Feeds:
Posts
Comments



1. ქართველები ვართ ძალიან ტოლერანტულები.

გაპრავება: ერთ ქუჩაზე დგას ძმაო, მეჩეთი, სინაგოგა და ეკლესია და მარტო თბილისშია ძმაო შიიტები და სუნიტები ერთად რომ ლოცულობენ.

სინამდვილეში: “სომეხი” – სალანძღავი სიტყვაა, განსახვავებული ორიენტაციის ადამიანს დედის ყველაფერს ვაგინებთ, ვცემთ და ავადმყოფებს ვეძახით, “ზანგები ველურები არიან”. ემზარ ჯგერენაიას თუ დავეყრდნობით – მაშინ როცა მეჩეთი, სინაგოგა და ეკლესია ერთად იგებოდა, საქართველოში მონარქია იყო, ყველას მონარქია და საერთოდ არ გვქონდა ნაციონალური სახელმწიფო, ამიტომ არ ვიცით გვქონდა თუ არა ტოლერანტობა.

2. ქართველები ყველაზე ვაჟკაცი ერი ვართ!

გაპრავება: დიდგორის ომი მოვიგეთ 600 000 ათასი იყო მტერი, 56 000 ვიყავით ჩვენ.

სინამდვილეში: 2008 წლის აგვისტოს წითელი ხიდის მისადგომებში ჩვენი სიმრავლე, 2008 წლის შემდეგ კი “ერთმორწმუნე რუსეთი მაინც, მიუხედავად ყველაფრისა!”

3. ქართველები ყველაზე სტუმართმოყვარე ერი ვართ.

გაპრავება: ქართლის დედის ძეგლი, ერთ ხელში ხმალი მტრისთვის, მეორეში ღვინო სტუმრისთვის. “სტუმარი ღვთისააო”.

სინამდვილეში: ჩვენ უბრალოდ იმით ვართ ბედნიერები, რაოდენ გავაძღობთ სტუმარს ჩვენი საამაყო ხაჭაპურით და ჩავხეთქავთ სასმელში, ჩვენი საამაყო სადღეგრძელოების თანხლებით.

აღსანიშნავია ვაჭრობის და მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანების ქცევა ტურისტის დანახვაზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ უცხოელს ჩვენზე სამჯერ მეტი ფული აქვს, ამიტომ ნებისმიერ რამეში სამჯერ მეტი რომ გადაიხადოს “არა უჭირს რა”.

4. ქართველები ყველაზე ლამაზი ერი ვართ.

გაპრავება: მოგზაურები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაზე წერდნენ.
სინამდვილეში: ქართულ ენაში არსებობს სიტყვათა შეთანხმება “უცხო გარეგნობა”, რომელსაც ხშირად ვიყენებთ ხოლმე სილამაზის აღსანიშნად. ფრაზა “ამ გოგონას შეხედეთ რა ლამაზია, ნამდვილი ქართული გარეგნობა აქვს!” მე პირადად არასოდეს გამიგია.

იმ სილამაზისგან, რომელზეც ჩვენზე წერდნენ, სავარაუდოდ არაფერია დარჩენილი. მაგალითად მის მსოფლიოც კი არ მოგვიგია არც ერთხელ, და ერთადერთხელ, 2003 წელს ოცეულში სიმაღლის გამო გავედით, და იმ გოგოსაც ცხენს ვეძახით დღემდე.

5. ქართველები ყველაზე ჭკვიანი ერი ვართ და არავისგან არაფერი არ გვესწავლება.

გაპრავება: შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი..

სინამდვილეში: აგერ უკვე ორი საუკუნეა იგივე პრობლემები გვაქვს, რაზეც პირში ჯერ კიდევ ილია გვძრახავდა.

6. ქართველებს გვაქვს ბევრი კარგი ტრადიცია, მაგალითად სუფრის კულტურა.

გაპრავება: ნებისმიერ ქართველ კაცს ჰკითხეთ.

