რამდენჯერ დაგინახავთ სახლში (კლუბიდან, რესტორნიდან, სხვა ქალაქიდან, სხვა ქვეყნიდან) დაბრუნებულს, ნარინჯისფერ უნიფორმაში გამოწყობილი მეეზოვეები? მე ბევრჯერ, და ეგეთ დროს სულ ერთი და იგივე ფიქრი მიტრიალებს თავში – რა პატივსაცემი ადამიანები არიან, როგორ დიდ მადლობას ვუხდი სინამდვილეში როცა ვხედავ (გულში, რა თქმა უნდა), როგორ არ ეზარებათ ჩვენი, ყველას დაყრილი ნაგვის დასუფთავება და ა.შ.
ცოტა ხნის წინ კი აღმოვაჩინე, რომ თორნიკეც ზუსტად ასეა განწყობილი მეეზოვეების მიმართ, და ამაზე ლაპარაკისას გაგვიჩნდა იდეა, რომ ეს ადამიანები რამით დავასაჩუქროთ. ბევრი ფიქრი არ დაგვჭირვებია, მალევე გადავწყვიტეთ რას ვაჩუქებდით. მთავარი ორგანიზება იყო, რომელშიც ცოტა მოვიკოჭლეთ “ახალი წლების” თანმდევი ცაიტნოტის გამო, მაგრამ მაინც, ავდექით 30 დეკემბერს დილით და 9-ზე წავედით ლილოში.
სადაც ვიყიდეთ 51 ცალი თერმოჭიქა, (50 უცნობი შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მეეზოვისთვის, და ერთიც ჩვენი უსაყვარლესი დამლაგებლისთვის, ლუდასთვის), და სასაჩუქრე პარკები (რატომღაც ლილოში არავის თავში არ მოსვლია ჰქონდეს ბევრი და სხვადასხვანაირი სასაჩუქრე პარკის ბიზნესი, ამიტომ საკმაოდ მწირ არჩევანს შორის როგორღაც ავარჩიეთ ლამაზები და “საახალწლოები”) დავტვირთეთ მანქანა და წამოვედით სამსახურებში.
თორნიკემ დააზუსტა, რომ მეეზოვეები თბილისის ყველა უბანში, ყველა ცენტრალურ ქუჩაზე ერთდროულად, 06:00 საათზე იწყებენ მუშაობას. და შესაბამისად გადაწყდა, ჩვენც ამ დროს უნდა დაგვეწყო დარიგება.
მერე დავწერეთ წერილი, და ორმოცდაათი ცალი ამოვბეჭდეთ. წერილი იმ შემთხვევისთვის გვჭირდებოდა, თუ რამე გარემოების გამო ვერ მოვასწრებდით ჩვენი საჩუქრის ყველა ადრესატისთვის აგვეხსნა, რატომ გადავწყვიტეთ მათთვის ამ კონკრეტული ნივთის ჩუქება. არ მინდოდა ძალიან სენტიმენტალური გამოსულიყო, მაგრამ თან ძალიან მინდოდა ამეხსნა ყველა მათგანისთვის, რატომ ვასაჩუქრებდით.
დღეს, 31 დეკემბერს, დილის 6 საათზე თორნიკე უკვე ჩემთან იყო, და დავიწყეთ დარიგება. ვარკეთილიდანვე გამოვყევით და საბურთალომდე მოვედით. ყველასთან ერთი და იგივე ტექსტით მივდიოდით “გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? გილოცავთ ახალ წელს, აი ეს თქვენ”.
ზოგი ძალიან იბნეოდა, და მადლობასაც ძლივს გვეუბნებოდა, ზოგი კიდევ პირიქით, თითქოს ელოდებოდა ჩვენს მისვლას და დავაგვიანეთ. 😀
ზოგი გვლოცავდა გაუჩერებლად და თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდით, უმეტეს შემთხვევაში მაინც ეჭვის თვალით გვიყურებდნენ, ჩვენ კიდევ ბოლომდე უტიფრად ყურებამდე გაღიმებულები ვიყავით და სხვა გზა არ ჰქონდათ, რომ არ დაეჯერებინათ, მართლა უბრალოდ ვულოცავდით ახალ წელს.
