ამხელა ჩავარდნა ბლოგზე..
ნუ არ ვიცი..
ბოლო პოსტის გამოქვეყნების თარიღი 2010/02/12
რა გითხრათ.
საოცრად ცივა. ყველგან და ყველაფერში. დილით ქარიშხლისმაგვარი ღრიალი რომ გაღვიძებს არ უნდა დადგე მთლად კარგ განწყობაზე ალბათ.
რამდენიმე ოქროს წესი მათთვის ვინც ვარკეთილში ცხოვრობს:
- აქაურ გრიგალს მეტალოპლასტმასი ვერ აკავებს ფულს გადაყრით უბრალოდ
- აქაური მძღოლები არ ცნობენ მორალს ტალახიან-თოვლიან ქუჩაში მოძრაობის შესახებ, დაუნდობლად წუწავენ ტროტუარებს და მასზე მოსიარულე ადამიანისმაგვარ არსებებს.
- აქ ცხოვრობენ მსოფლიოში ყველაზე გაბრაზებული ადამიანები, შესაბამისად თქვენც უნდა იღრინოთ, თუ არ გინდათ რომ ჯუნგლის კანონი შეგეხოთ.
- 20 ნომერი “მარშუტკის” მძღოლები თავისი ნებით არასდროს გიბრუნებენ კანონით კუთვნილ ხურდას, 5 თეთრს 30დან.
- ვარკეთილის ყველა მაღაზიაში შესვლისას გაღიმება და გამარჯობის თქმა შეგინების ტოლფასია. ვინაიდან :
- გამყიდველებს იმდენი დრო არ აქვთ რომ თქვენს “თავაზიან ღლაბუცს”მოუსმინონ, სწრაფად იყიდეთ რაც გნებავთ და გამობრძანდით გარეთ.
- ტალახი აქ ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორიც მაგალითად ეიფელი პარიზში. ჰოდა ნუ გაიკვირვებთ და ნუ იმარგინალებთ ეიფელის დანახვისას თორემ აღმოჩნდებით “გოიმი”
- არც კი გაიფიქროთ და მეტროს წინ მობირჟავე საზოგადოებას ცუდი თვალით არ შეხედოთ. ეგენი გადაარჩენენ ერს!
მოკლედ ცუდმა ამინდმა* თავისი ჰქმნა.. 1 დღე გაალურჯა კალენდარზე, მაგრამ როგორ გაალურჯა..
ჰო, მართლა, მავიწყდებოდა, დღის მუსიკალური ფონი
* ცუდი ამინდი – პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით
(c) monkey