სარკეში მძღოლის ჩემზე მოშტერებულ თვალებს ვხედავ. ერთ ნაუშნიკს ვიხსნი.
– რამე მითხარით?
– ჰა?
– რამე მითხარით?
– არა შვილო. არ ჩაგეძინოს-მეთქი.
– არ ჩამეძინება.
მეგონა თვალები გახელილი მქონდა, როგორც ჩანს არ მქონია. ნაუშნიკს ისევ ვიკეთებ. ცალ ყურში მუსიკის სმენა იმაზე ცუდია, ვიდრე არცერთში. “you’re going into the bushes, შედიხარ ტყეში-ი, stand by the river, რომელიც მდინარეს ჰგა-ავს, you’re having fun, ვიღაცის სახლში” მღერის ზურა ჯავახია, ან ბასკი, ან ქარჩხა, ან სამივე ერთად. (more…)