“შემოსული ხმების 28 %-ით ფინალშია ნატალი ვეფხვაძე” – გამოაცხადეს წამყვანებმა და მე და ფილარმონიის სცენამ ერთმანეთს თვალი ავარიდეთ.
ის, რომ აკროსტაილი ჟიურიმ გადაიყვანა და ნიცა ყიფიანი საქ. ბანკის ფავორიტი გახდა, ერთდროულად ცხადიცაა, და უმნიშვნელოც. მე და ფილარმონიის სცენა გასასვლელის ძებნა ვიწყებთ, თან ერთმანეთს ვუზიარებთ ყბის ჩამოვარდნის შთაბეჭდილებებს.
“იცი, ხანდახან გულწრფელად მეცოდებიან ის ადამიანები, ვინც ნიჭიერს აკეთებენ, აი ამდენს წვალობენ, რას არ ტენიან შოუში, როგორ ცდილობენ რამე განსხვავებული ნიჭი აღმოაჩინონ და გვაჩვენონ, და ბრახ, ხალხს მაინც მრავალჟამიერი მოსწონს” – ვეუბნები სცენას.
“ჰო, ერთი შეხედვით ეგრე ჩანს” – მპასუხობს ის, მაგრამ ბოლომდე მაინც არ მეთანხმება. მინდა ჩავეძიო და ვკითხო რას გულისხმობს, მაგრამ სცენას კულისებთან აქვს რაღაც საჭორაო და ჩემთვის აღარ სცალია.
მოდი დავიწყოთ თავიდან.
მიზეზები, რის გამოც ნატალი ვეფხვაძე უნდა გადასულიყო პროექტის ფინალში: გადაცემის რეიტინგი.
მიზეზები, რის გამოც ნატალი ვეფხვაძე არ უნდა გადასულიყო ფინალში: არის საშუალოზე ოდნავ დაბალი დონის მომღერალი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სმენასთან, და უბრალოდ აქვს ოდნავ ძლიერი ხმის ტემბრი.
მიზეზები, რის გამოც ნატალი ვეფხვაძე უნდა გადაეყვანა ხალხს: აქვს გულისამაჩუყებელი ბექსთორი, პირველი გამოსვლისას ცხარე ცრემლებით ატირა მთელი ფილარმონია და მათ შორის “სცენის მშვენება” სოფო ნიჟარაძე, ნახევარფინალში ნატალიმ იმღერა მრავალჟამიერი, რომელსაც ფონად ეკლესიების და მოჩუხჩუხე მდინარეების კადრები დაადეს, მდედრმა ჟიურიმ არ დაიშურა მინაბული სახე და მონაწილეს მიმართა სიტყვებით “შენ ხარ ჩვენი პროექტის უდავო აღმოჩენა“, ხოლო გეგას აზრით “ნატალი თავისი ისტორიიდან გამომდინარე, ნამდვილად იმსახურებს ფინალში ყოფნას“..
მიზეზები, რის გამოც ნატალი ვეფხვაძე არ უნდა გადაეყვანა ხალხს: თუნდაც აკროსტაილი.
მოდი ჩავთვალოთ, რომ ამ ოთხი ჩამოთვლილი მიზეზიდან, მეორე და მეოთხეს განხორციელებისთვის ჩვენი ქვეყანა მორალურად ჯერჯერობით მზად არ არის.
პირველსა და მესამეს შორის კი არჩევანის გაკეთება საჭირო არცაა, იმიტომ რომ ესენი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან. ოღონდ გასარკვევია:
ა) იმიტომ აქვს გადაცემას ამხელა რეიტინგი, რომ აქ მრავალჟამიერი ჯეროვნად ფასდება ჟიურის ცრემლებით და გულისაჩუყებით?
ბ) იმიტომ ფასდება აქ მრავალჟამიერი ჟიურის ცრემლებით და გულისაჩუყებით, რომ გადაცემას ამხელა რეიტინგი ჰქონდეს?
