსაზღვროდ ბედნიერი ხარ იმის გაცნობიერებით, რომ ეს გოგო-ბიჭები, ერთმანეთისთვის სრულიად უცნობები ან დიდი ხნის მეგობრები, ქალაქიდან შორს, ტყეში მხოლოდ ამ ყველაფრისთვის შეიკრიბნენ. ერთი უსაფრთხო და კეთილშობილი მიზნისთვის – იცეკვონ და მუსიკას მოუსმინონ. ბედნიერი ხარ, შენც, და სხვებიც.

აი, ამიტომ ეშინიათ შენი.

100 ადამიანი

მიუხედავად იმისა, რომ აქ სრული სიწყნარეა, ზუსტად ამდენი ადამიანი შემოდის ყოველდღე ჩემს ბლოგზე იმის შესამოწმებლად, რამე ახალი ხომ არ დამიწერია.

ზოგი სერჩით ხვდება, ზოგი გამიზნულად, ზოგი შემთხვევით.

მე კიდევ აგერ უკვე მეოთხე თვე იწურება, რაც ხმა არ ამომიღია.

რატომ? საინტერესო არაფერი ხდება, რისი მოყოლაც მომინდებოდა? როგორ არა, მაგალითად შემეძლო დიდი აღფრთოვანებით მომეყოლა სტამბულის თრიფის შესახებ და რაც მთავარია იმის შესახებ რომ ბოლოსდაბოლოს Archive-ს კონცერტზე ვიყავი.

ოცნების ასრულებას ვერ დავარქმევ, რადგან არ ვიცი რას ნიშნავს ოცნება, არ მაქვს ოცნებები, როგორც ასეთნი. ბავშვობის ძველ ჩანაწერებში ბევრჯერ წამიკითხავს საკუთარი დასკვნა იმის შესახებ, როგორ მირჩევნია ფიქრი ოცნებას. არ ვიცი ალბათ ბევრმა ცნობილმა გენიოსმა უკვე თქვა ამის შესახებ რამე, მაგრამ ფაქტია ბავშვობაში ნაკლებად ვიცნობდი ცნობილ გენიოსებს, არც ახლა ვწყალობ მათ ფრთიან გამონათქვამებს დიდად.

Continue Reading »

მიყვარხარ, მაგრამ..

ეს პოსტი ეძღვნება ყველას.. ვისაც.. უყვარს.. © KFJ

მიყვარხარ, მაგრამ შენი ფასადური დემოკრატიის დედას შევეცი.

მიყვარხარ, მაგრამ შენი ყველა ბელადი მოვტყან ა-დან ჰოე-მდე.

მიყვარხარ, მაგრამ მოგიტყან ინტელექტუალური ელიტა, კუანა ინტელიგენცია და პროფესორი ტაქსისტები.

მიყვარხარ, მაგრამ შენი კუკარაჩა დედას შევეცი.

მიყვარხარ, მაგრამ მოგიტყან მოყვარედ გამოდგომის მიზნით მტრად გაზრდილი შვილები.

მიყვარხარ, მაგრამ შენი ერთი კაცის ირგვლივ მობზრიალე “წიატრალური” სამყაროს დედას შევეცი.

მიყვარხარ, მაგრამ მოგიტყან პატრიოტთა ბანაკები, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, და სახალხო დამცველის აპარატი.

მიყვარხარ, მაგრამ შენი ყოველ ნაბიჯზე ეკლესიების შენებით შენარჩუნებული ერის სიწმინდის დედას შევეცი.

მიყვარხარ, მაგრამ მოგიტყან ლიბერალური დემოკრატია.

მიყვარხარ, მაგრამ შენი ყველა მყაყე ტრადიციის და ყველა განსხვავებული სასმისის დედას შევეცი, სათითაოდ.

მიყვარხარ, მაგრამ მოგიტყან დარეგულირებული ბაზარი და ჩეკების გათამაშება.

მიყვარხარ, მაგრამ მოგიტყან like კონკურსები და like-ების დატოლებები.

მიყვარხარ, მაგრამ მოგიტყან სნობიზმი, შოვინიზმი, ნეპოტიზმი, პიზდეცინტელექტუალიზმი, ყველანაირიზმი, მათ შორის შუაშიზმი.

