Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘Non-Fiction’ Category

ჰოი ზეციურო არსებანო, ვაგონში ზანგი შემოვიდა!

ვაგონში არსებული რამდენიმე თავი და იმდენივე ორჯერ თვალი მისკენ მიტრიალდა.

უცხო ხილის თვალიერებით გაერთნენ, მე მათი თვალიერებით.

წინ მჯდომ ბაბუს ლოგიკურია, ახალგაზრდობა უნდა გახსენებოდა. ომგამოვლილი მამა აჩვენებდა ზანგ მეგობართან ერთად გადაღებულ შინაარსობრივადაც შავ-თეთრ ფოტოს, და რამე კაცურ ამბავს მოუყვებოდა მეშვიდე კლასამდე ასი სხვადსხვა ინტერპრეტაციით. მერე ალბათ შვილსაც მობეზრდებოდა მოსმენა და ეზოში გაიქცეოდა ბურთის სათამაშოდ. ახლა ბაბუს თვალებში ბურთისადმი ზიზღი გამოსჭვივის, მამა ხომ ძალიან უყვარდა.

პლუს ერთი ზანგს. (more…)

Read Full Post »

ტელევიზიით რამდენიმე კვირაა ტრიალებს ვიდეორგოლი მეოცნებე ბავშვებზე, რომლებსაც რაღაც უნდათ. ზოგს ძმა, ზოგს დედა, ზოგსაც ლეპტოპი, იასამნისფერი.

ბოლო სურვილის პატრონი რომ გოგონაა, ალბათ ეჭვი არავის გეპარებათ.

თუმცა შეიძლება იფიქროთ რომ ეს რეკლამა ზედმეტად ყალბია, ზედმეტად ცდილობს ბავშვური ან ”გოგოშკური” პათოსით მოგხიბლოთ და ამიტომაც დიდად არ მოგწონთ. რომ 13 წლის გოგონას სურვილში, ჰქონდეს იასამნისფერი ლეპტოპი, არც გასაკვირი და არც გასაოცარი არაფერია. (more…)

Read Full Post »

წადით თქვენი!..

2 დღის წინ შემოთავაზება მივიღე, გამეკეთებინა საკუთარი რადიოგადაცემა. ამ შემოთავაზების მთავარი იდეა მდგომარეობდა ჩემში, ანუ იმაში, რისი თქმის სურვილი მქონდა მსმენელისთვის. შემეძლო თუ არა რამე მნიშვნელოვანი და საინტერესო მეთქვა.

ეს დღეები ბევრს ვფიქრობდი რა მინდოდა. ბევრი ამბავი გამახსენდა, პატარ-პატარა ამბები, რომლებიც თავში ირევიან და მინდა დავალაგო. და რამე კონცეფცია ჩამოვაყალიბო რა მინდა საერთოდ, რას მოვითხოვ, საკითხებს როგორ ვუდგები და ა.შ. არ შეიძლება ამ ყველაფერს უკვე არ ერქვას რამე. მაგრამ სამწუხაროდ მე არ ვიცი. მე მხოლოდ ის ვიცი რომ ხშირად მინდა ამ ხალხს ვუყვირო ”წადით თქვენი!” (more…)

Read Full Post »