ეს ჯაჭვი ზუსტად სად იწყება არ ვიცი. თუმცა სადაც არ უნდა იწყებოდეს, არჩევანის უფლება მაინც არსებობს, როცა ათი სხვადასხვა ნიჭის მქონე ადამიანი დგას სცენაზე, როცა აქედან რამდენიმე ისეთ რამეს აკეთებს, რომ აღფრთოვანებისგან თვალს ვერ წყვეტ, ან საერთოდ ვერ უყურებ, ტაშს უკრავ, კივი/წივი “ვაიმე რა მაგარია”, მაგრამ მიუხედავად ამისა შენი ქვეყნის ნიჭიერი ლევან შავაძე გყავს, და მაგ გზიდან გადახვევას, როგორც ჩანს არ აპირებ – ძალიან მსუბუქად რომ გითხრა, არ ვარ შენდამი კეთილად განწყობილი.
ასეა თუ ისე, ვალი მოხდილია, ცრემლმომდგარი თვალებით, აძგერებული გულით და ამაყი ხელებით – ზარი გაშვებულია, მრავალჟამიერი ფინალშია, ერის ღირსება დაცულია, ხოლო ყველანი აღფრთოვანებულები ვართ აკროსტაილის გამოსვლით..
ღღღღღღღრრრრრრრრრრ
:|:|:|
ეს რო არ გადაეყვანათ რა საქართველოა მაშინ?
:|:|:|:|
წინა წელს ფინალში თითქმის სულ მომღერლები იყვნენ.. 😐
ახლაც თუ ასე მოხდა, ნიჭიერი კი არა, უკვე შესაფერისადაც ერქმევა “ჯეოსტარი”! ან რამე პადობნი
ააააა
:@
დილას დავწერე და არ გამოვაქვეყნე აკროსტაილის ვიდეოს ლოდინის გამო… ხოდა რახან არ დავაფაბლიშე და ესეც წავიკითხე, მომიწევს სათაურის შეცვლა :დ რას ეტაკე ამ მრავალჟამიერს რა გინდოდა? :დ
მრავალჟამიერ-2 დაარქვი შენ კიდე 😀
ვაიმე :დ დაარქვი მრავალჟამიერ და ეგ ახსნაც მიაწერე, და ეს პოსტიც გალინკე :დ ჰოდა რა გინდა :დ შენც ბედნიერ/მეც ბედნიერ :დ
Tavidan bolomde chamoayalibe chemi azri! :respect: 🙂
da is, gegas megobari gogo?:D
.
Nica Yifiani ra gadasayvani iyo fuf
100% :დ მართალია ჩემთვის სიგარეტი არ უნდა მოეწოდებინათ და არც უნდა გაეღიმათ :დ.. მაგრამ მაინც გეთანხმები..
ისე მე 28%ზე მეტს ველოდი :დ:დ:დ
მანქი… ბრავო!!!
არც არაფერი მაქვს დასამატებელი!
მადლობები ყველას ❤
თქვენისთანები ვერ გაიგებთ მაგას… არც მუსიკალური ნიჭის შეფასების უნარი გაგაჩნიათ. როცა ნიჭი არ გაქვს, სინდისი მაინც უნდა გქონდეს, რომ გაჩერდე.
ვინც უნდათ, იმას მისცემენ ხმას. არ არის ეგ თქვენი “უინწელექწუალესობების” საქმე… ყველაფერზე რატომ აჭარტალებთ მაუსებს, ვერ ვხვდები : )))))
მრავალჟამიერმა საუკუნეებს გაუძლო და იქნება მანამ, სანამ ქართველები ვიარსებებთ. თქვენი სახელები კი ხვალ აღარავის ემახსოვრება. ამიტომ თქვენს რახუნს არა აქვს აზრი, გაჩერდით წყნარად : )
და ნატალი ვეფხვაძე ყველამ უნდა იცოდეს რადგან ნიჭიერში მრავალჟამიერ იმღერა?
მგონი შენ რახუნობ ნამეტნავდ…
სადაც ბურჭულაძე და ბუღაძე უნდა იცოდეს ყველამ, როგორც მწერლები, ვეფხვაძეს რატომ არ უნდა იცნობდნენ? : ))) თუ თვალები რომ სტკივა, მაგიტომ “გეპაზორებათ”?
