Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ონი’

(პოსტი ონისკენ მიმავალ გზაზე იწერებოდა და არ ჩამისწორებია)

ოღონდ არ ვიცი ეს მოკითხვა თუ გამოიგნებს გზას თბილისამდე, ისეთი უდაბური გზებია და ნისლი.
ვბოდავ ხო?
კი, ამბობენ ჰაერი გაიშვიათდაო და ალბათ მოქმედებს.
გაიშვიათების რა მოგახსენოთ, მაგრამ ნამდვილად მყარი და თეთრი ფერის რომაა მგონი ჩანს,

თუარადა მენდეთ, როგორც ყოველთვის..
სხვა რა ხდება და აღმოვაჩინე რომ კლაუსტროფობია მქონია. ამის მისახვედრად მაინცდამაინც ვარძიის გვირაბში უნდა მეხოხიალა? ალბათ.

ახალციხეში ორი სასტუმროა. ჩვენ ერთში ვცხოვრობთ და მეორეში დავდივართ საჭმელად, ტელეფონის დასატენად და ა.შ.

ამ წუთში შოვის გზას ვადგავართ, მძღოლმა გვთხოვა ჩუმად იყავით ვნერვიულობ და სადმე გადაგჩეხავთო. (ამწამს ინტერნეტი ვიოცნებე ამ ბოლო წინადადების ფეისბუქზე დასაწერად.)

(აქ ნაწერი შეწყდა და გაგრძელდა ბარაკონის ტაძრის აბრის დანახვისას)

ამ ტაძარზე ბევრი გვსმენია როგორც მე, ისე ნათს, მინდა იმედები გაგიცრუოთ, ტაძარი დიდი არაფერი, მე მის ირგვლივ მოკრძალებული და მშვიდი საფლავები უფრო მომეწონა..

ჩვენი მძღოლი ამ გზებზეც ისევე დაქრის, როგორც იგოეთში მაგისტრალზე დაქროდა. შესაბამისად, ვერ დავიჩემე რომ რაჭა ვნახე. (თუ მარტო მთები, ხეები, მდინარე, ცა, ეკლესიები და შაორის ტბა ითვლება რაჭად, მაშინ მინახავს.)

გადავწყვიტე ყველაფერს მოვშორდები მეთქი, და ყველაფერთან ერთად მუსიკაც გამოვრთე ამ ხუთი დღით. თუმცა მაინც დავიბრუნე. რა ვქნა მომინდა რაღაც წყნარი ექშენი ამ ბუნების ნახვისას.. ააააააააა ქაააააააააან’თ სთაააააააფ ნაუუუუუუ, ა გათ თრაბლზ ოფ მაი ოუნ..
კიარადა რას ვამბობდი..
ჩემი პერსონალური დასკვნები არ დამიწერია დიდი ხანია..
დავდო?
“ბუნება უფრო გიყვარს როცა გაქვს კომფორტი”
ავხსნა?
ახლა უფრო მომწონს ხედი რომელსაც ვუყურებ, რომელსაც სიამოვნებით გადმოვიტან ბლოგზე ინტერნეტიც რომ მექნება, რომელსაც ხელით არ ვწერ, (ხელით ვერც დავწერდი ისე ვჯაყჯაყებთ).

(მაშინდელი ნაწერი აქ მთავრდება, თუმცა ეტაპობრივად მოგიყვებით რა ხდებოდა და როგორ)

(c) Monkey

Read Full Post »