Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘გრემი’

დღეს შემეცნებითი პოსტის დაწერა გადავწყვიტე, მათთვის, ვინც არ იცნობს ჯგუფს – “The Goo Goo Dolls”

ერთ ძველ დისკზე წავაწყდი, როგორც ჩანს ადრე მომისმენია, არ მომწონებია და მიმიგდია. ახლა კიდევ მივმხვდარვარ, რომ ეს ისაა რისი მოსმენაც ყველაზე ძალიან მინდოდა.

მოკლედ ჯგუფი ==>  The Goo Goo Dolls

The Goo Goo Dolls

History – მე პირადად ძალიან გამიკვირდა როცა აღმოვაჩინე რომ 1986 წლიდან არსებობენ. მე კიდევ სულ რაღაც რამდენიმე თვეა გავიგე. მრცხვენია საკუთარი ინფორმაციული ვაკუუმის. წევრებს რაც შეეხება ისეთი უცნაური გვარები აქვთ, გადავწყვიტე პირდაპირ ინგლისურად დავწერო თორემ რამე შემეშლება:

John Rzeznik – ვოკალი, სოლო გიტარა, ბექ ვოკალი 

Robby Takac – ბექ ვოკალი,ბასი, ვოკალი

Mike Malinin – დრამი, პერკუსია

ლასტ FM-ს თუ დავუჯერებთ, ჯგუფი უკრავს ალტერნატივას, ალტროკს, ინდის და ინდი როკს.

მე პირადად ძალიან მომწონს და ჟანრობრივი თვისებებით არ დავინტერესებულვარ.

9 ალბომი აქვთ გამოშვებული და აქედან ბოლო – “Something for the Rest of Us” 2010 წელს.

არც ისე პოპულარულები არიან მგონი. 1999-2000 წლებში გრემიზე იყვნენ წარდგენილები, თუმცა არ მოუგიათ.

რაც შეეხება შემოქმედებას, ყველაზე პოპულარული სიმღერაა “Iris” რომელიც სპეციალურად ფილმისთვის “ანგელოზების ქალაქი” დაიწერა.

და ასევე ფილმში “ტრანსფორმერები” არის მათი ერთი კომპოციზია.

მოკლედ ეს იყო (ზემოთ) მოკლე ინფორმაცია ამ ჯგუფზე და ესაა (ქვემოთ) მოკლე ინფორმაცია მათ შემოქმედებაზე.

The Goo Goo Dolls – Iris

The Goo Goo Dolls – Before It’s Too Late (Transformers Soundtrack)

The Goo Goo Dolls – Let Love In

The Goo Goo Dolls – Better Days

The Goo Goo Dolls – Stay With You

ვიდეოების დაყრასაც ვაპირებდი მაგარამ იუთუბმა მიღალატა..

დღეისათვის სულ ეს იყო..

(c) monkey

Read Full Post »