Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ყავა’

მანქ

სათაურის არ იყოს, დღეც საკამოდ გრძელი და სხვადასხვა ამბებით დატვირთული გამოვიდა..

ვეცდები თავიდან მოვყვე.

ან რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ყველაფერს მოვყვე.

ჯერ იყო შეხარბების შეტყობინება პრაღიდან, რომ იქ თურმე 87 პროცენტიანი შავი შოკოლადი იშოვება, თანაც იაფად, და თანაც სამ თვეში მაგ შოკოლადის მირთმევა მეც შემეძლება.

ასე რომ ყველანი ერთად დიდი მადლობას ვუხდით ნიკოს.

მერე იყო ზარი სამინისტროდან, მობრძანდით და აკრედიტაცია წაიღეთო (ბლექ სიი ჯაზ ფესტ.)

მივბრძანდი და წამოვიღე.

ნეტა განახათ რა საყვარელია, (სურათი გადავუღე მაგრამ კომპში ვერ გადმომაქვს ობიექტური მიზეზების გამო) ამიტომაც მენდეთ სიტყვაზე.

ძალიან ბედნიერი გამოვედი, იმიტომ რომ ჯერ არ მქონია საშვი რომელზეც დიდად აწერია PRESS და ახლა უკვე მაქვს..

მერე იყო პინგვინები.

დიდი ხანია ვაპირებ მანდ მონათვლას, და აი დადგა ეს ბედნიერი დღე.

უსაშინლესი ადგილია, მაგრამ უგემრიელესი საჭმელი.

თანაც კარტოფილი სულ  რაღაც 5 წუთში შემიწვეს.

პინგვინებს ოსტრს უქებენ უფრო, მაგრამ დღეს არ მეცალა ოსტრის საჭმელად. ასე რომ კარტოფილმაც “მოიტანა”.

მერე იყო გამოფენა გოეთეს ინსტიტუში, რომლის პრესსამსახურის ჰიპერაქტიურმა გოგონამ თავი მსოფლიო მედიის ყველაზე მნიშვნელოვან წერტილად მაგრძნობინა.

მერე იყო შარდენი, სადაც რაღაც გალერეის გახსნაზე წავედი, გზად გზა ამერია და წუთიწუთზე გახსნილ პრეგოში ამოვყავი თავი. ორი საყვარელი ოფიციანტი გავიცანი, რომლების თხოვნითაც ერთი ბოკალი შავი ღვინის დალევა გადავწყვიტე, თუმცა საკმაოდ თბილი სითხე არ მომეწონა.

ის ის იყო უარყოფითად განვეწყე და მე და ჩემმა მეგობარმა წამოსვლა და წამოსვლამდე მოწევა გადავწყვიტეთ, გარეთ ჩამოვსხედით და 1 წუთში ორი ყავა მოგვიტანეს “ზა სჩოტ ზავიძენია”.

ყავა არ მოგვეწონა, თუმცა კეთილგანწყობილი პრეგო კი, და “ხელფასის დღეებში” გამოვლა გადავწყვიტეთ.

ის ორი ოფიციანტი კი ჩემი ფაკულტეტელები აღმოჩდნენ და უხვად გავეცი რჩევა–დარიგებები ლექტორების არჩევის თაობაზე.

მერე იყო ჯერარგახსნილი გალერეა, რომელიც თურმე ხვალ იხსნება.

მაგრამ ყველაფერი სურპრიზია.

ისე დამაინტრიგეს ორგანიზატორებმა, რომ აუცილებლად წავალ.

ასეთი იყო ჩემი გრძელი დღე..

დანარჩენი ხვალ..

(c) Monkey

Read Full Post »