Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘გეგა ფალავანდიშვილი’

“შემოსული ხმების 28 %-ით ფინალშია ნატალი ვეფხვაძე” – გამოაცხადეს წამყვანებმა და მე და ფილარმონიის სცენამ ერთმანეთს თვალი ავარიდეთ.

ის, რომ აკროსტაილი ჟიურიმ გადაიყვანა და ნიცა ყიფიანი საქ. ბანკის ფავორიტი გახდა, ერთდროულად ცხადიცაა, და უმნიშვნელოც. მე და ფილარმონიის სცენა გასასვლელის ძებნა ვიწყებთ, თან ერთმანეთს ვუზიარებთ ყბის ჩამოვარდნის შთაბეჭდილებებს.

“იცი, ხანდახან გულწრფელად მეცოდებიან ის ადამიანები, ვინც ნიჭიერს აკეთებენ, აი ამდენს წვალობენ, რას არ ტენიან შოუში, როგორ ცდილობენ რამე განსხვავებული ნიჭი აღმოაჩინონ და გვაჩვენონ, და ბრახ, ხალხს მაინც მრავალჟამიერი მოსწონს” – ვეუბნები სცენას.  (more…)

Read Full Post »

რა სასაცილო, სასიამოვნო, სატირალ, უცენზურო, უაზრო, გაუგებარ კომენტარებსაც არ უნდა გვიტოვებდნენ ბლოგზე, ყველა ბლოგერს აქვს საკუთარი “საიდუმლო ოთახი”, რომელიც იმაზე ბევრად მხიარული და სასიამოვნო გასართობია ვიდრე ზემოთჩამოთვლილი ზედსართავი სახელების წყება.

მეც ძალიან მიყვარს საკუთარ საიდუმლო ოთახში შეხედვა, მაგრამ მარტო სიცილი ყოველთვის სასაცილო არ არის. ამიტომაც შემოდით თქვენც. (more…)

Read Full Post »

გამარჯობა მკითხველო, ალბათ უკვე მიხვდებოდი, რომ ჩემი სამიზნეები ძირითადად ჟიურის წევრები არიან და არა მონაწილეები. ჟიური კი არ გაგიკვირდეთ და უკვე მესამე გადაცემაა არ შეცვლილა. შესაბამისად მოსაყოლი თითქმის არაფერი მაქვს, და თან სიტყვებით აღწერას ვამჯობინე უბრალოდ ჩემი ფავორიტი მონაკვეთები შემომეთავაზებინა სქრინების სახით.

აი ასეთია ხოლმე ჟიური იმ შემთხვევებში, თუ:

  • სცენაზე რაღაც საინტერესო ხდება

ჰმ

  • სცენაზე რაღაც კარგი ხდება

დიდი სიამოვნებით ვიდგებოდი ამ დროს სცენაზე

(more…)

Read Full Post »

ნიჭიერი თანდათან გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენი მოლოდინის გადაჭარბებისთვის უკვე მზად არის. ამის ნათელი მაგალითია 14 მარტის ანუ გასული ორშაბათის სერია. ჩემი ძალიან სუბიექტური შეფასებით, პროექტი ისეთი მრავალმხრივია, რომ არაფერი დაშავდება კვირაში შვიდივე დღეს თუ ეთერში მხოლოდ ეს შოუ გავა.

აი გადაცემები, რომელთა ჩანაცვლება შეუძლია ნიჭიერს:

კურიერი – პარკურის შესრულებისას დაშავებული მონაწილე ხომ ახალი და რაც მთავარია ცუდი ამბავია? კურიერიც არ უჩივის სენსაციების და მათი აღმოჩენების სიყვარულს.

კომედი შოუ – გასული ორშაბათის გადაცემაში რამდენიმე მონაწილის მიერ უნიჭო პაროდია ვნახეთ, რომელსაც იუმორისტულ ნომრად გვასაღებდა. თუმცა რეალურად ეს სასაცილო არ ყოფილა. არ ჰგავს კომედი შოუს?

საბავშვო ამბები – პატარების ცეკვა/სიმღერა, ახალი მათემატიკური ფორმულების გამოგონება, საბავშვო იოგა, საბავშვო ტანვარჯიში, საბავშვო კარატე, საბავშვო, საბავშვო..

ეკივოკი – გადაცემა, სადაც ბავშვები ხსნიან და უფროსები გამოცნობას ცდილობენ. მეც მაინტერესებს ხანდახან ზოგიერთი პატარა მონაწილის ნამღერი ან ნაცეკვი, ჟიურიში მჯდარ სამივე უფროსს რატომ ესმის კარგად და ძირითადად დადებითად, და მე არა.

ჯეოსტარი – ეს ყველაზე მეტად. ცუდი და კარგი მომღერლები ერთ სცენაზე. უნიჭო და ნიჭიერი ადამიანების ერთად შეგროვებას, მხოლოდ ჯეოსტარი და სადღესასწაულო უფასო კონცერტები თუ ახერხებენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნიჭიერი ჯერჯერობით, ასეთი ადამიანების რაოდენობითაც და ხარისხითაც, ორივეს სჯობია.

და რა თქმა უნდა, ერთადერთი და განუმეორებელი:

პროფილი – მგონი ეს შედარება კომენტარსაც არ საჭიროებს, ყოველი შემთხვევისთვის ჩამოგითვლით – კათარზისის მოხუცების სიმღერა, რომელმაც მთელი დარბაზი ცხარე ცრემლებით ატირა, მოსიყვარულე ცოლ-ქმრის გულისამაჩუყებელი ისტორია, კუთხური იუმორი, დედა-შვილობა, ოჯახი, მამული.. მოკლედ ეს ორივე შოუსთვის პარალელური თემებია.

შემეძლო სხვა არხების გადაცემებსაც გადავწვდომოდი, მაგრამ მოდი ნიჭიერის დროშის ქვეშ მათი გარეკლამება არ გვინდა. თანაც მაგათ ისედაც “თავზე აყრიათ რეიტინგი”.. (აქ ვიცინი)

მოკლედ თემას რომ დავუბრუნდეთ, შემომაქვს წინადადება, დავხუროთ რუსთავი ორზე ყველა გადაცემა და გავხსნათ ბევრი ნიჭიერი.

ახლა კი დროა ჩემი პოსტის ტექსტური და მოსაწყენი ნაწილი მორჩეს, და უფრო მხიარულზე გადავიდეთ.  (more…)

Read Full Post »