Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ამერიკა’


1. ქართველები ვართ ძალიან ტოლერანტულები.

გაპრავება: ერთ ქუჩაზე დგას ძმაო, მეჩეთი, სინაგოგა და ეკლესია და მარტო თბილისშია ძმაო შიიტები და სუნიტები ერთად რომ ლოცულობენ.

სინამდვილეში: “სომეხი” – სალანძღავი სიტყვაა, განსახვავებული ორიენტაციის ადამიანს დედის ყველაფერს ვაგინებთ, ვცემთ და ავადმყოფებს ვეძახით, “ზანგები ველურები არიან”. ემზარ ჯგერენაიას თუ დავეყრდნობით – მაშინ როცა მეჩეთი, სინაგოგა და ეკლესია ერთად იგებოდა, საქართველოში მონარქია იყო, ყველას მონარქია და საერთოდ არ გვქონდა ნაციონალური სახელმწიფო, ამიტომ არ ვიცით გვქონდა თუ არა ტოლერანტობა.

2. ქართველები ყველაზე ვაჟკაცი ერი ვართ!

გაპრავება: დიდგორის ომი მოვიგეთ 600 000 ათასი იყო მტერი, 56 000 ვიყავით ჩვენ.

სინამდვილეში: 2008 წლის აგვისტოს წითელი ხიდის მისადგომებში ჩვენი სიმრავლე, 2008 წლის შემდეგ კი “ერთმორწმუნე რუსეთი მაინც, მიუხედავად ყველაფრისა!”

3. ქართველები ყველაზე სტუმართმოყვარე ერი ვართ.

გაპრავება: ქართლის დედის ძეგლი, ერთ ხელში ხმალი მტრისთვის, მეორეში ღვინო სტუმრისთვის. “სტუმარი ღვთისააო”.

სინამდვილეში: ჩვენ უბრალოდ იმით ვართ ბედნიერები, რაოდენ გავაძღობთ სტუმარს ჩვენი საამაყო ხაჭაპურით და ჩავხეთქავთ სასმელში, ჩვენი საამაყო სადღეგრძელოების თანხლებით.

აღსანიშნავია ვაჭრობის და მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანების ქცევა ტურისტის დანახვაზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ უცხოელს ჩვენზე სამჯერ მეტი ფული აქვს, ამიტომ ნებისმიერ რამეში სამჯერ მეტი რომ გადაიხადოს “არა უჭირს რა”.

4. ქართველები ყველაზე ლამაზი ერი ვართ.

გაპრავება: მოგზაურები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაზე წერდნენ.
სინამდვილეში: ქართულ ენაში არსებობს სიტყვათა შეთანხმება “უცხო გარეგნობა”, რომელსაც ხშირად ვიყენებთ ხოლმე სილამაზის აღსანიშნად. ფრაზა “ამ გოგონას შეხედეთ რა ლამაზია, ნამდვილი ქართული გარეგნობა აქვს!” მე პირადად არასოდეს გამიგია.

იმ სილამაზისგან, რომელზეც ჩვენზე წერდნენ, სავარაუდოდ არაფერია დარჩენილი. მაგალითად მის მსოფლიოც კი არ მოგვიგია არც ერთხელ, და ერთადერთხელ, 2003 წელს ოცეულში სიმაღლის გამო გავედით, და იმ გოგოსაც ცხენს ვეძახით დღემდე.

5. ქართველები ყველაზე ჭკვიანი ერი ვართ და არავისგან არაფერი არ გვესწავლება.

გაპრავება: შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი..

სინამდვილეში: აგერ უკვე ორი საუკუნეა იგივე პრობლემები გვაქვს, რაზეც პირში ჯერ კიდევ ილია გვძრახავდა.

6. ქართველებს გვაქვს ბევრი კარგი ტრადიცია, მაგალითად სუფრის კულტურა.

გაპრავება: ნებისმიერ ქართველ კაცს ჰკითხეთ.

მსხვრევა: არამარტო ქართული არამედ ყველანაირი სუფრის აკადემია იყო იმ ეპოქაში, როდესაც ადამიანებს არ ჰქონდათ დისტანციური კომუნიკაციის საშუალება, ან არ იცოდნენ წერა–კითხვა. ამ დროს სუფრაზე სხვადასხვა ინფორმაცია იყრიდა თავს, დაახლოებით ისეთი სისტემით როგორიც იყო საფიხვნოები, სოფლის ბირჟები და ახლა უკვე Facebook–ი. ხოლო ახლა ქართული სუფრა მატრაკვეცობის ზეიმია, სადაც კარგი მსმელი, მაგრამ დაბალი IQ–ს მქონე ტიპები თამადობენ, დაზეპირებული რიგითობით ამბობენ სადღეგრძელოებს, მოაყოლებენ მდარე ლექსებს და ამბებს და საბოლოოდ ახალს და საინტერესოს ვერაფერს ამბობენ. ხოლო რაოდენ ტრაკშია ქართული სუფრა დღეს, შეგვიძლია განვსაზღვროთ იმ მაჩვენებლით თუ რას ამბობს აკაკი წერეთელი XIX საუკუნეში, პოემა “თორნიკე ერისთავში”:

მეფე ხალხს და ხალხი მეფეს
სიამესა გულს მოჰფენდენ.
მთვრალობა და “სადღეგრძელო”
სათვითოო არ იცოდენ;
ჩვენი ლხინი რომ ენახათ,
სირცხვილითაც დაიწვოდენ.

