Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ქართული’

მანქ

სპამის განმარტება იცით ვინმემ?

ჩემთვის სპამი უბრალო ნაგავია, ელ.ფოსტის განყოფილებაში, რომელსაც ხშირად წაუკითხავად ვშლი.

სპამს ასევე ეძახიან რამე შეტყობინებას რომელშიც რეკლამაა მითითებული.

მოკლედ ვიკიპედიური განმარტების ნახვას აზრი არა აქვს.

მე ვაპირებ აგიხსნათ რა არის ქართული სპამი.

[ციტატის დასაწყისი] ეს არის პირველი ქართული მისტიკური თრილერი, რომლის პრემიერა 5 მაისს, 8 საათზე კინოთეატრ ამირანში შედგება. [/ციტატის დასასრული]

რეჟისორი რამაზ ჩაჩანიძე, სცენარს ავტორი დავით აბულაძე, მსახიობები ბლაბლა და ბლა. კიდევ რამდენიმე ბლაც და ეგაა..

რა “ეგ”?

იმ პრემიერის სცენარი, რომელიც დღეს 5 მაისს უნდა გამართულიყო კინოთეატრ ამირანში.

მსახიობები მოვიდნენ ისე, როგორც ჰოლივუდში არა, მაგრამ, ნუ დავუკარგავთ და ეცვათ კლასიკურად.

წითელი ხალიჩაც იყო ისე, როგორც ჰოლივუდში არა, მაგრამ მოდი ვაღიაროთ, წითელიც იყო და ხალიჩაც.

ალა ფურშეტი? ნუ რედბული+არაყი+ორი საწრუპი ჩხირი = რაღაც კოქტეილს.

საზეიმო განწყობა? ფოიეში “კანფეტკების” ორჯერ უხეირო გასროლ–გადმოფრქვევა.

კამერები? ფოტოგრაფები? კი იყვნენ იყვნენ..

რეჟისორი? მგონი მოვიდაო, ამბობდნენ.

ფილმი? მოვიტანეო, ამბობდა.

რა მოხდა?

გახდა 8 საათი: არავის უღელვია საზოგადოების სიმცირეზე. პრინციპში ეს ხომ ასეც უნდა ყოფილიყო.

გახდა 9–ის ნახევარი: ნუ შეიკრიბა თითქმის ყველა. აი ერთი–ორი კაციც და ვიწყებთ.

დააკლდა 9–ს 15 წუთი: ცოტა დათბა, აი იმ ერთი ორი კაციდან ერთი უკვე მოვიდა, მეორეც და დავიწყებთ. ნაცნობებმა ერთმანეთი ვიპოვეთ, “სასტავები” ერთად დავდექით, და ვმსჯელობთ როგორი იქნება ფილმი.

გახდა 9 საათი: ნუ ახლა ეს უკვე მეტისმეტია, საკმაოდ დათბა უკვე იმისთვის, რომ მიხვიდე და წყალი იყიდო. კულუარებში გავრცელდა ჭორი, რომ ჯერ რეჟისორი არ მოსულა, და ფირი არ მოუტანია.

9საათი და 15 წუთი : ვეძებთ სადმე დასაჯდომ ადგილს, ფეხები დაგვაწყდა. ამოვიღეთ გუშინდელი პრეს–რელიზები, ვცდილობთ მივხვდეთ თუ ფილმი ოდესმე დაიწყება რა გველოდება წინ. აღმოვაჩინეთ რომ, [ციტატის დასაწყისი] სპამში საშიში სცენების გარდა იხილავთ: რეალურ სპეც–ეფექტებს, ბევრ სისხლს, ულამაზეს ეროტიკულ სცენებს და თქვენ წარმოიდგინეთ იუმორსაც კი. [/ციტატის დასასრული]

9 საათი და 25 წუთი: ჯერ კიდევ ვიცინით “თქვენ წარმოიდგინეთ იუმორსაც კი”–ზე.

10–ის ნახევარი: წყალი გათავდა. ძალიან ცხელა. ლაპარაკის თავი არავის აქვს. ფოიეში ვიღაც ყვირისს [ციტატის დასაწყისი] გამოვიდეს ვინც შექმნა ეს საოცრება და გვითხრას რატომ ვიცდით აქ საათნახევარი ეს დედაარღნიანი! [/ციტატის დასასრული]

10–ს უკლია 20 წუთი:

– ათამდე მოვიცადოთ და წავიდეთ.

– გიჟი ხო არ ხარ, მე მივდივარ ათ წუთში.

10–ს უკლია ათი წუთი: ხალხი თითქმის დაიშალა, მთავარი როლის შემრულებელი მსახიობების, დარბაზის შესასვლელთან მდგარი კინოთეატრის განმკარგულებლების, ერთი–ორი სიბნელის იმედად წამოსული წყვილის, ერთი–ორი დამლაგებლის, ერთი–ორი დაცვის ბიჭის, ერთი–ორი მოცლილის გარდა, თითქმის ყველა წავიდ–წამოვიდა.

10 საათი: – ხომ მაგარი “ქართული უჟასი” ვნახეთ?

კი.

მე ვნახე.

(c) monkey

Read Full Post »