მიყვარხარ, მაგრამ შენს ყაწიმებს, მანდილს, შიბაქს, მიხოს და მაროს, ჭიჭიკიას და ბიჭიკიას შევეცი.

მიყვარხარ, მაგრამ მოგიტყან ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სწრაფვა იმერული ქხაჩაფურის და მოქხევური ქხინკლის გავლით.

georgia

მიყვარხარ, მაგრამ მოგიტყან გაჩეხილი კიკვიძის ბაღი, წართმეული გუდიაშვილის სკვერი, ნახმარი პრეზერვატივის და ნაგვის პარკის ფანჯრიდან, ხოლო სიგარეტის ბიჩოკის მანქანიდან სროლის ტრადიცია.

მიყვარხარ, მაგრამ მოგიტყან ანბანის კოშკი, ჭაჭა თაუერი და ლაზიკა.

მიყვარხარ, მაგრამ შენი “რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ” ფრაზას შევეცი.

მიყვარხარ, მაგრამ შენს ძაალяნ პატივსაცემ ათასწლოვან კულტურას და ბნელ 90-იანებს შევეცი.

მიყვარხარ, მაგრამ მოგიტყან გულზე მჯიღის ცემა წითელი ხიდის გავლით.

მიყვარხარ, მაგრამ მოგიტყან წართმეული ეროვნება, გარყვნილი და დაღუპული თაობა, დევნილი რელიგია, ოდითგანვე ტოლერანტობა, მიტინგები, დაჩოქებები, ეკა ბესელიას მიერ დაცული ადამიანის უფლებები, ბაჩო ახალაიას მიერ დამარცხებული კრიმინალური სამყარო, მიხეილ სააკაშვილის დროს ვანო მერაბიშვილის და ბიძინა ივანიშვილის დროს ირაკლი ღარიბაშვილის პოლიცია, ერთიანი ეროვნული გამოცდები და ბოლონიის პროცესი, თეა გოგოტიშვილის ფსიქოლოგობა, მამა იობის ქადაგებები, ჩაბნელებული პრეზიდენტის სასახლე და განათებული საახალწლო ქუჩები, რუსული ფილმების ფესტივალი, გამარდჟობა გენაცვალე და კაკაია ოსენ ვლაგერიახ.

და ბოლოს, ყველა “მიყვარხარ”-ის მერე ყველა “მაგრამ”-ის დედასაც შევეცი.

დაცული: სხვა ქარი

ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

ჩვენ

“ერთი, ორი, სამი, ოთხი..”

– რას ითვლი?
– ვარსკვლავებს.
– ნუ ითვლი, მეჭეჭები ამოგივა.

