Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘თბილისი’

რამდენჯერ დაგინახავთ სახლში (კლუბიდან, რესტორნიდან, სხვა ქალაქიდან, სხვა ქვეყნიდან) დაბრუნებულს, ნარინჯისფერ უნიფორმაში გამოწყობილი მეეზოვეები? მე ბევრჯერ, და ეგეთ დროს სულ ერთი და იგივე ფიქრი მიტრიალებს თავში – რა პატივსაცემი ადამიანები არიან, როგორ დიდ მადლობას ვუხდი სინამდვილეში როცა ვხედავ (გულში, რა თქმა უნდა), როგორ არ ეზარებათ ჩვენი, ყველას დაყრილი ნაგვის დასუფთავება და ა.შ.

ცოტა ხნის წინ კი აღმოვაჩინე, რომ თორნიკეც ზუსტად ასეა განწყობილი მეეზოვეების მიმართ, და ამაზე ლაპარაკისას გაგვიჩნდა იდეა, რომ ეს ადამიანები რამით დავასაჩუქროთ. ბევრი ფიქრი არ დაგვჭირვებია, მალევე გადავწყვიტეთ რას ვაჩუქებდით. მთავარი ორგანიზება იყო, რომელშიც ცოტა მოვიკოჭლეთ “ახალი წლების” თანმდევი ცაიტნოტის გამო, მაგრამ მაინც, ავდექით 30 დეკემბერს დილით და 9-ზე წავედით ლილოში.

სადაც ვიყიდეთ 51 ცალი თერმოჭიქა, (50 უცნობი შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მეეზოვისთვის, და ერთიც ჩვენი უსაყვარლესი დამლაგებლისთვის, ლუდასთვის), და სასაჩუქრე პარკები (რატომღაც ლილოში არავის თავში არ მოსვლია ჰქონდეს ბევრი და სხვადასხვანაირი სასაჩუქრე პარკის ბიზნესი, ამიტომ საკმაოდ მწირ არჩევანს შორის როგორღაც ავარჩიეთ ლამაზები და “საახალწლოები”) დავტვირთეთ მანქანა და წამოვედით სამსახურებში.

lilo

ლილო მოლი

თორნიკემ დააზუსტა, რომ მეეზოვეები თბილისის ყველა უბანში, ყველა ცენტრალურ ქუჩაზე ერთდროულად, 06:00 საათზე იწყებენ მუშაობას. და შესაბამისად გადაწყდა, ჩვენც ამ დროს უნდა დაგვეწყო დარიგება. (more…)

Advertisements

Read Full Post »

ანდაზა: კარგი ბოზი თავს არ დაიწვავსო.

მას შემდეგ რაც გურიაში ერთერთ ბენზინგასამართ სადგურზე ვყვიროდი, ეს უნდა დავწერო მეთქი, და თან ტექსტს ვაწყობდი, ბევრმა წყალმა არა, მაგრამ ერთმა პატარა ნაკადულმა კი ჩაიჩუხჩუხა. ბოლოსდაბოლოს მოვედი იქამდე, რომ ავიღე ხელში კლავიატურა, გადავშალე ქრომის ფანჯარა და ვიწყებ.

გამარჯობათ მე სალომე ვარ, 20 წლის, გუშინ პირველად ვიმგზავრე ავტოსტოპით, ქობულეთიდან თბილისამდე. მინდა გირჩიოთ, რომ დაუჯეროთ თქვენს მეგობრებს, რომლებიც რომ/თუ გეუბნებიან, რომ ტრაილერით მგზავრობა ყველაზე კომფორტულია.

(აქ გამხნევების ტაში მჭირდება.)

Chapter 1: მძღოლი

სახელი – ერქანი

ასაკი – გძეტა 45-50

ეროვნება – თურქი

საცხოვრებელი ადგილი – ხოფა

ენები – თურქული, ქართული, ქართული ჟარგონული, ქართული უწმაწური.

