Vive la Résistance!
ერთ დილასაც ვიღვიძებ და თბილისი მწვანე ფერში ცურავს. გული გამისკდა! არა, ჯერ ამერია (ვერ ვიტან მწვანეს) და მერე გამისკდა. რუკის გახსნა დავიწყე და გრუფებში შევვარდი – რა ხდება? რატომ არის ყველაფერი მწვანე? რა მოხდა? რა ამბავია? რა გვეშველება? კითხვებს ვისვრი აქეთ-იქით და თან ველოდები “ჩაიტვირთე შენი!”
როგორც იქნა რუკაც ჩაიტვირთა და ჰოი საოცრებავ, საქართველოს ადგილას უშველებელ მწვანე სამკუთხედს ვხედავ.
რა უბედურებაა? გავბრაზდი. ვინ ქნა? რა მნიშვნელობა აქვს. მოკლედ, დიდი მწვანე სამკუთხედია. ბაყაყებს ზეიმი აქვთ ესე იგი. ჩამოვუშვი ცხვირი.
ამასობაში პასუხიც დაწერეს სადღაც, ბოკამ საქართველოს მწვანე ფილდი შემოარტყაო. მერე რა გიხარია? ვკითხე თანაგუნდელს გაბრაზებულმა. არაფერიც არ უხარია არადა, უბრალოდ მე პირველად ვხედავ ამას, ის ალბათ მეოცედ, და რეაქცია არ აქვს.
საერთოდ, ურეაქციობა ძველების სტილია. ვერაფრით ვერ ვეგუები. მშვიდები, დინჯები და წყნარები არიან. მე კიდევ მინდა, რომ ახლავე გავვარდეთ უახლოეს ფოინთთან და ახლავე დავანგრიოთ ეს დიდი ფილდი.
ახლავეახლავემანქანაგვინდადამტენებიწყალიბენზინიინტერნეტირამდენხანშიჩავალთ?..
დაწყნარდი ქალო!
რუკას ვაკვირდები. ზემო აღნიშნული მწვანე სამკუთხედის კუთხეებია ბათუმი, სტეფანწმინდა და ჯანდა..ჰა? ჯანდარი. არც გამიგია არასოდეს. რუსთავის ცოტა იქით არის. გარდაბანი და იქვეა რა. მოკლედ არ ჩანს დიდი მანძილი, წავიდეთ რა!
ჩვენ დავანგრევთ? მე და შენ დავანგრევთ? ჩვენ ვეყოფით? – ტვინი შევუჭამე შერლოკს. ის დიდია და მე პატარა, მეშინია “ტყუილად არ ჩავიდეთ”.
დავანგრევთ. კი. მარტივად დავანგრევთ. შერლოკიც მპასუხობს დინჯად და აუღელვებლად, პარალელურად რაღაცას აკეთებს, რაზეც მე ტრადიციულად ნერვები მეშლება. რატომ არ განიცდის ეს ხალხი მწვანე ფერს ჩემსავით? რატომ არ მივდივართ სწრაფად? რატომ არ მივდივართ ახლავე? ჰაა?!
აი ნახევარ საათში წავალთ სოფელ ჯანდარში. ჯანდარაში – ასე ეძახიან აგენტები და ასე გავიცანი მეც – ჯანდარა. გვაქვს ინტერნეტი, დამტენები, წყალი. მოკლედ, გავდივართ. მივაგნებთ? რა თქმა უნდა მივაგნებთ, Google Maps-ი ჩვენი თანთია.
მოვიდა მიშამარიც, ჩავსხედით, გაიცანით ეს ანაა, ჩემი ცოლი. სასიამოვნოა, წავედით ჩქარა ჩქარააა. მე ვერავინ ვეღარ მაჩერებს, ძალიან აჟიტირებული ვარ.
გუგლი გვიჩვენებს, რომ არსებობს ორი გზა to Jandari Lake. ვვარაუდობთ რომ ეს გზები არის ცუდი და უარესი. და ვირჩევთ ერთ-ერთს, რომელიც რა თქმა უნდა აღმოჩნდა უარესი. არა უშავს, უკან დავბრუნდეთ მეორე გზით – ვიწყნარებთ თავებს. ვჯაყჯაყებთ, დავიღალეთ ცოტათი, მაგრამ მაინც კარგ ხასიათზე ვართ.
მერე პორტალს გავცდით, ინტერნეტმა აღარ დაიჭირა, მერე დავბრუნდით უკან, მერე გვეშველა და ვიპოვეთ, მერე ყველა გამვლელი მანქანა მეგონა მწვანეები, და ვჭყიოდი, რომ სასწრაფოდ დავანგრიოთ პორტალი, იდგა ფუნის საოცარი სურნელი, ცა იყო ძალიან ლამაზი და ვარსკვლავებით მოჭედილი, ჩვენ კი ნამდვილი მანიაკებივით ჩავყურებდით ჩვენს სმარტფონებს და ვჰაკავდით და ვჰაკავდით, რაც ძალი და ღონე გვქონდა.
