Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for მაისი, 2011

იტინგის თემაზე ბევრი სხვადასხვა პოსტი დაიწერა ბლოგებზე და სახალისო არტი შეიქმნა ფორუმებზე. მე ერთად მოვუყარე თავი მანქის ვიდეოდან დაწყებული სოციალური არტის ჯაჭვს.

თავიდან დაიწყო ასე:

მერე როკო გამოეხმაურა ჩემს ვიდეოს თავისი ვიდეოთი:

რომელსაც მიხელ ჯაფარიძე გამოეხმაურა ამ ვიდეოთი [და დაგვხოცა სიცილით] 

მერე პოპულარულმა პოპკორნმაც დადო თავისი ვერსია:

ჰო, და ყვავამაც ჩართო ყვავური:

ჯერჯერობით სულ ეს არის, თუ ვინმე კიდევ გადაწყვეტთ ჩაწეროთ ვიდეოს თქვენეული ვერსია ან სადმე მოგეპოვებათ ამ ტალღას აყოლილი ვიდეოები, გთხოვთ მოგვაწოდოთ.

Read Full Post »

დედაჩემს არასდროს უთქვამს ცოლიან კაცებს ერიდეო. არც 15 წლამდე და არც მერე. საერთოდ დედაჩემი ბიჭებზე არ მელაპარაკებოდა, მაქსიმუმ ეთქვა რომ ბიჭური სიარულის მანერა მაქვს. ჩემი და ჯერ 8 წლის არის, ამიტომ არც უცოლო და არც ცოლიან კაცებზე აქვს საკუთარი შეხედულება, რომელსაც გამიზიარებს და ჭკუას დამარიგებს.

დარწმუნებული ვარ დაქალები რომ მყავდნენ ისინი მეტყოდნენ, კაცს სადაც გინდა იქ შეხედე, მთავარია ჩვენი კაცი არ იყოსო.

მიუხედავად ამისა, მე მაინც მესმის რა სჭირთ ასეთი საშინელი ცოლიან კაცებს. და აქ არც ქალურ სოლიდარობას ჩავრთავ, და არც უბიწოების და უმანკოების ფრქვევას შევუდგები.

ჩვენ ქართველი ქალები, ძირითადად იმ სტერეოტიპით აღვიზარდეთ, (more…)

Read Full Post »

“შემოსული ხმების 28 %-ით ფინალშია ნატალი ვეფხვაძე” – გამოაცხადეს წამყვანებმა და მე და ფილარმონიის სცენამ ერთმანეთს თვალი ავარიდეთ.

ის, რომ აკროსტაილი ჟიურიმ გადაიყვანა და ნიცა ყიფიანი საქ. ბანკის ფავორიტი გახდა, ერთდროულად ცხადიცაა, და უმნიშვნელოც. მე და ფილარმონიის სცენა გასასვლელის ძებნა ვიწყებთ, თან ერთმანეთს ვუზიარებთ ყბის ჩამოვარდნის შთაბეჭდილებებს.

“იცი, ხანდახან გულწრფელად მეცოდებიან ის ადამიანები, ვინც ნიჭიერს აკეთებენ, აი ამდენს წვალობენ, რას არ ტენიან შოუში, როგორ ცდილობენ რამე განსხვავებული ნიჭი აღმოაჩინონ და გვაჩვენონ, და ბრახ, ხალხს მაინც მრავალჟამიერი მოსწონს” – ვეუბნები სცენას.  (more…)

Read Full Post »