ულვაშები – კი

იუმორი – კი

ხასიათი – მხიარული

უყვარს – თურქული ფოლკლორი, თურქული სამზარეულო, დენის (ზღვა), ვისკი, ”ცელი ნახევარი ფათარა ბიჩი” (შვილიშვილი, გოგოს მხრიდან)  ”ფრობლემა არ არი” და ”ბიჯოო”-ს თქმა წუთში ერთხელ მაინც.

სისუფთავე – კი

Chapter 2: გაბანძება

ქობულეთში გავაჩერეთ ტრაილერი, ბაქოში მივდივარო, ამოდითო, ჯერ ჩემი მეგობარი ახტა, ფეხზე გაიხადა, ჩანთები ავაწოდე, ავედი და მძღოლს მივესალმე. ჰელოუ მეთქი. პასუხად კარგი გამართული ქართული ”გამარჯობა” შემაგება და მივხვდი – გავბანძდი.

მალევე გადავიტანე.

Chapter 3: დენის (ზღვა)

ქობულეთს გამოვცდით ცოტათი.

ერქანი: ”-მანქანა გააჩერა, დენის დენის, მერე ცავიდა, ფრობლემა არ არი? ფრობლემა არ არი.”

ჩვენ:  ვიცინით და თანახმა ვართ.

სანამ მანქანში იცვლიდა, ჩემი მეგობარი კულუარულად მიმხელს, რომ ასეთ ადგილებში, სადაც ტრაილერების სადგომია, ყოველთვის ჰყავთ ქალები.

მე უცებ წარმოვიდგინე, როგორ ჰყავთ ოთახში ქალები შეყრილი, ქათმებივით, და მძღოლის სურვილის შემთხვევაში ხელს შეყოფენ და რომელიც მოხვდება გამოიღებენ.

არ იყო სასიამოვნო.

Chapter 4: დისკრიმინაცია და ”დისკო”

სადღაც შუაგულ გურიაში ვართ, ერთერთ ბენზინგასამართ სადგურზე გავჩერდით, იმიტომ რომ ”საჩმელი ჩამა, თუალეთი, ჩაი ჩაი, კოფი”.

ერქანი საჭმელად შევიდა, ჩვენ დასაწყისისთვის ტუალეტისკენ ავიღეთ გეზი.

მერე ჩვენც შევედით. რაღაც სასადილოს პონტი იყო. ერქანი უკვე მაგიდასთან იჯდა სხვა მძღოლებთან ერთად. არ გვშიოდა მაგრამ მაინც, რამეს დავლევ მეთქი ვიფიქრე.

დახლთან მივედით, სადაც გოგონა დგას.

ჩემი მეგობარი: – მზად რა გაქვთ?

გოგონა: (გაოცებული მზერა მოგვაპყრო, და ჩვენთვის გაუგებარ თურქულ ენაზე რაღაც გვითხრა)

ჩვენ: გაოცებული მზერა მივაპყარით და მივიხედ-მოვიხედეთ.

მოდის მეორე ქალი, რომელსაც პირველი ქალი დამტვრეული ქართულით ეუბნება ”მიხედე” და თვითონ მიდის.

მეორე ქალი: – გისმენთ?

ჩვენ: (გაგვიხარდა) – მზად რა გაქვთ?

მეორე ქალი: რასაც აქ ხედავთ, ხაშლამა, ფლავი (და კიდევ ორი თურქული საჭმელი გვითხრა).

ჩვენ: (ვათვალიერებთ დახლს იქვე ფასების ფურცელია გაკრული, სადაც მაქსმიმუმ 5 ლარია ყველაზე მაღალი ფასი) – ეს რა არის? (მივუთითეთ რაღაც საჭმელზე).

მეორე ქალი: – ეგ ძალიან ძვირია, 8 დოლარი ღირს, აქ კი ფასები საგადასახადოს მოსატყუებლადაა გაკრული, თანაც თქვენ ქართველები ხართ და აქ მაინც ვერ შეჭამთ, არ შეიძლება.

ჩვენ, და უფრო მე : (შოკში ვართ) – რატომ ვერ შევჭამთ?

მეორე ქალი: -არ შეიძლება, აქ კრძალავენ ქართველების შემოსვლას.

