______________________________________________________________________
- მოუთმენლობა – როცა ფეისბუქზე მესიჯის ნოტიფიკაცია ინთება, და სანამ ნახავ ვისგან არის, მანამდე შენი ყველა უჯრედი გაურკვეველი მიმართულებით აგზავნის თხოვნების კასკადს “ნეტა ის იყოს”.
- იმედგაცრუება – როცა გეზიზღება ყველა ადამიანი, რომელიც შენს ნოტიფიკაციებში ინთება და “ის” არ არის.
- პეპლები – როცა არ ელოდები და უცებ ჩატში გიხტება და სანამ წაიკითხავ რას გწერს, მანამდე მიკროინფარქტი გაქვს. სიხარულის რასაკვირველია.
- ნერვიულობა – როცა ძალიან ბევრს ფიქრობ რა უპასუხო ჩვეულებრივ კითხვაზე.
- ირიბად ლაპარაკი – როცა ბლოგზე ყველა პოსტს მისთვის წერ.
- მოწყენილობა – როცა არ ჩანს და ძველ მესიჯებს ათვალიერებ.
- დაკვირვება – როცა გაინტერესებს როგორ განვითარდით და ძველ მესიჯებს ათვალიერებ.
- გაკვირვება – როცა ძველი მესიჯების კითხვისას აღმოაჩენ, რომ საწყის ეტაპზე უფრო დაუკვირვებელი, მხიარული და Cool იყავი.
- გამოძიება – როცა აჭერ See Friendship-ს, “ის” და შენ. “ის” და “ის”, “ის” და “ეს ძუკნა”.
- ვარსკვლავები თვალებში – უკვე ძალიან ბევრჯერ რომ დაათვალიერე მისი ყველა ალბომი ფეისბუქზე, და ყველა სურათში მოგწონს.
- გაბუტვა – როცა იმ ფოტოს იყენებ პროფილის სურათად, რომელზეც იცი, რომ არ მოსწონხარ.
- საკუთრების განცდა – როცა ეჭვიანობ ყველაზე, ვინც ვოლზე უწერს “როგორ მომენატრეეეეეე :* :* <3”. მთელი დღე ფუჭდება, თუ ამ ვოლპოსტს შენი ობიექტი ალაიქებს.
- დამოკიდებულობა – როცა ყველა შენს სტატუსს “მისი თვალით” უყურებ, და ცდილობ მიხვდე – მიხვდება თუ არა.
- ტყუილი – როცა ზოგჯერ არ გესმის მისი ხუმრობები, მაგრამ მაინც იღიმები.
- მხარდაჭერა – როცა კამათში შეიძლება არ ჩაერთოს, მაგრამ შენს არგუმენტს გილაიქებს, და მიწას მყარად გრძნობ ფეხქვეშ.
- ხაფანგი – როცა ონლაინ ინთება, და “შემთხვევით” მის საყვარელ სიმღერას აშეარებ.
და ბოლოს:
არეულობა – როცა გინდა მოეფერო და ამის გამო ებუტები, როცა გინდა თბილი იყო და ამის გამო ეჩხუბები, როცა გინდა ჩაეხუტო, და სიგარეტს უკიდებ, როცა გინდა გაუღიმო, და სხვა მხარეს იხედები, როცა გენატრება და არ წერ, როცა გირეკავს და ვერ პასუხობ, როცა ლაპარაკი გინდა და ღიღინს იწყებ, როცა უნდა შეხვდე და ვერ ფიქრობ რა ჩაიცვა, როცა გინდა ჩაისუნთქო და თვალებს ხუჭავ, როცა მოწყენილ სახეს უმალავ და გინდა დაინახოს, როცა თბილ ხელებს ფრთხილად ეფერები, როცა არ გყოფნის და ამის გამო უბღვერ, როცა ყოველ ჯერზე ფიქრობ, რომ უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყავი, როცა გეშინია – არ მიხვდეს.
როცა გეშინია, რომ შეიძლება მართლა ვერ მიხვდეს.
მანქ, ნუ მწერ 🙂
ვგულისხმობ, რომ ჩემს სათქმელს წერ :))))
მომკალით 😐
როცა გეშინია, რომ შეიძლება მართლა ვერ მიხვდეს.