წერილები აშკარად გამოგვადგა, იმიტომ, რომ ახსნის დრო არ იყო, რატომ? თუ გვეკითხებოდნენ – მარტივად ვპასუხობდით წერილია და აი მანდ ნახავთ. და გამოვრბოდით მერე უხერხულობისგან, აბა იქ ხომ არ დავრჩებოდით და ვუყურებდით? უმეტესობა მადლობას გვიხდიდა და აგრძელებდა დაგვას ზუსტად ისე, როგორც ჩვენს მისვლამდე, გაუხსნელად, უბრალოდ ეს პარკიც ცოცხთან ერთად ეჭირათ ხელში.
ზოგს გადასძალა ცნობისმოყვარეობამ. 🙂
მოკლედ, სადღაც საათნახევარში დავარიგეთ ყველა ჭიქა, ვარკეთილიდან პეკინამდე გვეყო, ვინც კი გვიდა გზაში ყველას მივეცით. მეტი არც არავინ ჭაჭანებდა სულიერი. ერთმა ქალმა ვაჟა ფშაველაზე არ გამოგვართვა საჩუქარი, უკმეხად გვიპასუხა არ მინდაო. ალბათ ეგონა ვეკაიფებოდით. გული კი დაგვწყდა, მაგრამ რას ვიზამთ.
პ.ს. შეიძლება ეს ამბავი დიდი არაფერია, მაგრამ მაინც, მეც და თორნიკეც ვფიქრობთ, რომ კერძო ინიციატივაში არის სამყაროს ხსნა. ჰოდა, ასეთი იყო ჩვენი კერძო ინიციატივა 2014 წლის 31 დეკემბერს, იმედი მაქვს, მომავალ წელს უფრო მასშტაბურ რამეებს ჩავიდენთ.
ჰო, მართლა, გილოცავთ ახალ წელს. 🙂
აიიი, ბრავო! რამდენჯერ მიფიქრია,რამდენჯერ. ყოჩაღ ❤
ძალიან მაგარია.
ყოჩაღ!! სალო და თოკო! სამაგალითოები ხართ!!!
თქვენ ხართ ჩემი ბატონები 😀
მე ვამაყობ ასეთი თანამოქალაქეებით! ^_^ მეეზოვეებით და თქვენით, ბავშვებო 🙂 პ.ს. სხვებს გთხოვთ, მხოლოდ სიამაყით და გულაჩუყებული გრძნობებით ნუ შემოვიფარგლებით, ყველას შეგიძლიათ რაიმე მსგავსის “ჩადენა” 🙂 ასე, რომ … ❤
gaixareet :*
👍 მაგარია ^_^
გილოცავთ ! ! :*
რა საყვარლები ხართ ბავშვებო ❤ იდენჯერ მიფიქრია იმდენჯეეერ. მეც გილოცავთ ❤
ძალიან მაგრები ხართ! ყოჩაღ! :*
❤ კარგები ხართ ❤
ჩემს ქუჩაზე ყოველ დილით სამი მეეზოვე მხვდება . პირველად რომ მივესალმე , ძალიან გაუკვირდათ, მერე და მერე შეეჩვივნენ და ახლა ისინი მასწრებენ. ის კი არა , მათი ოჯახის, ჯანმრთელობის, მეზობელ-ნათესავების ამბებიც ვიცი უკვე. ჩემი მეზობლების შესახებაც რომ მეჭორავებიან 🙂
aww ❤
ბევრი ასეთი წერილი მინდა, უამრავი, ჩემს რამეებსაც გეტყვით როდესმე.:)
მე დილის 6 საათზე გათიშულს მძინავს, ისინი კი ამ დროს, ნებისმიერ ამინდში, ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავენ. მნიშვნელოვანია, მათი შრომა მადლობით მაინც დაფასდეს.
ვფიქრობ ყველას თუ არა მათ უმრავლესობას თქვენგან გაცემული საჩუქრით, ყურადღებით და მადლობის გადახდით მიღებული სითბო დიდხანს გაყვებათ.
