Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ბეჭდების მბრძანებელი’

მანქ

– თანამებლოგევ, როგორ ფიქრობ, გამოვედით შემოქმედებითი კრიზისიდან?

დამაჭირე მკითხველო:

ჰო მეც ეგრე მგონია, რომ უბრალოდ ცოტა ხნით გამოვცოცხლდით.

მოსაყოლი დამიგროვდა დღევანდელ დღეზე.

ყველაფერი თავიდან იწყება ზოგადად, და დავიწყებ მეც.

დავიბადე 1989 წლის 24 ნოემბერს, არა, უფრო თავიდანაც შეიძლება, 1989 წლის მარტის ერთ წვიმიან დღეს, ჩემმა მშობლებმა დროის მყუდროდ გატარება გადაწყვიტეს და..

კარგიკარგი.

გუშინ დილით რადიოდან შემითანხმეს, რომ 12–ის 20 წუთზე უნდა ვყოფილიყავი შენობაში. კარგი მეთქი, და ამ წუთამდე ვერ ვხვდები, რატომ ჩათვალა ჩემმა ტვინმა რომ 12–ის 20 წუთი, 12 საათის შემდეგ მოდიოდა, და მშვიდად დააყენა მაღვიძარა 10–ზე. (ერთი საათი – ადგომისთვის მზადება, ადგომა, გასვლისთვის მზადება, მეორე საათი გზაში) მხოლოდ დილით, 10 საათზე რომ გავიღვიძე და მაღვიძარა რომ მშვიდად გადავაყენე 11–ის ნახევარზე, სადღაც სამ წუთში ჩემმა ტვინმა დაუშვა ის ფაქტი, რომ 12–ის 20 წუთი 12 საათამდე მთელი 40 წუთით ადრეა. ეს კიდევ სწორედ ის 40 წუთია გზაში რომ უნდა დამეხარჯა.. და..

ვაიმე!!

მერე არაა საინტერესო 15 წუთში ყველაფრის მოსწრების დეტალები და გამოვედი.

წავედი, ავედი, მივედი, გამოვედი, ჩავჯექი, წამოვედი. მოკლედ სადღაც 1–ის ნახევარზე უკვე ამირანში ვიყავი პრესკონფზე.

სანგუკო რაღაც ფილმებს იღებს, დაწვრილებით ინფო შეგიძლიათ აქ ნახოთ. მე კი ამის თქმის მიზეზი იმიტომ მაქვს, რომ გაგიკვირდებათ და ქასთინგში ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. საერთოდ ასეთ რამეებს მერე “აბაზრებენ”, როცა უკვე წარმატებას აღწევენ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს ბლოგს მაინც არავინ კითხულობს, “გათვალვა” არ მემუქრება.

მორჩა პეკა და ავედი ფილარმონიაში. იქ, როგორც მოგეხსენებათ ალბათ უკვე, წიგნის ფესტივალი მიმდინარეობს, ჰოდა მივათვალიერ–მოვათვალიერე იქაურობა.

სუნთქვა შემეკრა როცა ქარჩხაძის საგამომცემლო სახლის სტენდზე “ბეჭდების მბრძანებლის” მეორე წიგნი დავინახე. გუშინ გამოვეცითო. მთელი 17 ლარი ღირდა. გაგიკვირდებათ და არ მქონდა ეს მთელი 17 ლარი. არც ნაწილი.

მერე ჩამოვედი ქვემოთ ივენთ ჰოლში დაღვრემილი სახით, და ვიხსენებდი ნაცნობებს, რომელთაც შეეძლოთ ჩემთვის 17 ლარის სესხება კვირამდე. რა თქმა უნდა ვერავინ გავიხსენე.

მერე უცებ მივხვდი, რომ ღმერთი მართლა არსებობს, და ეს ღმერთი ჩემი ბუღალტერი თემო ყანჩაველია, რომელმაც ფილარმონიაში შემოისეირნა, მამაშვილურად ამოიღო ჯიბიდან მთელი 20 ლარი და მომცა.

ვისაც ახლა თვალები არ გაგიფართოვდათ გაოცებისგან, ესე იგი თქვენ არ იცნობთ თემოს. თუმცა სულერთია.

მერე ავვარდი, ვიყიდე წიგნი, ბედნიერმა ლამის მთელ ფილარმონიას გავაგებინე, რომ ბედნიერი ვიყავი. მერე ზურიუსი დავინახე თუ დამინახა და წიგნი ვაჩვენე, და მკითხა უი გამოსწორდიო შენო? რა პონ”ჩ”ი მეთქი, და გოთი თუ ემო არ იყავიო?

ომგ.

ამაზე კომენტარი როგორ გავაკეთო.

ჰო, მერე აღარაა საინტერესო, როგორ ავედი უკან რადიოში, მქონდა კიდევ ერთი ჩართვა, ძალიან ცუდი და უსარგებლო და ა.შ.

სულ ეს იყო. რა არ გაინტერესებდათ?

(c) monkey

Read Full Post »