სახლს ვალაგებ
მშია
მეძინება
ბრეიქინ ბედის მეხუთე სეზონი როდის გაგრძელდება?
მაგვიანდება
იმ დღეს ტაქსისტმა ხუთლარიანის ხურდა არ მაქვსო
გმირთა მოედანზე რას აშენებენ ამდენ ხანს?
ბერას რეკლამებს რომ ვაჰაიდებ, მაინც რატომ ჩანს?
შონა რაიმს! ეს რა გააკეთე, მეზიზღები!
insomnia..
ქართველი გოგო აგინებს შოუბიზნესს
დღეს საღამოს დივანში ვინ იქნებით?
თუ ბატონი ბიძინა ლაიქ, თუ მიშა შეარ
დანიური სახლი რომელ საათამდე მუშაობს?
აუ სიგარეტი მითავდება
ჩვენ გვინდა ფეიფალი საქართველოში
იუთუბიდან ვიდეო როგორ გადმოვწერო?
#უგემრიელესი მჭადი
პრეზიდენტი შიბლიანის ახალ სკოლას ესტუმრა
აბაშიძიდან ნუცუბიძემდე რა ნომერი მარშუტკა მიდის?
მშია
ლენდმარკის კონცერტი
ჩატი ისევ არ მუშაობს, [@Mark Zuckerberg] კაი რაა
რამხელა პირი მაქვს ამ ფოტოზე
ხვალ რომ არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას?
რამე ფილმი მირჩიეთ რა
ეს მე [და ჩემი ძუძუები] ბათუმში
არა რაა, არაფერი არ გვეშველება სანამ..
ძალიან მაგარი სიმღერაა!
ჩვენ გვინდა სთარბაქსი საქართველოში
დღეს ნინუცა/ეკატერინე/ლევანიკო ბაღში წავიდა
GAAZIARET YVELAM SASWAULI SAMEBASHI XATI ATIRDA
ტაბულა ART-ის სექტემბრის 10 საუკეთესო ქართული სიმღერა. გამოკითხვაში მონაწილეობს მხოლოდ 2102 წელს გამოსული ტრეკები, რომელთა ხარისხი შეესაბამება რედაქციის მოთხოვნებს.
ფრენდლისტის წმენდას ვიწყებ, მოემზადეთ
სამ კვირაში დაბადების დღე მაქვს.. [iPhone 5]
ჩვენ გვინდა ქოლდფლეი საქართველოში
ღამის ოთხი საათია და ჩატში 60 კაცია ანთია, დაიძინეთ ხალხო
ქართველი კოლუმბიაში [ვიდეო]
ბედნიერია ის ოჯახი, სადაც ქალი თავს სწირავს
კვიტაშვილო გეშინოდეს ჩვენი [ვიდეო]
საქართველო არ იყიდება
ქართული ოცნების ზუგდიდის ოფისი გაიხსნა
ხვალ სწავლა იწყება
დღეს სწავლა მეწყება
გუშინ სწავლა დაიწყო და გავაცდინე
ომი დაიწყო რუსეთმა
ვინ გამოხვალთ ლუდის დასალევად?
იუთუბის ვიდეოს mp3 კონვერტორი არ იცით რამე?
მთვრალი მიშა სამებაში
ჩვენ გვინდა მიუზი საქართველოში
ჰომოფობია კლავს
ნუ წაიღეთ ტვინი ამ პოლიტიკით რა!
Free Pussy Riot!
ფეისბუქის ფოტოები სხვანაირად იხსნება, საზიზღრობაა!
convert.ge-სნაირი საიტი რა იცით კიდე? გათიშულია.
ჩემი ცოლის დაქალების საუნდტრეკი სად ვიპოვო?
კონფორმისტებო, მიშას მონებო
საცეკვაოდ მივდივართ დღეს
ვინ მოვიწვიო წითელ ზონაში?
ეს მე ვარ, სამი წლის
ბიგმაკში კოლიბაქტერიები ყოფილა
ჩვენ გვინდა რედიოჰედი საქართველოში
ბლოგერების შეხვედრა პრემიერმინისტრთან
16 შეყვარებული სიყვარული კი არა ბოზობაა ქალბატონო © ოტია იოსელიანი
ნიკო ნერგაძე, ძაან მაგარი ხარ!
ზოლიდან ზოლში გადასვლისას რომელი უთმობს გზას?
რას ჰკითხავდით გიგა ბოკერიას?
ბიჭმა გოგოს უთხრა ჩემი ოცნება ხარო და დაუყადაღეს, ჰაჰაჰა ჰიჰიჰი
ჩვენ გვინდა მეტალიკა საქართველოში
სკარლეტ იოჰანსონი თუ მეგან ფოქსი?
რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ეს სიმღერა მაინც მიყვარს
ეს მე ვარ, სამი წლის წინ
4+1=5
მე მიყვარს სვანეთი [ვიდეო]
აუ ფრენდებიდან გშლით ყველას ვინც რამეს დაწერს პოლიტიკაზე
იცით ავსტრიაში რამდენნაირი მისალმება არსებობს?
მშია
მეძინება..

 

“ერთი, ორი, სამი, ოთხი..”

– რას ითვლი?
– ლაიქებს.
– ნუ ითვლი, მეჭეჭები ამოგივა.

ეროვნული მითები


1. ქართველები ვართ ძალიან ტოლერანტულები.

გაპრავება: ერთ ქუჩაზე დგას ძმაო, მეჩეთი, სინაგოგა და ეკლესია და მარტო თბილისშია ძმაო შიიტები და სუნიტები ერთად რომ ლოცულობენ.