:))))
ტეტა ტეტა რა პატრიოტია :დდდ
მიუხედავად იმისა, რომ არც მე მესიამოვნა ის ფაქტი, რომ ნატალი ვეფხვაძე აღმოჩნდა ის ვინც ყველზე მეტი ხმა მიიღო მაინც უნდა აღვნიშნო. როცა წერ, რომ :
“თუმცა სადაც არ უნდა იწყებოდეს, არჩევანის უფლება მაინც არსებობს, როცა ათი სხვადასხვა ნიჭის მქონე ადამიანი დგას სცენაზე… ”
არჩევანის უფლება იცი რას ნიშნავს ? აირჩიო ის ვინც შენ მიგაჩნია ღირსეულად. ნებისმიერ ადამიანს აქვს არჩვენის უფლება და რატომ საუბრობ იმ 28.8%-ის უგემოვნობაზე ? მათი შეფასებით ნატალი იმსახურებდა მათ ხმებს. მესმის რომ ჩემში თუ შენში ეს შეიძლება უარყოფით ემოციებს იწვევდეს მაგრამ რა ? რომელიმეს გვაქვს უფლება ავდგეთ და ხალხს მივუთითოთ რა უნდა მოეწონოთ ?
DMX – ამხელა პოსტის წაკითხვა თუ არ გეზარება, მაშინ პოსტის წაკითხულიდან აზრის გამოტანისთვის მაინც დახარჯე ცოტა მეტი დრო : )
გოგა – არაფერს არ ვუთითებ კაცო, უბრალოდ ჰქონდა ამ ხალხს შანსი, ღირსეულად დაეფასებინათ ადამიანი, რომელიც დღეში 24 საათი ვარჯიშობს და სცენაზე სახეს იხევს, მაგრამ სამწუხაროდ ამ ერისთვის უფრო მნიშვნელოვანია სუფრული მრავალჟამიერი იმღეროს ვინმემ, თუნდაც ძალიან ცუდად.
ახლა მიმიხვდი? : ) პიროვნულად არავის ვერჩი, რა თქმა უნდა, მათ შორის არც ნატალის, ეს პოსტი ხალხზე წერია და არა ნატალიზე : )
მანქი, ეს კარგი იცით: დაწერთ რაღაცას და მერე საყვედურობთ, რომ ვერ გაიგეს აზრი. ერთნაირი ხელწერაა : )))
ჩააქსოვეთ მეტი აზრი და მშვენივრად ამოვიკითხავთ. რაც არაა, რა ამოვიკითხო?! : )
მე შენ არ განმიზოგადებიხარ, პირადპირ მოგმართე და ასევე მოვითხოვ ხოლმე, როცა აქ შემოდიხარ და ჩემს ნაწერს კითხულობ, ჩათვალე რომ ჩემს ნაწერს კითხულობ და არა ბლოგერთა ქარტიას : )
არ ვიცი ვინ რას გეუბნება, მაგრამ შენი კომენტარიდან გამომდინარე – ფაქტია ვერ გაიგე რა მიწერია და ვისზე.
: )
გეთანხმები, რომ ამ შემთხვევაში და ალბათ ნიჭიერის მეორე სეზონის საუკეთესო აღმოჩენა აკროსტაილია, უბრალოდ ყველას აქვს იმის უფლება თავისი შეფასების საფუძველზე გადაწყვიტოს ვინ სურს იხილოს ფინალში თუ გამარჯვებულად. არც მე მომწონს რომ ნიჭიერის პირველი სეზონის გამარჯვებული ლევან შავაძეა, მაგრამ რას ვიზამ ჩემი სუბიექტური შეხედულებაა რომელიც იმ ხალხთა უმრავლესობის აზრს არ დაემთხვა რომლებიც რეკავდნენ და ხმებს აძლევდნენ ნიჭიერში. ვიცი, რომ ხალხზე გაქვს პოსტი დაწერილი, გეთანხმები, უბრალოდ ის ერთადერთი აღვნიშნე რასაც ამ ფოსტში არ ვეთანხმები : )
აქ კომენტარის წერას ჩემი პასუხი აქ არის : )
http:// egodrome.blogspot.com/2011/05/ blog-post_03.html
ერთადერთი, რაშიც არ გეთანხმები, არის ის, რომ ნატალი ვეფხვაძეს სმენა არა აქვს. ნამდვილად აქვს.