მსხვრევა: არამარტო ქართული არამედ ყველანაირი სუფრის აკადემია იყო იმ ეპოქაში, როდესაც ადამიანებს არ ჰქონდათ დისტანციური კომუნიკაციის საშუალება, ან არ იცოდნენ წერა–კითხვა. ამ დროს სუფრაზე სხვადასხვა ინფორმაცია იყრიდა თავს, დაახლოებით ისეთი სისტემით როგორიც იყო საფიხვნოები, სოფლის ბირჟები და ახლა უკვე Facebook–ი. ხოლო ახლა ქართული სუფრა მატრაკვეცობის ზეიმია, სადაც კარგი მსმელი, მაგრამ დაბალი IQ–ს მქონე ტიპები თამადობენ, დაზეპირებული რიგითობით ამბობენ სადღეგრძელოებს, მოაყოლებენ მდარე ლექსებს და ამბებს და საბოლოოდ ახალს და საინტერესოს ვერაფერს ამბობენ. ხოლო რაოდენ ტრაკშია ქართული სუფრა დღეს, შეგვიძლია განვსაზღვროთ იმ მაჩვენებლით თუ რას ამბობს აკაკი წერეთელი XIX საუკუნეში, პოემა “თორნიკე ერისთავში”:

მეფე ხალხს და ხალხი მეფეს
სიამესა გულს მოჰფენდენ.
მთვრალობა და “სადღეგრძელო”
სათვითოო არ იცოდენ;
ჩვენი ლხინი რომ ენახათ,
სირცხვილითაც დაიწვოდენ.

ჰოდა, თუ აკაკი ამას ამბობს, წარმოვიდგინოთ გივი სიხარულიძის ეპოქაში Continue Reading »

ამ სათაურით ფეისბუქ გამოკითხვა  ბლოგის ფეიჯით დაახლოებით 8

თვისწინ გავაკეთე, და ამ პერიოდში 34 ათასამდე ხმის მოგროვება შეძლო.  შედეგებით მეც ძალიან გავერთე და ალბათ ყველა ის ადამიანი, ვისაც პასუხების ჩაკითხვის დროს ერთხელ მაინც აღმოხდა გაოცების შეძახილი – “მეგონა ასე მარტო მე ვიყავი!”

ხმების მიხედვით პირველი ათი პასუხი შეკითხვაზე – ბავშვობაში მე მაინტერესებდა:

  1. მართლა დამიელმდებოდა თუ არა თვალები, თავში რომ ჩამარტყამდნენ თვალებდაელმებულს – 2,417 ხმა
  2. რამდენი ვარსკვლავი იყო სულ (არ შეიძლებოდა დათვლაო მეუბნებოდნენ) – 2,226 ხმა
  3. რატომ იყო აუცილებელი შუადღეს დაძინება (ვერავინ გამაგებინა და ვერ დამაძინა) – 1,816 ხმა
  4. ამას რომ დავშლი, მერე ავაწყობ? – 1,460 ხმა
  5. სად მიდიოდა მატარებელი “ბოლო გაჩერების” მერე – 1,231 ხმა
  6. როგორ ჩნდებოდნენ ტელევიზორში ადამიანები – 1,231 ხმა
  7. რა გარანტია მქონდა, რომ ვისაც დავიფიცებდი მოკვდებოდა – 1,221 ხმა
  8. მართლა თუ დამეკრობოდა კევი კუჭზე, ამიტომ ვყლაპავდი – 1,202 ხმა
  9. ცოცხლდებოდნენ თუ არა ღამე თოჯინები – 1,169 ხმა
  10. რა იმალებოდა ჩემი საწოლის ქვეშ – 1,147

ეს კი ჩემი ფავორიტი პასუხების ათეული შეკითხვაზე - ბავშვობაში მე მაინტერესებდა:

