Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘For Sale (ნიჭიერი)’ Category

“შემოსული ხმების 28 %-ით ფინალშია ნატალი ვეფხვაძე” – გამოაცხადეს წამყვანებმა და მე და ფილარმონიის სცენამ ერთმანეთს თვალი ავარიდეთ.

ის, რომ აკროსტაილი ჟიურიმ გადაიყვანა და ნიცა ყიფიანი საქ. ბანკის ფავორიტი გახდა, ერთდროულად ცხადიცაა, და უმნიშვნელოც. მე და ფილარმონიის სცენა გასასვლელის ძებნა ვიწყებთ, თან ერთმანეთს ვუზიარებთ ყბის ჩამოვარდნის შთაბეჭდილებებს.

“იცი, ხანდახან გულწრფელად მეცოდებიან ის ადამიანები, ვინც ნიჭიერს აკეთებენ, აი ამდენს წვალობენ, რას არ ტენიან შოუში, როგორ ცდილობენ რამე განსხვავებული ნიჭი აღმოაჩინონ და გვაჩვენონ, და ბრახ, ხალხს მაინც მრავალჟამიერი მოსწონს” – ვეუბნები სცენას.  (more…)

Read Full Post »

გამარჯობა მკითხველო, ალბათ უკვე მიხვდებოდი, რომ ჩემი სამიზნეები ძირითადად ჟიურის წევრები არიან და არა მონაწილეები. ჟიური კი არ გაგიკვირდეთ და უკვე მესამე გადაცემაა არ შეცვლილა. შესაბამისად მოსაყოლი თითქმის არაფერი მაქვს, და თან სიტყვებით აღწერას ვამჯობინე უბრალოდ ჩემი ფავორიტი მონაკვეთები შემომეთავაზებინა სქრინების სახით.

აი ასეთია ხოლმე ჟიური იმ შემთხვევებში, თუ:

  • სცენაზე რაღაც საინტერესო ხდება

ჰმ

  • სცენაზე რაღაც კარგი ხდება

დიდი სიამოვნებით ვიდგებოდი ამ დროს სცენაზე

(more…)

Read Full Post »

ნიჭიერი თანდათან გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენი მოლოდინის გადაჭარბებისთვის უკვე მზად არის. ამის ნათელი მაგალითია 14 მარტის ანუ გასული ორშაბათის სერია. ჩემი ძალიან სუბიექტური შეფასებით, პროექტი ისეთი მრავალმხრივია, რომ არაფერი დაშავდება კვირაში შვიდივე დღეს თუ ეთერში მხოლოდ ეს შოუ გავა.

აი გადაცემები, რომელთა ჩანაცვლება შეუძლია ნიჭიერს:

კურიერი – პარკურის შესრულებისას დაშავებული მონაწილე ხომ ახალი და რაც მთავარია ცუდი ამბავია? კურიერიც არ უჩივის სენსაციების და მათი აღმოჩენების სიყვარულს.

კომედი შოუ – გასული ორშაბათის გადაცემაში რამდენიმე მონაწილის მიერ უნიჭო პაროდია ვნახეთ, რომელსაც იუმორისტულ ნომრად გვასაღებდა. თუმცა რეალურად ეს სასაცილო არ ყოფილა. არ ჰგავს კომედი შოუს?

საბავშვო ამბები – პატარების ცეკვა/სიმღერა, ახალი მათემატიკური ფორმულების გამოგონება, საბავშვო იოგა, საბავშვო ტანვარჯიში, საბავშვო კარატე, საბავშვო, საბავშვო..

ეკივოკი – გადაცემა, სადაც ბავშვები ხსნიან და უფროსები გამოცნობას ცდილობენ. მეც მაინტერესებს ხანდახან ზოგიერთი პატარა მონაწილის ნამღერი ან ნაცეკვი, ჟიურიში მჯდარ სამივე უფროსს რატომ ესმის კარგად და ძირითადად დადებითად, და მე არა.

ჯეოსტარი – ეს ყველაზე მეტად. ცუდი და კარგი მომღერლები ერთ სცენაზე. უნიჭო და ნიჭიერი ადამიანების ერთად შეგროვებას, მხოლოდ ჯეოსტარი და სადღესასწაულო უფასო კონცერტები თუ ახერხებენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნიჭიერი ჯერჯერობით, ასეთი ადამიანების რაოდენობითაც და ხარისხითაც, ორივეს სჯობია.

და რა თქმა უნდა, ერთადერთი და განუმეორებელი:

პროფილი – მგონი ეს შედარება კომენტარსაც არ საჭიროებს, ყოველი შემთხვევისთვის ჩამოგითვლით – კათარზისის მოხუცების სიმღერა, რომელმაც მთელი დარბაზი ცხარე ცრემლებით ატირა, მოსიყვარულე ცოლ-ქმრის გულისამაჩუყებელი ისტორია, კუთხური იუმორი, დედა-შვილობა, ოჯახი, მამული.. მოკლედ ეს ორივე შოუსთვის პარალელური თემებია.

შემეძლო სხვა არხების გადაცემებსაც გადავწვდომოდი, მაგრამ მოდი ნიჭიერის დროშის ქვეშ მათი გარეკლამება არ გვინდა. თანაც მაგათ ისედაც “თავზე აყრიათ რეიტინგი”.. (აქ ვიცინი)

მოკლედ თემას რომ დავუბრუნდეთ, შემომაქვს წინადადება, დავხუროთ რუსთავი ორზე ყველა გადაცემა და გავხსნათ ბევრი ნიჭიერი.

ახლა კი დროა ჩემი პოსტის ტექსტური და მოსაწყენი ნაწილი მორჩეს, და უფრო მხიარულზე გადავიდეთ.  (more…)

Read Full Post »

პროლოგის მაგივრად: თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, რომ ნიჭიერის მეორე სეზონი დაიწყო, გილოცავთ, თქვენ მსოფლიოს მასშტაბით იმ 200-მდე ადამიანის რიცხვში შედიხართ, რომელიც საკუთარი სურვილითაა გაყინული და ელოდება როდის გაალღობენ.

როგორც ხდება ხოლმე, ფილმის ტრეილერი ფილმზე უკეთესია, გადაცემის პრომო – გადაცემაზე, სოფო მაიკოს სჯობია, ვანო კი ნიკა მემანიშვილს.

თავი I – წამყვანები

ის, რომ თიკა ფაცაციას და ვანიკო თარხნიშვილის დუეტი ძალიან კარგი წყვილია, აქტიურ მაყურებელს პირველივე სეზონიდან ახსოვს, პასიურ მაყურებელს კი შანსი აქვს ახლა გაიცნოს ისინი, შეიყვაროს, გააფანატოს და დუტა დაავიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ პირველ გადაცემაში დამაკლდა წამყვანების რეალური ემოციები, რომელსაც ისინი როგორც წესი აქტიურად გამოხატავენ ხოლმე, და ბევრი მომეჩვენა ცუდად დადგმული სცენები (როგორიც იყო რამდენიმე გადალაპარაკება და ე.წ. შემყვანი ტექსტი შემდეგ მონაწილეზე ლოგიკურად გადასასვლელად), მაინც მგონია რომ თიკა და ვანიკო არაჩვეულებრივები არიან. ნიჭიერის პირველი სეზონზე მაყურებელიც ისე მიეჩვია ამ წყვილს, რომ ვერ აიტანეს სულ სხვა შოუში სულ სხვა გოგონა ვანიკოს გვერდით.

(more…)

Read Full Post »