დანარჩენში 100%იანი ხარ. 😉
+1
ნატალის სმენა აქვს, …
სხვა დანარჩენი, ოკ, ვეთანხმები მეც პოსტის ავტორს, ეგრეა. ყალბ ცრემლებს ვერ ვიტან ;/
ალბათ იმირომ,რომ ქართველ ხალხს უყვარს როცა გულს უჩუყბენ.მაპატიეთ და არასრულფასოვნების გამო ,იმიტომ .რომ გეცოდება არ უნდა გამოიყვანო სცენაზე რა 😐
მეც პირდაპირ მოგმართე ,მანქი, თუმცა როგორც ზოგადის ნაწილს 😉
მენტორული ტონით “უკანონებთ” ხალხს, თუ როგორი გემოვნება უნდა ჰქონდეთ. ეს არის შენი პოსტის მთავარი აზრი. არ გაქვთ არც შენ და არც შენნაირებს ამის უფლება. თან, ტონი კლავს. ძალიან ბევრის ნებას აძლებთ თავს 😉
შეიძლება გქონდეს შენი სუბიექტური აზრი აკროსტაილზე. თუმცა ამის განზოგადებას რომ ახდენ, რომ თურმე ყველას(!) მოსწონს, მაგრამ ვალის (!) გამო მაინც ნატალის აძლევენ ხმას, რბილად რომ ვთქვათ შენს ფანტაზიორობაზე მიუთითებს. საერთო არაფერი აქვს რეალობასთან, რამეთუ შენ არ ძალგიძს განსაზღვრო, შინაგანად ვის რა მოეწონა. ხალხი ბევრზე ყვიროდა “ვაიმე, რა კარგია!”, თუმცა გამარჯვებული მხოლოდ ერთია იმათგან. ხალხი აძლევს ხმას იმას, ვისაც თვლიან, რომ დაიმსახურა. ვალი აქ არაფერ შუაშია.
გითხარი და კიდე გაგიმეორებ, იქნებ რამენაირად დაილექოს შენს (ქვე)ცნობიერებაში: ძალიან ბევრის უფლებას აძლევ თავს, შენი თანამეინახეებიანად 🙂
“ბევრის უფლება” ძალიან სუბიექტური ცნებაა.
შენი აზრით იქნებ მე რომ ქუჩაში სიგარეტით მივსეირნობ, ბევრი უფლების მიცემაა საკუთარი თავისთვის, ჩემი აზრით კი შენ უბრალოდ შეზღუდული აზროვნება გაქვს.
ვერ შევთანხმდებით ასე ჩვენ : ) გირჩევ ჩემი პოსტები არ წაიკითხო და ნერვებიც არ მოგეშლება.
აი ამ პროექტში თუ კიდე აასეთმა მომღერალმა გაიმარჯვა და… ვაბშე “გაიტანეთ” ნიჭიერი საქართველოდან
რა პარანოია გაქვთ !: ))) სულ გგონიათ, რომ თქვენი აზრით “გამომწვევი საქციელით” ვიღაცეებს შოკში აგდებთ . შინაგანი კომპლექსების ბრალია ეგ : ) რა შუაში იყო ახლა სიგარეტი? თუ ჩემი დამოკიდებულება გაინტერესებს, შენს ჯანმრთელობას ავნებ. თუ შენი ფილტვები არ გენანება, მე სულ მკიდია 🙂
სიგარეტით შენი თავის და მომავალი შვილების გარდა არავის მიაყენებ ზიანს. აი, დამოძღვრას რაც შეეხება, სულ სხვა დიმენსიაა და ამის უფლება არ გაქვს. შენი უფლება იქ მთავრდება, სადაც იწყება სხვისი. ეს, სხვათა შორის იმ დასავლეთის ძირითადი პოსტულატია, რომელსაც ასე ეტრფით ფსევდოლიბერალები. საკმარისია ოდნავ მაინც იცნობდე იმ სისტემას, თუმცა “გონივრული ეჭვი” მაქვს, რომ გაგებაში არ ხართ თავისუფლების დასავლური გაგების 🙂
კომპლიმენტისთვის დიდი მადლობა, კაი გოგო ხარ შენ 😉
სულაც არ მეშლება ნერვები, შენ წარმოიდგინე. ჯერ ცოტანი ხართ, საბედნიეროდ. ჩემი თვითმიზანი არც ყოფილა შენთან რამეზე შეთანხმება. თავიდანვე ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ შენისთანა ადამიანებთან ვერასდროს მივაღწევ კონსესუსს 🙂 უბრალოდ, ხანდახან რაღაცეებზე აუცილებელია პასუხი გაგცეთ ვინმემ, თორემ მართლა ირწმუნებთ, რომ ერთადერთ ჭეშმარიტებას ღაღადებთ ამქვეყნად. უნდა იცოდეთ თქვენი ადგილი 😉
ადიოს, ამიკა : ))
პანიკურ შიშზე ვინ ლაპარაკობს :დ :დ
“ჯერ ცოტანი ხართ”
“შენნაირები”
“ფსევდოლიბერალები”
: )
პირველივე კომენტარიდან გთხოვე დამოუკიდებელ არსებად აღმიქვი და თუ შეიძლება მე მელაპარაკე მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოახერხე. დემაგოგიას მისდევ აგერ უკვე მერამდენე კომენტარია, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ არსად სხვაგან აზრის გამოთქმის საშუალება არ გაქვს, და აქ იცლები კვირაობით ნაგროვები და მოფიქრებული აზრებისგან :დ
აქ ჩანს შენი დამოკიდებულება ჩემდამი კი არა საერთოდ ყველაფრისადმი, და მეც ზუსტად შესაბამისად გპასუხობ.