ამწამს აინთო ))
:))
-თქვი რამე! :))
-რამე…
♥
მიყვარხარ მანქ
სსსერიოზული მწერალი ხარ ოე,პატარა ხარ ჯერ,არ შეიძლება თლა ასე “მწარედ” ზუსტად წერდე:> wow wow wow
დამოკიდებულობა – როცა ყველა შენს სტატუსს “მისი თვალით” უყურებ, და ცდილობ მიხვდე – მიხვდება თუ არა ––> გენიალურია:)
ძალიან, ძალიან კარგად წერთ, ვკითხულობ თავიდან და მერე ისევ თავიდან:)
მადლობა თაკო, მრავლობითი ფორმა საჭირო არ არის, გეხვეწები :დ ვკომპლექსდები :დ
რ ჯანდაბა ვთქვა, უკვე თქვი!
მომეწონა ძალიან! ეს დღევანდელი რეალობაა უკვე. ბოლო აბზაცი განსაკუთრებით კარგია 🙂 )
წუბ სმაილს დავემსგავსე! და სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ
მე2 წელია რილეიშენშიპში ვარ (სერიოზულს რომ ეძახიან უკვე ისეთში xD) მაგრამ სთილ ყველა შენი ზემოთჩამოთვლილი პუნქტი მაინც სრულ აქტივობაშია!! ამეებს დავამატებდი ოღონდ:
– გაბრაზება! – როცა შენს შენიაზრით ძალიან ქიუთ სურათს ტვირთავ გულისფანცქალით, ის კი საერთდ არ იმჩნევს და არც კი გილაიქებს!
და
– იმედგაცრუება! – როცა ნოტიფიქეიშენში მის სახელს ხედავ, გგონია რო აი როგორც იქნა დაგიწერა, რომ ძალიან საყვარელი ხარ და ძალიან უყვარხარ! მაგრამ კომენტარი დაახლოებით ასეთ შინაარსისაა: “ეს კატა ნუგზარისია ხო?”
xDD ვისიამოვნე მოკლედ X3 great work ❤
ის მომენტი როცა ცრემლი გადგება.
ის შეგრძნება რომელიც ასე იშვიათად მაქვს-ჩემი სათქმელი თქვეს.
რაც დრო გადის, უფრო დიდ პატივს გცემ.
ძალიან თბილი და კარგი პოსტია.
:*
და როცა “ის” მართლა ვერ ხვდება…
აუ ეს სიმღერა ვისიაა? ❤
როცა არ გყოფნის და ამის გამო უბღვერ, როცა ყოველ ჯერზე ფიქრობ, რომ უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყავი, როცა გეშინია – არ მიხვდეს. როცა გეშინია, რომ შეიძლება მართლა ვერ მიხვდეს.
❤
ბოლო აბზაცში როგორი მომენტებიც აღწერე, მასეთ მომენტებში ვერ ვიტან ხოლმე ჩემ თავს.
კარგი პოსტი იყო, სულში ჩამწვდომი :))
აააჰჰჰ იეეს აი ზუსტად ეგრეა 🙂
და კიდევ საკუთარი პროფილის უადგილო თვალიერება This is how your timeline looks to .. :)))
ჰაჰაჰა :დ ვფიქრობდი რამე ხომ არ მრჩება მეთქი :დ
შენს ყველა პოსტში იგრძნობა, შენი განსაკუთრებული უნარი – ყველაფერს საკუთარი სახელი დაარქვა. ძალიან კარგად შეგიძლია რეალობის აღქმა და მერე ჩვენთვის გადმოცემა. ბევრჯერ განმიცდია შენს მიერ აღწერილი შეგრძნებები, მაგრამ ვერასოდეს ვერ აღვწერდი მათ. ყოჩაღ ^^
❤
გამიარა, დიდი ხნის წინ ))))
გენიალური მიგნებებია ❤
გენიალურია :)))
როცა მისი სტატუსის საკუთარ თავთან დაკავშირებას ცდილობ, but in vain, ან თითქოს გიკავშირდება, თითქოს არა… იბნევი, ვერ ხვდები…
როცა ის მხიარულად აკომენტარებს სხვების პოსტებზე და შენ ნერვები გეშლება:@
როცა რაღაცას გილაიქებს, ნახულობ და მხოლოდ ქავერ ფოტოა 😦
ეჰ
kargi iyo manqiii :*:*:*:******
მანქი, რა ზუსტად თქვი ყველაფერი ❤
არაჩვეულებრივი იყო.. საოცარი! ^^ ყოჩაღთ ♥♥♥ ^^
http://www.facebook.com/manqieri/posts/293866384002196 : )))))
superb 🙂
ყველაზე მაგარი ეს იყო. ამ ორ შიშში გავატარე 5 წელიწადი 🙂
უგრძვნია )))) კაი პოსტია….
