Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ვანიკო თარხნიშვილი’

ნიჭიერი თანდათან გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენი მოლოდინის გადაჭარბებისთვის უკვე მზად არის. ამის ნათელი მაგალითია 14 მარტის ანუ გასული ორშაბათის სერია. ჩემი ძალიან სუბიექტური შეფასებით, პროექტი ისეთი მრავალმხრივია, რომ არაფერი დაშავდება კვირაში შვიდივე დღეს თუ ეთერში მხოლოდ ეს შოუ გავა.

აი გადაცემები, რომელთა ჩანაცვლება შეუძლია ნიჭიერს:

კურიერი – პარკურის შესრულებისას დაშავებული მონაწილე ხომ ახალი და რაც მთავარია ცუდი ამბავია? კურიერიც არ უჩივის სენსაციების და მათი აღმოჩენების სიყვარულს.

კომედი შოუ – გასული ორშაბათის გადაცემაში რამდენიმე მონაწილის მიერ უნიჭო პაროდია ვნახეთ, რომელსაც იუმორისტულ ნომრად გვასაღებდა. თუმცა რეალურად ეს სასაცილო არ ყოფილა. არ ჰგავს კომედი შოუს?

საბავშვო ამბები – პატარების ცეკვა/სიმღერა, ახალი მათემატიკური ფორმულების გამოგონება, საბავშვო იოგა, საბავშვო ტანვარჯიში, საბავშვო კარატე, საბავშვო, საბავშვო..

ეკივოკი – გადაცემა, სადაც ბავშვები ხსნიან და უფროსები გამოცნობას ცდილობენ. მეც მაინტერესებს ხანდახან ზოგიერთი პატარა მონაწილის ნამღერი ან ნაცეკვი, ჟიურიში მჯდარ სამივე უფროსს რატომ ესმის კარგად და ძირითადად დადებითად, და მე არა.

ჯეოსტარი – ეს ყველაზე მეტად. ცუდი და კარგი მომღერლები ერთ სცენაზე. უნიჭო და ნიჭიერი ადამიანების ერთად შეგროვებას, მხოლოდ ჯეოსტარი და სადღესასწაულო უფასო კონცერტები თუ ახერხებენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნიჭიერი ჯერჯერობით, ასეთი ადამიანების რაოდენობითაც და ხარისხითაც, ორივეს სჯობია.

და რა თქმა უნდა, ერთადერთი და განუმეორებელი:

პროფილი – მგონი ეს შედარება კომენტარსაც არ საჭიროებს, ყოველი შემთხვევისთვის ჩამოგითვლით – კათარზისის მოხუცების სიმღერა, რომელმაც მთელი დარბაზი ცხარე ცრემლებით ატირა, მოსიყვარულე ცოლ-ქმრის გულისამაჩუყებელი ისტორია, კუთხური იუმორი, დედა-შვილობა, ოჯახი, მამული.. მოკლედ ეს ორივე შოუსთვის პარალელური თემებია.

შემეძლო სხვა არხების გადაცემებსაც გადავწვდომოდი, მაგრამ მოდი ნიჭიერის დროშის ქვეშ მათი გარეკლამება არ გვინდა. თანაც მაგათ ისედაც “თავზე აყრიათ რეიტინგი”.. (აქ ვიცინი)

მოკლედ თემას რომ დავუბრუნდეთ, შემომაქვს წინადადება, დავხუროთ რუსთავი ორზე ყველა გადაცემა და გავხსნათ ბევრი ნიჭიერი.

ახლა კი დროა ჩემი პოსტის ტექსტური და მოსაწყენი ნაწილი მორჩეს, და უფრო მხიარულზე გადავიდეთ.  (more…)

Read Full Post »