: )
საოცრად აგრესიულად განწყობილი რომ ხარ ალბათ ამასაც ამჩნევ, ვიცი მესმის, ტეხავს რომ უცებ ყველაფერი იცვლება და გარემოს ვეღარ ეგუები, აგრესიული ხდები.
“შენი ადგილი უნდა იცოდე” და “ძალიან თავს გახვედი” ამ ლექსიკით დღეს რომ ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებ, ვერც შეაშინებ, და ვერც გააჩერებ, რასაც არ უნდა აკეთებდეს, ალბათ ხვდები : ) სჯობს შეიცვალო თუ შეხედულება არა, მაშინ ამ შეხედულების გამოხატვის ფორმა.
წარმატებები.
არ ხარ თავისუფალი ადამიანი, ამიტომაც აღგიქვამ როგორც ერის ერთი ნაწილის ნაწილს, რომელიც ცდილობს საკუთარი თავი გამოაცალკავოს და თავს უფლებას აძლებს დამოძღვროს ხალხი, მხოლოდ იმიტომ, რომ მას მისნაირი გემოვნება არა აქვს. თავისუფლება ჩემთვის, პირველ რიგში, შინაგანი თავისუფლებით განისაზღვრება და არა იმით, შენ სიგარეტით ხელში ივლი თუ არა ქუჩაში ვიღაცეების “შოკში ჩასაგდებად” : )) პრეტენზია გაქვს იმაზე, უფრო უკეთესი და თავისუფალი ეგონო სხვას, ვიდრე ხარ : )
აგრესიას რაც შეეხება, გადაჰხედე შენს ამ “სტატიას” და სხვებსაც. ობიექტურად მეტი არც არაფერი სჩანს: აგრესია შენი აზრით ბნელი ხალხისადმი. ჩემს მიმართ აგრესიაზე უკვე არაფერს ვამბობ, მკიდია ისედაც. ასე რომ, ჩემი შენ გითხარიო, ისე გჭირს.
კარგად :*
“შემოსული ხმების 28 %-ით ფინალშია ნატალი ვეფხვაძე” – გამოაცხადეს წამყვანებმა და მე და ფილარმონიის სცენამ ერთმანეთს თვალი ავარიდეთ ❤ ❤
მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული იყავი ასე იქნებოდა, მაინც გული დამწყდა იმაზე, რომ ქართულ "ნიჭიერში" ბექსთორები და სისაყვარლეები ნიჭსაც კი სწონის 😐
გეგას რეპლიკაზე ნუ რა ვთქვა :((((
[…] თვალი ავარიდეთ.” (ამონარიდი ”მანქიერი ბლოგი”-დან) სირცხვილის განცდა ეუფლება. და […]
მე არ ვუყურებ ნიჭიერს და ჯეოსტარს, უფრო სწორედ ვერ ვუყურებ, რადგან დრო არ მაძლევს საშალებას, მაგრამ ამ სოციალურ ქსელებში იმენს ვკითხულობ ამ მოვლენებზე, რომ ზედაპირულად ვარ საქმის კურსში, რაც მყოფნის იმისთვის, რომ ჩემი აზრი მქონდეს რაღაცეებზედ.