მერე დავანგრიეთ. არამხოლოდ დავანგრიეთ, არამედ ჩვენიც ავაშენეთ. “თბილისი თავისუფალია, ვაშა!” გაუხარდათ ჩვენებს, ახლებს უფრო.
მერე წამოვედით დაღლილები და დაქანცულები, ჩუმად და ნელა. და დავიშალეთ.
მეორე დილით ვიღვიძებ, და თბილისი ლურჯ ფერში ცურავს. ააააა!!! რა მაგარიაა, ვინ ქნაა! ვინ გააკეთა, რა ლამაზიაა. რუკასთან მივვარდი. ულამაზესი ლურჯი სამკუთხედი დამხვდა. კუთხეები: ხაშური, ჟინვალი, ჯანდარა..
ჯანდარაა, ჯანდარაა, მოკლედ, ბედნიერი ვარ. ხაშური ძერემ დაიპყრო თურმე. უჰ – მაგარია.
მწვანეები რა თქმა უნდა ცხვირჩამოშვებულები არიან. ვიცი ჰო, გუშინ მეც ვიყავი. არა უშავს.
მივდივარ სამსახურში, გზაში კი ვჰაკავ და ვჰაკავ, ვჰაკავ დღისით და ღამით. ქალაქში მიდის პორტალების ნგრევა, როცა ქალაქი რამე ფერში ცურავს – სხვა არაფერი არ მოსულა, ლინკს ვერ გააბამ, ფილდს ვერ გააკეთებ.
საღამოს შეკრება გვაქვს ლურჯებს. დიდებმა ნუბებს რაღაცები უნდა გვასწავლონ. მე აღარ ვარ ნუბი, გავერკვიე ყველაფერში, იქით ვასწავლი ახლებს, ჰეჰე. ერთადერთი რაც განმასხვავებს ძველებისგან, არის მოუთმენლობა, და ჭყიპინი. შემიძლია ვთქვა, რომ სულ ვჭყიპინებ, და ვწუწუნებ ყველაფერზე. და კიდევ აგერ უკვე ერთი კვირაა შერლოკს ვუსმენ ყველას ერთსა და იმავე ტექსტს როგორ აუღელვებლად უხსნის და უყვება, და ვერ ვხვდები მაგდენი ნერვები როგორ აქვს. ვიდეოტუტორიალები ჩავწეროთ და მერე უბრალოდ ჩავურთოთ ყველას – ჰაჰაჰა. კარგ ხასიათზე ვართ მოკლედ და ბაც.
შეტყობინება მომდის, რომ რუსთავისკენ მიმავალ გზაზე ჩვენი პორტალი დაინგრა. ბოკამ დაარტყა. ბოკას მანდ რა უნდა?.. ჯანდარა..
ჯანდარაში მიდიან! აი მიდიან! ვაიმეე, დაანგრევენ ეხლა! დაანგრევეენ, ფილდს დაანგრევენ, ვაიმეე! ვიწყებ ჭყიპინს კუბ ხარისხში.
თითქმის არავინ არ ნერვიულობს ან ღელავს. მეტიც, წყნარად ლაპარაკობენ. პორტალს დაანგრევენ ხალხო!! ჰო, მერე რა? მშვიდად მიყურებენ ძველები. ნერვები მეშლება. გამაგიჟებს ეს ხალხი. რა ვქნათ? წავიდეთ? ჩვენც? ახლავე? მანქანა?ბენზინი?ინტერნეტი?მოდიხართ?
ამჯერად მივდივართ დიდები. ანუ მე და დიდები. სამნი. მაგარია, სწრაფად წავიდეთ რა!
მე მგონი ვერასოდეს ვერ ავაჩქარებ ამ ხალხს. ვბრაზდები ნელნელა. ვხვდები, რომ აზრი არ აქვს. ეტყობა ასეა საჭირო. ალბათ? აუ არ ვიცი. ვიღაცას (ჩემი ჩათვლით) ეფსია, ვიღაცას შია. ვიღაცას გასაღები სჭირდება. მოკლედ, ძალიან მღლის ეს დემოკრატია. ნელნელა ხასიათი მიფუჭდება. წავიდეთ რააა, რატომ არ მივდივართ? წავიდეეეეთ.
აი კიბორგაც მოვიდა. ჩავეტენეთ მანქანაში. არ აინტერესებს ჩვენი ემოციები, ცივად კითხულობს სად მივდივართ? აგერ არის წყალი, აგერ არის ჩარჯერები, აგერ არის კაბელი, აჰა ეს აჰა ის. ცოტა ვწყნარდები, რომ დომხალდემოკრატია აღარ გვექნება. ჯიპიესი მე ვიქნები.
