Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘შორენა’

ამ პოსტის გადმოტანა გადავწყვიტე.

უფრო სწორად დაკოპირება.

ჩემი პოსტია რომელიც საგამოცდოდ გაკეთებულ ბლოგზე აწ უკვე უსაქმოდ იდო.

თარიღიც გადმოვაყოლე.

შეიძლება იმის შემდეგ, როცა გაბრაზებულმა, 6 იანვრის დილას ეს პოსტი დავბლოგე, რამე შეიცვალა და არ ვიცი, თუმცა მგონი მნიშვნელოვანი ძვრები არ მომხდარა ერის ცნობიერებაში.

ეს პოსტი იდო კატეგორიაში “შოუ–Bozness”. (ეს იმისთვის რომ შესავალმა არ დაგაბნიოთ..)

რამ ამარჩევინა ეს კატეგორია? წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა დავწერო. მოდი მუსიკას მივხედავ მეთქი ვიფიქრე, მაგრამ არ ღირს, მე ვერ გირჩევთ რას უსმინოთ მიუხედავად იმისა რომ ვთვლი, გენიალური გემოვნება მაქვს. მედია ალბათ შოუ ბიზნესში ნაკლებად, თუმცა ბოზნესში აუცილებლად შედის.

პირველი რა გადაცემა გაგვახსენდა? ჰო ეგაა. საკმაოდ მწირი მსოფლმხედველობის გამო, წინსართ “ბოზ”ზე შორენა ბეგაშვილი ამოვარდება ხოლმე. სიმართლე გითხრათ არავის დაუნახავს ეგ გოგო პანელზე მდგარიყოს. ახლა მეტყვით მაგისთვის პანელზე დგომა საჭირო არცააო. ჰო? თქვენ რა იცით რა და როგორ ხდება? და თუ იცით, საიდან?

შორენა ერთი ლამაზი ქალია. ვიღაცის გემოვნებაში შეიძლება არ ჯდებოდეს, მაგრამ არა მგონია ვინმემ თქვას მახინჯიაო. მის სულიერ სამყაროს ნაკლებად ვიცნობ, თუმცა მშვენიერი გარეგნობა აქვს. ჯერ იყო და ფლეიბოი გადააყოლეს, ახლა ამ გადაცემით უტრიალებენ ყველაფერს.

ყველა ნორმალურ ქვეყანაშია მსგავსი ტიპის გადაცემები, სადაც ადამიანებს აძლევენ განათლებას სექსის შესახებ. ჰო, სექსის, ნიკოს თქმის არ იყოს, შეიშმუშნე ამ სიტყვის წაკითხვისას? გეხამუშა? აი მთავარი პრობლემა, სანამ სიტყვა “სექსის” გაგონებაზე ქართველები ჯერ კიდევ ვწითლდებით, ყველა ადამიანი ვისაც ეს ჩვეულებრივ სიტყვად მიაჩნია, ბოზია! (ამ სიას ყველა ლამაზი ქალიც ემატება თავისთავად)

ის თუ შეგიმჩნევიათ, სექსუალური განათლების წინააღმდეგ იარაღად მაშინვე რელიგიას რომ მოიმარჯვებენ? ეს მხოლოდ ერის ჩამორჩენილობაზე მიუთითებს, როცა ქალმა იცის რომ ორგაზმი ცოდვაა. აბა საიდან ჩნდება ამდენი “ცუდი” გაღიზიანებული მასწავლებელი, ლექტორი, გამყიდველი, ან უბრალოდ გამვლელი? 1984 მახსენდება. ერთი ანტისექსუალური მოძრაობა გვინდა და ეგაა. წელზე წითელი ლენტებით! სექსი მხოლოდ გამრავლების მიზნით! ვაშა ამხანაგებო, ვაშა!

აქ არ განვიხილავ არც გადაცემის ხარისხს, არც შორენას როგორც წამყვანს, ჟურნალისტს, და ა.შ.

უბრალოდ ხომ უნდა დაინტერესდეთ რატომ გაკეთდა?

ერთ გადაცემაში, შორენა ქუჩაში გავიდა და გამვლელებს დაუსვა კითხვა : “რომელი პროფესიის ქალები არიან ყველაზე სექსუალურები?” იქნებ ეს გადაცემა იმას ემსახურება, რომ ადამიანებმა ამ კითხვაზე “ბოზი”-ო არ უპასუხონ.

ან არაფერს ემსახურება გარდა პოპულარობისა და სკანდალებისა, მერე რა? თუ საშინლად არ მოგწონთ ეს გადაცემა, საკუთარ თავში ჩაიხედეთ – რატომ? ახლა არ მითხრათ, რომ ვინმეს შორენას მეტყველების მანერა არ მოსწონს და ამიტომ ეძახის ბოზს..

შესაძლებელია “ღამე შორენასთან” ბევრს აღიზიანებს იმის გამოც, “მაგან რა უნდა გვასწავლოსო”,   ჰო თქვენ შეიძლება ხართ გათვიცნობიერებული ყველაფერში, მაშინ გადართეთ და სხვა რამეს უყურეთ, მაგრამ სანამ ასეთი ხალხი ჯერ კიდევ არსებობს, მივესალმები ამ გადაცემას ყველა თავისი ნაკლითაც.

შეგიძლიათ დატკბეთ  და იამაყოთ ჩვენი ერით, მათი პასუხებით, გაქცევებით პასუხისგან, და ა.შ.

რომელიღაცა ღამე შორენასთან

Posted by monkey on იანვარი 6, 2010 at 9:29 am

Read Full Post »