მე ავტორს ვენდობი {მიუხედავად ბლოგის სპეციფიკისა (ვგულისხმობ ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას ამა თუ იმ თემის მიმართ)} და ის მოვლენა, რომ მრავალჟამიერი (“უნიჭოდ შესრულებული, ან ნაკლებად ნიჭიერად შესრულებული) იღებს ხმების დიდ რაოდენობას, როდესაც უფრო ნიჭიერი შემსრულებელი რაიმე ახალის (თანამედროვე) ნიჭიერად შესრულებისას ვერ გადადის შემდეგ ტურში გამოწვეულია ზოგადად იმით, რომ ქართველები რთულად ვიღებთ ახალს, ასე სახალხოდ ტელევიზიით მოწოდებულს, სხვა საქმეა ნელ ნელა შეპარვით მოწოდებულს, რომელსაც ისე ვეწაფებით როგორც დედის რძეს (რეებს ვბოდავ) განურჩევლად იმისა როგორია ის სიახლე ჩვენთვის როგორ აისახება და ასე შემდეგ, მოკლედ ეს გოგო (მომრავალჟამიერე) ერთხელ გაინათებს ან გაიბჟუტავს (ებს) და მორჩა, მრავალჟამიერი გინდა შეაბრუნე გინდა შემოაბრუნე მაინც მრავალჟამიერია და ვერაფრით ვერ განაახლებ, იმიტომ, რომ ის სლ ახალია და ყოფელთვის კარგად მოსმენადია. (ნუ მე გურჯული ფოლკი მიყვარს) ვერაფერს ვერ უზამ საინტერესოს მაგ სმღერას, მაგრამ ჭკვიანურად გათვალა, მაგ გოგომ ის, რომ მრავალჟამიერი მიაწოდა ჩვენს ტელევიზორთან მიმსხდარ მაყურებელს რადგან მრავალჟამიერი ცუდადაც რომ იმღერო მარტო იმიტომ მოგცემენ ხმას, რომ ქართული იმღერე რა,
ეს ყველაფერი ჩემის მოკრძალებულის აზრით
უი ხო კიდე მადლობა ახალი პოსტებიზა და ბლოგზედ აქტუალურობიზა
ძალიან დიდი მადლობა : )
ვერ ვიტყვი რომ ვეფხვაძეს სმენა არ აქვს და უნიჭოა, ხაზს ვერ გადავუსვამ, აქ ერთი მარტივი რამ მოხდა, მან 9 აპრილით ივაჭრა! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით… რომ არა ეს ისტორია მასთან დაკავშირებული, ნახევარფინალშიც კი ვერ მოხვდებოდა. ევაჭრა ხალხს და მიიღო სასურველი… ძალიან მეცოდება, დედამისს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მასზე უკეთესები იყვნენ რომლებიც სამწუხაროდ ვერ დაფასდნენ… რას ვიზამთ, ხალხს ცრემლნარევი ისტორიები ხიბლავს…
ისა მინდოდა მეთქვა, ბლოგზე აქტიურად აქტუალურობიზა თქვა, 🙂
posti kargi iyo, tumca sheecade rom damalo rogor skdebi shurit sopos shemxedvare 🙂 amis bevri sababi gaqvs!! shen egeti verasros iqnebi,mas ki sheudzlia shennairi iyos (gmertma daiparos) da magashic gajobebs…. shen 123 plastikuri rom gaiketo egeti saxe mainc ver geqneba… siyalbes rac sheexeba, tu dagchirda damijere yvelaze yalbi iqnebi yalbta shoris….
გამომიჭირე ფაქტობრივად.. კარგი, აღარ ვიზამ..
acrostayli xalxit unda gadasuliyo da jiuris is tojinebi unda aerchia an sxva me ese vfiqrob! mara mere vigam ignavlos
საინტერესოა გამოქვეყნდება ეს პოსტი ნიჭიერის ბლოგზე, თუ არა. იმედია მხოლოდ სუბიექტურ–პოზიტიურ პოსტებს არ აქვეყნებენ.
ცოტა გადამლაშებულად წერია, მაგრამ საერთო ჯამში სიმართლეა.
natali vefxvadzem magrad imgera… me momewona da sxvisi ar vici :):)