ვთქვათ ერთ მშვენიერ დღესაც, როცა თავმოყვარე “სტაიანშიკმაც” გააკეთა ბლოგი, თქვენც გადაწყვიტეთ იმავე საქციელის ჩადენა. გადაწყვეტილების განხორციელება მარტივია. ელექტრონული ფოსტა და ელემენტარული სოუშლ სქილს გჭირდებათ. სხვათაშორის ეს უკანასკნელი იმისთვისაც გჭირდებათ, რომ გაგეგოთ რას ნიშნავს სოუშლ სქილს.
მეორე ეტაპია ბლოგს რისთვის აკეთებთ. თუ მხოლოდ იმისთვის, რომ თავმოყვარე “სტაიანშიკს” მიბაძოთ, მარტივია, დაარეგიტსრირებთ ბლოგს, წაიწუწუნებთ, რომ “სტაიანშიკობა” უშემოსავლო სამსახურია და ადრე, როცა თქვენი სიძე “ცეხის” დირექტორი იყო, არაფერი გიჭირდათ. მერე ესენი რომ მოვიდნენ და ყველაფერი დახურეს, ეგეც კი არ ღირს დასაწერად, ვიცით და იმიტომ. გაწიე-გამოწიე და პირველი Hello World პოსტი გაქვთ. მერე? მერე ჩერდებით.
ვთქვათ გაქვთ ამბიცია, გააკეთოთ სრულიად ახალი ბლოგი. ბრენდ ნიუ, როგორც ამბობენ. მაშინ, როგორც მინიმუმ, უკვე არსებულ ბაზარს უნდა იცნობდეთ. რატომ?
მარტივია, თქვენი არსებობა ბლოგერულ ცხოვრებაში აზრს დაკარგავს თუ დაწერთ როგორ კაბას იკერავთ ქორწილისთვის, ან ვერ იკერავთ,მოგვიყვებით სიტყვა “ქორწილი”-ს ეტიმოლოგიას ან დეტალურად აგვიხსნით ქორწილის პირველ ღამეს რა ხდება, გეტყვით, რომ ასეთი პოსტები უკვე წაგვიკითხავს.
არც საზოგადოებრივი ბლოგები გვაკლია, არც გიკურ-ნერდული, არც ორიგინალურობის სულისკვეთებით გამსჭვალული, არც პატრიოტული და არც პოლიტიკური. აქვეა ლიტერატურული, დაქალური, ძმაკაცური, ასევე მუდმივოპოზოციური და ჩმდდშვც ბლოგები. არ გვაკლია არც მუსიკალური, მხატვრული, ხელოვანური თუ ხელოვნური. გვაქვს მინიმუმ ორი სოფისტური ბლოგიც. გვყავს ჟურნალისტი ბლოგერები და ბლოგერი ჟურნალისტები, გვაქვს კორპორატიული ბლოგები და ბლოგები სამშენებლო მასალებზე.. აღარაფერს ვამბობ ვლოგებზე და იუმორისტულ ბლოგებზე თუ მათ სახესხვაობებზე. უმნიშვნელოვანესია ქართული ლგბტ ბლოგები. და ბოლოს, ქართულ ბლოგოსფეროში თრეშბლოგებიც კი გვაქვს. კარგი ძებნა უნდა ოღონდ.
ახლა როგორც იქნა დადგა დრო ვიპოვოთ ის ცარიელი ნიშა სადაც ჩავეტენებით და დავწერთ რამე “ისეთზე”, რაზეც სხვები არ წერენ. ან იქნებ საერთოდ შეგვეწყვიტა წერა, თუ ასეთი მოწესრიგებული ბლოგოსფერო გვაქვს?
კი ბატონო.
მარცხნივ აიღე! მარცხნივ!
პ.ს. ღრმადპატივსაცემი გუგლი ფოტოების ძებნისას, საძიებო სიტყვაზე “სტაიანშიკის ჯოხი” ჩემს ფოტოს გიგდებთ. რაღაცა არსებობს.
მიუხედავად ზემოთჩამოტვლილისა, რაც გულისხმობდა ბლოგების მრავალფეროვნებას, მე მაინც ვერ შევნიშნე ეგ განსხვავებები. (ალბათ, ახალი ვარ და მაგიტო, თუმცა არც ისე)
დაწერს ერთი ახალ წლის მოსვლაზე და მერე მიდი, მიყვებიან და წერენ ვინ როგორ და სად შეხვდა ახალ წელს 🙂 ეს მგონი საინტერესო არ უნდა იყოს. (ყოველშემთხვევაში ჩემთვის ასეა)
პოსტი ქართული ბლოგოსფეროს მიმოხილვაზე არ ყოფილა. თუმცა მაინც გმადლობ აზრის გამოთქმისათვის ^^
რავი, მე ორიგინალობას არ ვაწვები, მაგრამ მაინც არ ვგრძნობ ზედმეტად თავს ბლოგსივრცეში. ჩემს ჭიას ვახარებ და სხვების ჭიებს მათმა პატრონებმა მიხედონ
ბოლო დრომდე ბლოგი საკუთარი გრძნობების პორნოგრაფია მეგონა და საერთოდ არ ვეკარებოდი. მაგრამ აი მაგრად რომ დამერხა, და მივხვდი რომ რაღაცა უნდა ვქნა, გადავყვიტე ამაზე გადმოვრთულიყავი, მითუმეტეს რომ წერის მცდელობა ბავშვობიდანვე მიზიდავდა. ვწერ პროსტა იმისთვის რომ ვწერო : )