Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for მარტი, 2011

არ დამეზარა და დავითვალე. დღევანდელი, სამშაბათის, 29 მარტის რუსთავი2-ის დილის გამოშვებაში ”დილა მშვიდობისა საქართველო”, წამყვანები, საინფორმაციოს წამყვანი, პრესის მიმომხილველი და ამინდის პროგნოზის გამომცხადებელი, რამდენჯერ ამბობენ სიტყვათა შეთანხმებას ”ახალი სტუდია”.

1. ეკა სამხარაძე – ”..ახალი სტუდიიდან პირველად გესალმებით..”

2. ვასიკო ჩიქოვანი – ”..დილის გადაცემის განახლებულ სტუდიაში..”

3. ეკა სამხარაძე – ”..ვასიკო, დრო დადგა ახალი სტუდიიდან ანუკა ქინქლაძეს მივესალმოთ..” (more…)

Read Full Post »

გამარჯობა მკითხველო, ალბათ უკვე მიხვდებოდი, რომ ჩემი სამიზნეები ძირითადად ჟიურის წევრები არიან და არა მონაწილეები. ჟიური კი არ გაგიკვირდეთ და უკვე მესამე გადაცემაა არ შეცვლილა. შესაბამისად მოსაყოლი თითქმის არაფერი მაქვს, და თან სიტყვებით აღწერას ვამჯობინე უბრალოდ ჩემი ფავორიტი მონაკვეთები შემომეთავაზებინა სქრინების სახით.

აი ასეთია ხოლმე ჟიური იმ შემთხვევებში, თუ:

  • სცენაზე რაღაც საინტერესო ხდება

ჰმ

  • სცენაზე რაღაც კარგი ხდება

დიდი სიამოვნებით ვიდგებოდი ამ დროს სცენაზე

(more…)

Read Full Post »

მადლობა იდეისთვის იკას.
გადავწყვიტე “At Last”, ამდენი ხნის თავშეკავების, დაკიდების და ა.შ.-ს შემდეგ, მენახა ეს ვიდეო, რომლის სახელიც გახლავთ პოსტის სათაური. კი მოძველებული ამბავია და ფორუმებიც მოვლილი აქვს უკვე მაგრამ მაინც..
ვისაც ჯერ ეს ვიდეო არ გინახავთ [ეჭვი მაქვს ასეთები თითქმის არ მოიპოვებით], უბრალოდ ჩართეთ კამერა და გადაიღეთ საკუთარი რეაქციები. და მერე დადეთ, მე დიდი სიამოვნებით ვიხილავ თქვენს სახეებს.

ესეც ჩემი რეაქცია..

ბლყყ

 

ისე მაინც გირჩევდით. არ გაბედოთ და ვიდეო არ ნახოთ!

(more…)

Read Full Post »

გაფრთხილებთ: ეს შეკვეთილი პოსტია, და მე ვარ სუბიექტური.

დემონტაჟ … 6:00 საათზე გადაღებების პირველი დღე დამთავრდა. [24 თებერვალი, ჭამა და სექსის ფეიჯის პირველი სტატუსი]

ყველაფერი ასე დაიწყო..

არა, რა თქმა უნდა ყველაფერი ასე დაიწყო, ჯერ იყო იდეა, მერე სცენარი, მერე გადაღებები/პარალელურად მონტაჟი, და მალე პრემიერაა.

პრემიერა 31 მარტს, ფილმი კინოთეატრებში პირველი აპრილიდან იქნება.

პოსტერი

გაკვირვება #1

  • – ვა, ასე მალე?

კი, ასე მალე.

აქედან გამომდინარე დასკვნა #1

  • – ალბათ ცუდი გამოვა.

არა, არ გამოვა ცუდი, პირიქით, გამოვა და გამოდის ძალიან კარგი. რატომ? იმიტომ, რომ არის:

  • კარგი სცენარი [მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ქეთი დევდარიანი]
  • კარგი რეჟისორი[გიორგი ლიფონავა]
  • კარგი დამდგმელი ოპერატორი [გელა ჩინჩალაძე]
  • კარგი მსახიობები [ვანიკო თარხნიშვილი, ნელი აგირბა, სოფია სებისკვერაძე, დიმა ტატიშვილი, ლევან ყოჩიაშვილი, ანი ტყებუჩავა, და სხვ.]
  • კარგი მუსიკა [დები იშხნელები] (more…)

Read Full Post »

ნიჭიერი თანდათან გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენი მოლოდინის გადაჭარბებისთვის უკვე მზად არის. ამის ნათელი მაგალითია 14 მარტის ანუ გასული ორშაბათის სერია. ჩემი ძალიან სუბიექტური შეფასებით, პროექტი ისეთი მრავალმხრივია, რომ არაფერი დაშავდება კვირაში შვიდივე დღეს თუ ეთერში მხოლოდ ეს შოუ გავა.

აი გადაცემები, რომელთა ჩანაცვლება შეუძლია ნიჭიერს:

კურიერი – პარკურის შესრულებისას დაშავებული მონაწილე ხომ ახალი და რაც მთავარია ცუდი ამბავია? კურიერიც არ უჩივის სენსაციების და მათი აღმოჩენების სიყვარულს.

კომედი შოუ – გასული ორშაბათის გადაცემაში რამდენიმე მონაწილის მიერ უნიჭო პაროდია ვნახეთ, რომელსაც იუმორისტულ ნომრად გვასაღებდა. თუმცა რეალურად ეს სასაცილო არ ყოფილა. არ ჰგავს კომედი შოუს?

საბავშვო ამბები – პატარების ცეკვა/სიმღერა, ახალი მათემატიკური ფორმულების გამოგონება, საბავშვო იოგა, საბავშვო ტანვარჯიში, საბავშვო კარატე, საბავშვო, საბავშვო..