ჰოდა, თუ აკაკი ამას ამბობს, წარმოვიდგინოთ გივი სიხარულიძის ეპოქაში (more…)

Read Full Post »

მანქი

რას ვამბობდი..

ახალ ადვილ საშუალებას მივაგენი პოსტის საწერად..

ეს საკმაოდ ძველი თემაა ერთერთ ფორუმზე. თავის დროზე დიდი ვნებათაღელვა და შეხლა–შემოხლა გამოიწვია. ახლა რატომღაც გამახსენდა.

რამდენიმე ციტატა თემიდან “ეკლესია თინეიჯერობას კრძალავს” (ინტერვიუ მამა მამუკასთან)

– მოგწონთ თუ არა თანამედროვე თაობა? (რატომ)
– არ მომწონს, რადგან ისინი თინეიჯერები არიან. ბევრს არ ესმის რა არის
თინეიჯერობა, ეს არის დისკოტეკაზე სიარული, სიგარეტის და ნარკოტიკების
მიღება, მოდის აყოლა და სხვა ისეთი მისწრაფებები, რაც სულისთვის დამ-
ღუპველია.

მინდა აღვნიშნო, რომ ადრე სულისთვის დამღუპველი და უხარისხო, გემოვნების გამფუჭებელი და საერთოდ გამრყვნელი ფილმები, დღეს კლასიკად ითვლება.

– რამდენად ცუდია, რომ სატელეფონო სივრცეში არსებობს აქციები ანუ ღამის
“ფართები”. რას ემსახურება იგი?
– ეს აქციები გაუმართლებელი მოვლენაა. თუ
დავაკვირდებით ე.წ “ფართები” ხშირ შემთხვევაში
ღამითაა. იბადება კითხვა, რატომ მაინც და მაინც ღამე
და არა დღე? ეს ემსახურება მოზარდების ფსიქიკის
დარღვევას. როცა მშვიად უნდა იყო და გეძინოს, სწორედ
მაშინ ათენებ თეთრად და ვიღაცასთან მიწერმოწერა
გაქვს. ეს საშინელებაა, ახალგაზრდების უმეტესობა ამას
ვერ ხვდება.

აგერ მიხვდა ადამიანი, რომ მაგთიმ სინამდვილეში გათვალა როდის იყო ყველაზე შესაფერისი დრო ახალგაზრდებში სატანისტობის დასანერგად და კითხვის გაგრძელება თავს მოგვახვია ეს საშინელება.

– რამდენად დიდია ცოდვა, რომ გოგონები შარვალს
ატარებენ?

– იგი უდიდესი ცოდაა. სახარებაში წერია “წყეულიმც
იყოს ის დედაკაცი, ვინც მამაკაცის შესამოსელით შეიმოსოსო”
ღმერთი მას კრძალავს. გარდა ამისა, შარვალს ხშირად გამომწვევად იცვამენ
სწორედ ეს ხდება ხოლმე ყველგვარი სიბილწისა და მრუშობის საწინდარი.

ეტყობა არაფერი გაუგია მოკლე კაბებზე.. შარვალი ჩვენი მტერია..!! ქალი რომ კაცს ტანსაცმელს წაართმევს, ის სხვა რამესაც წაართმევსო, ნათქვამია.

– რას ნიშნავს, როდესაც ახალგაზრდა საყურეს ატარებს ყურზე, ცხვირზე და
წარბზე. (ასევე ფერუმარილს).?
– როდესაც თანამედროვეები თავს ირთავენ სხვადასხვა სამკაულებით, ეს არის
მცდელობა გარეგნობის შეცვლისა. ისინი ფიქრობენ რომ ასე უფრო ლამაზები
იქნებიან, მაგრამ ვერ აცნობიერებენ რამხელა ცოდვას ჩადიან. თინეიჯერები
ღმერთის მიმართ უმადურობას გამოხატავენ, მათ არ მოსწონთ ისეთი ქმნილება,
როგორიც უფალმა შექმნა. ისინი ღვთის დაწესებულის შეცვლას ცდილობენ.

ამ სასწაული ლოგიკით მივდივართ იქამდე, რომ ღვთის დაწესებული თმიანი ფეხების გაპარსვა უდიდესი ცოდვაა, ასევე წარბების გაკეთება. კბილების გახეხვაც, იმიტომ რომ, როგორც მახსოვს, ღმერთმა რომ დაგვაწესა მაშინ არ გვქონდა ქოლგეით ტოტალ თორმეტი და მითუმეტეს ბლენდამედ კომპლიტ შვიდი საიდან გვექნებოდა..

რამ გამოიწვია მოზარდების ასე შეცვლა?
– ეს შედეგი ამერიკის დამსახურებაა.

აბა რა. აბა რა. სულ მაგათ მოიგონეს ჯილეტი და საერთოდ ვენუსიც ქალებისთვის ცალკე, რა მკრეხელობაა..

(c) monkey

Read Full Post »