Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘Djarum cherry’

მანქ

ამ ბოლო დროს მაწუხებს ბლოგის პერსონალურობა.

თუმცა მაინც ეგოისტურად ვთვლი რომ ჩვენი ბლოგი მთლად მაინცდამაინც პირადულიც არაა და ზოგჯერ ზოგადსაკაცობრიო თემებსაც გავკრავთ ხოლმე კბილს.

აი მაგალითად ახლა ზოგადსაკაცობრიო თემას ვეხები, ვისაც არ გჯერათ, ცოტა კიდევ წაიკითხეთ.

ბაზარზე ახალი სიგარეტი (?) Djarum გამოჩნდა. დღეს სუპერმარკეტში, ხვალიდან უკვე პრესის ჯიხურებში.

რატომ ვწერ რაღაც ინდონეზიურ პროდუქტზე, რომლის სტატუსის დასადგენად, მთელ დღეს თავს ვიმტვრევდი? 

საინტერესო მომეჩვენა.

როგორც უკვე აღვნიშნე, დიდხანს  ვცდილობდი გამერკვია ეს რაღაც სიგარეტი იყო თუ სიგარა, თუ რაღაც უფრო შუაში.

იმის ნიშნები რომ არის სიგარეტი:

  • არ ჰგავს სიგარას.

იმის ნიშნები რომ არის სიგარა:

  • ნაფაზი არა აქვს თითქმის.
  • ტოვებს უცნაურ მოტკბო გემოს.

იმის ნიშნები რომ არის რაღაც შუაში:

  • არ ჰგავს სიგარას.
  • ნაფაზი არა აქვს თითქმის.
  • ტოვებს უცნაურ მოტკბო გემოს.
  • ძალიან ხმამაღლა იწვის. აი ისე დაახლოებით, როგორც ღამის სამ საათზე აივანზე ჩვეულებრივი სიგარეტი იწვის. მაგრამ ეს იმავეს პირველი კორპუსის ეზოში, ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე აკეთებდა. (თანაც დღის ოთხ საათზე!)

კარგი, გადავედით უშუალოდ საქმეზე, ვიკიპედიაში ვახე რომ Djarum არის Clove სიგარეტი. ჩემმა მწირმა ინგლისურმა ამდენი ვერ გაქაჩა, სხვათაშორის ვერც გუგლთრანსლეითის ქართულმა ენამ. შესაბამისად ისევ მშობლიური რუსულისა და მშობლის დახმარებით გავიგე რომ ეს “რაღაც” მიხაკი ყოფილა. ანუ მიხაკის სიგარეტი. უცნაურია? კი გეთანხმებით.

მე ჯერჯერობით ორი სახის მოვიპოვე, შავი და ალუბლის.

სურათები ჯობდა მე თვითონ გადამეღო ალბათ, მაგრამ უსბს რაღაც ჭირს, ამიტომ ისევ გუგლი გვიშველის.

მეც და ჩემმა შერჩეულმა ფოკუს ჯგუფმა, დეგუსტაცია ალუბლით დავიწყეთ.

Djarum Cherry

კოლოფის გახსნა და საკმაოდ მძაფრი ალუბლის სუნის შეგრძნობა ყველამ მოვახერხეთ, თანაც სულ რაღაც წამებში, (ყოველშემთხვევაში იქამდე მაინც, ვიდრე კარტოფილი მოხარშვას მოასწრებდეს).

მე როგორც მწეველი, პირველ რიგში დავინტერესდი სიგარეტის სიძლიერით, სხვებსაც ეგ ვკითხე. ერთხმად ვაღიარეთ რომ – არა.

Djarum-ის მონაცემები შევადარე იმ სიგარეტისას რომელსაც მე ვეწევი. სტატისტიკა ასე გამოიყურება:

Djarum – კუპრი 10.0  ნიკოტინი 1.0 მხუთავი აირი 10.0

სხვა სიგარეტი  – კუპრი 06.0 ნიკოტინი 05.0 მხუთავი აირი 05.0

შესაბამისად ის, რომ ნაფაზი ვერ დავარტყით, დავაბრალეთ ფილტრს, რომელიც საკმაოდ გემრიელად გამოიყურებოდა. (ჩვენი ლოგიკით ეს საკმაოდ ძლიერი მონაცემები, ფილტრმა თავისთავზე აიღო და ჩვენ არ დაგვღუპა)

შემდეგ დადგა შავის დეგუსტაციის ჯერი.

Djarum Black

პირველი რაც ასევე ერთხმად ვაღიარეთ იყო დიზაინი. ყოველშემთხვევაში, ჩვეულებრივ სიგარეტზე გაზრდილ გოგო–ბიჭებს ძალიან მოგვეწონა სულ მთლიანად შავი სიგარეტის ღერი. (მაინც ეს მენტალიტეტი რას შვრება.)

სუნმა გაგვკვირვა, ვცდილობდით გაგვერკვია ჩაის ვეწეოდით თუ თამბაქოს, ესეც ტკბილი იყო თუ გემო “იმ ალუბლიანისგან” დაგვრჩა. მოკლედ დიდი დავიდარაბის შემდეგ დროა დასკვნის წერა დავიწყო.

თუ თქვენ ხართ 8 ნომერ კენტზე, მარლბოროზე, ვინსტონზე, კომეტზე და სხვა ასეთივე კლასიკაზე გაზრდილი მწეველი, ეჭვი მეპარება იყიდოთ ეს სიგარეტი.

იმიტომ რომ ნაფაზში მოიკოჭლებს.

თუ თქვენ ხართ ადამიანი რომელსაც მხოლოდ ლამაზი ანთებული საგნის ხელში ჭერა მოგწონთ, დროდადრო პირისკენ წაღება და ტკბილი ფილტრის მოლოკვაც გსიამოვნებთ, მოგბეზრდათ ერთი და იმავე ფორმის, ზომის და გემოს სიგარეტები, მაშინ სცადეთ. იქნებ მოგეწონოთ კიდეც Djarum – ის განსხვავებული დიზაინი, განსხვავებული გემო, და განსხვავებული ფასი.  

პ.ს. ჩემი პირადი აზრი – ალუბლის ღერის ბოლომდე იმ ფერის რომ იყოს რა ფერისაც ფილტრია, უფრო კარგი იქნებოდა.

(c) Monkey

Read Full Post »