  1. შევძლებდი თუ არა კარადიდან პირდაპირ საწოლზე დახტომას – 906 ხმა
  2. რა იყო მეცხრე ბლოკი – 589 ხმა
  3. ცოლ-ქმარი იყვნენ თუ არა კურიერის წამყვანები – 482 ხმა
  4. რატომ იყო აუცილებელი ჭამა, როცა არ გშიოდა – 465 ხმა
  5. ჩვენთან რომ დღე იყო, ამერიკაში ღამე რატომ იყო – 428 ხმა
  6. მეგონა, რომ ყველა ქართულად ფიქრობდა, უბრალოდ სხვა ენაზე ლაპარაკობდნენ – 394 ხმა
  7. ამოდიოდა თუ არა სინათლე საფლავებიდან ღამით – 331 ხმა
  8. მე რომ ცხრაზე მაძინებდნენ თვითონ რომელზე იძინებდნენ – 325 ხმა
  9. მართლა ჰქონდა თუ არა ჩემს დამრიგებელს კეფაზეც თვალები – 123 ხმა
  10. მართლა ასუქებდა თუ არა ბლის მატლი – 43 ხმა

გამოკითხვა კი შეგიძლიათ იხილოთ აი აქ.

დაწერეთ თქვენ რა გაინტერესებდათ ბავშვობაში! : )

Reblogged from Praporshchik's Blog:

Click to visit the original post

უნდა უჩივლო! აუცილებლად! პატივისცემით, მანქი.

Reblogged from Praporshchik's Blog:

Click to visit the original post

თქვენ ხართ ყლეები! პატივისცემით, მანქი.

დღე 1. წერილი 1.  :დ

ესე იგი.ჩამოვედით, ცოტა ჩავ*ლევდით, მაგრამ ასწორებს. აქ რომ იყო უფრო მაგარი იქნებოდა, იმ პონტში, რომ ახლა ჩაგეხუტებოდი და ისე ვიჯდებოდი მაგალითად :დ ჰოდა წერილს მგონი პირველად ვწერ, და არ ვიცი როგორ იწერება. ნუ წიპა:

ჩემო ძვირფასო გიორგი, 

ჩვენ ჩამოვედით სოფელში. აქ სიწყნარე და ქალაქისგან სრულიად მოწყვეტილები ვართ. ღამით ჭრიჭინები ჭრიჭინებენ, დილით ალბათ ჩიტები გაგვაღვიძებენ, ქორფა პომიდორს და ყაბაყს მოვწყვეტთ დოდის ბაღჩიდან და გეახლებით.. ვილიამი გაზრდილა, ყველას სახელს გამოთქმით ამბობს. მაგალითად ამდენ ხანს თუ მე მანთის მეძახდა და ნოდარს ობეს, ახლა სრულიად გამართულად მანქის და როკოს გვეძახის. (ოღონდ ანინა ცოტათი უჭირს და ხან ანანას ამბობს, ხან ანანის)

ახლა სახლის გარეთ ვსხედვართ, საოცრად გრილა, ჩვენ ლუდს მივირთმევთ და Continue Reading »


______________________________________________________________________

  • მოუთმენლობა – როცა ფეისბუქზე მესიჯის ნოტიფიკაცია ინთება, და სანამ ნახავ ვისგან არის, მანამდე შენი ყველა უჯრედი გაურკვეველი მიმართულებით აგზავნის თხოვნების კასკადს “ნეტა ის იყოს”.
  • იმედგაცრუება – როცა გეზიზღება ყველა ადამიანი, რომელიც შენს ნოტიფიკაციებში ინთება და “ის” არ არის.
  • პეპლები – როცა არ ელოდები და უცებ ჩატში გიხტება და სანამ წაიკითხავ რას გწერს, მანამდე მიკროინფარქტი გაქვს. სიხარულის რასაკვირველია.
  • ნერვიულობა – როცა ძალიან ბევრს ფიქრობ რა უპასუხო ჩვეულებრივ კითხვაზე.
  • ირიბად ლაპარაკი – როცა ბლოგზე ყველა პოსტს მისთვის წერ.
  • მოწყენილობა – როცა არ ჩანს და ძველ მესიჯებს ათვალიერებ.
  • დაკვირვება – როცა გაინტერესებს როგორ განვითარდით და ძველ მესიჯებს ათვალიერებ.
  • გაკვირვება – როცა ძველი მესიჯების კითხვისას აღმოაჩენ, რომ საწყის ეტაპზე უფრო დაუკვირვებელი, მხიარული და Cool იყავი.
  • გამოძიება – როცა აჭერ See Friendship-ს, “ის” და შენ. “ის” და “ის”, “ის” და “ეს ძუკნა”.
  • ვარსკვლავები თვალებში – უკვე ძალიან ბევრჯერ რომ დაათვალიერე მისი ყველა ალბომი ფეისბუქზე, და ყველა სურათში მოგწონს.