წავედით, ამჯერად ვირჩევთ მეორე გზას. რომელიც არის კარგი. შეიძლება ითქვას, რომ მე ისევ განუწყვეტლივ ვნერვიულობ რა მოხდება, თუ იქ დაგხვდებიან მწვანეები. არ ვიცით. ალბათ არ დაგვხვდებიან. რომ დაგვხვდნენ? ვცემოთ. გავაკავოთ, ტელეფონები წავართვათ, ძუძუები დავანახოთ და გავართოთ. მოკლედ ათასი გზა არსებობს, რატომ არ უნდა ვინერვიულო ამაზე.
ნიკორასთან გავჩერდით, წყლები, პურები, ყველები, და ლორები რომ ვიყიდოთ. რიგში freef დგას, მე დავრბივარ და კალათში რაღაცებს ვყრი. ლორი ეს თუ ის? თუ ეს? შენ რომელი უფრო მოგწონს? არვიცისულერთიარადროსესარის. ამ დროს რიგში ვიღაც ქალმა გადაგვისწრო. ძალიან გვეჩქარება ქალბატონო!
წავედით გარდაბანში. მხიარულად მივდივართ, სოფელ გარდაბანში კლუბს ჩავუარეთ. ჰო, მართლა კლუბია, თავს დავდებ. პირველ სართულზე ბევრი კაცი ზის და სვამს, მეორეზე შუქები ციმციმებს და არცერთი ქალი. აუ ეხლა აქ რომ ჩაგსვათ რომელიმე გოგო – გოგოებს გვემუქრებიან. ვსკდებით სიცილით.
ამასობაში სილურჯე მოგვძვრა და სიმწვანე გადაგვეფარა. მწვანეებმა დაანგრიეს და თავისი პორტალი ააშენეს, და ფილდიც გააბეს, ისევ დიდი, და ისევ ნერვებისმომშლელად მწვანე. ჯანდაბა.
მერე ჩვენ სხვაგან გადავუხვიეთ, უფრო სწორად რუკის მიხედვით იქ უნდა გადაგვეხვია, სადაც გადავუხვიეთ, მაგრამ ჯობდა სხვაგან გადაგვეხვია, მერე ყველამ ერთდროულად დავიწყეთ ჭყიპინი, რომ მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, არა ქვემოთ, არა იქ, არა აქ, არაა სად მიდიხარ მანდ გზა არ არის, 12 წუთი დაგვრჩა, მიდი მივასწრებთ, ვერ მივასწრებთ, მარჯვნივ თუ მარცხნივ..
მე რა ვქნა ხალხო? წყნარად გვეკითხება კიბორგა. 6 კილომეტრი. მივასწრებთ? ვხვდები, რომ ვერ მივასწრებთ და კიდევ ერთხელ ვბრაზდები ყველას სიდინჯეზე, გამოსვლამდე, გამოსვლისას, გზაში. ვბრაზდები, მაგრამ რა აზრი აქვს? წინ გვაქვს 6 კილომეტრი და ცუდი გზა. 3 წუთი. ერთი წუთი. ვსო.
ყურებჩამოყრილები ვართ. უფრო მაგარი იქნებოდა რომ მიგვესწრო. მაგრამ ესეც მაგარია – მაინც დავანგრევთ. მივედით, და ბრააახ. უმაგრესია. მოძვრა ფილდები, ლინკები, პაკაათ მწვანეებო. ვყიჟინებთ სიხარულისგან. ნუ, მინიმუმ მე. გავაბით ფილდები. ისევ გავალურჯეთ ყველაფერი.
მერე ვჭამეთ და კარგ ხასიათზე დავდექით. ცა ისევ ვარსკვლავებით არის მოჭედილი, სუნი ისევ შთამბეჭდავია. რას გვიშვრება გუგლი იცით? აი ასე გვარბენინებს რაღაც ადგილებში, ჩვენი სმარტფონებიანად გარეთ რომ გამოგვიყვანოს, და გვაიძულოს ფეხი გადავდგათ.
უკანა გზაზე რუსთავიც ავიღეთ. გრუფში კი ვიღაცამ იხუმრა, რომ ჯანდარას პორტალთან მაღაზია უნდა გახსნას და გამდიდრდეს, მაინც იქ ვართ ყოველღამე.
მართალია, მაინც იქ ვართ ყოველღამე.
პ.ს. ვინც თითქმის ვერცერთი სიტყვა ვერ გაიგო პოსტში – ითამაშეთ ინგრესი. და რაც მთავარია – Join The Resistance!
დღეს დახედე რუკას :3 join the enlightened
Vive la Résistance! :3
❤
ამისტორის პარალელურად დავიწყე თამაში მე, მაგრებიხართ ❤
(Y) momenatra ase tamashi…