Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მუსიკა’

ბოლო დროს ცოტა მოდურადაც კი ითვლება სტატიების ან გნებავთ პოსტების წერა თემებზე რომლებიც “ჰომო”-თი იწყება. განსაკუთრებით აქტუალური ამ თემაზე გამოკითხვის ჩატარებაა. საერთოდ დიდი ხანია ვთვლი, რომ ქუჩის გამოკითხვა აუტანელი პროცესია რეპორტიორისთვის, რესპოდენტისთვის და განსაკუთრებით მაყურებლისთვის. შედეგები ძირითადად ერთფეროვანია ხოლმე და უმეტეს შემთხვევაში ნერვების მომშლელი, ორივე მხარის უკომპეტენტურობით. კითხვებსაც ვგულისხმობ და პასუხებსაც. ერთი სიტყვით კიდევ ერთი მსგავსი ვიდეოთი ინსპირირებულმა დღეს გამოკითხვის ჩატარება გადავწყვიტე. ქუჩა ფეისბუქით, ხოლო ვრცელი და არაფრისმომცემი პასუხები კონკრეტული სავარაუდო ვარიანტებით ჩავანაცვლე.
გამოკითხვა ინტერნეტრადიოს ფან ფეიჯზე სულ ორ საათს გაგრძელდა და დასმულ შეკითხვას 100-მდე ადამიანმა უპასუხა. კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად მკაცრი მოთხოვნა მქონდა, აერჩიათ მხოლოდ ერთი პასუხი, ოთხი შესაძლო ვარიანტიდან და დაეკომენტარებინათ მხოლოდ ის.
გამოკითხვის ფორმა იყო შემდეგი: (more…)

Read Full Post »

Read Full Post »

ამ პოსტის გადმოტანა გადავწყვიტე.

უფრო სწორად დაკოპირება.

ჩემი პოსტია რომელიც საგამოცდოდ გაკეთებულ ბლოგზე აწ უკვე უსაქმოდ იდო.

თარიღიც გადმოვაყოლე.

შეიძლება იმის შემდეგ, როცა გაბრაზებულმა, 6 იანვრის დილას ეს პოსტი დავბლოგე, რამე შეიცვალა და არ ვიცი, თუმცა მგონი მნიშვნელოვანი ძვრები არ მომხდარა ერის ცნობიერებაში.

ეს პოსტი იდო კატეგორიაში “შოუ–Bozness”. (ეს იმისთვის რომ შესავალმა არ დაგაბნიოთ..)

რამ ამარჩევინა ეს კატეგორია? წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა დავწერო. მოდი მუსიკას მივხედავ მეთქი ვიფიქრე, მაგრამ არ ღირს, მე ვერ გირჩევთ რას უსმინოთ მიუხედავად იმისა რომ ვთვლი, გენიალური გემოვნება მაქვს. მედია ალბათ შოუ ბიზნესში ნაკლებად, თუმცა ბოზნესში აუცილებლად შედის.

პირველი რა გადაცემა გაგვახსენდა? ჰო ეგაა. საკმაოდ მწირი მსოფლმხედველობის გამო, წინსართ “ბოზ”ზე შორენა ბეგაშვილი ამოვარდება ხოლმე. სიმართლე გითხრათ არავის დაუნახავს ეგ გოგო პანელზე მდგარიყოს. ახლა მეტყვით მაგისთვის პანელზე დგომა საჭირო არცააო. ჰო? თქვენ რა იცით რა და როგორ ხდება? და თუ იცით, საიდან?

შორენა ერთი ლამაზი ქალია. ვიღაცის გემოვნებაში შეიძლება არ ჯდებოდეს, მაგრამ არა მგონია ვინმემ თქვას მახინჯიაო. მის სულიერ სამყაროს ნაკლებად ვიცნობ, თუმცა მშვენიერი გარეგნობა აქვს. ჯერ იყო და ფლეიბოი გადააყოლეს, ახლა ამ გადაცემით უტრიალებენ ყველაფერს.