  • გაბუტვა – როცა იმ ფოტოს იყენებ პროფილის სურათად, რომელზეც იცი, რომ არ მოსწონხარ.
  • საკუთრების განცდა – როცა ეჭვიანობ ყველაზე, ვინც ვოლზე უწერს “როგორ მომენატრეეეეეე :* :* <3″. მთელი დღე ფუჭდება, თუ ამ ვოლპოსტს შენი ობიექტი ალაიქებს.
  • დამოკიდებულობა – როცა ყველა შენს სტატუსს “მისი თვალით” უყურებ, და ცდილობ მიხვდე – მიხვდება თუ არა.
  • ტყუილი – როცა ზოგჯერ არ გესმის მისი ხუმრობები, მაგრამ მაინც იღიმები.
  • მხარდაჭერა – როცა კამათში შეიძლება არ ჩაერთოს, მაგრამ შენს არგუმენტს გილაიქებს, და მიწას მყარად გრძნობ ფეხქვეშ.
  • ხაფანგი – როცა ონლაინ ინთება, და “შემთხვევით” მის საყვარელ სიმღერას აშეარებ.

და ბოლოს:

არეულობა – როცა გინდა მოეფერო და ამის გამო ებუტები, როცა გინდა თბილი იყო და ამის გამო ეჩხუბები, როცა გინდა ჩაეხუტო, და სიგარეტს უკიდებ, როცა გინდა გაუღიმო, და სხვა მხარეს იხედები, როცა გენატრება და არ წერ, როცა გირეკავს და ვერ პასუხობ, როცა ლაპარაკი გინდა და ღიღინს იწყებ, როცა უნდა შეხვდე და ვერ ფიქრობ რა ჩაიცვა, როცა გინდა ჩაისუნთქო და თვალებს ხუჭავ, როცა მოწყენილ სახეს უმალავ და გინდა დაინახოს, როცა თბილ ხელებს ფრთხილად ეფერები, როცა არ გყოფნის და ამის გამო უბღვერ, როცა ყოველ ჯერზე ფიქრობ, რომ უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყავი, როცა გეშინია – არ მიხვდეს.

როცა გეშინია, რომ შეიძლება მართლა ვერ მიხვდეს.

“- შენ თუ აპირებ შეხვედრის შესახებ პოსტის დაწერას?” მკითხა ნეტგაზეთის ჟურნალისტმა, როცა ბლოგერების და გარემოს დაცვის მინისტრის ჯერ სათანადოდ გაუხმაურებელი შეხვედრის დეტალებმა მაინც გამოჟონა “უქეიფიათ”, “ჩასასტავებულან”, “დრო უტარებიათ” სახით, და ამაზე ყველამ, ვისაც ოდესმე ინტერნეტ ექსპლორერის გარდა სხვა ბრაუზერის არსებობის შესახებ სმენია, ე.წ. კომპეტენტური კომენტარის გაკეთება გადაწყვიტა.

“- მე ჯერ ხალხის რეაქციას შევხედავ, რომ საკუთარი ბლოგის ფორმატში ჩავჯდე” – მეთქი, ვუპასუხე ზ.ა. ჟურნალისტს, და მე მგონი ეს დროც მოვიდა, “ასეთი ხალხის” და “ისეთი ხალხის”, რეაქციისშემდგომი პოსტის დაწერისა.

მანქიერი ბლოგი გაფრთხილებთ, ქვემოწარმოთქმული პოსტის კითხვისას, აუცილებელია საღი აზრის თან ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მიერ წაკითხული ყოველი წინადადება, უარყოფითად იმოქმედებს თქვენივე ნერვული სისტემის წინააღმდეგ. Continue Reading »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,150 other followers