Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘მუსიკა’ Category

ამბავი პირველი:

თითქოს ბურანიდან ფხიზლდები, ხვდები, თურმე რისთვის არსებობს მუსიკა. ხვდები, თურმე რაში გჭირდება ცეკვა – გათავისუფლებს სტრესებისგან. ხვდები რა პატარა პრობლემებით იწუხებდი თავს აქამდე. ხვდები ბევრ რამეს, რომ ირგვლივ ყველა კარგადაა, ყველა იღიმება, ყველა ბედნიერია, არავინ ჩხუბობს, არავინ დასცინის სხვებს, არავინ წუხს “რა ბანძი ზვუკი დგას”.. შეგიძლია სცენის წინ იცეკვო გაუჩერებლად, შეგიძლია კუთხეში ღობესთან იდგე, შეგიძლია შუაგულ დენსფლორზე პუფი მოათრიო, ჩაჯდე და ირგვლივ მოქანავე ტრაკებს უყურო, შეგიძლია ტუალეტის რიგში იდგე სამი საათი, შეგიძლია გაიხადო თუ გცხელა, ჩაიცვა თუ გცივა, შეგიძლია ილაპარაკო, ან არავისთან იკონტაქტო, შეგიძლია უსაზღვროდ ბევრს იღიმებოდე და ამის გამო სულელად და გიჟად არავინ ჩაგთვლის, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იქ ყველა იღიმება, ყველას ერთი მიზანი გაქვთ: უსმინოთ მუსიკას, რომელსაც იმ წუთში ღმერთად ცნობილი დიჯეი მხოლოდ თქვენთვის უკრავს.

music

დილით ყველანი ერთად, ან ცალ-ცალკე და მერე ერთად, ან პირიქით, მზის ამოსვლას ეგებებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ეგებებით ისე, თითქოს თქვენს ცხოვრებაში პირველად გათენდა. ზოგი უკვე დაღლილი ზის, ზოგი წევს, ზოგს სძინავს, ზოგი იცინის, ზოგი თვლემს, ზოგს სცივა და ტანსაცმელს ეძებს, ზოგი ცხელ ყავას ნატრობს, ზოგის სახელი არც იცი. მეტიც, შეიძლება არავის სახელი არ იცოდე. და მერე რა? სახელები ძალიან უმნიშვნელოა. თქვენ ყველანი ის თოჯინები ხართ, წუხელ ღმერთად ცნობილმა დიჯეიმ ბგერებზე რომ გამოგაბათ და მთელი ღამე გაცეკვათ. დილა მშვიდობისა.

ამბავი მეორე:

სცენაზე მოხუცები დგანან, დიახ, მოხუცები. როკენროლია, ხალხი ხტუნავს, თავს იქნევს. ზოგი მთელი ხმით ღრიალებს, ზოგი მღერის, ზოგი კისერზე აზის ზოგს. ყველა ბედნიერია, ზოგი შეიძლება ბედნიერებისგან ტირის კიდეც, ვინ პირველ რიგში დგას, ვის ბოლოში დგომა უფრო უსწორდება. ზოგი ფოტოებს იღებს, ვიღაცები ვიდეოს. შენ არ გიყვარს როკენროლი, და მითუმეტეს ღმერთებად ცნობილი მოხუცები, სცენაზე რომ დგანან. მერე რა? შენც ერთობი, მართლა ერთობი – მოგწონს ხალხი რომ ბედნიერია. შეგიძლია მთელი ეს დრო მათი ბედნიერებით და სიცილით და ღიმილით დატკბე, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად არ გიყვარს ის მუსიკა, რაც სცენიდან ისმის. სამაგიეროდ გიყვარს და გიხარია ბედნიერება. დიდი და პატარა, ყველა ერთნაირად და სხვადასხვანაირად ერთობა, მიზანი ყველას ერთნაირი აქვს – იყვნენ ბედნიერები, გაიცინონ, იმღერონ, გაერთონ, იყვირონ, იკივლონ, ან თუნდაც ჩუმად იდგნენ და მხოლოდ საკუთარ თავს გაუზიარონ ფიქრები იმის შესახებ, რა კარგად არიან ახლა. გიხარია და უსაზღვროდ ბევრს იღიმები.

ამბავი მესამე:

ტყეში ხარ, შენ და კიდევ დაახლოებით 200-მდე ადამიანი. ერთმანეთისთვის საერთოდ უცნობი არსებები ერთნაირი სინქრონით ირხევით იმ მუსიკაზე, რომელსაც თვალებდახუჭულიც ხედავ. შეგიძლია ხელიც ჩაკიდო და ირბინო მინდორში, ან არც კი გაინძრე ადგილიდან, შეგიძლია თვალი გაახილო, შენს გვერდით მდგარ უცნობ მოცეკვავეს სანთებელა მიაწოდო, პასუხად ღიმილების კალათა მიიღო და ისევ განაგრძო საკუთარი სხეულის დაცლა იმ ყველაფრისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გგონია ხოლმე, აქ კი სასაცილოდ პატარავდება და ჭიანჭველისხელა ხდება. ვიღაც გეჯახება, მერე რა? თქვენ ორივეს გიყვართ ერთმანეთი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი. იღიმებით და აგრძელებთ სიამოვნების მიღებას მუსიკისგან და ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან. თვალებს ახელ და უსაზღვროდ ბედნიერი ხარ იმის გაცნობიერებით, რომ ეს გოგო-ბიჭები, ერთმანეთისთვის სრულიად უცნობები ან დიდი ხნის მეგობრები, ქალაქიდან შორს, ტყეში მხოლოდ ამ ყველაფრისთვის შეიკრიბნენ. ერთი უსაფრთხო და კეთილშობილი მიზნისთვის – იცეკვონ და მუსიკას მოუსმინონ. ბედნიერი ხარ, შენც, და სხვებიც.

