Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ფეხბურთი’

– დაუჯერებელია! ეს სპორტი უკვე გამოუგონიათ და მე რას ვუყურებ?

ჩემი პირველი რეაქცია, როცა ღამით, ჩელსის დამარცხებით გამწარებულს,  შემთხვევით პირველ არხზე გადამერთო და “შემომეყურა” შვეიცარიასა და ამერიკას შორის ჰოკეის მატჩს.

ნუ ეხლა, მთლად ეგრეც არ გამკვირვებია.

პირველი რაც გამახსენდა, ფლეისთეიშენი იყო, დაახლოებით 6–7 წლის წინ, მე და ჩემი ძმა ვერ ვთანხმდებოდით რა გვეთამაშა. არ მომწონდა ჰოკეის თამაში, მიგებდა ყოველთვის. ამიტომ ჯერ იმას ვთამაშობდით რაც მე მინდოდა (“პორშე ნიიდ fორ სპიიდ” იყო ეს ძირითადად)  და მერე ჰოკეის. მახსოვს ორივენი კანადას ვირჩევდით. წითელ–თეთრი კანადა ეთამაშებოდა თეთრ–წითელ კანადას. წესები რა თქმა უნდა არ ვიცოდით. ან ვის რაში სჭირდებოდა, მთავარი იყო იქსი–იქსი–იქსი–სამკუთხედი–იქსი–მრგვალი–იქსი–იქსი–ოთხკუთხედი–იქსი–იქსი–იქსი.

ჰოდა ეს ბავშვობის მოგონება იქით იყოს, და გუშინ ჰოკეის ყურება რომ დავიწყე, მივხვდი როგორ მივაშტერდი ეკრანს. უცებ გავერკვიე წესებში, რომლებმაც აღმაფრთოვანა. დღესაც ვუყურე განმეორებით კანადა–რუსეთს.

1. პირველ რაც თვალში მომხვდა იყო მოთამაშეების წვერი. შეიძლება მე მაქვს ამნეზია, მაგრამ ვერც ერთი წვერიანი ფეხბურთელი ვერ გავიხსენე. ამიტომაც პირველი + ჰოკეის.

2. შემდეგ იყო ჩაფხუტები, ა.შ.შ–ს მეკარეს რაღაც მოხატული ჩაფხუტი ჰქონდა. ანუ მარგინალური. კარგი იყო, მომეწონა. აქ არ ჩანს როგორია, მაგრამ მთავარი ის ფაქტია, რომ ზოგადად ასეთი არ უნდა ყოფილიყო და ასეთი იყო.

3. მერე იყო წესები ჩხუბებზე და გაწევ–გამოწევებზე. ფლეისთეიშენზე თამაშიდანაც მახსოვს, რომ ეგ ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა რადგან ეს ოლიმპიური თამაშებია, ეგეთ სცენებს არ აჩვენებენო, კომენტატორები ამბობდნენ. მოკლედ მაინც გაეპარათ ერთი–ორი და არ იყო ცუდი.

4. თამაში ხომ ძალიან უხეშია. საოცრად სწრაფ ტემპებში მიდის და ეკრანს თვალს ვერ ვწყვეტდი. ძირითადად ფეხბურთს ვადარებდი და სასაცილო მეჩვენა ჰოკეის მერე ფეხბურთის ყურება.

5. ანუ ეხლა იმას კიარ  ვამბობ რომ “ფუ ფეხბურთი” და “ვაშა ჰოკეი”. უბრალოდ ფეხბურთელები მართლა ნაზი გოგონები ჩანან ჰოკეისტების გვერდზე. სად ამათი ჩეხვა და სად იმათი.

ჰო, მეც ვიცი, რომ ყველაფერს თავისი წესები აქვს და შედარება არ შეიძლება, მაგრამ მედარებინება და რა ვქნა.

6. და კიდევ, მოთამაშეების ცვლილებამ მომხიბლა. აი ვერ გაიგებ ვინ გამოვარდება მოედანზე და ვინ ისვენებს. ნეტა თვითონ როგორ ერკვევიან ამ ყველაფერში. წამებში ხდება ყველაფერი. ტემპია არაადამიანურად სწრაფი. (ნუ გუნდებსაც გააჩნია ალბათ.)

7. მსაჯები იყვნენ სახალისოები. სახიფათო მომენტებში კედლებზე ხტებოდნენ რომ რამე არ მოხვედროდათ.

ასევე ყოველ შესვენებაზე ჩართულმა მუსიკამ მომხიბლა. მაგალითად დღეს, ბლერს მოვკარი ყური.

საერთო ჯამში, ჰოკეი გამოვიდა ძალიან უხეში, მაგრამ ელეგანტური თამაში.  ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს ფეხბურთში, ეს მოთამაშეების სიმულიანტობაა. ჰოკეიში კი მაგის დრო და მგონი სურვილიც, არავის აქვს.

მოკლედ ძალიან მოვიხიბლე და მგონი მეტყობა კიდეც.

))

(c) monkey

Read Full Post »