ყველა ნორმალურ ქვეყანაშია მსგავსი ტიპის გადაცემები, სადაც ადამიანებს აძლევენ განათლებას სექსის შესახებ. ჰო, სექსის, ნიკოს თქმის არ იყოს, შეიშმუშნე ამ სიტყვის წაკითხვისას? გეხამუშა? აი მთავარი პრობლემა, სანამ სიტყვა “სექსის” გაგონებაზე ქართველები ჯერ კიდევ ვწითლდებით, ყველა ადამიანი ვისაც ეს ჩვეულებრივ სიტყვად მიაჩნია, ბოზია! (ამ სიას ყველა ლამაზი ქალიც ემატება თავისთავად)

ის თუ შეგიმჩნევიათ, სექსუალური განათლების წინააღმდეგ იარაღად მაშინვე რელიგიას რომ მოიმარჯვებენ? ეს მხოლოდ ერის ჩამორჩენილობაზე მიუთითებს, როცა ქალმა იცის რომ ორგაზმი ცოდვაა. აბა საიდან ჩნდება ამდენი “ცუდი” გაღიზიანებული მასწავლებელი, ლექტორი, გამყიდველი, ან უბრალოდ გამვლელი? 1984 მახსენდება. ერთი ანტისექსუალური მოძრაობა გვინდა და ეგაა. წელზე წითელი ლენტებით! სექსი მხოლოდ გამრავლების მიზნით! ვაშა ამხანაგებო, ვაშა!

აქ არ განვიხილავ არც გადაცემის ხარისხს, არც შორენას როგორც წამყვანს, ჟურნალისტს, და ა.შ.

უბრალოდ ხომ უნდა დაინტერესდეთ რატომ გაკეთდა?

ერთ გადაცემაში, შორენა ქუჩაში გავიდა და გამვლელებს დაუსვა კითხვა : “რომელი პროფესიის ქალები არიან ყველაზე სექსუალურები?” იქნებ ეს გადაცემა იმას ემსახურება, რომ ადამიანებმა ამ კითხვაზე “ბოზი”-ო არ უპასუხონ.

ან არაფერს ემსახურება გარდა პოპულარობისა და სკანდალებისა, მერე რა? თუ საშინლად არ მოგწონთ ეს გადაცემა, საკუთარ თავში ჩაიხედეთ – რატომ? ახლა არ მითხრათ, რომ ვინმეს შორენას მეტყველების მანერა არ მოსწონს და ამიტომ ეძახის ბოზს..

შესაძლებელია “ღამე შორენასთან” ბევრს აღიზიანებს იმის გამოც, “მაგან რა უნდა გვასწავლოსო”,   ჰო თქვენ შეიძლება ხართ გათვიცნობიერებული ყველაფერში, მაშინ გადართეთ და სხვა რამეს უყურეთ, მაგრამ სანამ ასეთი ხალხი ჯერ კიდევ არსებობს, მივესალმები ამ გადაცემას ყველა თავისი ნაკლითაც.

შეგიძლიათ დატკბეთ  და იამაყოთ ჩვენი ერით, მათი პასუხებით, გაქცევებით პასუხისგან, და ა.შ.

რომელიღაცა ღამე შორენასთან

Posted by monkey on იანვარი 6, 2010 at 9:29 am

Read Full Post »

დღეს დილით დავფიქრდი რომ წინა პოსტი საშინლად მშრალი იყო  თეიქინგ ბექ სანდიზე და ის ჩემგან უფრო მეტს იმსახურებდა.

საერთოდ არ მიხსენებია მაგალითად ის, რომ ტრანსფორმერების ორივე ფილმის საუნდტრეკები აქვთ დაწერილი და თან ორივე ძალიან მომწონს.

პირველი ფილმის საუნდტრეკი უკვე დავაგდე წინა პოსტში, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვაპატიე მისი ასე უკომენტაროდ და ცივად დადება. დღეს ვუსმენდი ამ სიმღერის ჩემს უსაყვარლეს ნაწილს და მტკიცედ გადავწყვიტე კიდევ ერთი პოსტის მიძღვნა ამ ჯგუფისთვის.

 

ჰოდა იმ სიმღერაზე ვამბობდი..

საერთოდ, დავასკვენი რომ ტრადიციული სიმღერის ტრადიციული ჩონჩხი ასე გამოიყურება:

  • შესავალი
  • მისამღერი
  • კიდევ რაღაც, რომელიც შესავალს ჰგავს
  • მისამღერი
  • ჩატეხვა/გარდასვლა/გაბრწყინება
  • მისამღერი, თავის გაგიჟება და დასრულება

ჰოდა ამათი ჩატეხვა ზემოთხსენებულ საუნდტრეკში, (მოკლედ რას გადავეკიდე ამ საუნდტრეკს, ვოთზ ით fილ ლაიქ თუ ბი ე გოსთს ვულისხმობ) არის რაღაც საოცრება. აი საოცრება და მორჩა.