ისედაც ვხვდები სალ, არ იყო ამხელა პოსტი საჭირო :დ
პ.ს. კარგია :*
ბიჭო ასე პოსტ-პოსტ უნდა მალაპარაკებდე მერე თუ ისედაც ხვდები? :დ
პ.პ.ს. მაგრამ მუსიკა უკეთესია 😀
ეე რა პონტია, ყველა ქალიც ერთნაირი ყოფილა 😀
მაგარია!
ეჰმ, ახლა დავფიქრდი როდის ხდებოდა მსგავსი რამეები ჩემს ცხოვრებაში და ვერ გავიხსენე. არადა რომ ხდებოდა, ეგ ზუსტად ვიცი :))) დავბერდი ალბათ 😐
დამთრგუნა:| სიჯვარულის ჯეკაც დედ!:პ
დღეს გამახსენდა: ქლოუს ფრენდებში რო აგდებ და როგორც კი რამეს დაპოსტავს მაშინვე ნახულობ, და კიდე საერთოდ ყველაფერს რასაც ფეისბუქზე გააკეთებს
რატო ესე ზუსტად რატო ! )
უკვე ვეღარც ვაკონტროლებ ისე ვაკეთებ ამ ყველაფერს .
დღეიდან ვედები გადავეჩვიო !
აი ამ კომენტარის წერისსასაც 1000000 ჯერ გამექცა თვალი ფეისბუქის თაბისკენ
მოკლედ, უსაზღვრო პატივისცემა ჩემგან ! ❤
ULTRA Gaaaaaaaaaaaay
კაი ბლოგერი, კაი ბლოგერია, ჰეჰ
ბრრრრრრრ :))
blead ეგაააააა :((((((((
:დ:დ
კარგი ვინმე ხარ რა ❤ ზუსტია 🙂
dzaan realuria sagol avtor ramis chavskdi tirilit amas rom vkitxulobdi… 😦 :* forza მანქი! 😀
ბრავო, ჯასთ ბრავო.
“პეპლები – როცა არ ელოდები და უცებ ჩატში გიხტება და სანამ წაიკითხავ რას გწერს, მანამდე მიკროინფარქტი გაქვს. სიხარულის რასაკვირველია.”
awww ❤ ყველაზე კარგი
საერთოდ ძალიან კარგად წერ
მინდა რომ ვიკითხო და ვიკითხო :დ
მე არ მქონია ეს პონტი და ვინმე უნდა შევიყვარ ერთი,ვცდდი კიბერ სიყვარულს :დ მანქი დღეს რას აკეთებ? :დ :დ
ვვახშმობ შეყვარებულთან ერთად 😀
cyber-zoned
es tema chemi sheyvarebulia simgeriturt!
მთავარია სიყვარული არ დაივიწყოს ერმა და მნიშვნელობა არ აქვს ,,კიბერი” იქნება იგი თუ ,,ესკალატური”
უფალმა გაგაძლიეროს, ავტორო ✞
ჰაჰ, რა მიქენი ეს =))))
ეჰ 😦
ნეტა როდის ვნახავ კიდევ ვინმე მასეთს :<
რა ყველა ერთნაირები ვართ ისე
კიბერ-დაშორება 😦
რომ ქრება, უბრალოდ ქრება 😦
ან ძახილის ნიშანი რას უშველის, როდესაც სიხშირეებიც კი გადაკეტილია? 😦
მომცონს შენი ცინიკური სიმართლე :))) ალბათ ეს ფენომენი რაღაც დოზით ყველას გვჭირს