აი, ამიტომ ეშინიათ შენი.

Read Full Post »

______________________________________________________________________

  • მოუთმენლობა – როცა ფეისბუქზე მესიჯის ნოტიფიკაცია ინთება, და სანამ ნახავ ვისგან არის, მანამდე შენი ყველა უჯრედი გაურკვეველი მიმართულებით აგზავნის თხოვნების კასკადს “ნეტა ის იყოს”.
  • იმედგაცრუება – როცა გეზიზღება ყველა ადამიანი, რომელიც შენს ნოტიფიკაციებში ინთება და “ის” არ არის.
  • პეპლები – როცა არ ელოდები და უცებ ჩატში გიხტება და სანამ წაიკითხავ რას გწერს, მანამდე მიკროინფარქტი გაქვს. სიხარულის რასაკვირველია.
  • ნერვიულობა – როცა ძალიან ბევრს ფიქრობ რა უპასუხო ჩვეულებრივ კითხვაზე.
  • ირიბად ლაპარაკი – როცა ბლოგზე ყველა პოსტს მისთვის წერ.
  • მოწყენილობა – როცა არ ჩანს და ძველ მესიჯებს ათვალიერებ.
  • დაკვირვება – როცა გაინტერესებს როგორ განვითარდით და ძველ მესიჯებს ათვალიერებ.
  • გაკვირვება – როცა ძველი მესიჯების კითხვისას აღმოაჩენ, რომ საწყის ეტაპზე უფრო დაუკვირვებელი, მხიარული და Cool იყავი.
  • გამოძიება – როცა აჭერ See Friendship-ს, “ის” და შენ. “ის” და “ის”, “ის” და “ეს ძუკნა”.
  • ვარსკვლავები თვალებში – უკვე ძალიან ბევრჯერ რომ დაათვალიერე მისი ყველა ალბომი ფეისბუქზე, და ყველა სურათში მოგწონს.

  • გაბუტვა – როცა იმ ფოტოს იყენებ პროფილის სურათად, რომელზეც იცი, რომ არ მოსწონხარ.
  • საკუთრების განცდა – როცა ეჭვიანობ ყველაზე, ვინც ვოლზე უწერს “როგორ მომენატრეეეეეე :* :* <3”. მთელი დღე ფუჭდება, თუ ამ ვოლპოსტს შენი ობიექტი ალაიქებს.
  • დამოკიდებულობა – როცა ყველა შენს სტატუსს “მისი თვალით” უყურებ, და ცდილობ მიხვდე – მიხვდება თუ არა.
  • ტყუილი – როცა ზოგჯერ არ გესმის მისი ხუმრობები, მაგრამ მაინც იღიმები.
  • მხარდაჭერა – როცა კამათში შეიძლება არ ჩაერთოს, მაგრამ შენს არგუმენტს გილაიქებს, და მიწას მყარად გრძნობ ფეხქვეშ.
  • ხაფანგი – როცა ონლაინ ინთება, და “შემთხვევით” მის საყვარელ სიმღერას აშეარებ.

და ბოლოს:

არეულობა – როცა გინდა მოეფერო და ამის გამო ებუტები, როცა გინდა თბილი იყო და ამის გამო ეჩხუბები, როცა გინდა ჩაეხუტო, და სიგარეტს უკიდებ, როცა გინდა გაუღიმო, და სხვა მხარეს იხედები, როცა გენატრება და არ წერ, როცა გირეკავს და ვერ პასუხობ, როცა ლაპარაკი გინდა და ღიღინს იწყებ, როცა უნდა შეხვდე და ვერ ფიქრობ რა ჩაიცვა, როცა გინდა ჩაისუნთქო და თვალებს ხუჭავ, როცა მოწყენილ სახეს უმალავ და გინდა დაინახოს, როცა თბილ ხელებს ფრთხილად ეფერები, როცა არ გყოფნის და ამის გამო უბღვერ, როცა ყოველ ჯერზე ფიქრობ, რომ უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყავი, როცა გეშინია – არ მიხვდეს.

როცა გეშინია, რომ შეიძლება მართლა ვერ მიხვდეს.

Read Full Post »

“- წელიწადის რომელი დრო გიყვარს ყველაზე მეტად?

– შემოდგომა.”

