ერთ-ერთ საიტზე წავაწყდი მსგავს სიას, და თარგმნის მცდელობა მქონდა. შეიძლება ძალიან ძველია და ყველამ უკვე იცინა ამაზე ათი წლის წინ, მაგრამ მაინც. Have Fun.
ორი იდენტური ტყუპიდან, ერთი აუცილებლად ბოროტია.
რაც უნდა ურიცხვი რაოდენობის მტერი გეხვიოს გარს, ისინი ყოველთვის თითო-თითო, რიგ-რიგობით გესხმიან თავს და შენც მშვიდად იგერიებ მათ.
როცა შუქს აქრობ და დასაძინებლად მიდიხარ, შენი ოთახი ისევ მშვენივრად ჩანს, უბრალოდ ყველაფერი ნაზ, ლურჯ ფერში.
პროდუქტების მაღაზიიდან გამოსულ ადამიანს ხელში ყოველთვის უჭირავს ქაღალდის პაკეტი, რომელშიც აუცილებლად დევს ფრანგული პური, და ბროკოლი ან სტაფილო, მწვანე ფოთლებით ზემოთ.
სანამ პატიოსანი და ძალიან მშრომელი პოლიციელი პენსიაზე გავა, ჩვენ აუცილებლად ვნახავთ როგორ დაჭრიან მას, კარიერის დასრულებამდე ორი დღით ადრე.
ნებისმიერი საქმის გამოძიება მოითხოვს დეტექტივი სტრიპტიზ კლუბს ეწვიოს. “კაკ მინიმუმ” ერთხელ.
სინამდვილეში თვითმფრინავის აფრენა/დასმა ძალიან ადვილია, როცა ვინმე სამორიგეო კოშკურადან გკარნახობს მართვის წესებს.
მსოფლიოში ყველა საწოლს აქვს უნიკალური ზეწარი, რომელიც მწოლიარე წყვილზე ყოველთვის შემდეგნაირად ნაწილდება: ქალს იგი მკერდამდე ჰყოფნის, მამაკაცს მხოლოდ წელამდე.
ნებისმიერ ბრძოლაში ან ომში გაქვს ცოცხლად დარჩენის შანსი, იქამდე სანამ შეცდომას დაუშვებ და შენი შეყვარებულის/საცოლის სურათს (ჩვენს დასანახად) ვინმეს აჩვენებ და ეტყვი როგორ გენატრება.
თუ ფილმში ვინმე ამბობს “ახლავე დავბრუნდები”, არ დაბრუნდება, არც “ახლავე” და არც არასდროს.
ნებისმიერი შენობის სავენტილაციო სისტემა არის იდეალური სამალავი. არასდროს არავინ იეჭვებს რომ შეიძლება იქ იყო, და შეგიძლია უსაფრთხოდ გადაადგილდე შენობის ნებისმიერ წერტილამდე.
აბსოლუტურად სწორ გზაზეც კი მანქანის მართვისას, აუცილებელია დროდადრო საჭე ატრიალო.
ყველა დეტექტივი მხოლოდ მას შემდეგ ხსნის საქმეს, როცა გამოძიებას ჩამოაშორებენ.
პოლიციის დეპარტამენტებში თანამშრომლებს ავსებინებენ სპეციალურ ტესტებს, რომ მერე აბსოლუტურად შეუთავსებელი მეწყვილეები შეურჩიონ.
თუ ქერა და მომხიბვლელი ხართ, მაშინ მარტივი შესაძლებელია იყოთ ცნობილი ექსპერტი ბიო-ფიზიკის, პალეონტოლოგიის ან ძველი შუმერული დამწერლობის საკითხებში, 22 წლის ასაკშიც კი.
:D:D:D
ძალიან მაგარია 😀
არადა სულ მიკვირდა, როგორ იცნობდა ჩემი ძმა (და არა მარტო ჩემი ძმა) ფილმების შინაარსს დასაწყისშვივე, მაშინ, როცა მე დამთავრების მერე ძლივს ვალაგდებდი, რა მოხდა 😀
თენქ იუ ^^
ბრილიანტის პოლიციელს ხო არ უყურე? :დ
გადამწყვეტ მომენტში თავდება ტყვიები, ბოლო წამს ერკვევი ბომბის მავთულების ფერთა პალიტრაში, ერთის მაგივრად მეორე გიყვარდება, სანამ იმ ერთს სძინავს და ა.შ. 😀 😀
კარგია ^ ^
@თამუნა აუ, აი ბომბების მავთულები გამომრჩა :დ რა ფერიც არ უნდა გადაჭრა მაინც სწორია. ანუ მანამდე კი უნდა ინერვიულო მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი გაქვს სანერვიულო :დ
@მაია მე არაფრისთვის მიყურებია, ეს უბრალოდ თარგმანია და პოსტის დასაწყისშივეა აღნიშნული ^^
სერიალბიც უნიკალურად ვითარდება, ვერასდროს გამოიცნობ მთავარი გმირი რას ჩაიდენს ;პ
ხო და დიეგო ბოლოს გაიგებს, რომ მამამისი თვითონაა ^^
მევასება ესეთი რაღაცები :დ:დ:დ
da chveulebrivi revolveridan gasrolili tyvia adamians afrens kilometrebze.
avtomati shegizlia cal xelshi gechiros da ise isrolo rom ni to shto xeli cagacyvitos arc gatokde : )
:)))
ზუსტად ასეა 🙂 ყველა ფილმში უკლებლივ 🙂 ყველაში თუ არა, დიდ უმრავლესობაში მაინც.
კარგი თარგმანია.
ძალიან მაგარია… მთავარი გმირი ერთი დარტყმით იშორებს მოწინაღმდეგეებს, თავად კი 1000 ნასროლი ტყვიიდან ერთიც არ ხვდება
მადლობები ❤
სიმართლე სინათლეა…. :))))) ძალიან ვისიმოვნე ამის წაკითხვით 🙂
haha zustad
“თუ ფილმში ვინმე ამბობს “ახლავე დავბრუნდები”, არ დაბრუნდება, არც “ახლავე” და არც არასდროს.”
რატომ, აი მაგალითად ფრაზა ფილმიდან I’ll be back და შესრულდა ძალიან მალე =)))
Termiantor