სინამდვილეში: “სომეხი” – სალანძღავი სიტყვაა, განსახვავებული ორიენტაციის ადამიანს დედის ყველაფერს ვაგინებთ, ვცემთ და ავადმყოფებს ვეძახით, “ზანგები ველურები არიან”. ემზარ ჯგერენაიას თუ დავეყრდნობით – მაშინ როცა მეჩეთი, სინაგოგა და ეკლესია ერთად იგებოდა, საქართველოში მონარქია იყო, ყველას მონარქია და საერთოდ არ გვქონდა ნაციონალური სახელმწიფო, ამიტომ არ ვიცით გვქონდა თუ არა ტოლერანტობა.

2. ქართველები ყველაზე ვაჟკაცი ერი ვართ!

გაპრავება: დიდგორის ომი მოვიგეთ 600 000 ათასი იყო მტერი, 56 000 ვიყავით ჩვენ.

სინამდვილეში: 2008 წლის აგვისტოს წითელი ხიდის მისადგომებში ჩვენი სიმრავლე, 2008 წლის შემდეგ კი “ერთმორწმუნე რუსეთი მაინც, მიუხედავად ყველაფრისა!”

3. ქართველები ყველაზე სტუმართმოყვარე ერი ვართ.

გაპრავება: ქართლის დედის ძეგლი, ერთ ხელში ხმალი მტრისთვის, მეორეში ღვინო სტუმრისთვის. “სტუმარი ღვთისააო”.

სინამდვილეში: ჩვენ უბრალოდ იმით ვართ ბედნიერები, რაოდენ გავაძღობთ სტუმარს ჩვენი საამაყო ხაჭაპურით და ჩავხეთქავთ სასმელში, ჩვენი საამაყო სადღეგრძელოების თანხლებით.

აღსანიშნავია ვაჭრობის და მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანების ქცევა ტურისტის დანახვაზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ უცხოელს ჩვენზე სამჯერ მეტი ფული აქვს, ამიტომ ნებისმიერ რამეში სამჯერ მეტი რომ გადაიხადოს “არა უჭირს რა”.

4. ქართველები ყველაზე ლამაზი ერი ვართ.

გაპრავება: მოგზაურები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაზე წერდნენ.
სინამდვილეში: ქართულ ენაში არსებობს სიტყვათა შეთანხმება “უცხო გარეგნობა”, რომელსაც ხშირად ვიყენებთ ხოლმე სილამაზის აღსანიშნად. ფრაზა “ამ გოგონას შეხედეთ რა ლამაზია, ნამდვილი ქართული გარეგნობა აქვს!” მე პირადად არასოდეს გამიგია.

იმ სილამაზისგან, რომელზეც ჩვენზე წერდნენ, სავარაუდოდ არაფერია დარჩენილი. მაგალითად მის მსოფლიოც კი არ მოგვიგია არც ერთხელ, და ერთადერთხელ, 2003 წელს ოცეულში სიმაღლის გამო გავედით, და იმ გოგოსაც ცხენს ვეძახით დღემდე.

5. ქართველები ყველაზე ჭკვიანი ერი ვართ და არავისგან არაფერი არ გვესწავლება.

გაპრავება: შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი..

სინამდვილეში: აგერ უკვე ორი საუკუნეა იგივე პრობლემები გვაქვს, რაზეც პირში ჯერ კიდევ ილია გვძრახავდა.

6. ქართველებს გვაქვს ბევრი კარგი ტრადიცია, მაგალითად სუფრის კულტურა.

გაპრავება: ნებისმიერ ქართველ კაცს ჰკითხეთ.

მსხვრევა: არამარტო ქართული არამედ ყველანაირი სუფრის აკადემია იყო იმ ეპოქაში, როდესაც ადამიანებს არ ჰქონდათ დისტანციური კომუნიკაციის საშუალება, ან არ იცოდნენ წერა–კითხვა. ამ დროს სუფრაზე სხვადასხვა ინფორმაცია იყრიდა თავს, დაახლოებით ისეთი სისტემით როგორიც იყო საფიხვნოები, სოფლის ბირჟები და ახლა უკვე Facebook–ი. ხოლო ახლა ქართული სუფრა მატრაკვეცობის ზეიმია, სადაც კარგი მსმელი, მაგრამ დაბალი IQ–ს მქონე ტიპები თამადობენ, დაზეპირებული რიგითობით ამბობენ სადღეგრძელოებს, მოაყოლებენ მდარე ლექსებს და ამბებს და საბოლოოდ ახალს და საინტერესოს ვერაფერს ამბობენ. ხოლო რაოდენ ტრაკშია ქართული სუფრა დღეს, შეგვიძლია განვსაზღვროთ იმ მაჩვენებლით თუ რას ამბობს აკაკი წერეთელი XIX საუკუნეში, პოემა “თორნიკე ერისთავში”:

მეფე ხალხს და ხალხი მეფეს
სიამესა გულს მოჰფენდენ.
მთვრალობა და “სადღეგრძელო”
სათვითოო არ იცოდენ;
ჩვენი ლხინი რომ ენახათ,
სირცხვილითაც დაიწვოდენ.

ჰოდა, თუ აკაკი ამას ამბობს, წარმოვიდგინოთ გივი სიხარულიძის ეპოქაში Continue Reading »

ამ სათაურით ფეისბუქ გამოკითხვა  ბლოგის ფეიჯით დაახლოებით 8

თვისწინ გავაკეთე, და ამ პერიოდში 34 ათასამდე ხმის მოგროვება შეძლო.  შედეგებით მეც ძალიან გავერთე და ალბათ ყველა ის ადამიანი, ვისაც პასუხების ჩაკითხვის დროს ერთხელ მაინც აღმოხდა გაოცების შეძახილი – “მეგონა ასე მარტო მე ვიყავი!”

ხმების მიხედვით პირველი ათი პასუხი შეკითხვაზე – ბავშვობაში მე მაინტერესებდა:

  1. მართლა დამიელმდებოდა თუ არა თვალები, თავში რომ ჩამარტყამდნენ თვალებდაელმებულს – 2,417 ხმა
  2. რამდენი ვარსკვლავი იყო სულ (არ შეიძლებოდა დათვლაო მეუბნებოდნენ) – 2,226 ხმა
  3. რატომ იყო აუცილებელი შუადღეს დაძინება (ვერავინ გამაგებინა და ვერ დამაძინა) – 1,816 ხმა
  4. ამას რომ დავშლი, მერე ავაწყობ? – 1,460 ხმა
  5. სად მიდიოდა მატარებელი “ბოლო გაჩერების” მერე – 1,231 ხმა
  6. როგორ ჩნდებოდნენ ტელევიზორში ადამიანები – 1,231 ხმა
  7. რა გარანტია მქონდა, რომ ვისაც დავიფიცებდი მოკვდებოდა – 1,221 ხმა
  8. მართლა თუ დამეკრობოდა კევი კუჭზე, ამიტომ ვყლაპავდი – 1,202 ხმა
  9. ცოცხლდებოდნენ თუ არა ღამე თოჯინები – 1,169 ხმა
  10. რა იმალებოდა ჩემი საწოლის ქვეშ – 1,147

ეს კი ჩემი ფავორიტი პასუხების ათეული შეკითხვაზე – ბავშვობაში მე მაინტერესებდა:

  1. შევძლებდი თუ არა კარადიდან პირდაპირ საწოლზე დახტომას – 906 ხმა
  2. რა იყო მეცხრე ბლოკი – 589 ხმა
  3. ცოლ-ქმარი იყვნენ თუ არა კურიერის წამყვანები – 482 ხმა
  4. რატომ იყო აუცილებელი ჭამა, როცა არ გშიოდა – 465 ხმა
  5. ჩვენთან რომ დღე იყო, ამერიკაში ღამე რატომ იყო – 428 ხმა
  6. მეგონა, რომ ყველა ქართულად ფიქრობდა, უბრალოდ სხვა ენაზე ლაპარაკობდნენ – 394 ხმა
  7. ამოდიოდა თუ არა სინათლე საფლავებიდან ღამით – 331 ხმა
  8. მე რომ ცხრაზე მაძინებდნენ თვითონ რომელზე იძინებდნენ – 325 ხმა
  9. მართლა ჰქონდა თუ არა ჩემს დამრიგებელს კეფაზეც თვალები – 123 ხმა
  10. მართლა ასუქებდა თუ არა ბლის მატლი – 43 ხმა

გამოკითხვა კი შეგიძლიათ იხილოთ აი აქ.

დაწერეთ თქვენ რა გაინტერესებდათ ბავშვობაში! : )