Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მზე’

ამ პოსტის წერის მიზანი არარსებულია.

მიზეზი კი რაც მალე გახდება არასებული, მით უფრო გავბედნიერდები. (თუმცა არა მგონია ჩემი ბედნიერება ვინმეს აღელვებდეს და ამ პოსტის წერის მიზეზს ხომ სულ ცალ სხივზე ჰკიდია)

ბევრს გაგიკვირდებათ ალბათ, რომ არსებობს ადამიანი, ვინც პოსტის დასაწერად, გაწირა საკუთარი დრო, ენერგია და ნერვები, მოიკრიბა ძალ–ღონე და სიმშვიდე, კონცენტრირდა რაღაც სასიამოვნოზე და მშვენიერზე (რამდენადაც შესაძლებელი იყო), ჩაუჯდა და მიმოიხილა ტელეკომპანია მზე!

რა გგონიათ, რას ემსახურება ეს არხი?

სრულიად არაფერს!

საერთოდ რატომ უჭირავს ჩემი ტელევიზორის პულტზე დაუმსახურებელად მინიჭებული ღილაკი, ვერ ვხვდები.

მაშ ასე, ტელეკომპანია მზე წარმოგიდგენთ გასართობ–მადეპრესირებელ გადაცემათა წყებას:

ვიწყებ M-კოდით.

ვანებებ თავს გადაცემის ამ პლანეტაზე (და ვარსკვლავზე) არსებობის იდეას. (რომ ცდილობენ პოპულარიზაცია გაუწიონ ქართულ როკ–ჯგუფებს. (ისე, მე რომ ქართული როკ–ჯგუფები ვიყო, სულ არ მომინდებოდა პოპულარიზაცია გამიწიონ ამ არხის მაყურებელთა შორის.) თუ ეს უკანასკნელნი საერთოდ არსებობენ.)))

გადაცემის ე.წ. წამყვანისთვის, ვინმე ე.წ. ნიკუშასთვის ჯერ არავის გაუმხელია ის ფაქტი, რომ შავი სათვალით გადაცემის წაყვანა დაახლოებით იგივეა, რაც მეტროს ვაგონში თავზემოთ გაშლილი ქოლგით დგომა. (ნუ, როცა არ წვიმს.)

მისი მეტყველების უზადო მანერის თქვენი ფაქიზი სასმენი აპარატით აღქმისას, ხშირად გაგიჩნდებათ სურვილი ეცეთ ტელეფონს, (თუ ეს უკანასკნელი ჯერ ტელევიზორის ეკრანისთვის არ მიგილეწიათ) დარეკოთ უახლოეს აფთიაქში და მოითხოვოთ ძლიერმოქმედი საფაღარათო საშუალება, სასწრაფოდ ადგილზე მოტანით. რამეთუ ოდნავ მაინც შეიმსუბუქოთ კრუნჩხვითი მდგომარეობა, რომელსაც თქვენი შინაგანი სამყარო განიცდის.

შინაგან სამყაროზე გამახსენდა და აქვე გადავიდეთ კიდევ ერთ გადაცემაზე ეტალონი. (სინამდვილეში ეს ძალიან სასაცილო ხუმრობაა იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, კრუნჩხვებზე გამახსენდა.)

ვითომ ამ გადაცემის წამყვანს რამე კომენტარი სჭირდება ჩემი მხრიდან? მე უფრო იმას ვერ ვხვდები რა საერთო აქვთ ერთმანეთთან ინტელექტუალური თამაშის მოგებასა და მის პრიზს – მითანას ძეხვეულს (სოსისეულსაც ალბათ). რამე უფრო შემეცნებითი პრიზის მოფიქრება არ შეიძლებოდა? მაგალითად სუშის. უფრო ელიტარულად და მაღალინტელექტუალურად ჟღერს.

კიდევ ამ არხზე არსებობს უამრავი გასართობ–გამაოგნ–აღმაშფოთ–შემაჟრჟოლ–შემაძრწუნ–შემარცხვენელი გადაცემა.

მაგალითად ოინ–შოუ.

მე პირადად ვერ მივხვდი მართლა ვინმეს ა–ოინ–ებენ ამ გადაცემაში თუ ამ გადაცემით გვა–ოინ–ებენ ჩვენ ყველას.

უი, მავიწყდებოდა. დედაჩემის აღმოჩენა კაცი. უფრო სწორად დედაჩემის აღმოჩენა კაცი–ხმა, რომელიც ახმოვანებს ყველა არსებულ რეკლამას მზეზე. (და ეს დედაჩემის აღმოჩენაა.)

ამას გარდა ამ არხზე ბრწყინავს ბეეეეეევრი ფეხბურთი და სიესაის სერიები, მუდამ და აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე. გრისომ!

და რაც მთავარია! ერთადერთი და განმეორებადი! ცხრაასსერიანი ჩენტო ვეტრინე! მხოლოდ მზეზე! მხოლოდ ორმოცდამერვედ! სხვა შანსი არ გექნებათ! თუ ახლავე დაიწყებთ ყურებას, საჩუქრად მიიღებთ სერიალის გადაღების დროს მომხდარი კურიოზების დივიდი დისკებს (150 ცალს)!

ამ დროისთვის სულ ეს იყო.. წავალ დამამშვიდებელს დავლევ რამეს..

(c) monkey

Read Full Post »

როგორ არ ეზარება ამდენ შავ-თეთრ დღეს გათენება..

ერთმანეთის მიყოლებით..

უკვე ზეპირად ვისწავლე სად დადნა თოვლი და სად არა.

გადახედვა აღარ მჭირდება იმის დასანახად რომ ისევ ისეთი გარემოა როგორიც გუშინ, გუშინწინ და იმის წინ იყო.. ან ხვალ, ზეგ და მაზეგ იქნება..

ჯანდაბას ეს დღეები!!

იო’რ ზიროოოოო..

რა კარგია რომ ამ თვის ჟანრი ვიპოვე..

თებერვლის მთავარ თემად ვაცხადებ  – Yeah Yeah Yeahs..

ლინკები და ამბები მეზარება.

თანაც დღეს შემეცნებითი პოსტის წერის ხასიათზეც არ ვარ..

განწყობა – ცარიელი

ჟანგბადი – ნახმარი

თითები – გაყინული (ფეხისაც)

კლავიატურა – მოშლილი

მუსიკა – იგივე (მთელი დღე)

თვე – იგივე (კიდევ მთელი 18 დღე)

ქულები – არ დადებულა

რეგისტრაცია – არ დაწყებულა

სასო – წარკვეთილი

დადებითი აურა – ნულს ქვემოთ

მზე – ძალიან შორს

ლაპარაკი – მეზარება

სუნთქვა – ჭირს

გადაწყვეტილება – არ საჩივრდება

გილოცავ – რას?

მე – დავბრუნდი..

(c) monkey

Read Full Post »