ეკივოკი – გადაცემა, სადაც ბავშვები ხსნიან და უფროსები გამოცნობას ცდილობენ. მეც მაინტერესებს ხანდახან ზოგიერთი პატარა მონაწილის ნამღერი ან ნაცეკვი, ჟიურიში მჯდარ სამივე უფროსს რატომ ესმის კარგად და ძირითადად დადებითად, და მე არა.

ჯეოსტარი – ეს ყველაზე მეტად. ცუდი და კარგი მომღერლები ერთ სცენაზე. უნიჭო და ნიჭიერი ადამიანების ერთად შეგროვებას, მხოლოდ ჯეოსტარი და სადღესასწაულო უფასო კონცერტები თუ ახერხებენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნიჭიერი ჯერჯერობით, ასეთი ადამიანების რაოდენობითაც და ხარისხითაც, ორივეს სჯობია.

და რა თქმა უნდა, ერთადერთი და განუმეორებელი:

პროფილი – მგონი ეს შედარება კომენტარსაც არ საჭიროებს, ყოველი შემთხვევისთვის ჩამოგითვლით – კათარზისის მოხუცების სიმღერა, რომელმაც მთელი დარბაზი ცხარე ცრემლებით ატირა, მოსიყვარულე ცოლ-ქმრის გულისამაჩუყებელი ისტორია, კუთხური იუმორი, დედა-შვილობა, ოჯახი, მამული.. მოკლედ ეს ორივე შოუსთვის პარალელური თემებია.

შემეძლო სხვა არხების გადაცემებსაც გადავწვდომოდი, მაგრამ მოდი ნიჭიერის დროშის ქვეშ მათი გარეკლამება არ გვინდა. თანაც მაგათ ისედაც “თავზე აყრიათ რეიტინგი”.. (აქ ვიცინი)

მოკლედ თემას რომ დავუბრუნდეთ, შემომაქვს წინადადება, დავხუროთ რუსთავი ორზე ყველა გადაცემა და გავხსნათ ბევრი ნიჭიერი.

ახლა კი დროა ჩემი პოსტის ტექსტური და მოსაწყენი ნაწილი მორჩეს, და უფრო მხიარულზე გადავიდეთ.  (more…)

Read Full Post »

პროლოგის მაგივრად: თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, რომ ნიჭიერის მეორე სეზონი დაიწყო, გილოცავთ, თქვენ მსოფლიოს მასშტაბით იმ 200-მდე ადამიანის რიცხვში შედიხართ, რომელიც საკუთარი სურვილითაა გაყინული და ელოდება როდის გაალღობენ.

როგორც ხდება ხოლმე, ფილმის ტრეილერი ფილმზე უკეთესია, გადაცემის პრომო – გადაცემაზე, სოფო მაიკოს სჯობია, ვანო კი ნიკა მემანიშვილს.

თავი I – წამყვანები

ის, რომ თიკა ფაცაციას და ვანიკო თარხნიშვილის დუეტი ძალიან კარგი წყვილია, აქტიურ მაყურებელს პირველივე სეზონიდან ახსოვს, პასიურ მაყურებელს კი შანსი აქვს ახლა გაიცნოს ისინი, შეიყვაროს, გააფანატოს და დუტა დაავიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ პირველ გადაცემაში დამაკლდა წამყვანების რეალური ემოციები, რომელსაც ისინი როგორც წესი აქტიურად გამოხატავენ ხოლმე, და ბევრი მომეჩვენა ცუდად დადგმული სცენები (როგორიც იყო რამდენიმე გადალაპარაკება და ე.წ. შემყვანი ტექსტი შემდეგ მონაწილეზე ლოგიკურად გადასასვლელად), მაინც მგონია რომ თიკა და ვანიკო არაჩვეულებრივები არიან. ნიჭიერის პირველი სეზონზე მაყურებელიც ისე მიეჩვია ამ წყვილს, რომ ვერ აიტანეს სულ სხვა შოუში სულ სხვა გოგონა ვანიკოს გვერდით.

(more…)

Read Full Post »

ჩემს თაობაში [შეიძლება ყველა დანარჩენშიც, უბრალოდ მე ჩემს თაობას ვაკვირდებოდი] ძირითადად სამი ტიპის ადამიანები არსებობდნენ:

  • ა – ისინი, ვინც მშობლებს უჯერებდნენ.
  • ბ – ისინი, ვინც მშობლებს ებრძოდნენ.
  • გ – ისინი, ვინც მშობლებს ატყუებდნენ.

ა ტიპის ადამიანების განხილვა დღეს [და ალბათ არც დანარჩენ დროს] არ გვექნება. ადამიანი, რომელსაც არანაირი პროტესტის გრძნობა არ უჩნდება, როცა საშუალოდ 20 წლის დაძველებით შეხედულებებზე ზრდიან, მე მგონი განხილვის ღირსი არაა.

ბ და გ ტიპზე გავჩერდები. უფრო გამიადვილდება კიდეც, იმიტომ, რომ სადღაც შუაში ვიყავი მეც.

ფეისბუქზე არსებობს ასეთი ფეიჯი “შენ კი გენდობი შვილო, მაგრამ გარემოს ვერ ვენდობი, 8-ზე სახლში იქნები”, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს პრობლემა ისევ არსებობს, და ალბათ იარსებებს იქამდე, სანამ იარსებებენ მშობლები და შვილები.

მე დიდხანს ვიყავი ამ პრობლემის მსხვერპლი. დიდწილად იმიტომ, რომ გოგო ვარ, დანარჩენი იმიტომ, რომ მამა მყავს.

(more…)

Read Full Post »