კარგად დააკვირდით 2 წუთისა და 12 წამიდან (უფრო კონკრეტულად 2:24დან) განვითარებულ მოვლენებს და მიხვდებით:

ესეთი ძვირფასი, ხმისჩამწყვეტი და გამაოგნებელი გარდაქმნ–ჩატეხვები მარტო ამ სიმღერაში არაა, ზოგადად ამათი დამახასიათებელი ნიშანია “ეს საყვარლობები” მათ შემოქმედებაში.

ასე რომ ვინც მენდობით მენდეთ და მოსუმინეთ, ვინც არა, მოუსმინეთ და მენდეთ, ვინც არც მენდობით და არც მოსმენა გინდათ.. გავმეორდები მარჯვენა ზედა კუთხეში წითელ იქსთან დაკავშირებით..

მოკლედ მგონი ვალი მოვიხადე საკუთარი სინდისისა და თიბიესის წინაშე.

ასე რომ ამაღამ მშვიდად დავიძინებ..

(ქოფირაით) monkey

Read Full Post »

როგორ არ ეზარება ამდენ შავ-თეთრ დღეს გათენება..

ერთმანეთის მიყოლებით..

უკვე ზეპირად ვისწავლე სად დადნა თოვლი და სად არა.

გადახედვა აღარ მჭირდება იმის დასანახად რომ ისევ ისეთი გარემოა როგორიც გუშინ, გუშინწინ და იმის წინ იყო.. ან ხვალ, ზეგ და მაზეგ იქნება..

ჯანდაბას ეს დღეები!!

იო’რ ზიროოოოო..

რა კარგია რომ ამ თვის ჟანრი ვიპოვე..

თებერვლის მთავარ თემად ვაცხადებ  – Yeah Yeah Yeahs..

ლინკები და ამბები მეზარება.

თანაც დღეს შემეცნებითი პოსტის წერის ხასიათზეც არ ვარ..

განწყობა – ცარიელი

ჟანგბადი – ნახმარი

თითები – გაყინული (ფეხისაც)

კლავიატურა – მოშლილი

მუსიკა – იგივე (მთელი დღე)

თვე – იგივე (კიდევ მთელი 18 დღე)

ქულები – არ დადებულა

რეგისტრაცია – არ დაწყებულა

სასო – წარკვეთილი

დადებითი აურა – ნულს ქვემოთ

მზე – ძალიან შორს

ლაპარაკი – მეზარება

სუნთქვა – ჭირს

გადაწყვეტილება – არ საჩივრდება

გილოცავ – რას?

მე – დავბრუნდი..

(c) monkey

Read Full Post »

მაიმუნების ბლოგი

დილით გაღვიძებისთანავე (რა პატივია) დავფიქრდი, რომ ამდენი პირადი პოსტების წერა ყელშია და რამე შემეცნებითი დამეწერა. მაგრამ თებერვალი ისე მაღიზიანებს რომ არ შემიძლია ახლა რამე სფეროში გაგანათლოთ და გადავწყვიტე უბრალოდ  სურათებით შემოვიფარგლო..

და მოდი ყველამ იმედი ვიქონიოთ რომ წელიწადის ეს დრო მალე მოგვეშვება..

რომ ისევ უთვალავი ფერი შემოვა ყოველდღიურობაში..

რომ ბლაბლა..

ეს იყო შესავალი ახლა საქმე..

ჰო მართლა, ეს ყველაფერი ამ კომპოზიციის ფონზე ნახეთ, არ იქნება ცუდი..

და თუ გადმოწერა გეზარებათ მაშინ ეს ვიდეო ნახეთ იგივე მუსიკა ადევს..

მაიმუნების ბლოგი

მაიმუნების ბლოგი

მაიმუნების ბლოგი

მაიმუნების ბლოგი

მაიმუნების ბლოგი

მაიმუნების ბლოგი

მაიმუნების ბლოგი

მაიმუნების ბლოგი

მაიმუნების ბლოგი

მაიმუნების ბლოგი

და თუ ეგ ყველაფერი ერთად ძალიან მოგეწონათ, ნახეთ ეს ფილმი ახლა ზუსტად ამის ამინდია..

პ.ს. მგონი მაინც გამომივიდა მისიონერული პოსტი.

))

(c) monkey

Read Full Post »