Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for იანვარი, 2010

დღეს შემეცნებითი პოსტის დაწერა გადავწყვიტე, მათთვის, ვინც არ იცნობს ჯგუფს – “The Goo Goo Dolls”

ერთ ძველ დისკზე წავაწყდი, როგორც ჩანს ადრე მომისმენია, არ მომწონებია და მიმიგდია. ახლა კიდევ მივმხვდარვარ, რომ ეს ისაა რისი მოსმენაც ყველაზე ძალიან მინდოდა.

მოკლედ ჯგუფი ==>  The Goo Goo Dolls

The Goo Goo Dolls

History – მე პირადად ძალიან გამიკვირდა როცა აღმოვაჩინე რომ 1986 წლიდან არსებობენ. მე კიდევ სულ რაღაც რამდენიმე თვეა გავიგე. მრცხვენია საკუთარი ინფორმაციული ვაკუუმის. წევრებს რაც შეეხება ისეთი უცნაური გვარები აქვთ, გადავწყვიტე პირდაპირ ინგლისურად დავწერო თორემ რამე შემეშლება:

John Rzeznik – ვოკალი, სოლო გიტარა, ბექ ვოკალი 

Robby Takac – ბექ ვოკალი,ბასი, ვოკალი

Mike Malinin – დრამი, პერკუსია

ლასტ FM-ს თუ დავუჯერებთ, ჯგუფი უკრავს ალტერნატივას, ალტროკს, ინდის და ინდი როკს.

მე პირადად ძალიან მომწონს და ჟანრობრივი თვისებებით არ დავინტერესებულვარ.

9 ალბომი აქვთ გამოშვებული და აქედან ბოლო – “Something for the Rest of Us” 2010 წელს.

არც ისე პოპულარულები არიან მგონი. 1999-2000 წლებში გრემიზე იყვნენ წარდგენილები, თუმცა არ მოუგიათ.

რაც შეეხება შემოქმედებას, ყველაზე პოპულარული სიმღერაა “Iris” რომელიც სპეციალურად ფილმისთვის “ანგელოზების ქალაქი” დაიწერა.

და ასევე ფილმში “ტრანსფორმერები” არის მათი ერთი კომპოციზია.

მოკლედ ეს იყო (ზემოთ) მოკლე ინფორმაცია ამ ჯგუფზე და ესაა (ქვემოთ) მოკლე ინფორმაცია მათ შემოქმედებაზე.

The Goo Goo Dolls – Iris

The Goo Goo Dolls – Before It’s Too Late (Transformers Soundtrack)

The Goo Goo Dolls – Let Love In

The Goo Goo Dolls – Better Days

The Goo Goo Dolls – Stay With You

ვიდეოების დაყრასაც ვაპირებდი მაგარამ იუთუბმა მიღალატა..

დღეისათვის სულ ეს იყო..

(c) monkey

Read Full Post »

რამდენიმე დღის წინ, ერთერთ ფორუმზე წავაწყდი ზემოთხსენებულ “annoying orange”ს. ერთი სამჯერ ვუყურე ამ როლიკს და სიმართლე გითხრათ ბევრიც ვიცინე. შეიძლება უბრალოდ ხასიათზე ვიყავი სიცილის, ან მართლა სასაცილოა. ქართულად მისი სახელი თარგმნილ იქნა როგორც ნაბიჭვარი ფორთოხალი.

გადავწყვიტე მომეძიებინა რამდენიმე ვიდეო ამ ფორთოხლის შემქმნელისგან და ისინი დამეყარა.

ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა თვითონ ბატონი ფორთოხალი.

ვაშლთან

გოგრასთან

პომიდორთან

და სხვა ვიდეოები იმავე ავტორისგან, რომლებიც მე პირადად უფრო მომწონს.

(c) monkey

Read Full Post »

გამოვეხმაურები თემას.. კიარადა კატეოგრიას და ვეცდები რამე ცოტა უფრო “ბლოგური” გამოვიწურო ტვინიდან..

ალბათ ყველაზე მოვლენური მოვლენით, U2-ს ჩამოსვლით დავიწყებ. ყველას გაგვიხარდა, საერთოდ ასე ვიცით, როცა ვინმე ჩამოდის, საერთოდ არ ვინტერესდებით არც იმის  მუსიკალური ჟანრით  და არც საკუთარი მუსიკალური გემოვნებით, მთავარია კონცერტზე წახვიდე და მერე თქვა რომ კონცერტზე იყავი. ასეა ჯაზ ფესტივალებზე და ასეა ოუფენ ეარებზე.

და გაგვიხარდა ყველას, ახალი მასალა მოგვეცა საკუთარი სნობიზმის გამოსავლენად, რომელსაც ხელიდან არ გავუშვებთ რა თქმა უნდა. თურმე ბათუმში ჩამოდის, ალბათ საკურორტო სეზონზე არ იქნებოდა ბათუმში ამდენი ხალხი, რამდენიც ახლა, დეკემბრის ბოლოს, U2ს კონცერტზე დასწრების მსურველთა და სნობების საერთო რაოდენობა.

ჰოდა წავა ეს ხალხი ბათუმში, დაახლოებით რამდენი? ვთქვათ 10 000 კაცი, პირობითად. აქედან მათემატიკური სიზუსტით შემიძლია გითხრათ, რომ 2 000-მდე ადამიანმა იცის ვინ არიან ეს მუსიკოსები, იცნობენ ამ ჯგუფს ნორმალურადზე ცოტა უკეთ, დარჩენილი ადამიანებიდან, 4 000-მდეს ერთხელ მაინც გაუგია ან ქუჩაში დაუნახავს სახელი U2 (აქედან უმრავლესობას ჰგონია რომ ეს იუთუბის მოკლე ვარიანტია ადვილად დასამახსოვრებლად) დანარჩენი 4 000-დან კი 1 000-მდე ადამიანი სნობია, 1 000-მდეს ფული აქვს და არ იცის რაში დახარჯოს და ბარემ კონცერტზე წავა, ანუ ფულიანი სნობია, დანარჩენი კი ადგილობრივი სეირის მაყურებელი საზოგადოებაც და ეგ არის!
კონცერტიც შედგა..

წასვლის წინ ბონო ურცხვად მოგვატყუებს, რომ ასეთი ერთგული მსმენელი არსად უნახავს, მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი მაგრამ ასეთი მოსიყვარულე, ფანატი მაყურებელი  არასდროს
შეხვედრია, პირობას დადებს რომ ისევ ჩამოვა.. და ბოლოს გვისურვებს მშვიდობას, გვირჩევს ხაჭაპურის ცხობას და ხინკლის მოხვევას გავყვეთ ბოლომდე..

Read Full Post »