ყოჩაღ! 🙂
მომეწონა ძალიან თქვენი იდეა ! მრავალ ახალ წელს დაესწარით! ❤
zalian kargi ram gaaketet xalxo , es dasafasebelia , gilocavt axal wels :* :*
კაერგი ბავშვწები ხართ თქვენ. სამწუხაროა სხვას რომ არავის მოუვიდა ეს აზრი თავში, მათ შორის არც მე.
თქვენ კი გაიხარეთ. გადაჭარბებული სულაც არ იქნება თუ ვიტყვი, რომ თქვენნაირი ადამიანები სამყაროს უკეთესობისკენ ცვლიან.
გული გამითბო ამ ადამიანების საქციელმა. აი ნამდვილი მოქალაქეები, მიყვარხართ!
თქვენ გენაცვალეთ, მადლობა ამ სითბოსთვის, ძალიან კარგო ადამიანებო და ოჯახისშვილებო, გაიხარეთ და გამრავლდით, გილოცავთ ახალ წელს!!!!!!!!!
mixariiaa da imedi armekargeba uketesi momavlis roca chvens shoris aseti adamianebi arseboben!!!
რა მაგარია, როცა კეთილ და გულისხმიერ ადამიანს, თან ამ სიკეთის ორგანიზების უნარიც გააჩნია. ასეთი ადამიენები ალამაზებენ ჩვენს ყოველდღიურობას. მიხარია, რომ არსებობთ და მიყვარხართ . (როგორ მინდა როდესმე მეც დავდგე მოუცლელობაზე, სიზარმაცეზე , ათას წვრილმანზე მაღლა და გავაკეთო რამე მაგდაგვარი))
მართლაც მაგრები ხართ. გაიხარეთ და მრავალს დაესწარით. თქვენ ბევრ ჩვენს თანამოქალაქეებს ძალიან კარგი მაგალითი მიეცით. მადლობა ამისთვის.
იმ ქალმა რომ არ გამოგართვათ ეგ ჭიქა მომეცით რა .
კარგია რომ ასეთი რამ გააკეთეთ
თორნიკე და სალომე ღმერთმა გაგახაროთ ასეთი კეთილი გული რომ გაქვთ…! მეც გილოცავთ ახალ წელს და ღმერთმა ბევრი ფული მოგცეთ, რომ ღმერთის შვილები მოიკითხოთ და დაეხმართ..!!
Молодцы артиллеристы!
რა მაგარია ^^^
ძალიან კარგი იდეაა! თორნიკე და სალომე, კარები ხართ…
აუცილებლად გავაგრძელებთ ამ იდეას და თერმო ჭიქებს გემრიელი ცხელი ყავითაც გავუვსებთ… ❤
“”გულში მადლობას ვუხდი როცა ვხედავ – როგორ არ ეზარებათ ჩვენი დაყრილი ნაგვის დასუფთავება”” ?
მერედა ვინ თქვა რომ არ ეზარებათ?
ჰაჰ.
❤ ❤ ❤ !!!!
მეტირება და მიხარია
jobia vtxovot rom dila adre daalagon quchebi da gaitanon nagavi!!! mteli dgee modzraoba gachedilia nagvis manqanebis gamo, sad ginaxiat evropashi rom 12-3 6 saatze dadiodes da yardes nagvis manqanebi, dilas unda daalagon dilas!!!!
პოსტი წაიკითხეთ თქვენ? რას ბოდავთ? 06:00 საათზე გადიან დასაგველად.
“ჯობია” რას ჯობია?
მათთვის ალბათ წლის საუკეთესო დასასრული იყო. ყველა ადამიანი იმსახურებს ერთი დღე მაინც რომ გავულამაზოთ. ძაან მაგრები ხართ! )))
ბრავო!!!!!!!
Gvian wavikitxe…zalian gamixarda, rom eseti axalgazrdebi gvkavs…warmomidgenia , imat rogor gauxardat, magram aranakleb mnisvnelovani, tkven tviton shinaganad, ramxela ,,siamovneba” ganicadet…gmertma arcert kartvels da zogadad adamians, ar moaklis,,ketili sakmis ketebis” survili…amit xom samkaro ufro galamazdeba da titoeuli chventagani tavs ufro bednierad igrznobs…madlobt salome da tornike…
მაგარია 🙂 ცოტა ხანია რაც მეც დავიწყე წერა . კარგია რომ აქ მოვხვდი