მე: (ვგრძნობ რომ სახეზე მაწერია ”Jackass!!!”, მივუტრიალდი ჩემს მეგობარს და ვეკითხები სად ვართ, მპასუხობს რომ გურიაში.)

ჩვენ: – კარგი მაშინ გავალთ, მაინც არ გვშიოდა.

და დავიძარით გასასვლელისკენ.

ერქანი წამოხტა: – ჩამე ჩამე, ფული ფრობლემა არ არი. (მივიდა და დახლთან მდგომ მეორე ქალს ეკითხება რაღაცას თურქულად, დიდხანს იკამათეს, ბოლოს იმაზე დაითანხმა, რომ ყავა მაინც დაგველია მოვიდა და ბოდიში მოგვიხადა.)

მე სულელივით ვიღიმები და ვფიქრობ, რომ ამაზე აუცილებლად უნდა დავწერო.

ყავა იმ პირველ ქალს მოაქვს და უცებ გამართული ქართული გურული აქცენტით გვეუბნება:

– ამათ ყურადღება არ მიაქციო.

მე: (მივიღე შოკი ნომერი ორი, ქართველი ყოფილა!) – და ვერ მეტყვით აქ რა ხდება?

პირველი ქალი: – რა არის იცი? აქ მეორე ოთახია, და იქ საღამოობით იქ ”დისკოა” და გოგოები არიან, და ქართველი რომ შემოდის არ უნდათ, რომ გაიგონ რომ იქ არიან, ამიტომ არ ვუშვებთ აქ ქართველებს.

მე: (მადლობას ვუხდი, თუმცა ვერაფერი ვერ გავიგე და მიდის, ჩემს მეგობარს ვთხოვ ამიხსნას აქ რა ხდება)

მპასუხობს: – აქაც ჰყავთ ის ქალები წინა გაჩერებაზე, რომ გითხარი, ქართველები არიან , ოღონდ სახლში იციან რომ თურქეთში არიან და ბავშვს უვლიან ან რამე, სინამდვილეში კი მძღოლებთან წვანან. შესაბამისად, ვინმე ნაცნობმა რომ არ გაიგოს რომ თურქეთში კიარა შუაგულ გურიაში ”კალონკაზე” ბოზობენ, ასეთ ადგილებში ქართველებს არ უშვებენ.

ესეც ასე, ამომწურავი პასუხი ”დისკოს” შესახებ. თუმცა მე ჯერ კიდევ შოკში ვიყავი. არასდროს მეგონა თუ ჩემს ქვეყანაში ჩემი ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციას განვიცდიდი. შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ნებისმიერი რამ, რელიგია შეხედულებები და ა.შ. მაგრამ ეს არა.

Chapter 5: საერთო ჯამში

მოგზაურობა გამოვიდა ძალიან სასიამოვნო.

ვიჯექი კომფორტულად, ბათუმში სუპერმარკეტში ნაყიდ ”ჯინსების თაობას” ვკითხულობდი, ჩემი  მეგობარი იწვა, ეძინა, ცუდად იყო და ერქანი წამლებს ასმევდა. მეც მომცა ერთი ტაბლეტი, რად მინდა მეთქი გამიკვირდა. რად გინდა და ”ქუხ ქუხ მთელი გზაო”. ვახველებდი ანუ. 8 საათში ჩამოვედით სამჯერგაჩერებიანად და ზუსტად 12-ზე გუდვილის გადასახვევთან გადმოგვსვა. ნომრები ჩაიწერა. თბილისში ჩამოვალ 3 დღეში და ვისკი დავლიოთო. სხვათაშორის რაღაც სასწაულირაოდენობისციფრიან ნომერს ველოდი და მაგთი ჰქონდა, ჩვეულებრივი. გამიკვირდა. ნატახტართან რომ მოვედით, წაიმღერა ”ნათახთარი ლიმონათი გინდა?” გამიკვირდა.

მოკლედ ეს იყო რაც მინდოდა მომეყოლა. თავიდან ჯაზ ფესტივალზე მინდოდა დამეწერა, მაგრამ დამიჯერეთ ეს უფრო საინტერესო იყო.


Read Full Post »