Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘teen.ge’

მანქი

რას ვამბობდი..

ახალ ადვილ საშუალებას მივაგენი პოსტის საწერად..

ეს საკმაოდ ძველი თემაა ერთერთ ფორუმზე. თავის დროზე დიდი ვნებათაღელვა და შეხლა–შემოხლა გამოიწვია. ახლა რატომღაც გამახსენდა.

რამდენიმე ციტატა თემიდან “ეკლესია თინეიჯერობას კრძალავს” (ინტერვიუ მამა მამუკასთან)

– მოგწონთ თუ არა თანამედროვე თაობა? (რატომ)
– არ მომწონს, რადგან ისინი თინეიჯერები არიან. ბევრს არ ესმის რა არის
თინეიჯერობა, ეს არის დისკოტეკაზე სიარული, სიგარეტის და ნარკოტიკების
მიღება, მოდის აყოლა და სხვა ისეთი მისწრაფებები, რაც სულისთვის დამ-
ღუპველია.

მინდა აღვნიშნო, რომ ადრე სულისთვის დამღუპველი და უხარისხო, გემოვნების გამფუჭებელი და საერთოდ გამრყვნელი ფილმები, დღეს კლასიკად ითვლება.

– რამდენად ცუდია, რომ სატელეფონო სივრცეში არსებობს აქციები ანუ ღამის
“ფართები”. რას ემსახურება იგი?
– ეს აქციები გაუმართლებელი მოვლენაა. თუ
დავაკვირდებით ე.წ “ფართები” ხშირ შემთხვევაში
ღამითაა. იბადება კითხვა, რატომ მაინც და მაინც ღამე
და არა დღე? ეს ემსახურება მოზარდების ფსიქიკის
დარღვევას. როცა მშვიად უნდა იყო და გეძინოს, სწორედ
მაშინ ათენებ თეთრად და ვიღაცასთან მიწერმოწერა
გაქვს. ეს საშინელებაა, ახალგაზრდების უმეტესობა ამას
ვერ ხვდება.

აგერ მიხვდა ადამიანი, რომ მაგთიმ სინამდვილეში გათვალა როდის იყო ყველაზე შესაფერისი დრო ახალგაზრდებში სატანისტობის დასანერგად და კითხვის გაგრძელება თავს მოგვახვია ეს საშინელება.

– რამდენად დიდია ცოდვა, რომ გოგონები შარვალს
ატარებენ?

– იგი უდიდესი ცოდაა. სახარებაში წერია “წყეულიმც
იყოს ის დედაკაცი, ვინც მამაკაცის შესამოსელით შეიმოსოსო”
ღმერთი მას კრძალავს. გარდა ამისა, შარვალს ხშირად გამომწვევად იცვამენ
სწორედ ეს ხდება ხოლმე ყველგვარი სიბილწისა და მრუშობის საწინდარი.

ეტყობა არაფერი გაუგია მოკლე კაბებზე.. შარვალი ჩვენი მტერია..!! ქალი რომ კაცს ტანსაცმელს წაართმევს, ის სხვა რამესაც წაართმევსო, ნათქვამია.

– რას ნიშნავს, როდესაც ახალგაზრდა საყურეს ატარებს ყურზე, ცხვირზე და
წარბზე. (ასევე ფერუმარილს).?
– როდესაც თანამედროვეები თავს ირთავენ სხვადასხვა სამკაულებით, ეს არის
მცდელობა გარეგნობის შეცვლისა. ისინი ფიქრობენ რომ ასე უფრო ლამაზები
იქნებიან, მაგრამ ვერ აცნობიერებენ რამხელა ცოდვას ჩადიან. თინეიჯერები
ღმერთის მიმართ უმადურობას გამოხატავენ, მათ არ მოსწონთ ისეთი ქმნილება,
როგორიც უფალმა შექმნა. ისინი ღვთის დაწესებულის შეცვლას ცდილობენ.

ამ სასწაული ლოგიკით მივდივართ იქამდე, რომ ღვთის დაწესებული თმიანი ფეხების გაპარსვა უდიდესი ცოდვაა, ასევე წარბების გაკეთება. კბილების გახეხვაც, იმიტომ რომ, როგორც მახსოვს, ღმერთმა რომ დაგვაწესა მაშინ არ გვქონდა ქოლგეით ტოტალ თორმეტი და მითუმეტეს ბლენდამედ კომპლიტ შვიდი საიდან გვექნებოდა..

რამ გამოიწვია მოზარდების ასე შეცვლა?
– ეს შედეგი ამერიკის დამსახურებაა.

აბა რა. აბა რა. სულ მაგათ მოიგონეს ჯილეტი და საერთოდ ვენუსიც ქალებისთვის ცალკე, რა მკრეხელობაა..

(c) monkey

Read Full Post »