Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘Bungee Jumping’

რა ხდებოდა 2011 წელს იგივე და ნაცნობი:

  • ჯერჯერობით ისევ მშობლებთან ვცხოვრობ.
  • კიდევ ერთხელ ვიმგზავრე ავტოსტოპით (თუმცა გზაში დავკარგე ბარგი, რომელიც მერე დავიბრუნე).
  • ისევ 45 კგ ვარ და ისევ მოკლე თმა მაქვს.
  • ისევ ვმუშაობ გადაცემაში “რა? სად? როდის?”.
  • ისევ დავბოდიალობდი ქვეყანაში და ვნახე რამდენიმე აქამდე ჩემთვის უცნობი ადგილი.
  • კვლავაც არეულ-დარეული მაქვს დღის რეჟიმი და პირადი ცხოვრება.
  • ისევ ვაკნატუნებ საშენ მასალას, ძირითადად “შპაკლს” და თაბაშირს, და არად ვაგდებ თირკმლებში პოტენციური კენჭების ამბავს.
  • ისევ სანახავი მაქვს რამდენიმე აღიარებული და თუ-ჯერ-არ-გინახავს-ძალიან-რომ-ტეხავს ფილმი.
  • ჯერ კიდევ არ მიპოვია “ცხოვრების სიყვარული”.

2011 წელს მომხდარი უსიამოვნო ამბები:

  • რამდენიმე კონფლიქტი, იმედგაცრუება და წარუმატებელი ურთიერთობა.
  • გახმაურებული თავდასხმის ამბავი.
  • ბლოგის მიგდება და ნაკლებად პროდუქტიულობა.
  • ჯერჯერობით თმის ვერგაზრდა.
  • უფრო დავჭკვიანდი, შესაბამისად უფრო დეპრესიული გავხდი.
  • დავკარგე კარგი მეგობარი.
  • მივიღე ბევრი უარყოფითი ემოცია ჩემს პოსტებსა და ვიდეოებზე ფიდბექის სახით, განსაკუთრებით ძლიერი ემოციები კი Youtube-ს ჩენელმა მიწყალობა.
  • მოვყევი ავარიაში.

რა მოხდა 2011 წელს ჯერარმომხდარი, მაგრამ სასიამოვნო:

  • გაზაფხულზე გავხდი ყველაზე თვითაღიარებული ბოზი ქვეყნის მასშტაბით. პოსტი დღემდე ყველაზე პოპულარულია, ჩემს პოსტებს შორის, და მისი უამრავი რიმეიქიც იხილა ქართულმა ბლოგოსფერომ.
  • გაზაფხულიდანვე მივაგდე ჩემი ჟურნალისტური კარიერა და გადავბარგდი სოციალურ მედიაში.
  • ჟურნალისტიკის ბოლომდე მიგდება არ გამომივიდა, და პირველი ნომრიდანვე ვწერ ტაბულა არტში.
  • ასევე გაზაფხულზე დავიწყე ფრჩხილების ქლიბვა, და გავიკეთე ტატუ.
  • პირველად მივიღე მონაწილეობა ლიტერატურულ კონკურსში, გავიმარჯვე პირველ ეტაპზე და ფინალში გავედი მეორე ადგილზე. ეშმაკობის და მანქიერების წყალობით, რა თქმა უნდა.
  • წელს პირველად, და სავარაუდოდ ბოლოჯერ გადმოვხტი ხიდიდან ბანჯით, და ავისრულე დიდი ხნის ნატვრა.
  • წელს პირველად დავესწარი ორი ფილმის გადაღებებს და კადრსგარეთ ვაჩხაკუნე ფოტოაპარატი. სასიამოვნო პროცესია.
  • ვუდარაჯდებოდი და ვიღებდი ჩამავალ მზეებს. 
  • წელს ჩემი მუსიკალური გემოვნება გახდა უფრო ელექტრონული.
  • ახალი სამსახურის წყალობით, ბოლო 8 თვეა ყოველდღე ვლაპარაკობ ინგლისურად, რაც სხვა თუ არაფერი, მართობს მაინც.
  • ვისწავლე და შემიყვარდა პოკერის თამაში.
  • მაქვს ოცნების ლეპტოპი MacBook Air!
  • ვიყავი სტუმრად რამდენიმე გადაცემაში, და თითქმის დავიკანონე გვარი “ბარკერი”.
  • მოვიგროვე ირგვლივ ბევრი ადამიანი, და მათ შორის რამდენიმე ძალიან სასიამოვნოც.
  • მეგობრებთან ერთად ვაკეთებ სატირულ-იუმორისტულ პროექტს “ჩიტი“.
  • გასულ წელზე მეტი ყურადღება დავუთმე ჩემს 9 წლის დას, რომელიც ძალიან სწრაფად იზრდება.
  • წელს დავიწყე სიარული პიროვნული განვითარების გრძელვადიან ტრენინგზე. ჯერჯერობით საცდელი ბოცვერივით ვგრძნობ თავს.
  • აღმოვაჩინე და გავხდი 9Gag-ზე დამოკიდებული.

რას მოვახდენ 2012 წელს?

ვიცხოვრებ კიდევ უფრო ისე, როგორც მინდა და აუცილებლად დავუშვებ ყველა იმ შეცდომას, რომელიც ბედნიერს გამხდის.

მადლობა ყველას, ვინც ჩემ გვერდით იყავით მთელი ეს დრო, ნახვამდის 2011 წელო, შევხვდებით 2012-ში.

Read Full Post »

დღეს გადმოვხტი მაღლივის ხიდიდან ბანჯით.

შეგრძნებები და ემოციები:

1. დგახარ ხიდზე, უყურებ სხვებს, როგორ ხტებიან და ფიქრობ “მე უკეთესად გადმოვხტები”

2. ინსტრუქტორი იწყებს შენს დაბმა/დამაგრებას თოკზე და ბანჯიზე, “მოიცა რა, არ მეშინია”

3. გადადიხარ და ჯდები მოაჯირზე “ჰოო, უკვე მალე იქნება”.

4. უკვე ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, მოაჯირზე დგახარ, ფეხებზე მობმული გაქვს თოკი, და მხოლოდ ხელების გაშლა და გადახტომა დაგრჩა “ჰჰჰოო? მართლა მინდა გადახტომა? აუ ქვემოთ ხეებს ხომ არ დავეჯახები? იქნებ არ მინდა? კარგი ბარემ აქ ვარ და უნდა გადავხტე, თან ხომ მინდოდა გადახტომა ამდენი ხანია!”

5. ერთი, ორი, სა-მი! და ხტები “ააააა! ყვირილი მინდა, პირს რომ ვაღებ და ხმა არ მაქვს? და გული რომ გამისკდეს ახლა? ინსტრუქტორმა კი მკითხა ხომ არაფერი გაწუხებსო, მაგრამ რავიცი, იქნებ სუსტი გული მაქვს? მარტო ჰაერი და მე? აააა!” (more…)

Read Full Post »