საღამოს გაღვიძება და უსიამოვნო წინა დღე, ლეპტოპი, ფეისბუქი, სამი ნოტიფიკაცია: ლაიქი, ივენთის მოსაწვევი, მეგობრობის თხოვნა. Refresh, რამე მუსიკა, არა, ეგ არა, არც ეგ. კარგი, არ გვინდა მუსიკა. ხუთ წუთში მზე ჩავა, ვერ მოვასწრებ გადაღებას? ვერა. სასაცილოა რას დასდევ ამ ჩამავალ მზეებს. იმიტომ ხომ არა, რომ უფრო თბილია, ვიდრე ამომავალი? ჰა-ჰა! არ ადგები? ჰო, რა აზრი აქვს. კარგი, იქნებ გეჭამა რამე. არ გინდა? რა აზრი აქვს +/-3 კგ. Refresh, ანთია? არა არ ანთია. ვოლზე შევიხედოთ, ლინკები, ლაიქები, მომენატრეები, მიყვარხარები, გულები, სმაილები. ტფუ. Refresh. სიგარეტი. გავიდეთ? სად გავიდეთ, უბანი იდიოტებით გაქვს სავსე.

– პინგ.

– პონგ.

– როგორ ხარ?

– I’m ok.

– რას შვრები?

– არაფერს. გავიღვიძე.

– ცუდ ხასიათზე ხარ?

– საერთოდ არ ვარ არანაირ ხასიათზე.

– კაი.

(***** is typing) (***** has entered text) (***** is typing) (more…)

Read Full Post »


 

 

 

 

 

 

Read Full Post »

შესავალი: ერთ-ერთ სერიალს ვუყურებდი, როცა რაღაც კარგს მოვკარი ყური ფონად, ჰოდა მერე დავძებნე და ძალიან გამიკვირდა რომ ისეთი კარგი ჯგუფი, როგორიც ერლიმარტია, რომელსაც უკვე 6 ალბომი აქვს, ასეთი არაცნობილია. ჯერ გამიკვირდა, მერე გამიხარდა. ჰოდა მოკლედ, დღეიდან სრულ უფლებას ვიტოვებ, ამ ჯგუფს ჩემი აღმოჩენილი ერქვას. თუ ვინმეს საწინააღმდეგო აზრი გაქვთ, მიმართეთ კომენტარების ფორმას.

(more…)

Read Full Post »

გამოვეხმაურები თემას.. კიარადა კატეოგრიას და ვეცდები რამე ცოტა უფრო “ბლოგური” გამოვიწურო ტვინიდან..

ალბათ ყველაზე მოვლენური მოვლენით, U2-ს ჩამოსვლით დავიწყებ. ყველას გაგვიხარდა, საერთოდ ასე ვიცით, როცა ვინმე ჩამოდის, საერთოდ არ ვინტერესდებით არც იმის  მუსიკალური ჟანრით  და არც საკუთარი მუსიკალური გემოვნებით, მთავარია კონცერტზე წახვიდე და მერე თქვა რომ კონცერტზე იყავი. ასეა ჯაზ ფესტივალებზე და ასეა ოუფენ ეარებზე.

და გაგვიხარდა ყველას, ახალი მასალა მოგვეცა საკუთარი სნობიზმის გამოსავლენად, რომელსაც ხელიდან არ გავუშვებთ რა თქმა უნდა. თურმე ბათუმში ჩამოდის, ალბათ საკურორტო სეზონზე არ იქნებოდა ბათუმში ამდენი ხალხი, რამდენიც ახლა, დეკემბრის ბოლოს, U2ს კონცერტზე დასწრების მსურველთა და სნობების საერთო რაოდენობა.

ჰოდა წავა ეს ხალხი ბათუმში, დაახლოებით რამდენი? ვთქვათ 10 000 კაცი, პირობითად. აქედან მათემატიკური სიზუსტით შემიძლია გითხრათ, რომ 2 000-მდე ადამიანმა იცის ვინ არიან ეს მუსიკოსები, იცნობენ ამ ჯგუფს ნორმალურადზე ცოტა უკეთ, დარჩენილი ადამიანებიდან, 4 000-მდეს ერთხელ მაინც გაუგია ან ქუჩაში დაუნახავს სახელი U2 (აქედან უმრავლესობას ჰგონია რომ ეს იუთუბის მოკლე ვარიანტია ადვილად დასამახსოვრებლად) დანარჩენი 4 000-დან კი 1 000-მდე ადამიანი სნობია, 1 000-მდეს ფული აქვს და არ იცის რაში დახარჯოს და ბარემ კონცერტზე წავა, ანუ ფულიანი სნობია, დანარჩენი კი ადგილობრივი სეირის მაყურებელი საზოგადოებაც და ეგ არის!
კონცერტიც შედგა..

წასვლის წინ ბონო ურცხვად მოგვატყუებს, რომ ასეთი ერთგული მსმენელი არსად უნახავს, მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი მაგრამ ასეთი მოსიყვარულე, ფანატი მაყურებელი  არასდროს
შეხვედრია, პირობას დადებს რომ ისევ ჩამოვა.. და ბოლოს გვისურვებს მშვიდობას, გვირჩევს ხაჭაპურის ცხობას და ხინკლის მოხვევას გავყვეთ ბოლომდე..

Read Full Post »